პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

9

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 16:22-ზე, მთვარე ქალწულშია თუ დღეს დახმარება გთხოვეს, უარი არ უთხრათ. კარგია მოწყალების გაღებაც; მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, კამათს, ფულის ხარჯვას; ურთიერთობის გარჩევას. განსაკუთრებით შეყვარებულებმა; არავის გაუბრაზდეთ და გაანაწყენოთ. თუ დღეს ვინმეს გაებუტებით, მასთან შერიგება გაგიჭირდებათ; არ გირჩევთ მგზავრობასა და მოგზაურობის დაწყებას; კარგია მუშაობა ბაღში, საოჯახო საქმეების შესრულება კი სხვა დღისთვის გადადეთ; მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. უპირატესობა მიანიჭეთ წყალს, წვენებს. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის დოზაც. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ვითარებაა დღეს სოფელ ხურვალეთში
რა ვითარებაა დღეს სოფელ ხურვალეთში

ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ის პე­რი­მეტრზე მდე­ბა­რე სო­ფელ ხურ­ვა­ლეთ­ში სიმ­შვი­დეა. ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის გან­ცხა­დე­ბით, ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­ზღვარ­თან ე.წ. მე­სა­ზღვრე­ე­ბის სიმ­რავ­ლე და აქ­ტი­უ­რი გა­და­ად­გი­ლე­ბა არ შე­ი­ნიშ­ნე­ბა.

„მე პირ­და­პირ სა­ო­კუ­პა­ციო ხაზ­თან ვცხოვ­რობ, სრუ­ლი სიმ­შვი­დეა. არც მა­ნამ­დე იყო რამე, არ ყო­ფი­ლან რუ­სე­ბი სო­ფელ­ში შე­მო­სუ­ლე­ბი, არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბამ გა­მო­იწ­ვია ეს ამ­ხე­ლა აჟი­ო­ტა­ჟი. ამ­ბო­ბენ, რომ ვი­თომ ჩვე­ნი სოფ­ლის, ხურ­ვა­ლე­თის და ხურ­ვა­ლე­თე­ლე­ბის დაც­ვა უნ­დო­დათ, რე­ა­ლუ­რად კი თვი­თონ ძა­ბა­ვენ ვი­თა­რე­ბას. ყვე­ლამ თა­ვის საქ­მეს მი­ხე­დოს, ამ პრობ­ლე­მის გა­და­წყვე­ტა მთავ­რო­ბის საქ­მეა და ასე­თი აქ­ცი­ე­ბით და მოძ­რა­ო­ბე­ბით, უა­რე­სო­ბის­კენ თუ არა, უკე­თე­სო­ბის­კენ არა­ფე­რი შე­იც­ვლე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უბ­რი­სას სო­ფელ ხურ­ვა­ლე­თის მცხოვ­რე­ბელ­მა ქე­თე­ვან ხუ­როშ­ვილ­მა.

„ერთი "ზედსი­ძე" მოგ­ვი­ვი­და სო­ფელ­ში, სა­ლია და რა­საც უნდა, იმას გვი­კე­თებს მთელ სო­ფელს. შეკ­რებსს ხალ­ხს, გა­მო­ვა აქ და მი­ტინ­გი უნდა გავ­მარ­თოო. ეს ყვე­ლა­ფე­რი ძა­ბავს მდგო­მა­რე­ო­ბას. რომ აცხა­დებ­დნენ, ხუ­როშ­ვი­ლე­ბის, ბა­ტო­ნი­საშ­ვი­ლე­ბი­სა თუ ქუ­ჯოშ­ვი­ლის ნაკ­ვე­თე­ბი და­ი­კა­ვე­სო, ისე­დაც იმ ად­გილ­ზე გა­დის ეგ "სა­ზღვა­რი" უკვე 10 წე­ლია და სულ იმ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და­დი­ან ამ 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში რუ­სე­ბი თუ ოსე­ბი, ახა­ლი რა და­ი­ნა­ხეს?!“ - ამ­ბობს ხურ­ვა­ლეთ­ში მცხოვ­რე­ბი ილია კუ­დუ­ხაშ­ვი­ლი.

ვი­თა­რე­ბის და­ძაბ­ვა ხურ­ვა­ლეთ­ში მდე­ბა­რე მო­ხუც­თა თავ­შე­საფ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლის, ლუდა სა­ლი­ას მიერ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბას და შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ნიღ­ბი­ა­ნი პი­რე­ბის ფო­ტოს მოჰ­ყვა. სა­ლია წერ­და, რომ ხურ­ვა­ლეთ­ში, მო­სახ­ლე­ე­ბის ეზო­ებ­ში რუსი ოკუ­პან­ტე­ბი იდ­გნენ. სოფ­ლის მო­სახ­ლე­ო­ბის გან­ცხა­დე­ბით, სო­ცი­ა­ლურ ქსელ "ფე­ის­ბუ­ქით"გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ფო­ტო­სუ­რა­თი სო­ფელ ხურ­ვა­ლე­თის მო­სა­ზღვრედ მდე­ბა­რე ოსურ სო­ფელ ძუ­კა­ანთკარ­ში იყო გა­და­ღე­ბუ­ლი.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

რა ვითარებაა დღეს სოფელ ხურვალეთში

რა ვითარებაა დღეს სოფელ ხურვალეთში

ოკუპირებული ტერიტორიის პერიმეტრზე მდებარე სოფელ ხურვალეთში სიმშვიდეა. ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით, ადმინისტრაციულ საზღვართან ე.წ. მესაზღვრეების სიმრავლე და აქტიური გადაადგილება არ შეინიშნება.

„მე პირდაპირ საოკუპაციო ხაზთან ვცხოვრობ, სრული სიმშვიდეა. არც მანამდე იყო რამე, არ ყოფილან რუსები სოფელში შემოსულები, არასწორი ინფორმაციის გავრცელებამ გამოიწვია ეს ამხელა აჟიოტაჟი. ამბობენ, რომ ვითომ ჩვენი სოფლის, ხურვალეთის და ხურვალეთელების დაცვა უნდოდათ, რეალურად კი თვითონ ძაბავენ ვითარებას. ყველამ თავის საქმეს მიხედოს, ამ პრობლემის გადაწყვეტა მთავრობის საქმეა და ასეთი აქციებით და მოძრაობებით, უარესობისკენ თუ არა, უკეთესობისკენ არაფერი შეიცვლება“, - განაცხადა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას სოფელ ხურვალეთის მცხოვრებელმა ქეთევან ხუროშვილმა.

„ერთი "ზედსიძე" მოგვივიდა სოფელში, სალია და რასაც უნდა, იმას გვიკეთებს მთელ სოფელს. შეკრებსს ხალხს, გამოვა აქ და მიტინგი უნდა გავმართოო. ეს ყველაფერი ძაბავს მდგომარეობას. რომ აცხადებდნენ, ხუროშვილების, ბატონისაშვილებისა თუ ქუჯოშვილის ნაკვეთები დაიკავესო, ისედაც იმ ადგილზე გადის ეგ "საზღვარი" უკვე 10 წელია და სულ იმ ტერიტორიაზე დადიან ამ 10 წლის განმავლობაში რუსები თუ ოსები, ახალი რა დაინახეს?!“ - ამბობს ხურვალეთში მცხოვრები ილია კუდუხაშვილი.

ვითარების დაძაბვა ხურვალეთში მდებარე მოხუცთა თავშესაფრის ხელმძღვანელის, ლუდა სალიას მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებას და შეიარაღებული ნიღბიანი პირების ფოტოს მოჰყვა. სალია წერდა, რომ ხურვალეთში, მოსახლეების ეზოებში რუსი ოკუპანტები იდგნენ. სოფლის მოსახლეობის განცხადებით, სოციალურ ქსელ "ფეისბუქით"გავრცელებული ფოტოსურათი სოფელ ხურვალეთის მოსაზღვრედ მდებარე ოსურ სოფელ ძუკაანთკარში იყო გადაღებული.

აფხაზეთში ხანძარი 11 000 ჰექტარზე გავრცელდა

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ქართველ ექიმს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

პირდაპირი გზა ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის -   რა იდეით გამოდის რამზან კადიროვი და  რას  ისახავს მიზნად პროექტი