მსოფლიო
საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მსახიობი ნოდარ მგალობლიშვილი გარდაიცვალა
მსახიობი ნოდარ მგალობლიშვილი გარდაიცვალა

თე­ატ­რი­სა და კი­ნოს მსა­ხი­ო­ბი ნო­დარ მგა­ლობ­ლიშ­ვი­ლი 87 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ინ­ფორ­მა­ცია რე­ჟი­სორ­მა გოჩა კა­პა­ნა­ძემ და­უ­დას­ტუ­რა.

მსა­ხი­ო­ბი 1931 წლის 15 ივ­ლისს სა­გა­რე­ჯოს რი­ო­ნის სო­ფელ გომ­ბორ­ში და­ი­ბა­და, და­ამ­თავ­რა სა­ქარ­თვე­ლოს შოთა რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რი­სა და კი­ნოს სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი. 1954 წლი­დან მუ­შა­ობ­და კოტე მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის დრა­მა­ტულ თე­ატ­რში. მისი ად­რე­უ­ლი პე­რი­ო­დის რო­ლე­ბი­დან გა­მო­ირ­ჩე­ვა მაქ­სიმ გორ­კის "ფსკერ­ზე", ჰენ­რიკ იბ­სე­ნის "მოჩ­ვე­ნე­ბა". მოგ­ვი­ა­ნე­ბით ლეო ქი­ა­ჩე­ლის "ჰაკი აძბა", ია­გოს როლი უი­ლი­ამ შექ­სპი­რის "ოტე­ლო­ში", თე­ი­მუ­რაზ ხე­ვის­თა­ვი მი­ხე­ილ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის "ჯა­ყოს ხიზ­ნებ­ში" და ა.შ.

ნო­დარ მგა­ლობ­ლიშ­ვი­ლი გა­და­ღე­ბუ­ლია არა­ერთ კი­ნო­ფილმში. მი­ნი­ჭე­ბუ­ლი ჰქონ­და დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი არ­ტის­ტი­სა სა­ხალ­ხო არ­ტის­ტის წო­დე­ბე­ბი. 2001 წელს მან უარი თქვა მა­შინ­დე­ლი პრე­ზი­დენ­ტის, ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის მიერ გა­და­ცე­მულ ღირ­სე­ბის ორ­დენ­ზე. გა­ნა­ცხა­და, რომ არ სურ­და ღირ­სე­ბის ორ­დე­ნი ისე­თი რე­ჟი­მის მხრი­დან, რო­მელ­მაც მას ღირ­სე­ბა წა­არ­თვა და უკი­დუ­რეს გა­ჭირ­ვე­ბა­ში ცხოვ­რე­ბა აი­ძუ­ლა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიოგიო
4

ღირსების ორდენობაზე უარი გამოწვეული იყო იმით,რომ ის სინანულს გამოთქვამდა კავშირის დანგრევაზე და არა შევარდნაძის წინააღმდეგ....

lasha
0

magari artisti iko

ავტორი:

მსახიობი ნოდარ მგალობლიშვილი გარდაიცვალა

მსახიობი ნოდარ მგალობლიშვილი გარდაიცვალა

თეატრისა და კინოს მსახიობი ნოდარ მგალობლიშვილი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ინფორმაცია რეჟისორმა გოჩა კაპანაძემ დაუდასტურა.

მსახიობი 1931 წლის 15 ივლისს საგარეჯოს რიონის სოფელ გომბორში დაიბადა, დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1954 წლიდან მუშაობდა კოტე მარჯანიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში. მისი ადრეული პერიოდის როლებიდან გამოირჩევა მაქსიმ გორკის "ფსკერზე", ჰენრიკ იბსენის "მოჩვენება". მოგვიანებით ლეო ქიაჩელის "ჰაკი აძბა", იაგოს როლი უილიამ შექსპირის "ოტელოში", თეიმურაზ ხევისთავი მიხეილ ჯავახიშვილის "ჯაყოს ხიზნებში" და ა.შ.

ნოდარ მგალობლიშვილი გადაღებულია არაერთ კინოფილმში. მინიჭებული ჰქონდა დამსახურებული არტისტისა სახალხო არტისტის წოდებები. 2001 წელს მან უარი თქვა მაშინდელი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის მიერ გადაცემულ ღირსების ორდენზე. განაცხადა, რომ არ სურდა ღირსების ორდენი ისეთი რეჟიმის მხრიდან, რომელმაც მას ღირსება წაართვა და უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრება აიძულა.