საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მდგომარეობა მძიმეა, სიცოცხლის შენარჩუნებისთვის ვიბრძვით" - თორნიკე მამალაძე ძმის მდგომარეობაზე
"მდგომარეობა მძიმეა, სიცოცხლის შენარჩუნებისთვის ვიბრძვით" - თორნიკე მამალაძე ძმის მდგომარეობაზე

დე­კა­ნოზს 3 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში არ უძი­ნია და 3 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში საჭ­მე­ლი არ მი­უ­ღია, - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" მსჯავ­რდე­ბუ­ლი დე­კა­ნო­ზის, გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძის ძმამ, თორ­ნი­კე მა­მა­ლა­ძემ გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც ის აღ­ნიშ­ნავს, დღეს დი­ლით, პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან დე­კა­ნოზ­მა და­უ­რე­კა და შე­ა­ტყო­ბი­ნა, რომ თავს შე­უძ­ლოდ გრძნობ­და და სთხო­ვა, მას­თან სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი შე­სუ­ლი­ყო.

თორ­ნი­კე მა­მა­ლა­ძეს უჭირს თქვას, ჯან­მრთე­ლო­ბის რა პრობ­ლე­მა აქვს მის ძმას, რად­გან დე­კა­ნოზ­თან ექი­მი ამ დრომ­დე არ შე­სუ­ლა და ის წამ­ლებს და­მო­უ­კი­დებ­ლად ყი­დუ­ლობს.

"მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა დღი­თი­დღე უა­რეს­დე­ბა. დღეს და­მი­რე­კა, მთხო­ვა, იქ­ნებ მას­თან სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი შე­სუ­ლი­ყო, რათა დახ­მა­რე­ბა გა­ე­წია. ად­გილ­ზე ექი­მე­ბი არ იმ­ყო­ფე­ბი­ან, მე­დი­კა­მენ­ტე­ბი არ ეძ­ლე­ვა, წამ­ლე­ბი თვი­თონ იყი­და. მას ტემ­პე­რა­ტუ­რა ხან 38 გრა­დუს­ზე ას­დის, ხან 35-ზე უვარ­დე­ბა. ვკი­თხე, რა გჭირს-მეთ­ქი, მაგ­რამ არ იცო­და, რად­გან ექიმს გა­სინ­ჯუ­ლიც არ ჰყავს. რაც ახ­სოვ­და, რომ ვირუსს შვე­ლის, ის წამ­ლე­ბი თა­ვი­სი სახ­სრე­ბით იყი­და, დღე­საც მთხო­ვა თან­ხის ჩა­რი­ცხვა, რომ წამ­ლე­ბი კი­დევ შე­ე­ძი­ნა. ჩემ ძმას ელე­მენ­ტა­რუ­ლი ყუ­რა­დღე­ბაც არ ექ­ცე­ვა. ვერ გე­ტყვით ვირუ­სი აქვს, თუ რა ჭირს, მაგ­რამ ფაქ­ტია, ორ­გა­ნიზ­მი ში­ნა­გა­ნად რა­ღა­ცას ებ­რძვის, რად­გან ხან მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა აქვს, ხან - და­ბა­ლი, ღამე არ სძი­ნავს, კან­კა­ლებს", - გა­ნა­ცხა­და თორ­ნი­კე მა­მა­ლა­ძემ.

ის დე­კა­ნო­ზის სა­მო­ქა­ლა­ქო კლი­ნი­კა­ში გა­დაყ­ვა­ნას ითხოვს, სა­დაც შე­სა­ბა­მი­სი მკურ­ნა­ლო­ბა ჩა­უ­ტარ­დე­ბა.

"ამ ადა­მი­ა­ნის შე­სა­ბა­მის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­დაყ­ვა­ნას ვი­თხოვთ, რად­გან სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ელე­მენ­ტა­რულ ყუ­რა­დღე­ბას არ აქ­ცე­ვენ და ამ მძი­მე დი­აგ­ნო­ზის მკურ­ნა­ლო­ბა ვერ მო­ხერ­ხდე­ბა. იმე­დია, გა­ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის რე­კო­მენ­და­ცი­ებს და ჩემი ძმის იმ და­ე­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­დაყ­ვა­ნა მო­ხერ­ხდე­ბა, სა­დაც მას სი­ცო­ცხლე შე­უ­ნარ­ჩუნ­დე­ბა. სა­კი­თხი უკვე ასეა, რომ ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის­თვის ვიბ­რძვით", - გა­ნა­ცხა­და თორ­ნი­კე მა­მა­ლა­ძემ.

ავტორი:

"მდგომარეობა მძიმეა, სიცოცხლის შენარჩუნებისთვის ვიბრძვით" - თორნიკე მამალაძე ძმის მდგომარეობაზე

"მდგომარეობა მძიმეა, სიცოცხლის შენარჩუნებისთვის ვიბრძვით" - თორნიკე მამალაძე ძმის მდგომარეობაზე

დეკანოზს 3 დღის განმავლობაში არ უძინია და 3 დღის განმავლობაში საჭმელი არ მიუღია, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ძმამ, თორნიკე მამალაძემ განუცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, დღეს დილით, პენიტენციური დაწესებულებიდან დეკანოზმა დაურეკა და შეატყობინა, რომ თავს შეუძლოდ გრძნობდა და სთხოვა, მასთან სახალხო დამცველის წარმომადგენელი შესულიყო.

თორნიკე მამალაძეს უჭირს თქვას, ჯანმრთელობის რა პრობლემა აქვს მის ძმას, რადგან დეკანოზთან ექიმი ამ დრომდე არ შესულა და ის წამლებს დამოუკიდებლად ყიდულობს.

"მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება. დღეს დამირეკა, მთხოვა, იქნებ მასთან სახალხო დამცველის წარმომადგენელი შესულიყო, რათა დახმარება გაეწია. ადგილზე ექიმები არ იმყოფებიან, მედიკამენტები არ ეძლევა, წამლები თვითონ იყიდა. მას ტემპერატურა ხან 38 გრადუსზე ასდის, ხან 35-ზე უვარდება. ვკითხე, რა გჭირს-მეთქი, მაგრამ არ იცოდა, რადგან ექიმს გასინჯულიც არ ჰყავს. რაც ახსოვდა, რომ ვირუსს შველის, ის წამლები თავისი სახსრებით იყიდა, დღესაც მთხოვა თანხის ჩარიცხვა, რომ წამლები კიდევ შეეძინა. ჩემ ძმას ელემენტარული ყურადღებაც არ ექცევა. ვერ გეტყვით ვირუსი აქვს, თუ რა ჭირს, მაგრამ ფაქტია, ორგანიზმი შინაგანად რაღაცას ებრძვის, რადგან ხან მაღალი ტემპერატურა აქვს, ხან - დაბალი, ღამე არ სძინავს, კანკალებს", - განაცხადა თორნიკე მამალაძემ.

ის დეკანოზის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვს, სადაც შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდება.

"ამ ადამიანის შესაბამის დაწესებულებაში გადაყვანას ვითხოვთ, რადგან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ელემენტარულ ყურადღებას არ აქცევენ და ამ მძიმე დიაგნოზის მკურნალობა ვერ მოხერხდება. იმედია, გაითვალისწინებენ სახალხო დამცველის რეკომენდაციებს და ჩემი ძმის იმ დაეწესებულებაში გადაყვანა მოხერხდება, სადაც მას სიცოცხლე შეუნარჩუნდება. საკითხი უკვე ასეა, რომ ადამიანის სიცოცხლის შენარჩუნებისთვის ვიბრძვით", - განაცხადა თორნიკე მამალაძემ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი