საზოგადოება

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცრურწმენები, რომლისაც ბევრს სჯერა და სტანჯავს
ცრურწმენები, რომლისაც ბევრს სჯერა და სტანჯავს

ყვე­ლა ხალ­ხში, მი­უ­ხე­და­ვად ეროვ­ნე­ბი­სა, გავ­რცე­ლე­ბუ­ლი­სა სხვა­დახ­ვა წესი, რო­მელ­საც თით­ქმის ყვე­ლა გულ­მოდ­გი­ნედ იცავს. ეს წე­სე­ბი რწმე­ნებს ემ­ყა­რე­ბა და მათი უმ­რავ­ლე­სო­ბა, შე­საძ­ლე­ბე­ლია, მარ­თა­ლი არც იყოს. ცრურ­წმე­ნე­ბის ბევრ ადა­მი­ანს სჯე­რა და მათ მი­ხედ­ვით მოქ­მე­დე­ბენ ხოლ­მე. რო­გორც წესი, ყო­ველ­თვის გა­მოჩ­ნდე­ბა თუნ­დაც ერთი რე­ა­ლუ­რი მა­გა­ლი­თი, რო­მე­ლიც არ­სე­ბულ ცრურ­წმე­ნებს ამარ­თლებს და ზო­გი­ერ­თი უფრო მე­ტად რწმუნ­დე­ბა მათ სის­წო­რე­ში.

შავი კა­ტის გა­დარ­ბე­ნა, მა­რი­ლის დაყ­რა, სარ­კის გა­ტეხ­ვა ბევრ ადა­მი­ანს მი­აჩ­ნია ბევ­რი უსი­ა­მოვ­ნე­ბის მომ­ტა­ნად. სიზ­მრე­ბის რწმე­ნაც შე­იძ­ლე­ბა ცრურ­წმე­ნად ჩა­ით­ვა­ლოს. ზო­გი­ერ­თი ადა­მი­ა­ნი სიზ­მრებს თა­ვი­სე­ბურ ინ­ტერპრე­ტა­ცი­ას უკე­თებს და ამის მი­ხედ­ვით ხსნის. თუ გავ­რცე­ლე­ბულ ცრურ­წმე­ნებს და­ვუ­ჯე­რებთ, თმის შეჭ­რა და ბა­ნა­ო­ბა არ შე­იძ­ლე­ბა ორ­შა­ბათს. და­ბა­ნა კვი­რის იმ დღე­საც არაა კარ­გი, რო­მელ დღე­საც და­ი­ბა­დე.

რო­გორც წესი, ცრუ­მორ­წმუ­ნე­ე­ბი უფ­რო­სი ასა­კის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი უფრო არი­ან. ახალ­გაზ­რდე­ბი უფრო სკეპ­ტი­კუ­რად უყუ­რე­ბენ ამ ყვე­ლა­ფერს და ცდი­ლო­ბენ მათი ზე­გავ­ლე­ნის ქვეშ არ მო­ექ­ცნენ. თუმ­ცა, რა თქმა უნდა, ნე­ბის­მე­რი ასა­კის ადა­მი­ა­ნებ­ში გა­მო­ე­რე­ვი­ან ისე­თე­ბი, რომ­ლე­ბიც ფა­ნა­ტი­კო­სე­ბად შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლონ და ყვე­ლა­ნა­ი­რი ცრურ­წმე­ნის სჯე­რათ და ისე­თე­ბიც, რომ­ლე­ბიც სა­ერ­თოდ ყუ­რა­დღე­ბას არ აქ­ცე­ვენ მათ.

გათ­ვალ­ვა ბევრ ადა­მი­ანს აში­ნებს. თუ ვი­ღა­ცამ "ცუდი თვა­ლით" შე­მოგ­ხე­დათ, ამან შე­იძ­ლე­ბა საკ­მა­ოდ მძი­მე შე­დე­გე­ბი მო­ი­ტა­ნოს. ამის ღრმად სჯე­რა როზა ხმა­ლა­ძეს. იგი ყო­ველ­თვის აკონ­ტრო­ლებს ვის­თან რა უნდა თქვას, რომ სა­კუ­თარ თავ­სა და ოჯახს პრობ­ლე­მე­ბი არ შე­უქ­მნას:

"მჯე­რა, რომ შურ­მა და ცუდ­მა თვალ­მა შე­იძ­ლე­ბა ოჯახს ზი­ა­ნი მო­უ­ტა­ნოს. თუ ვინ­მეს შენი რა­ღაც შე­შურ­დე­ბა, გაგ­თვა­ლავს და მა­შინ­ვე საქ­მე ცუ­დად წა­გი­ვა. ამი­ტომ ვე­რი­დე­ბი შუ­რი­ან ადა­მი­ა­ნებ­თან ჩემ თავ­ზე და ოჯახ­ზე ლა­პა­რაკს. შე­მო­სას­ვლელ­ში, სახ­ლის კა­რის პირ­და­პირ გი­შე­რი მაქვს ჩა­მო­კი­დე­ბუ­ლი და ის გვა­რი­დებს სახ­ლში შე­მო­სუ­ლი ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის თვალს.

სხვა­თა შო­რის, თურ­ქეთ­დან ჩა­მო­ტა­ი­ლი თი­ლის­მა მქონ­და, რო­მე­ლიც ავი თვა­ლის­გან გი­ცავს. ერთი მე­ზო­ბე­ლი მყავს, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან შუ­რი­ა­ნი ქა­ლია. ერთ დღეს ეს ქალი იყო სახ­ლში ჩემ­თან შე­მო­სუ­ლი, რომ წა­ვი­და, ვნა­ხე, რომ ეს თი­ლის­მა გა­ტე­ხი­ლი იყო. თა­რო­ზე გვე­დო, მას არც მი­კა­რე­ბია, მაგ­რამ მა­ინც გა­ტყდა შუ­ა­ზე. ვე­რა­ვინ და­მა­ჯე­რებს, რომ ეს თი­ლის­მა ავმა თვალ­მა არ გა­ტე­ხა.

ჩემი შვი­ლი ამ ჩემს ცრურ­წმე­ნა­ზე ყო­ვეთ­ვის დამ­ცი­ნო­და, მაგ­რამ იმ დღეს თა­ვა­დაც და­ფიქ­რდა და იმ დას­კვნამ­დე მი­ვი­და, რომ მე მარ­თა­ლი ვი­ყა­ვი. სხვა ცრურ­წმე­ნე­ბის არ მწამს, არც შავ კა­ტა­ზე მაქვს რე­აქ­ცია და არც სარ­კის გა­ტეხ­ვა­ზე", - ამ­ბობს როზა ხმა­ლა­ძე.

ცრურ­წმე­ნებს ეკ­ლე­სია არ აღი­ა­რებს. არ­სე­ბობს ისე­თი ცრურ­წმე­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ეკ­ლე­სი­ა­სა და რე­ლი­გი­ას ეხე­ბა და მათ მორ­წმუ­ნე ადა­მი­ა­ნე­ბიც კი "იცა­ვენ". ეკ­ლე­სი­ი­სათ­ვის კი ეს მი­უ­ღე­ბე­ლია. თა­ვად სი­ტყვა ცრურ­წმე­ნა­ში ჩანს, რომ რი­სიც ასე გვწამს და ასე გვჯე­რა, ცრუა.

"ვცდი­ლობ, ცრუ­მორ­წმუ­ნე არ ვიყო, თუმ­ცა მა­ინც ხში­რად შე­მი­ნიშ­ნავს, რომ რა­ღაც სი­სუ­ლე­ლე­ებს ყუ­რა­დღე­ბას ვაქ­ცევ. მა­გა­ლი­თად, შე­მი­ნიშ­ნავს, რომ ხან­და­ხან ხეზე სამ­ჯე­რაც ვა­კა­კუ­ნებ, შავი კატა თუ გა­და­მირ­ბენს, ვე­ლო­დე­ბი, რომ ჯერ სხვამ გა­ი­ა­როს. ამ ყვე­ლა­ფერს მე­ქა­ნი­კუ­რად ვა­კე­თებ და არა მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად. ეს ყვე­ლა­ფე­რი უაზ­რო­ბაა, მაგ­რამ იმ­დე­ნა­დაა გამ­ჯდა­რი ჩვენ­ში, რომ თა­ვი­დან მო­ცი­ლე­ბას ვერ ვა­ხერ­ხებთ.

ზო­გი­ერ­თი ცრურ­წმე­ნა სა­სა­ცი­ლოც კია. ერთი მე­გო­ბა­რი მყავს, რო­მელ­საც ცოტა ხნის წინ ბა­ბუა მო­უკ­ვდა. ჯერ პა­ნაშ­ვი­დებ­ზე და და­საფ­ლა­ვე­ბა­ზე ხომ უამ­რა­ვი წესი არ­სე­ბობს, რომ­ლე­ბივ ვი­თომ ეკ­ლე­სი­უ­რია, სი­ნამ­დვი­ლე­ში კი მხო­ლოდ მა­რაზ­მია. და­საფ­ლა­ვე­ბის შემ­დეგ კი მარ­თლა სა­ოც­რე­ბებს აკე­თებ­დნენ.

ბე­ბი­ა­მი­სი ყო­ველ დღე იმ საჭ­მე­ლებს ამ­ზა­დებ­და, რო­მე­ლიც მის ქმარს უყ­ვარ­და, თეფ­შზე გად­მო­ი­ღებ­და და მის გა­დი­დე­ბულ სუ­რათ­თან დგამ­და. სა­ი­ქი­ო­ში შე­ჭამ­სო. მის­თვის რომ გე­კი­თხათ, საჭ­მე­ლი თეფ­შზე იკ­ლებ­და კი­დეც. ვე­რაფ­რით შე­ე­წი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­დი. ახლა მის ქმარს სა­ი­ქი­ო­ში საჭ­მელს აღარ უკე­თებს, მაგ­რამ სხვა ცრურ­წმე­ნე­ბიც აქვს მიც­ვა­ლე­ბუ­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბით", - აღ­ნიშ­ნა რატი სი­ხა­რუ­ლი­ძემ "რე­ზო­ნანსთან" სა­უ­ბარ­ში.

ხალ­ხში არ­სე­ბუ­ლი ცრურ­წმე­ნე­ბის თა­ნახ­მად, არ შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ანს ხე­ლი­დან ხელ­ში მი­ა­წო­დო წი­წა­კა, ხახ­ვი, ნი­ო­რი, რად­გან მიჩ­ნე­უ­ლია, რომ შენს პრობ­ლე­მებ­სა და სიმ­წა­რეს იმ ადა­მი­ანს გა­დას­ცემ, ვი­საც ამ მწა­რე ბოსტნე­ულს აწ­ვდი. გა­საკ­ვი­რია, მაგ­რამ, თურ­მე, საპ­ნის გა­და­ცე­მაც არ შე­იძ­ლე­ბა ხე­ლი­დან ხელ­ში. ამან შე­დე­გად რა შე­იძ­ლე­ბა მო­ი­ტა­ნოს, ცნო­ბი­ლი არაა.

თეა ქე­ბა­ძეს ცრურ­წმე­ნა "სიმ­წა­რის გა­და­ცე­მა­ზე" იმ­დე­ნად ღრმად აქვს გამ­ჯდა­რი, რომ მოქ­ცე­ვის შე­სა­ბა­მის წე­სებს ბოსტნე­უ­ლის ყიდ­ვის დრო­საც კი არ ივი­წყებს: "ბავ­შვო­ბი­დან სულ ის მეს­მის მა­რი­ლი არ და­აბ­ნიო, წი­წა­კა ხელ­ში არა­ვის მის­ცე, ხახვს ნუ გა­მო­არ­თმევ, მა­გი­და­ზე და­დოს და ისე აიღე და ამის მსგავ­სი ათა­სი "შე­გო­ნე­ბა". უკვე აღარც კი ვაკ­ვირ­დე­ბი, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი, უბ­რა­ლოდ, სი­სუ­ლე­ლეა და მა­ინც ვი­ცავ წე­სებს.

ხახვს, ნი­ორს, წი­წა­კას რომ ვყი­დუ­ლობ და გამ­ყიდ­ვე­ლი ცე­ლოფ­ნის პარ­კით მაწ­ვდის, არ ვარ­თმევ ხოლ­მე. დახლზე უნდა და­დონ და იქი­დან ვი­ღებ. მარ­თა­ლი რომ გი­თხრათ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თი­თო­ე­ულ სა­განს თუ ადა­მი­ანს რა­ღაც ენერ­გია აქვს, ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ცრურ­წმე­ნე­ბი არა­სო­დეს მი­მაჩ­ნდა სე­რი­ო­ზუ­ლად.

ბევ­რი­სა­გან გა­მი­გია, რომ როცა სახ­ლში ვი­ღაც მოკ­ვდე­ბა, სარ­კეს აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ჩა­მო­ვა­ფა­როთ რამე ქსო­ვი­ლი, თო­რემ ის უარ­ყო­ფი­თი ენერ­გი­ით აივ­სე­ბა. ასე­ვე ხში­რად მსმე­ნია, ადა­მი­ა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან ორ­მოც დღე­ში თუ რა­ღაც წე­სე­ბი არ და­ვი­ცა­ვით, სული გა­ბო­როტ­დე­ბაო. თან, რაც მთა­ვა­რია, ეს წე­სე­ბი ყვე­ლა კუ­თხე­ში გან­ხვა­ვე­ბუ­ლია. აქე­დან­ვე ჩანს, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი არას­წო­რია", - ამ­ბობს თეა ქე­ბა­ძე.

ქეთი თო­დუა

გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

ცრურწმენები, რომლისაც ბევრს სჯერა და სტანჯავს

ცრურწმენები, რომლისაც ბევრს სჯერა და სტანჯავს

ყველა ხალხში, მიუხედავად ეროვნებისა, გავრცელებულისა სხვადახვა წესი, რომელსაც თითქმის ყველა გულმოდგინედ იცავს. ეს წესები რწმენებს ემყარება და მათი უმრავლესობა, შესაძლებელია, მართალი არც იყოს. ცრურწმენების ბევრ ადამიანს სჯერა და მათ მიხედვით მოქმედებენ ხოლმე. როგორც წესი, ყოველთვის გამოჩნდება თუნდაც ერთი რეალური მაგალითი, რომელიც არსებულ ცრურწმენებს ამართლებს და ზოგიერთი უფრო მეტად რწმუნდება მათ სისწორეში.

შავი კატის გადარბენა, მარილის დაყრა, სარკის გატეხვა ბევრ ადამიანს მიაჩნია ბევრი უსიამოვნების მომტანად. სიზმრების რწმენაც შეიძლება ცრურწმენად ჩაითვალოს. ზოგიერთი ადამიანი სიზმრებს თავისებურ ინტერპრეტაციას უკეთებს და ამის მიხედვით ხსნის. თუ გავრცელებულ ცრურწმენებს დავუჯერებთ, თმის შეჭრა და ბანაობა არ შეიძლება ორშაბათს. დაბანა კვირის იმ დღესაც არაა კარგი, რომელ დღესაც დაიბადე.

როგორც წესი, ცრუმორწმუნეები უფროსი ასაკის წარმომადგენლები უფრო არიან. ახალგაზრდები უფრო სკეპტიკურად უყურებენ ამ ყველაფერს და ცდილობენ მათი ზეგავლენის ქვეშ არ მოექცნენ. თუმცა, რა თქმა უნდა, ნებისმერი ასაკის ადამიანებში გამოერევიან ისეთები, რომლებიც ფანატიკოსებად შეიძლება ჩაითვალონ და ყველანაირი ცრურწმენის სჯერათ და ისეთებიც, რომლებიც საერთოდ ყურადღებას არ აქცევენ მათ.

გათვალვა ბევრ ადამიანს აშინებს. თუ ვიღაცამ "ცუდი თვალით" შემოგხედათ, ამან შეიძლება საკმაოდ მძიმე შედეგები მოიტანოს. ამის ღრმად სჯერა როზა ხმალაძეს. იგი ყოველთვის აკონტროლებს ვისთან რა უნდა თქვას, რომ საკუთარ თავსა და ოჯახს პრობლემები არ შეუქმნას:

"მჯერა, რომ შურმა და ცუდმა თვალმა შეიძლება ოჯახს ზიანი მოუტანოს. თუ ვინმეს შენი რაღაც შეშურდება, გაგთვალავს და მაშინვე საქმე ცუდად წაგივა. ამიტომ ვერიდები შურიან ადამიანებთან ჩემ თავზე და ოჯახზე ლაპარაკს. შემოსასვლელში, სახლის კარის პირდაპირ გიშერი მაქვს ჩამოკიდებული და ის გვარიდებს სახლში შემოსული ყველა ადამიანის თვალს.

სხვათა შორის, თურქეთდან ჩამოტაილი თილისმა მქონდა, რომელიც ავი თვალისგან გიცავს. ერთი მეზობელი მყავს, რომელიც ძალიან შურიანი ქალია. ერთ დღეს ეს ქალი იყო სახლში ჩემთან შემოსული, რომ წავიდა, ვნახე, რომ ეს თილისმა გატეხილი იყო. თაროზე გვედო, მას არც მიკარებია, მაგრამ მაინც გატყდა შუაზე. ვერავინ დამაჯერებს, რომ ეს თილისმა ავმა თვალმა არ გატეხა.

ჩემი შვილი ამ ჩემს ცრურწმენაზე ყოვეთვის დამცინოდა, მაგრამ იმ დღეს თავადაც დაფიქრდა და იმ დასკვნამდე მივიდა, რომ მე მართალი ვიყავი. სხვა ცრურწმენების არ მწამს, არც შავ კატაზე მაქვს რეაქცია და არც სარკის გატეხვაზე", - ამბობს როზა ხმალაძე.

ცრურწმენებს ეკლესია არ აღიარებს. არსებობს ისეთი ცრურწმენები, რომლებიც ეკლესიასა და რელიგიას ეხება და მათ მორწმუნე ადამიანებიც კი "იცავენ". ეკლესიისათვის კი ეს მიუღებელია. თავად სიტყვა ცრურწმენაში ჩანს, რომ რისიც ასე გვწამს და ასე გვჯერა, ცრუა.

"ვცდილობ, ცრუმორწმუნე არ ვიყო, თუმცა მაინც ხშირად შემინიშნავს, რომ რაღაც სისულელეებს ყურადღებას ვაქცევ. მაგალითად, შემინიშნავს, რომ ხანდახან ხეზე სამჯერაც ვაკაკუნებ, შავი კატა თუ გადამირბენს, ველოდები, რომ ჯერ სხვამ გაიაროს. ამ ყველაფერს მექანიკურად ვაკეთებ და არა მიზანმიმართულად. ეს ყველაფერი უაზრობაა, მაგრამ იმდენადაა გამჯდარი ჩვენში, რომ თავიდან მოცილებას ვერ ვახერხებთ.

ზოგიერთი ცრურწმენა სასაცილოც კია. ერთი მეგობარი მყავს, რომელსაც ცოტა ხნის წინ ბაბუა მოუკვდა. ჯერ პანაშვიდებზე და დასაფლავებაზე ხომ უამრავი წესი არსებობს, რომლებივ ვითომ ეკლესიურია, სინამდვილეში კი მხოლოდ მარაზმია. დასაფლავების შემდეგ კი მართლა საოცრებებს აკეთებდნენ.

ბებიამისი ყოველ დღე იმ საჭმელებს ამზადებდა, რომელიც მის ქმარს უყვარდა, თეფშზე გადმოიღებდა და მის გადიდებულ სურათთან დგამდა. საიქიოში შეჭამსო. მისთვის რომ გეკითხათ, საჭმელი თეფშზე იკლებდა კიდეც. ვერაფრით შეეწინააღმდეგებოდი. ახლა მის ქმარს საიქიოში საჭმელს აღარ უკეთებს, მაგრამ სხვა ცრურწმენებიც აქვს მიცვალებულებთან დაკავშირებით", - აღნიშნა რატი სიხარულიძემ "რეზონანსთან" საუბარში.

ხალხში არსებული ცრურწმენების თანახმად, არ შეიძლება ადამიანს ხელიდან ხელში მიაწოდო წიწაკა, ხახვი, ნიორი, რადგან მიჩნეულია, რომ შენს პრობლემებსა და სიმწარეს იმ ადამიანს გადასცემ, ვისაც ამ მწარე ბოსტნეულს აწვდი. გასაკვირია, მაგრამ, თურმე, საპნის გადაცემაც არ შეიძლება ხელიდან ხელში. ამან შედეგად რა შეიძლება მოიტანოს, ცნობილი არაა.

თეა ქებაძეს ცრურწმენა "სიმწარის გადაცემაზე" იმდენად ღრმად აქვს გამჯდარი, რომ მოქცევის შესაბამის წესებს ბოსტნეულის ყიდვის დროსაც კი არ ივიწყებს: "ბავშვობიდან სულ ის მესმის მარილი არ დააბნიო, წიწაკა ხელში არავის მისცე, ხახვს ნუ გამოართმევ, მაგიდაზე დადოს და ისე აიღე და ამის მსგავსი ათასი "შეგონება". უკვე აღარც კი ვაკვირდები, რომ ეს ყველაფერი, უბრალოდ, სისულელეა და მაინც ვიცავ წესებს.

ხახვს, ნიორს, წიწაკას რომ ვყიდულობ და გამყიდველი ცელოფნის პარკით მაწვდის, არ ვართმევ ხოლმე. დახლზე უნდა დადონ და იქიდან ვიღებ. მართალი რომ გითხრათ, მიუხედავად იმისა, რომ თითოეულ საგანს თუ ადამიანს რაღაც ენერგია აქვს, ამ საკითხთან დაკავშირებული ცრურწმენები არასოდეს მიმაჩნდა სერიოზულად.

ბევრისაგან გამიგია, რომ როცა სახლში ვიღაც მოკვდება, სარკეს აუცილებლად უნდა ჩამოვაფაროთ რამე ქსოვილი, თორემ ის უარყოფითი ენერგიით აივსება. ასევე ხშირად მსმენია, ადამიანის გარდაცვალებიდან ორმოც დღეში თუ რაღაც წესები არ დავიცავით, სული გაბოროტდებაო. თან, რაც მთავარია, ეს წესები ყველა კუთხეში განხვავებულია. აქედანვე ჩანს, რომ ეს ყველაფერი არასწორია", - ამბობს თეა ქებაძე.

ქეთი თოდუა

გაზეთი ”რეზონანსი”

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს