პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

5

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 10:42-ზე, მთვარე კირჩხიბშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადაადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. ამ დღის რთული ორგანო კუჭია. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას.
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მადლობა იმისთვის, რომ სიკვდილის უმცირესი შიშიც გამიქრე" - ოზურგეთში ავარიისას გარდაცვლილი ბიჭის მეუღლე ემოციურ პოსტს აქვეყნებს
"მადლობა იმისთვის, რომ სიკვდილის უმცირესი შიშიც გამიქრე" - ოზურგეთში ავარიისას გარდაცვლილი ბიჭის მეუღლე ემოციურ პოსტს აქვეყნებს

რამ­დე­ნი­მე დღის წინ ოზურ­გეთ­ში მომ­ხდარ ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას 25 წლის მა­მუ­კა ნაც­ვა­ლა­ძის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა. ერ­თმა­ნეთს მო­ტო­ციკ­ლი­ და ავ­ტო­მო­ბი­ლი შე­ე­ჯახ­ნენ, ნაც­ვა­ლა­ძე მო­ტო­ციკლს მარ­თავ­და. შე­ჯა­ხე­ბის შე­დე­გად იგი კლი­ნი­კა­ში მიყ­ვა­ნამ­დე გარ­და­იც­ვა­ლა. Ambebi.ge-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ნაც­ვა­ლა­ძე კომ­პა­ნია "სო­კა­რის", ოზურ­გე­თის ფი­ლი­ალ­ში მუ­შა­ობ­და. იგი რამ­დე­ნი­მე თვის წინ და­ო­ჯახ­და. ის და მისი მე­უღ­ლე პირ­ველ შვილს ელო­დე­ბოდ­ნენ.

მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ის შემ­დეგ გარ­დაც­ვლი­ლის მე­უღ­ლე "ფე­ის­ბუქ­ზე" ემო­ცი­ურ პოსტს აქ­ვეყ­ნებს:

"რამ­დე­ნიც არ უნდა ვე­ცა­დო, ალ­ბათ მთე­ლი სი­ცო­ცხლის გან­მავ­ლო­ბა­ში ვერ ვი­პო­ვი სა­ჭი­რო სი­ტყვებს და ალ­ბათ ამ ფორ­მით ამ თე­მა­საც აღარ შე­ვე­ხე­ბი...

გა­უ­აზ­რებ­ლად, გა­ყი­ნუ­ლი და არ­ვი­ცი სა­ი­დან მო­სუ­ლი ძა­ლით ვწერ ბიჭ­ზე, რომ­ლის ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში არ­სე­ბო­ბის­თვი­საც სამ­ყა­რო­ში არ­სე­ბულ ყვე­ლა ძა­ლას ყო­ველ­დღე მად­ლო­ბას ვუხ­დი­დი და ვფიქ­რობ­დი (ახ­ლაც ვფიქ­რობ), რომ მე მისი ღირ­სი არ ვი­ყა­ვი და არ ვიმ­სა­ხუ­რებ­დი...ვწერ ბიჭ­ზე, რო­მელ­მაც და­მა­ვი­წყა აქამ­დე არ­სე­ბუ­ლი ყვე­ლა­ფე­რი ცუდი და რამ­დე­ნი­მე თვე­ში მომ­ცა იმა­ზე მეტი, რა­საც ყვე­ლა­ზე თა­მა­მად ბედ­ნი­ე­რულ ოც­ნე­ბა­შიც კი ვერ დავ­სა­ხავ­დი... ვწერ ბიჭ­ზე, რომ­ლის­თვი­საც სი­ცო­ცხლის დათ­მო­ბაც უყოყ­მა­ნოდ შე­მეძ­ლო და რომ შე­იძ­ლე­ბო­დეს ახ­ლაც სი­ხა­რუ­ლით გა­ვა­კე­თებ­დი იგი­ვეს...ვწერ ბიჭ­ზე, რო­მე­ლიც ქა­რიშ­ხა­ლი­ვით შე­მო­ვარ­და ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში, და­მა­ყა­რა თავ­ზე ყვე­ლა სი­ხა­რუ­ლი, სიყ­ვა­რუ­ლი, ბედ­ნი­ე­რე­ბა, ერ­თად აღე­ბუ­ლი და ასე­ვე ქა­რიშ­ხა­ლი­ვით წა­ვი­და და თან წა­ი­ღო სულ ყვე­ლა­ფე­რი, ყვე­ლა­ფე­რი ერთი „პა­ტა­რა“ ბედ­ნი­ე­რე­ბის გარ­და. რის­თვი­საც ვაგ­რძე­ლებ სი­ცო­ცხლეს და რის­თვი­საც ვეც­დე­ბი, რომ ყვე­ლა­ფე­რი შევ­ძლო...

იმის­თვის არ ვწერ, რომ კი­დევ ერთხელ თა­ნაგ­რძნო­ბა გა­მო­ვიწ­ვიო, ისე­დაც ვიცი და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ. არც იმის­თვის, რომ გა­გაც­ნოთ ბიჭი, რო­მელ­მაც ჩემი ცხოვ­რე­ბა თა­ვი­სი გა­მო­ჩე­ნით თავ­და­ყი­რა და­ა­ყე­ნა და ამ­ქვეყ­ნად ყვე­ლა­ზე ბედ­ნი­ერ ადა­მი­ა­ნად მაგ­რძნო­ბი­ნა თავი... ჰო, ყვე­ლა­ზე ბედ­ნი­ერ და სრულ­ყო­ფილ ადა­მი­ა­ნად...

უბ­რა­ლოდ, ყვე­ლას ძა­ლი­ან დიდი მად­ლო­ბა მინ­და გი­თხრათ ამ­დე­ნი სიყ­ვა­რუ­ლის, სით­ბო­სა და გვერ­დში დგო­მის­თვის... მა­პა­ტიე, ეს შენ­თვის სა­ძულ­ვე­ლი დიდი და სა­ჯა­რო პოს­ტი და ყვე­ლა­ზე დიდი მად­ლო­ბა შენ უნდა გი­თხრა, ჩემო... მად­ლო­ბა, წარ­მო­უდ­გენ­ლად ბედ­ნი­ე­რი დღე­ე­ბის­თვის, მად­ლო­ბა შენი ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში არ­სე­ბო­ბის­თვის და მად­ლო­ბა იმის­თვის, რომ სიკ­ვდი­ლის უმ­ცი­რე­სი ში­შიც გა­მიქ­რე და გპირ­დე­ბი, რომ ჩემი ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა­ზე მთა­ვარ შეხ­ვედ­რას შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად მშვი­დად და­ვე­ლო­დე­ბი..." - წერს ნა­რი­მა­ნიშ­ვი­ლი.

ავტორი:

"მადლობა იმისთვის, რომ სიკვდილის უმცირესი შიშიც გამიქრე" - ოზურგეთში ავარიისას გარდაცვლილი ბიჭის მეუღლე ემოციურ პოსტს აქვეყნებს

"მადლობა იმისთვის, რომ სიკვდილის უმცირესი შიშიც გამიქრე" - ოზურგეთში ავარიისას გარდაცვლილი ბიჭის მეუღლე ემოციურ პოსტს აქვეყნებს

რამდენიმე დღის წინ ოზურგეთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 25 წლის მამუკა ნაცვალაძის სიცოცხლე ემსხვერპლა. ერთმანეთს მოტოციკლი და ავტომობილი შეეჯახნენ, ნაცვალაძე მოტოციკლს მართავდა. შეჯახების შედეგად იგი კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა. Ambebi.ge-ს ინფორმაციით, ნაცვალაძე კომპანია "სოკარის", ოზურგეთის ფილიალში მუშაობდა. იგი რამდენიმე თვის წინ დაოჯახდა. ის და მისი მეუღლე პირველ შვილს ელოდებოდნენ.

მომხდარი ტრაგედიის შემდეგ გარდაცვლილის მეუღლე "ფეისბუქზე" ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

"რამდენიც არ უნდა ვეცადო, ალბათ მთელი სიცოცხლის განმავლობაში ვერ ვიპოვი საჭირო სიტყვებს და ალბათ ამ ფორმით ამ თემასაც აღარ შევეხები...

გაუაზრებლად, გაყინული და არვიცი საიდან მოსული ძალით ვწერ ბიჭზე, რომლის ჩემს ცხოვრებაში არსებობისთვისაც სამყაროში არსებულ ყველა ძალას ყოველდღე მადლობას ვუხდიდი და ვფიქრობდი (ახლაც ვფიქრობ), რომ მე მისი ღირსი არ ვიყავი და არ ვიმსახურებდი...ვწერ ბიჭზე, რომელმაც დამავიწყა აქამდე არსებული ყველაფერი ცუდი და რამდენიმე თვეში მომცა იმაზე მეტი, რასაც ყველაზე თამამად ბედნიერულ ოცნებაშიც კი ვერ დავსახავდი... ვწერ ბიჭზე, რომლისთვისაც სიცოცხლის დათმობაც უყოყმანოდ შემეძლო და რომ შეიძლებოდეს ახლაც სიხარულით გავაკეთებდი იგივეს...ვწერ ბიჭზე, რომელიც ქარიშხალივით შემოვარდა ჩემს ცხოვრებაში, დამაყარა თავზე ყველა სიხარული, სიყვარული, ბედნიერება, ერთად აღებული და ასევე ქარიშხალივით წავიდა და თან წაიღო სულ ყველაფერი, ყველაფერი ერთი „პატარა“ ბედნიერების გარდა. რისთვისაც ვაგრძელებ სიცოცხლეს და რისთვისაც ვეცდები, რომ ყველაფერი შევძლო...

იმისთვის არ ვწერ, რომ კიდევ ერთხელ თანაგრძნობა გამოვიწვიო, ისედაც ვიცი და დარწმუნებული ვარ. არც იმისთვის, რომ გაგაცნოთ ბიჭი, რომელმაც ჩემი ცხოვრება თავისი გამოჩენით თავდაყირა დააყენა და ამქვეყნად ყველაზე ბედნიერ ადამიანად მაგრძნობინა თავი... ჰო, ყველაზე ბედნიერ და სრულყოფილ ადამიანად...

უბრალოდ, ყველას ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ ამდენი სიყვარულის, სითბოსა და გვერდში დგომისთვის... მაპატიე, ეს შენთვის საძულველი დიდი და საჯარო პოსტი და ყველაზე დიდი მადლობა შენ უნდა გითხრა, ჩემო... მადლობა, წარმოუდგენლად ბედნიერი დღეებისთვის, მადლობა შენი ჩემს ცხოვრებაში არსებობისთვის და მადლობა იმისთვის, რომ სიკვდილის უმცირესი შიშიც გამიქრე და გპირდები, რომ ჩემი ცხოვრების ყველაზე მთავარ შეხვედრას შეძლებისდაგვარად მშვიდად დაველოდები..." - წერს ნარიმანიშვილი.

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს