პოლიტიკა
მოზაიკა
მსოფლიო

11

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 18:54-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 05:12-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სირიაში ISIS-ი სრულად განადგურებულია - სისხლისმღვრელ ბრძოლაში ისლამისტები დამარცხდნენ
სირიაში ISIS-ი სრულად განადგურებულია - სისხლისმღვრელ ბრძოლაში ისლამისტები დამარცხდნენ

სი­რი­ა­ში ტე­რო­რის­ტუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბა "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფო" სრუ­ლად გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია. ის­ლა­მის­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მიმ­დი­ნა­რე 4 წლი­ა­ნი ინ­ტენ­სი­უ­რი ბრძო­ლა დას­რულ­და. ერთ დროს მათ სი­რი­ი­სა და ერა­ყის ტე­რი­ტო­რი­ის მე­სა­მე­დი ეკა­ვათ. სი­რი­ა­ში და­ე­შის სრუ­ლად გა­ნად­გუ­რე­ბის შე­სა­ხებ ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის მხარ­და­ჭე­რის მქო­ნე სი­რი­ის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ძა­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა "ტვი­ტე­რის" მეშ­ვე­ო­ბით დღეს გა­ავ­რცე­ლეს.

ჯერ კი­დევ გუ­შინ სი­რი­ის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ძა­ლე­ბის მე­დი­ას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის მუს­ტა­ფა ბა­ლის მიერ "ტვი­ტერ­ზე" გავ­რცე­ლე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბის თა­ნახ­მად, "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" უკა­ნას­კნე­ლი ნარ­ჩე­ნე­ბის­გან სრუ­ლად გა­სა­თა­ვი­სუფ­ლებ­ლად მძი­მე და სის­ხლისმღვრე­ლი ბრძო­ლა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და.

ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, რომ და­ე­შის მებ­რძო­ლე­ბი და­მარ­ცხე­ბუ­ლე­ბი არი­ან და "ის­ლა­მურ სა­ხელ­მწი­ფოს" გავ­ლე­ნის ქვეშ სი­რი­ა­ში მი­წის ერთი სან­ტი­მეტ­რიც კი აღარ დარ­ჩა, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­მაც და­ა­დას­ტუ­რა. თეთ­რი სახ­ლის პრესს­პი­კე­რის სარა სან­დერ­სის თქმით, აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია თეთ­რი სახ­ლის ლი­დერს დო­ნალდ ტრამპს უკვე შე­ა­ტყო­ბი­ნეს. მისი გან­ცხა­დე­ბით, ამე­რი­კის თავ­დაც­ვის მდივ­ნის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბელ­მა პატ­რიკ შა­ნა­ჰან­მა ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ტრამპს One Air One-ის ბორტზე ყოფ­ნი­სას, ფლო­რი­და­ში გამ­გზავ­რე­ბის დროს აც­ნო­ბა.

აქვე უნდა ით­ქვას, რომ სი­რი­ის დე­მოკ­რა­ტი­ულ ძა­ლებს რამ­დე­ნი­მე კვი­რა დას­ჭირ­დათ იმის­თვის, რომ ტე­რო­რის­ტუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბის­თვის ბა­ღუ­ზის სა­ხით სი­რი­ა­ში უკა­ნას­კნე­ლი და­საყ­რდე­ნი გა­მო­ე­ცა­ლათ ხე­ლი­დან. თავ­და­დე­ბუ­ლი ბრძო­ლის უკა­ნას­კნელ დღე­ებ­ში, ტე­რო­რის­ტუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ო­ში კარ­გად ჩანს სი­რი­ის დე­მოკ­რა­ტი­ულ ძა­ლებ­თან მებ­რძო­ლი ბურ­კა­ში გა­მო­წყო­ბი­ლი ქალი, რო­მელ­საც ხელ­ში AK47-ი უჭი­რავს. სა­ინ­ტე­რე­სოა ის ფაქ­ტი, რომ ამ დრომ­დე ქა­ლებს ბრძო­ლის წინა ხაზ­ზე გა­მო­ჩე­ნა ეკ­რძა­ლე­ბო­დათ.

რო­გორც სამ­ხედ­რო ექ­სპერ­ტე­ბი გან­მარ­ტა­ვენ, ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფო ყო­ველ­თვის იმ პრინ­ციპს ეყ­რდნო­ბო­და, რომ ქა­ლებ­მა ძა­ლა­დობ­რივ აქ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მხო­ლოდ უკი­დუ­რეს შემ­თხვე­ვა­ში უნდა მი­ი­ღონ ანუ თუ საქ­მე თავ­დაც­ვით ჯი­ჰადს ეხე­ბა, თუ მუს­ლიმ­თა ტე­რი­ტო­რია თავ­დას­ხმის სა­მიზ­ნეა და ქა­ლე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბა სტრა­ტე­გი­უ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბი­საა. რო­გორც ჩანს, ბა­ღუ­ზის­თვის ბრძო­ლა სწო­რედ ის კრი­ტი­კუ­ლი მო­მენ­ტი აღ­მოჩ­ნდა, რო­მე­ლიც ქა­ლე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბას სა­ჭი­რო­ებ­და.

"ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" მი­ზა­ნი მუს­ლი­მე­ბით და­სახ­ლე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის და­მორ­ჩი­ლე­ბა და იქ ხა­ლი­ფა­ტის გა­მო­ცხა­დე­ბა იყო, რისი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბაც სი­რი­ი­სა და ერა­ყის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ქა­ლა­ქე­ბის და­პყრო­ბით და­ი­წყო. უკვე 2014 წელს თვით­გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი ხა­ლი­ფა­ტი ორი ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე 88 ათა­სი კვად­რა­ტუ­ლი კი­ლო­მეტ­რის ფარ­თობს აკონ­ტრო­ლებ­და.

ის­ლა­მის­ტებ­მა კონ­ტრო­ლის ქვეშ არ­სე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შა­რი­ა­თის კა­ნო­ნე­ბი აა­მოქ­მე­დეს და ტე­რო­რი და შიში და­ამ­ყა­რეს. ორ­გა­ნი­ზა­ცია ცნო­ბი­ლია ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნის მოკ­ვლი­თა და სიკ­ვდი­ლით დას­ჯით, რო­მე­ლიც რო­გორც წესი ადა­მი­ან­თა მო­რა­ლუ­რი გა­ნად­გუ­რე­ბის მიზ­ნით სა­ჯა­როდ ეწყო­ბო­და.

ალ­ბათ, გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი არ იქ­ნე­ბა თუ ვი­ტყვით, რომ და­ე­შის მებ­რძო­ლებ­მა ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე დიდი ადა­მი­ა­ნუ­რი ზა­რა­ლი იე­ზი­დე­ბის რე­ლი­გი­ურ უმ­ცი­რე­სო­ბას მი­ა­ყე­ნეს. 2014 წელს "ის­ლა­მურ­მა სა­ხელ­მწი­ფომ" ერა­ყის ჩრდი­ლო­ეთ ნა­წილ­ში მდე­ბა­რე სინ­ჯა­რის ოლ­ქში მცხოვ­რებ იე­ზი­დებ­ზე იე­რი­ში მი­ი­ტა­ნეს. მა­შინ და­ახ­ლო­ე­ბით 50 ათას­მა ადა­მი­ან­მა თავი მთებს შე­ა­ფა­რა, თუმ­ცა სა­ნამ კო­ა­ლი­ცია ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის მე­თა­უ­რო­ბით მათ და­სახ­მა­რებ­ლად ტე­რო­რის­ტებ­ზე ავი­ა­ი­ერშს გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებ­და, ათა­სო­ბით იე­ზი­დი და­ი­ღუ­პა. ექ­სტრე­მის­ტე­ბი იე­ზიდ მა­მა­კა­ცებს სიკ­ვდი­ლით სჯიდ­ნენ, ბავ­შვებს ყიდ­ნენ, ქა­ლე­ბი კი სექსმო­ნე­ბი ხდე­ბოდ­ნენ.

გა­ე­როს ან­გა­რი­შის თა­ნახ­მად, 2015 წლის­თვის ის­ლა­მის­ტებს 3500 ადა­მი­ა­ნი მო­ნად ჰყავ­დათ აყ­ვა­ნი­ლი, მათ დიდ ნა­წილს იე­ზი­დე­ბი წარ­მო­ად­გენ­დნენ, მო­ნა­თა უმე­ტე­სო­ბა მდედ­რო­ბი­თი სქე­სის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი იყო, თუმ­ცა მო­ნა­თა შო­რის სხვა რე­ლი­გი­უ­რი და ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც ხვდე­ბოდ­ნენ.

იე­ზი­დე­ბის მიერ გა­ღე­ბულ მსხვერ­პლზე სა­უბ­რი­სას არ შე­იძ­ლე­ბა არ გა­ვიხ­სე­ნოთ მათი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მა­მა­ცი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ნა­დია მუ­რა­დი, რო­მელ­მაც ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს სექს მო­ნო­ბას გაქ­ცე­ვით და­აღ­წია თავი, ძალა მო­იკ­რი­ბა და თა­ვი­სი ოჯა­ხის ტრა­გე­დია, რო­მე­ლიც ექ­სტრე­მის­ტებ­მა მის თვალ­წინ ამო­ხო­ცეს, მთელს მსოფ­ლი­ოს მო­უყ­ვა, გა­ე­როს კი იე­ზი­დე­ბის დახ­მა­რე­ბა სთხო­ვა. ნა­დია მუ­რა­დი ახლა გერ­მა­ნი­ა­ში ცხოვ­რობს, მან გა­სულ წელს მშვი­დო­ბის დარ­გში ნო­ბე­ლის პრე­მია მი­ი­ღო.

ნა­დია მუ­რა­დი — იე­ზი­დი ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დამ­ცვე­ლი

"ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" მებ­რძო­ლე­ბი ადა­მი­ა­ნებს არა მხო­ლოდ ფი­ზი­კუ­რად არა­მედ მო­რა­ლუ­რა­დაც ანად­გუ­რებ­დნენ, ისი­ნი სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­მო­ნა­ხულ მო­ნუ­მენ­ტებ­სა და ტაძ­რებს ანად­გუ­რებ­დნენ. ექ­სტრე­მი­ტებ­მა სი­ი­რის ერთ-ერთი უძ­ვე­ლე­სი და ის­ტო­რი­უ­ლი ქა­ლა­ქი პალ­მი­რა ურო­ე­ბის დახ­მა­რე­ბით გა­ა­ნად­გუ­რეს, ყვე­ლა­ზე ძვირ­ფა­სი არ­ტე­ფაქ­ტე­ბი კი შავ ბა­ზარ­ზე გა­ყი­დეს.

შავ ბა­ზარ­ზე გა­ყი­დუ­ლი არ­ტე­ფაქ­ტე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად მათი შე­მო­სავ­ლის დიდ ნა­წილს ნავ­თო­ბი, კონ­ტრო­ბან­და, მო­სახ­ლე­ო­ბა­ზე და­წე­სე­ბუ­ლი გა­და­სა­ხა­დე­ბი წარ­მო­ად­გენ­და. შე­მო­სა­ვალს იღებ­დნენ გა­მო­ძალ­ვი­სა და ადა­მი­ან­თა გა­ტა­ცე­ბის გზი­თაც.

"ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" ტე­რო­რი მხო­ლოდ სი­რი­ი­სა და ერა­ყის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ გავ­რცელ­და, არა­მედ მთე­ლი მსოფ­ლიო მო­იც­ვა. ის­ლა­მის­ტებ­მა ევ­რო­პის შუ­ა­გუ­ლამ­დეც ჩა­აღ­წი­ეს და ტე­რაქ­ტე­ბის სე­რია პა­რიზ­სა და ბრი­უ­სელ­შიც მო­ა­წყვეს, სი­ნა­ის ნა­ხე­ვარ­კუნ­ძუ­ლის თავ­ზე რუ­სუ­ლი ვერ­ტმფრე­ნის ჩა­მოგ­დე­ბა მო­ა­ხერ­ხეს და აშშ-ის ღა­მის კლუბ­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სის­ხლი­ა­ნი ჟლე­ტის სუ­ლის­ჩამ­დგმე­ლე­ბი აღ­მოჩ­ნდნენ. და­უ­ჯე­რებ­ლია, მაგ­რამ მათ თით­ქმის მთე­ლი მსოფ­ლი­ოს და და­სავ­ლე­თის წამ­ყვა­ნი ქვეყ­ნის პრო­ვო­ცი­რე­ბა გა­მო­იწ­ვი­ეს.

ჯერ კი­დევ გა­სუ­ლი წლის თე­ბერ­ვლის მო­ნა­ცე­მე­ბით, 2014 წელს ხა­ლი­ფა­ტის გა­მო­ცხა­დე­ბის შემ­დეგ, "ის­ლა­მურ­მა სა­ხელ­მწი­ფომ" 29 ქვე­ყა­ნა­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი 143 ტე­რაქ­ტი სა­კუ­თარ თავ­ზე აიღო, რა­საც 2000-ზე მეტი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა.

უკეთ რომ გა­ვი­გოთ რა ზა­რა­ლი მი­ა­ყე­ნა სი­რი­ამ იმ ქვეყ­ნებს, რო­მელ­თა ნა­წილ­ზეც კონ­ტრო­ლი ჰქონ­და დამ­ყა­რე­ბუ­ლი, გე­ტყვით, რომ მხო­ლოდ სი­რი­ას 1 ტრი­ლი­ო­ნი ამე­რი­კუ­ლი დო­ლა­რი სჭირ­დე­ბა იმის­თვის, რომ ქვე­ყა­ნა ნან­გრე­ვე­ბი­დან აღ­დგეს.

ფოტო: "დე­ი­ლი მე­ი­ლი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

სირიაში ISIS-ი სრულად განადგურებულია - სისხლისმღვრელ ბრძოლაში ისლამისტები დამარცხდნენ

სირიაში ISIS-ი სრულად განადგურებულია - სისხლისმღვრელ ბრძოლაში ისლამისტები დამარცხდნენ

სირიაში ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფო" სრულად განადგურებულია. ისლამისტების წინააღმდეგ მიმდინარე 4 წლიანი ინტენსიური ბრძოლა დასრულდა. ერთ დროს მათ სირიისა და ერაყის ტერიტორიის მესამედი ეკავათ. სირიაში დაეშის სრულად განადგურების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერის მქონე სირიის დემოკრატიული ძალების წარმომადგენლებმა "ტვიტერის" მეშვეობით დღეს გაავრცელეს.

ჯერ კიდევ გუშინ სირიის დემოკრატიული ძალების მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მუსტაფა ბალის მიერ "ტვიტერზე" გავრცელებული განცხადების თანახმად, "ისლამური სახელმწიფოს" უკანასკნელი ნარჩენებისგან სრულად გასათავისუფლებლად მძიმე და სისხლისმღვრელი ბრძოლა მიმდინარეობდა.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დაეშის მებრძოლები დამარცხებულები არიან და "ისლამურ სახელმწიფოს" გავლენის ქვეშ სირიაში მიწის ერთი სანტიმეტრიც კი აღარ დარჩა, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტრომაც დაადასტურა. თეთრი სახლის პრესსპიკერის სარა სანდერსის თქმით, აღნიშნული ინფორმაცია თეთრი სახლის ლიდერს დონალდ ტრამპს უკვე შეატყობინეს. მისი განცხადებით, ამერიკის თავდაცვის მდივნის მოვალეობის შემსრულებელმა პატრიკ შანაჰანმა ამასთან დაკავშირებით, ტრამპს One Air One-ის ბორტზე ყოფნისას, ფლორიდაში გამგზავრების დროს აცნობა.

აქვე უნდა ითქვას, რომ სირიის დემოკრატიულ ძალებს რამდენიმე კვირა დასჭირდათ იმისთვის, რომ ტერორისტული დაჯგუფებისთვის ბაღუზის სახით სირიაში უკანასკნელი დასაყრდენი გამოეცალათ ხელიდან. თავდადებული ბრძოლის უკანასკნელ დღეებში, ტერორისტული დაჯგუფების მიერ გავრცელებულ ვიდეოში კარგად ჩანს სირიის დემოკრატიულ ძალებთან მებრძოლი ბურკაში გამოწყობილი ქალი, რომელსაც ხელში AK47-ი უჭირავს. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ამ დრომდე ქალებს ბრძოლის წინა ხაზზე გამოჩენა ეკრძალებოდათ.

როგორც სამხედრო ექსპერტები განმარტავენ, ისლამური სახელმწიფო ყოველთვის იმ პრინციპს ეყრდნობოდა, რომ ქალებმა ძალადობრივ აქტში მონაწილეობა მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში უნდა მიიღონ ანუ თუ საქმე თავდაცვით ჯიჰადს ეხება, თუ მუსლიმთა ტერიტორია თავდასხმის სამიზნეა და ქალების ჩართულობა სტრატეგიული მნიშვნელობისაა. როგორც ჩანს, ბაღუზისთვის ბრძოლა სწორედ ის კრიტიკული მომენტი აღმოჩნდა, რომელიც ქალების ჩართულობას საჭიროებდა.

"ისლამური სახელმწიფოს" მიზანი მუსლიმებით დასახლებული ტერიტორიების დამორჩილება და იქ ხალიფატის გამოცხადება იყო, რისი განხორციელებაც სირიისა და ერაყის მნიშვნელოვანი ქალაქების დაპყრობით დაიწყო. უკვე 2014 წელს თვითგამოცხადებული ხალიფატი ორი ქვეყნის ტერიტორიაზე 88 ათასი კვადრატული კილომეტრის ფართობს აკონტროლებდა.

ისლამისტებმა კონტროლის ქვეშ არსებულ ტერიტორიაზე შარიათის კანონები აამოქმედეს და ტერორი და შიში დაამყარეს. ორგანიზაცია ცნობილია ათასობით ადამიანის მოკვლითა და სიკვდილით დასჯით, რომელიც როგორც წესი ადამიანთა მორალური განადგურების მიზნით საჯაროდ ეწყობოდა.

ალბათ, გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ დაეშის მებრძოლებმა ერთ-ერთი ყველაზე დიდი ადამიანური ზარალი იეზიდების რელიგიურ უმცირესობას მიაყენეს. 2014 წელს "ისლამურმა სახელმწიფომ" ერაყის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე სინჯარის ოლქში მცხოვრებ იეზიდებზე იერიში მიიტანეს. მაშინ დაახლოებით 50 ათასმა ადამიანმა თავი მთებს შეაფარა, თუმცა სანამ კოალიცია ამერიკის შეერთებული შტატების მეთაურობით მათ დასახმარებლად ტერორისტებზე ავიაიერშს განახორციელებდა, ათასობით იეზიდი დაიღუპა. ექსტრემისტები იეზიდ მამაკაცებს სიკვდილით სჯიდნენ, ბავშვებს ყიდნენ, ქალები კი სექსმონები ხდებოდნენ.

გაეროს ანგარიშის თანახმად, 2015 წლისთვის ისლამისტებს 3500 ადამიანი მონად ჰყავდათ აყვანილი, მათ დიდ ნაწილს იეზიდები წარმოადგენდნენ, მონათა უმეტესობა მდედრობითი სქესის წარმომადგენელი იყო, თუმცა მონათა შორის სხვა რელიგიური და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებიც ხვდებოდნენ.

იეზიდების მიერ გაღებულ მსხვერპლზე საუბრისას არ შეიძლება არ გავიხსენოთ მათი ერთ-ერთი ყველაზე მამაცი წარმომადგენელი ნადია მურადი, რომელმაც ისლამური სახელმწიფოს სექს მონობას გაქცევით დააღწია თავი, ძალა მოიკრიბა და თავისი ოჯახის ტრაგედია, რომელიც ექსტრემისტებმა მის თვალწინ ამოხოცეს, მთელს მსოფლიოს მოუყვა, გაეროს კი იეზიდების დახმარება სთხოვა. ნადია მურადი ახლა გერმანიაში ცხოვრობს, მან გასულ წელს მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მიიღო.

ნადია მურადი — იეზიდი ადამიანის უფლებათა დამცველი

"ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლები ადამიანებს არა მხოლოდ ფიზიკურად არამედ მორალურადაც ანადგურებდნენ, ისინი საუკუნეების განმავლობაში შემონახულ მონუმენტებსა და ტაძრებს ანადგურებდნენ. ექსტრემიტებმა სიირის ერთ-ერთი უძველესი და ისტორიული ქალაქი პალმირა უროების დახმარებით გაანადგურეს, ყველაზე ძვირფასი არტეფაქტები კი შავ ბაზარზე გაყიდეს.

შავ ბაზარზე გაყიდული არტეფაქტების პარალელურად მათი შემოსავლის დიდ ნაწილს ნავთობი, კონტრობანდა, მოსახლეობაზე დაწესებული გადასახადები წარმოადგენდა. შემოსავალს იღებდნენ გამოძალვისა და ადამიანთა გატაცების გზითაც.

"ისლამური სახელმწიფოს" ტერორი მხოლოდ სირიისა და ერაყის ტერიტორიაზე არ გავრცელდა, არამედ მთელი მსოფლიო მოიცვა. ისლამისტებმა ევროპის შუაგულამდეც ჩააღწიეს და ტერაქტების სერია პარიზსა და ბრიუსელშიც მოაწყვეს, სინაის ნახევარკუნძულის თავზე რუსული ვერტმფრენის ჩამოგდება მოახერხეს და აშშ-ის ღამის კლუბში ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი ჟლეტის სულისჩამდგმელები აღმოჩნდნენ. დაუჯერებლია, მაგრამ მათ თითქმის მთელი მსოფლიოს და დასავლეთის წამყვანი ქვეყნის პროვოცირება გამოიწვიეს.

ჯერ კიდევ გასული წლის თებერვლის მონაცემებით, 2014 წელს ხალიფატის გამოცხადების შემდეგ, "ისლამურმა სახელმწიფომ" 29 ქვეყანაში განხორციელებული 143 ტერაქტი საკუთარ თავზე აიღო, რასაც 2000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

უკეთ რომ გავიგოთ რა ზარალი მიაყენა სირიამ იმ ქვეყნებს, რომელთა ნაწილზეც კონტროლი ჰქონდა დამყარებული, გეტყვით, რომ მხოლოდ სირიას 1 ტრილიონი ამერიკული დოლარი სჭირდება იმისთვის, რომ ქვეყანა ნანგრევებიდან აღდგეს.

ფოტო: "დეილი მეილი"

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"