საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გასახდომი საშუალებების მაღაზია "ჰერბალაიფის" დაყაჩაღების ფაქტი გახსნილია - დაკავებულია 44 წლის მამაკაცი
გასახდომი საშუალებების მაღაზია "ჰერბალაიფის" დაყაჩაღების ფაქტი გახსნილია - დაკავებულია 44 წლის მამაკაცი

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, ყა­ჩა­ღო­ბი­სა და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბის ბრალ­დე­ბით, 1975 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი, წარ­სულ­ში ყა­ჩა­ღო­ბის­თვის ნა­სა­მარ­თლე­ვი კ.ფ. და­ა­კა­ვეს. და­ნა­შა­უ­ლი 4-დან 7 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა ბრალ­დე­ბულ­მა 26 მარტს თბი­ლის­ში, თა­მა­რაშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე, საკ­ვე­ბი და­ნა­მა­ტე­ბი­სა და და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი კვე­ბის ცენ­ტრი "ჰერ­ბა­ლა­ი­ფის" და­ყა­ჩა­ღე­ბა სცა­და, თუმ­ცა თან­ხის წა­ღე­ბა ვერ შეძ­ლო და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა კ.ფ., სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, მომ­ხდა­რი­დან მე­ო­რე დღეს, თბი­ლის­ში და­ა­კა­ვეს.

გა­მო­ძი­ე­ბა ყა­ჩა­ღო­ბი­სა და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბის ფაქ­ტებ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 179-ე მუხ­ლის 1-ლი ნა­წი­ლით, 236-ე მუხ­ლის მე-3 და მე-4 ნა­წი­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ავტორი:

გასახდომი საშუალებების მაღაზია "ჰერბალაიფის" დაყაჩაღების ფაქტი გახსნილია - დაკავებულია 44 წლის მამაკაცი

გასახდომი საშუალებების მაღაზია "ჰერბალაიფის" დაყაჩაღების ფაქტი გახსნილია - დაკავებულია 44 წლის მამაკაცი

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 1975 წელს დაბადებული, წარსულში ყაჩაღობისთვის ნასამართლევი კ.ფ. დააკავეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა ბრალდებულმა 26 მარტს თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე მდებარე, საკვები დანამატებისა და დაბალანსებული კვების ცენტრი "ჰერბალაიფის" დაყაჩაღება სცადა, თუმცა თანხის წაღება ვერ შეძლო და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა კ.ფ., საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მომხდარიდან მეორე დღეს, თბილისში დააკავეს.

გამოძიება ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი