მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

31

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 07:20-ზე, მთვარე კუროშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსური საქმეების გადაჭრას. ვაჭრობა და კამათი კარგს არაფერს მოგიტანთ. მოერიდეთ მგზავრობას, სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. კარგია ვარჯიში. არ გირჩევთ ქორწინებასა და ნიშნობას. გაუფრთხილდით კეფასა და ყურებს. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პაციენტი მართვით სუნთქვაზეა, უკიდურესად მძიმედაა" - ორთაჭალაში, სადაც გუშინ უბედურ შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა, კორპუსის მშენებლობა შეაჩერეს
"პაციენტი მართვით სუნთქვაზეა, უკიდურესად მძიმედაა" - ორთაჭალაში, სადაც გუშინ უბედურ შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა, კორპუსის მშენებლობა შეაჩერეს

ორ­თა­ჭა­ლა­ში მშე­ნე­ბა­რე კორ­პუ­სი­დან გად­მო­ვარ­დნი­ლი მა­მა­კა­ცის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა უკი­დუ­რე­სად მძი­მეა. ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ინ­გო­როყ­ვას კლი­ნი­კა­ში, პა­ცი­ენ­ტის მკურ­ნალ­მა ექიმ­მა, თიკო კუ­ჭაშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და. ექი­მის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პა­ცი­ენ­ტი ამ დრომ­დე რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში მარ­თვით სუნ­თქვა­ზე იმ­ყო­ფე­ბა.

„ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში მდგო­მა­რე­ო­ბა არ შეც­ვლი­ლა. პა­ცი­ენ­ტი მარ­თვით სუნ­თქვა­ზე იმ­ყო­ფე­ბა და უკი­დუ­რე­სად მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­შია, რა­ი­მე ოპე­რა­ცი­ულ ჩა­რე­ვას ამ ეტა­პის­თვის არ სა­ჭი­რო­ებს. და­მა­ტე­ბით რა­ი­მე გარ­თუ­ლე­ბა ჯერ-ჯე­რობთ არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა, სი­ცო­ცხლეს­თან შე­უ­თავ­სე­ბე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბით შე­მო­ვი­და კლი­ნი­კა­ში და ახ­ლაც იგი­ვეა მისი მდგო­მა­რე­ო­ბა“, - გა­ნა­ცხა­და თიკო კუ­ჭაშ­ვილ­მა.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, და­შა­ვე­ბულ მა­მა­კაცს, და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი აქვს თირკმე­ლი, ღვიძ­ლი, აღე­ნიშ­ნე­ბა ტრავ­მულ–ჰო­მო­რა­გი­უ­ლი შოკი.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ორ­თა­ჭა­ლა­ში, მშე­ნე­ბა­რე კორ­პუ­სი­დან სამი ადა­მი­ა­ნი გად­მო­ვარ­და. ერთი ადა­მი­ა­ნი ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა და ერთი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­დაყ­ვა­ნის შემ­დეგ გარ­და­იც­ვა­ლა. შემ­თხვე­ვა გუ­შინ დი­ლით მოხ­და. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მუ­შე­ბი აღ­ნიშ­ნულ შე­ნო­ბა­ში სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ებს აწარ­მო­ებ­დნენ.

უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვის შემ­დეგ, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ინ­სპექ­ტი­რე­ბის პრო­ცეს­ში გა­მოვ­ლე­ნი­ლი კრი­ტი­კუ­ლი შე­უ­სა­ბა­მო­ბე­ბის გამო, ობი­ექ­ტზე და­საქ­მე­ბულ­თა სი­ცო­ცხლი­სა და ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვის მიზ­ნით, შრო­მის პი­რო­ბე­ბის ინ­სპექ­ტი­რე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტმა სამ­შე­ნებ­ლო პრო­ცე­სი შე­ა­ჩე­რა. ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან დევ­ნილ­თა, შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­დან აც­ნო­ბეს.

„შრო­მის პი­რო­ბე­ბის ინ­სპექ­ტი­რე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტი დამ­საქ­მებ­ლებს მო­უ­წო­დებს უზ­რუნ­ველ­ყონ და­საქ­მე­ბულ­თა სი­ცო­ცხლი­სა და ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვის მიზ­ნით „შრო­მის უსაფრ­თხო­ე­ბის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს ორ­გა­ნუ­ლი კა­ნო­ნი­თა და სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის ტექ­ნი­კუ­რი რეგ­ლა­მენ­ტე­ბით გან­სა­ზღვრუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის ჯე­რო­ვა­ნი შეს­რუ­ლე­ბა. რო­გორც უწყე­ბა­ში აცხა­დე­ბენ, შრო­მის პი­რო­ბე­ბის ინ­სპექ­ტი­რე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის მხრი­დან შრო­მის უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მე­ბის თი­თო­ე­ულ დარ­ღვე­ვა­ზე, გან­სა­კუთ­რე­ბით რო­მე­ლიც ზი­ანს აყე­ნებს ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლეს და ჯან­მრთე­ლო­ბას, უმ­კაც­რე­სი რე­ა­გი­რე­ბა მოჰ­ყვე­ბა“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბა­ში.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, მიმ­დი­ნა­რე ეტაპ­ზე დე­პარ­ტა­მენ­ტი მოკ­ვლე­ვის პრო­ცე­დუ­რებს აგ­რძე­ლებს.

„2019 წლის 16 მარტს უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა მოხ­და ორ­თა­ჭა­ლა­ში, რის შე­დე­გა­დაც 2 და­საქ­მე­ბუ­ლი და­ი­ღუ­პა. სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის მშე­ნებ­ლო­ბა­ზე და­საქ­მე­ბუ­ლი პი­რე­ბი შე­ნო­ბის გარე სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ებს ახორ­ცი­ე­ლებ­დნენ და­კი­დუ­ლი ხა­რა­ჩოს მეშ­ვე­ო­ბით, რა დრო­საც მო­წყდა ბა­გი­რი და მას­ზე მდგო­მი სამი და­საქ­მე­ბუ­ლი სი­მაღ­ლი­დან ჩა­მო­ვარ­და. მომ­ხდარ­ზე აღ­ძრუ­ლია სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე. შრო­მის პი­რო­ბე­ბის ინ­სპექ­ტი­რე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტმა აღ­ნიშ­ნულ შემ­თხვე­ვა­ზე და­უ­ყო­ნებ­ლივ მო­ახ­დი­ნა რე­ა­გი­რე­ბა და უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვის მოკ­ვლე­ვის მიზ­ნით და­ი­წყო ობი­ექ­ტის შე­მოწ­მე­ბა. დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ინ­სპექ­ტი­რე­ბის პრო­ცეს­ში გა­მოვ­ლე­ნი­ლი კრი­ტი­კუ­ლი შე­უ­სა­ბა­მო­ბე­ბის გამო, ობი­ექ­ტზე და­საქ­მე­ბულ­თა სი­ცო­ცხლი­სა და ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვის მიზ­ნით, დე­პარ­ტა­მენ­ტმა შე­ა­ჩე­რა სამ­შე­ნებ­ლო პრო­ცე­სი“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია უწყე­ბის გან­ცხა­დე­ბა­ში.​​

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ შსს-ში გა­ნუ­ცხა­დეს, მომ­ხდარ ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 240-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც სამ­შე­ნებ­ლო ან სხვა სა­მუ­შა­ოს წარ­მო­ე­ბი­სას უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"პაციენტი მართვით სუნთქვაზეა, უკიდურესად მძიმედაა" - ორთაჭალაში, სადაც გუშინ უბედურ შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა, კორპუსის მშენებლობა შეაჩერეს

"პაციენტი მართვით სუნთქვაზეა, უკიდურესად მძიმედაა" - ორთაჭალაში, სადაც გუშინ უბედურ შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა, კორპუსის მშენებლობა შეაჩერეს

ორთაჭალაში მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ინგოროყვას კლინიკაში, პაციენტის მკურნალმა ექიმმა, თიკო კუჭაშვილმა განუცხადა. ექიმის ინფორმაციით, პაციენტი ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

„ღამის განმავლობაში მდგომარეობა არ შეცვლილა. პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფება და უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია, რაიმე ოპერაციულ ჩარევას ამ ეტაპისთვის არ საჭიროებს. დამატებით რაიმე გართულება ჯერ-ჯერობთ არ დაფიქსირებულა, სიცოცხლესთან შეუთავსებელი მდგომარეობით შემოვიდა კლინიკაში და ახლაც იგივეა მისი მდგომარეობა“, - განაცხადა თიკო კუჭაშვილმა.

როგორც ცნობილია, დაშავებულ მამაკაცს, დაზიანებული აქვს თირკმელი, ღვიძლი, აღენიშნება ტრავმულ–ჰომორაგიული შოკი.

შეგახსენებთ, რომ ორთაჭალაში, მშენებარე კორპუსიდან სამი ადამიანი გადმოვარდა. ერთი ადამიანი ადგილზე დაიღუპა და ერთი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. შემთხვევა გუშინ დილით მოხდა. არსებული ინფორმაციით, მუშები აღნიშნულ შენობაში სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებდნენ.

უბედური შემთხვევის შემდეგ, ჩატარებული ინსპექტირების პროცესში გამოვლენილი კრიტიკული შეუსაბამობების გამო, ობიექტზე დასაქმებულთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა სამშენებლო პროცესი შეაჩერა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს.

„შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი დამსაქმებლებს მოუწოდებს უზრუნველყონ დასაქმებულთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და საქართველოს მთავრობის ტექნიკური რეგლამენტებით განსაზღვრული ვალდებულებების ჯეროვანი შესრულება. როგორც უწყებაში აცხადებენ, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის მხრიდან შრომის უსაფრთხოების ნორმების თითოეულ დარღვევაზე, განსაკუთრებით რომელიც ზიანს აყენებს ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, უმკაცრესი რეაგირება მოჰყვება“, - აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, მიმდინარე ეტაპზე დეპარტამენტი მოკვლევის პროცედურებს აგრძელებს.

„2019 წლის 16 მარტს უბედური შემთხვევა მოხდა ორთაჭალაში, რის შედეგადაც 2 დასაქმებული დაიღუპა. საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობაზე დასაქმებული პირები შენობის გარე სარემონტო სამუშაოებს ახორციელებდნენ დაკიდული ხარაჩოს მეშვეობით, რა დროსაც მოწყდა ბაგირი და მასზე მდგომი სამი დასაქმებული სიმაღლიდან ჩამოვარდა. მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა აღნიშნულ შემთხვევაზე დაუყონებლივ მოახდინა რეაგირება და უბედური შემთხვევის მოკვლევის მიზნით დაიწყო ობიექტის შემოწმება. დღის განმავლობაში ჩატარებული ინსპექტირების პროცესში გამოვლენილი კრიტიკული შეუსაბამობების გამო, ობიექტზე დასაქმებულთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, დეპარტამენტმა შეაჩერა სამშენებლო პროცესი“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.​​

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"