პოლიტიკა
მეცნიერება
სამართალი

8

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:02-ზე, მთვარე ქალწულში გადავა 17:43-ზე დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად; ნიშნობისა და ქორწინებისათვის. მოერიდეთ გულის გადაღლას, შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
საზოგადოება
მსოფლიო
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
18 მარტს „ტექნოპარკი“ PowerPoint Karaoke-ს მე-9 ღონისძიებას უმასპინძლებს
18 მარტს „ტექნოპარკი“ PowerPoint Karaoke-ს მე-9 ღონისძიებას უმასპინძლებს

თბი­ლის­ში სტარ­ტა­პე­რე­ბი­სა და სა­ჯა­რო გა­მოს­ვლე­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პი­რე­ბის საყ­ვა­რე­ლი მოძ­რა­ო­ბა PowerPoint Karaoke მე-9 ღო­ნის­ძი­ე­ბა გა­ი­მარ­თე­ბა.

ამ­ჯე­რად, PowerPoint Karaoke-ს ტექ­ნო­პარ­კი სა­ქარ­თვე­ლო • Tech Park Georgia უმას­პინ­ძლებს, პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბი კი მხო­ლოდ ქარ­თულ ენა­ზე ჩა­ტარ­დე­ბა.

PowerPoint Karaoke „თბი­ლი­სის სტარ­ტაპ-ბი­უ­როს“ მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სა­ხა­ლი­სო და სა­ინ­ტე­რე­სო ღო­ნის­ძი­ე­ბაა. წე­სე­ბის თა­ნახ­მად, პრე­ზენ­ტა­ტო­რებ­მა პრე­ზენ­ტა­ცი­ის თე­მა­ტი­კი­სა და სლა­ი­დე­ბის შე­სა­ხებ არა­ფე­რი იცი­ან და წარ­დგე­ნის გა­კე­თე­ბა აბ­სო­ლუ­ტუ­რად, იმპრო­ვი­ზი­რე­ბუ­ლად უწევთ.

წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რომ პრე­ზენ­ტა­ცია, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც წარ­მოდ­გე­ნა არ გაქვთ, სულ რამ­დე­ნი­მე წუთ­ში სა­ინ­ტე­რე­სოდ უნდა წა­რად­გი­ნოთ, შემ­დეგ კი აუ­დი­ტო­რი­ის­გან 3 შე­კი­თხვაც უნდა მო­ის­მი­ნოთ. სწო­რედ ეს ხდის PowerPoint Karaoke-ს სა­ინ­ტე­რე­სო­სა და სა­ხა­ლი­სოს. პრე­ზენ­ტა­ცი­ის თე­მის ღრმა ცოდ­ნა წარ­მა­ტე­ბის გან­მა­პი­რო­ბე­ბე­ლი არ არის - მთა­ვა­რია, სპი­კერ­მა პრე­ზენ­ტა­ცი­ის დროს იმპრო­ვი­ზა­ცი­ის უნა­რი გა­მო­ავ­ლი­ნოს და აუ­დი­ტო­რი­ის მო­წო­ნე­ბა და­იმ­სა­ხუ­როს.

ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე პრე­ზენ­ტა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბა ნე­ბის­მი­ერ მურ­ველს შე­უძ­ლია, ამი­ტომ შე­გიძ­ლი­ათ, 28 მარტს „ტექ­ნო­პარკში“ მიხ­ვი­დეთ და აღ­მო­ა­ჩი­ნოთ, რომ პრე­ზენ­ტა­ტო­რის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი უნა­რე­ბი გქო­ნი­ათ.

რაც მთა­ვა­რია, პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბის წარ­დგე­ნა მხო­ლოდ ქარ­თულ ენა­ზე იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

PowerPoint Karaoke • Tbilisi-ს ორ­გა­ნი­ზა­ტო­რია Tbilisi Startup Bureau. ღო­ნის­ძი­ე­ბა მხარ­და­ჭე­რი­ლია სა­ქარ­თვე­ლოს ინო­ვა­ცი­ე­ბის და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სა­ა­გენ­ტო / GITA- მიერ. ივენ­თის მას­პინ­ძე­ლია ტექ­ნო­პარ­კი სა­ქარ­თვე­ლო • Tech Park Georgia.

მოძ­რა­ო­ბა 2006 წელს, ბერ­ლინ­ში შე­იქ­მნა. ის ZentraleIntelligenzAgentur-ის პრო­ექ­ტია, რო­მე­ლიც ხე­ლო­ვა­ნებ­სა და მწერ­ლებს აერ­თი­ა­ნებს. ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი მსოფ­ლი­ოს ბევრ ქა­ლაქ­ში იმარ­თე­ბა.

რა­ტომ PowerPoint Karaoke?

თუ ოფის­ში მუ­შა­ო­ბი­თა და სტრე­სუ­ლი გა­რე­მო­თი და­ი­ღა­ლეთ, გან­ტვირ­თვა და ცოტა გარ­თო­ბაც გჭრი­დე­ბათ, PowerPoint Karaoke გაძ­ლევთ სა­შუ­ა­ლე­ბას, მო­ნო­ტო­ნუ­რი ორ­შა­ბა­თი უფრო მხი­ა­რულ დღედ აქ­ცი­ოთ.

ღო­ნის­ძი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი არი­ან „თბი­ლი­სის სტარ­ტაპ-ბი­უ­როს“ თან­დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბი გური ქო­ი­ა­ვა და ჰაიკ ას­რი­ან­ცი. 18 მარ­ტის ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი სა­ინ­ტე­რე­სო და მხი­ა­რულ სა­ღა­მოს გვპირ­დე­ბი­ან.

ივენ­თის ბმუ­ლი: https://www.facebook.com/events/2261489834122471/

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საპროტესტო აქციებზე დაკავებული მომიტინგეების ოჯახის წევრები 8 აპრილს დაგეგმილი დემონსტრაციისთვის ემზადებიან
ავტორი:

18 მარტს „ტექნოპარკი“ PowerPoint Karaoke-ს მე-9 ღონისძიებას უმასპინძლებს

18 მარტს „ტექნოპარკი“ PowerPoint Karaoke-ს მე-9 ღონისძიებას უმასპინძლებს

თბილისში სტარტაპერებისა და საჯარო გამოსვლებით დაინტერესებული პირების საყვარელი მოძრაობა PowerPoint Karaoke მე-9 ღონისძიება გაიმართება.

ამჯერად, PowerPoint Karaoke-ს ტექნოპარკი საქართველო • Tech Park Georgia უმასპინძლებს, პრეზენტაციები კი მხოლოდ ქართულ ენაზე ჩატარდება.

PowerPoint Karaoke „თბილისის სტარტაპ-ბიუროს“ მიერ ორგანიზებული ერთ-ერთი ყველაზე სახალისო და საინტერესო ღონისძიებაა. წესების თანახმად, პრეზენტატორებმა პრეზენტაციის თემატიკისა და სლაიდების შესახებ არაფერი იციან და წარდგენის გაკეთება აბსოლუტურად, იმპროვიზირებულად უწევთ.

წარმოიდგინეთ, რომ პრეზენტაცია, რომლის შესახებაც წარმოდგენა არ გაქვთ, სულ რამდენიმე წუთში საინტერესოდ უნდა წარადგინოთ, შემდეგ კი აუდიტორიისგან 3 შეკითხვაც უნდა მოისმინოთ. სწორედ ეს ხდის PowerPoint Karaoke-ს საინტერესოსა და სახალისოს. პრეზენტაციის თემის ღრმა ცოდნა წარმატების განმაპირობებელი არ არის - მთავარია, სპიკერმა პრეზენტაციის დროს იმპროვიზაციის უნარი გამოავლინოს და აუდიტორიის მოწონება დაიმსახუროს.

ღონისძიებაზე პრეზენტაციის ჩატარება ნებისმიერ მურველს შეუძლია, ამიტომ შეგიძლიათ, 28 მარტს „ტექნოპარკში“ მიხვიდეთ და აღმოაჩინოთ, რომ პრეზენტატორის განსაკუთრებული უნარები გქონიათ.

რაც მთავარია, პრეზენტაციების წარდგენა მხოლოდ ქართულ ენაზე იქნება შესაძლებელი.

PowerPoint Karaoke • Tbilisi-ს ორგანიზატორია Tbilisi Startup Bureau. ღონისძიება მხარდაჭერილია საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო / GITA- მიერ. ივენთის მასპინძელია ტექნოპარკი საქართველო • Tech Park Georgia.

მოძრაობა 2006 წელს, ბერლინში შეიქმნა. ის ZentraleIntelligenzAgentur-ის პროექტია, რომელიც ხელოვანებსა და მწერლებს აერთიანებს. ღონისძიებები მსოფლიოს ბევრ ქალაქში იმართება.

რატომ PowerPoint Karaoke?

თუ ოფისში მუშაობითა და სტრესული გარემოთი დაიღალეთ, განტვირთვა და ცოტა გართობაც გჭრიდებათ, PowerPoint Karaoke გაძლევთ საშუალებას, მონოტონური ორშაბათი უფრო მხიარულ დღედ აქციოთ.

ღონისძიების ორგანიზატორები არიან „თბილისის სტარტაპ-ბიუროს“ თანდამფუძნებლები გური ქოიავა და ჰაიკ ასრიანცი. 18 მარტის ღონისძიებაზე ორგანიზატორები საინტერესო და მხიარულ საღამოს გვპირდებიან.

ივენთის ბმული: https://www.facebook.com/events/2261489834122471/

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება