პოლიტიკა
მეცნიერება
სამართალი

8

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:02-ზე, მთვარე ქალწულში გადავა 17:43-ზე დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად; ნიშნობისა და ქორწინებისათვის. მოერიდეთ გულის გადაღლას, შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
საზოგადოება
მსოფლიო
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცვივა თუ არა გადანერგილი თმა? - მითები თმის გადანერგვის შესახებ და რეალობა
ცვივა თუ არა გადანერგილი თმა? - მითები თმის გადანერგვის შესახებ და რეალობა

თუ ადა­მი­ა­ნის მთე­ლი სი­ცო­ცხლის გან­მავ­ლო­ბა­ში ნა­ზარდ თმის ღე­რებს გან­ვა­ლა­გებთ ერ­თმა­ნე­თის მი­ყო­ლე­ბით, მთე­ლი სიგ­რძე გა­მო­ვა 1126.5 კი­ლო­მეტრზე მეტი. თმის ღე­რის ზრდის სიჩ­ქა­რე არის და­ახ­ლო­ე­ბით 12.7 მმ თვე­ში, ანუ 15.24 სმ წე­ლი­წად­ში და 0.00001609 კმ/სთში.

60 წლის ასა­კის­თვის გაც­ვე­ნი­ლი თმე­ბის მთლი­ა­ნი რა­ო­დე­ნო­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 4 მი­ლი­ო­ნია. თმის ცვე­ნის გა­მოწ­ვე­ვა შე­უძ­ლია 300-ზე მეტი და­სა­ხე­ლე­ბის მე­დი­კა­მენტს. თმა ყვე­ლა­ზე სქე­ლია 20 წლი­სათ­ვის, შემ­დეგ თხელ­დე­ბა და 70 წლის­თვის ისე­თი სის­ქე აქვს, რო­გორც ახალ­შო­ბილს. სი­მე­ლო­ტის 90% კი ან­დრო­გე­ნუ­ლი თმის­ცვე­ნაა.

თუმ­ცა, დღეს ან­დრო­გე­ნუ­ლი და არც სხვა სა­ხის სი­მე­ლო­ტე პრობ­ლე­მას აღარ წარ­მო­ად­გენს, რად­გან მსოფ­ლი­ო­ში და მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლო­შიც, თმის თა­ნა­მედ­რო­ვე მე­თო­დო­ლო­გი­ით გა­და­ნა­რეგ­ვა მა­ღალ დო­ნე­ზეა გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მა­ინც არ­სე­ბობს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ფარ­თოდ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბე­ბი თმის გა­და­ნერგვის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც რო­გორც თმის გა­და­ნერგვის კლი­ნი­კა Hairline International-ის დი­რექ­ტორ­მა ირაკ­ლი ბე­ბი­აშ­ვილ­მა გან­მარ­ტა, მი­თე­ბი ყო­ფი­ლა.

მაშ ასე, ახლა წარ­მო­გიდ­გენთ 5 მით­სა და რე­ა­ლო­ბას თმის გა­და­ნერგვის შე­სა­ხებ, რო­მელ­ზეც სწო­რედ ირაკ­ლი ბე­ბი­აშ­ვი­ლი გვე­სა­უბ­რე­ბა.

  • მითი 1: გა­და­ნერ­გი­ლი თმა მალე ცვი­ვა

გა­და­ნერ­გი­ლი თმა მალე კი არა, სა­ერ­თოდ არ ცვი­ვა. ონ­კო­ლო­გი­უ­რი პა­თო­ლო­გი­ი­სა და ქი­მი­ო­თე­რა­პი­ის პრო­ცე­დუ­რე­ბი ერ­თა­დერ­თი შემ­თხვე­ვაა, როცა გა­და­ნერ­გი­ლი თმა ცვი­ვა. სხვა შემ­თხვე­ვა­ში ან­დრო­გე­ნუ­ლი ალო­პე­ცია გა­და­ნერ­გილ თმას აღარ ემუქ­რე­ბა. სა­ხე­ლი­და­ნაც ჩანს, რომ თმის ცვე­ნის მი­ზე­ზი არის ან­დრო­გე­ნე­ბი, გა­და­ნერ­გილ თმა­ზე კი ან­დრო­გე­ნე­ბი ვერ მოქ­მე­დე­ბენ და შე­სა­ბა­მი­სად, თმა არ ცვი­ვა.

ამის დას­ტუ­რია თა­ვად Hairline International-ის დამ­ფუძ­ნებ­ლის, პრო­ფე­სორ თა­მაზ თა­მა­ზაშ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა. თმის გა­და­ნერგვის ეფექ­ტუ­რო­ბა მან მრა­ვა­ლი წლის წინ თა­ვის თავ­ზე აშშ-ში გა­მოს­ცა­და. შემ­დეგ კი პირ­ველ­მა ამი­ერ­კავ­კა­სი­ა­ში, თბი­ლის­ში 1997 წელს შე­მო­ი­ტა­ნა და და­ამ­კვიდ­რა ბუ­ნებ­რი­ვი თმის გა­და­ნერგვის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი.

  • მითი 2: გა­და­ნერგვის პრო­ცე­დუ­რა მტკივ­ნე­უ­ლია

მა­ნი­პუ­ლა­ცია ხორ­ცი­ელ­დე­ბა ად­გი­ლობ­რი­ვი ანეს­თე­ზი­ის პი­რო­ბებ­ში, აბ­სო­ლუ­ტუ­რად უმ­ტკივ­ნე­უ­ლოდ, ყო­ველ­გვა­რი გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნე­ბის გა­რე­შე, პა­ცი­ენ­ტი­სათ­ვის თა­ვი­სუ­ფა­ლი რე­ჟი­მის პი­რო­ბებ­ში. ზო­გა­დად, თუ ად­გი­ლობ­რი­ვი ანეს­თე­ზია არაა საკ­მა­რი­სი ადეკ­ვა­ტუ­რი გა­ყუ­ჩე­ბის­თვის, მა­შინ ინ­ტრა­ვე­ნუ­რი და ბა­ლან­სი­რე­ბუ­ლი ანეს­თე­ზია კეთ­დე­ბა. თუმ­ცა თმის გა­და­ნერგვის დროს ამის სა­ჭი­რო­ე­ბა არ დგე­ბა ხოლ­მე.

ად­გი­ლობ­რი­ვი ანეს­თე­ზია კეთ­დე­ბა სხვა­დას­ხვა მე­თო­დით: ინ­სუ­ლი­ნის ნემ­სით, მე­ზო­თე­რა­პი­უ­ლი ანუ კი­დევ უფრო წვრი­ლი ნემ­სით. ხოლო მათ­თვის, ვი­საც ტრი­პა­ნო­ფო­ბია ანუ ნემ­სის შიში აქვს, ანეს­თე­ზია უნემ­სოდ, დერ­მა­ჯე­ტით კეთ­დე­ბა. მე­თო­დის შერ­ჩე­ვა ხდე­ბა პა­ცი­ენ­ტის ტკი­ვი­ლის მგრძნო­ბე­ლო­ბის ზღურ­ბლის მი­ხედ­ვით. მთა­ვა­რია, რომ თმის გა­და­ნერგვის კლი­ნი­კას ყვე­ლა არ­სე­ბუ­ლი მე­თო­დი ჰქონ­დეს სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის არ­სე­ნალ­ში და სა­სურ­ვე­ლის პა­ცი­ენტზე მორ­გე­ბა უკვე მარ­ტი­ვია. თმის გა­და­ნერგვის დროს მთა­ვა­რია, რომ პირ­ვე­ლი ანეს­თე­ზია გა­კეთ­დეს უმ­ტკივ­ნე­უ­ლოდ და ყო­ვე­ლი შემ­დე­გის და­მა­ტე­ბა უკვე ანეს­თე­ზი­რე­ბულ არე­ზე ხდე­ბა.

  • მითი 3: გა­და­ნერ­გილ თმას ეტყო­ბა, რომ გა­და­ნერ­გი­ლია

გა­და­ნერ­გილ თმას სა­ერ­თოდ არ ეტყო­ბა, რომ გა­და­ნერ­გი­ლია. დღეს თმის ტრან­სპლან­ტა­ცი­ის მე­თო­დე­ბი ისეა დახ­ვე­წი­ლი, რომ თავ­ზე თმის გა­და­ნერგვა წვე­რი­სა და ტა­ნი­და­ნაც შე­საძ­ლე­ბე­ლია. ორ­გა­ნიზმს გა­აჩ­ნია უნა­რი, რომ გა­და­ნერგვი­დან 5-6 თვის შემ­დეგ ტა­ნი­დან და წვე­რი­დან გა­და­ნერ­გი­ლი თმის სტრუქ­ტუ­რის გარ­ჩე­ვაც ვე­ღარ მო­ხერ­ხდეს ად­გი­ლობ­რი­ვი თმის­გან. სტრუქ­ტუ­რა ხდე­ბა იდენ­ტუ­რი და მათი დი­ფე­რენ­ცი­რე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია.

დღეს მა­ღალკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი უკვე გრძე­ლი თმის გა­და­ნერგვა­საც აკე­თე­ბენ. ამ შემ­თხვე­ვა­ში თა­ვის გა­და­პარსვა სა­ჭი­რო აღა­რაა და გა­და­ნერგვის პრო­ცე­სი უცხო თვა­ლის­თვის სრუ­ლი­ად შე­უმ­ჩნე­ვე­ლი ხდე­ბა. გა­და­ნერ­გი­ლი თმის ამოს­ვლაც ნელ-ნელა და ეტა­პობ­რი­ვად ხდე­ბა და ის ზედ­მე­ტად თვალ­ში­სა­ცე­მი არაა.

  • მითი 4: თმის გა­და­ნერგვის შემ­დეგ მთე­ლი ცხოვ­რე­ბა წამ­ლე­ბი უნდა სვა

თმის გა­და­ნერგვის შემ­დეგ წამ­ლე­ბის და­ლე­ვა სა­ვალ­დე­ბუ­ლო არაა. ექი­მე­ბი რე­კო­მე­და­ცი­ას უწე­ვენ ხოლ­მე ორი სა­ხის პრე­პა­რა­ტის მი­ღე­ბას. ერთი, რო­მე­ლიც სის­ხლძარ­ღვთა ად­გი­ლობ­რივ მიკ­რო­ცირ­კუ­ლა­ცი­ას აუმ­ჯო­ბე­სებს, სა­სურ­ვე­ლია, რომ პოს­ტო­პე­რა­ცი­ულ პე­რი­ოდ­ში 2-3 თვის განმვლო­ბა­ში მი­ი­ღოს პა­ცი­ენ­ტმა, რაც გა­და­ნერ­გილ თმას ადატპ­ტა­ცი­ა­ში ეხ­მა­რე­ბა. მე­ო­რე მე­დი­კა­მენ­ტი კი ბლო­კავს ან­დრო­გე­ნე­ბის სი­ჭარ­ბეს და მას რე­კო­მენ­და­ცი­ას უწე­ვენ ხოლ­მე იმი­ტომ, რომ პა­ცი­ენტს სა­კუ­თა­რი თმა არ გასცვივ­დეს. გა­და­ნერ­გილს კი გაც­ვე­ნა არ ემუქ­რე­ბა. მისი მი­ღე­ბა სრუ­ლად პა­ცი­ენ­ტის სურ­ვილ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი და არა­ნა­ი­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა არ არ­სე­ბობს.

  • მითი 5: თმის გა­და­ნერგვა ყვე­ლას არ შე­უძ­ლია

ხში­რად ამ­ბო­ბენ, რომ თმის გა­და­ნერგვა ყვე­ლას არ შე­უძ­ლია და ამის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ პა­ცი­ენტს გარ­კვე­უ­ლი რა­ო­დე­ნო­ბის თმა ჰქონ­დეს. ესეც მი­თია, რად­გან უი­მე­დო პა­ცი­ენ­ტი არ არ­სე­ბობს. თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი­სა და მა­ღალკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის ჩარ­თუ­ლო­ბით თმის გა­და­ნერგვა წვე­რი­სა და ტა­ნი­და­ნაც შე­საძ­ლე­ბე­ლია. სწო­რედ ამი­ტომ მიჩ­ნე­უ­ლია, რომ თმის გა­და­ნერგვა ყვე­ლას შე­უძ­ლია. ისე კი, თა­ვი­დან თმის ამო­ღე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, არ­სე­ბუ­ლი თმის მაქ­სი­მუმ 50%-ის ამო­ღე­ბაა რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ამო­ღე­ბი­სას დარ­ჩე­ნი­ლი ღე­რე­ბი არ და­ა­ზი­ა­ნო და ამო­ღე­ბუ­ლე­ბი­და­ნაც ყვე­ლა სი­ცო­ცხლი­სუ­ნა­რი­ა­ნი იყოს. სწო­რად უნდა შე­ირ­ჩეს სა­დო­ნო­რო ზო­ნაც. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში გა­და­ნერ­გი­ლი თმა შე­იძ­ლე­ბა, "გასცვივ­დეს". თმას თა­ვი­სი არ­სე­ბო­ბის ფა­ზე­ბი აქვს, რო­მელ­თა­გან ერთ-ერთი მოს­ვე­ნე­ბის ფა­ზაა.

გა­და­ნერგვი­სას მოს­ვე­ნე­ბის ფა­ზა­ში მყო­ფი ერ­თფო­ლი­კუ­ლი­ა­ნი მიკ­როგ­რაფ­ტის ამო­ღე­ბა არ უნდა მოხ­დეს, რად­გან გა­და­ნერგვის შემ­თხვე­ვა­ში ახა­ლი თმის რეპ­რო­დუქ­ცი­რე­ბა არ მოხ­დე­ბა. ინერ­გე­ბა ზრდის ფა­ზა­ში მყო­ფი თმა, რო­მე­ლიც ამოს­ვლას გა­და­ნერგვი­დან 2-3 თვის შემ­დეგ იწყებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საპროტესტო აქციებზე დაკავებული მომიტინგეების ოჯახის წევრები 8 აპრილს დაგეგმილი დემონსტრაციისთვის ემზადებიან
ავტორი:

ცვივა თუ არა გადანერგილი თმა? - მითები თმის გადანერგვის შესახებ და რეალობა

ცვივა თუ არა გადანერგილი თმა? - მითები თმის გადანერგვის შესახებ და რეალობა

თუ ადამიანის მთელი სიცოცხლის განმავლობაში ნაზარდ თმის ღერებს განვალაგებთ ერთმანეთის მიყოლებით, მთელი სიგრძე გამოვა 1126.5 კილომეტრზე მეტი. თმის ღერის ზრდის სიჩქარე არის დაახლოებით 12.7 მმ თვეში, ანუ 15.24 სმ წელიწადში და 0.00001609 კმ/სთში.

60 წლის ასაკისთვის გაცვენილი თმების მთლიანი რაოდენობა დაახლოებით 4 მილიონია. თმის ცვენის გამოწვევა შეუძლია 300-ზე მეტი დასახელების მედიკამენტს. თმა ყველაზე სქელია 20 წლისათვის, შემდეგ თხელდება და 70 წლისთვის ისეთი სისქე აქვს, როგორც ახალშობილს. სიმელოტის 90% კი ანდროგენული თმისცვენაა.

თუმცა, დღეს ანდროგენული და არც სხვა სახის სიმელოტე პრობლემას აღარ წარმოადგენს, რადგან მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც, თმის თანამედროვე მეთოდოლოგიით გადანარეგვა მაღალ დონეზეა განვითარებული. მიუხედავად ამისა, მაინც არსებობს საზოგადოებაში ფართოდ გავრცელებული მოსაზრებები თმის გადანერგვის შესახებ, რომელიც როგორც თმის გადანერგვის კლინიკა Hairline International-ის დირექტორმა ირაკლი ბებიაშვილმა განმარტა, მითები ყოფილა.

მაშ ასე, ახლა წარმოგიდგენთ 5 მითსა და რეალობას თმის გადანერგვის შესახებ, რომელზეც სწორედ ირაკლი ბებიაშვილი გვესაუბრება.

  • მითი 1: გადანერგილი თმა მალე ცვივა

გადანერგილი თმა მალე კი არა, საერთოდ არ ცვივა. ონკოლოგიური პათოლოგიისა და ქიმიოთერაპიის პროცედურები ერთადერთი შემთხვევაა, როცა გადანერგილი თმა ცვივა. სხვა შემთხვევაში ანდროგენული ალოპეცია გადანერგილ თმას აღარ ემუქრება. სახელიდანაც ჩანს, რომ თმის ცვენის მიზეზი არის ანდროგენები, გადანერგილ თმაზე კი ანდროგენები ვერ მოქმედებენ და შესაბამისად, თმა არ ცვივა.

ამის დასტურია თავად Hairline International-ის დამფუძნებლის, პროფესორ თამაზ თამაზაშვილის შემთხვევა. თმის გადანერგვის ეფექტურობა მან მრავალი წლის წინ თავის თავზე აშშ-ში გამოსცადა. შემდეგ კი პირველმა ამიერკავკასიაში, თბილისში 1997 წელს შემოიტანა და დაამკვიდრა ბუნებრივი თმის გადანერგვის ტექნოლოგიები.

  • მითი 2: გადანერგვის პროცედურა მტკივნეულია

მანიპულაცია ხორციელდება ადგილობრივი ანესთეზიის პირობებში, აბსოლუტურად უმტკივნეულოდ, ყოველგვარი გვერდითი მოვლენების გარეშე, პაციენტისათვის თავისუფალი რეჟიმის პირობებში. ზოგადად, თუ ადგილობრივი ანესთეზია არაა საკმარისი ადეკვატური გაყუჩებისთვის, მაშინ ინტრავენური და ბალანსირებული ანესთეზია კეთდება. თუმცა თმის გადანერგვის დროს ამის საჭიროება არ დგება ხოლმე.

ადგილობრივი ანესთეზია კეთდება სხვადასხვა მეთოდით: ინსულინის ნემსით, მეზოთერაპიული ანუ კიდევ უფრო წვრილი ნემსით. ხოლო მათთვის, ვისაც ტრიპანოფობია ანუ ნემსის შიში აქვს, ანესთეზია უნემსოდ, დერმაჯეტით კეთდება. მეთოდის შერჩევა ხდება პაციენტის ტკივილის მგრძნობელობის ზღურბლის მიხედვით. მთავარია, რომ თმის გადანერგვის კლინიკას ყველა არსებული მეთოდი ჰქონდეს საკუთარი შესაძლებლობების არსენალში და სასურველის პაციენტზე მორგება უკვე მარტივია. თმის გადანერგვის დროს მთავარია, რომ პირველი ანესთეზია გაკეთდეს უმტკივნეულოდ და ყოველი შემდეგის დამატება უკვე ანესთეზირებულ არეზე ხდება.

  • მითი 3: გადანერგილ თმას ეტყობა, რომ გადანერგილია

გადანერგილ თმას საერთოდ არ ეტყობა, რომ გადანერგილია. დღეს თმის ტრანსპლანტაციის მეთოდები ისეა დახვეწილი, რომ თავზე თმის გადანერგვა წვერისა და ტანიდანაც შესაძლებელია. ორგანიზმს გააჩნია უნარი, რომ გადანერგვიდან 5-6 თვის შემდეგ ტანიდან და წვერიდან გადანერგილი თმის სტრუქტურის გარჩევაც ვეღარ მოხერხდეს ადგილობრივი თმისგან. სტრუქტურა ხდება იდენტური და მათი დიფერენცირება შეუძლებელია.

დღეს მაღალკვალიფიციური პროფესიონალები უკვე გრძელი თმის გადანერგვასაც აკეთებენ. ამ შემთხვევაში თავის გადაპარსვა საჭირო აღარაა და გადანერგვის პროცესი უცხო თვალისთვის სრულიად შეუმჩნეველი ხდება. გადანერგილი თმის ამოსვლაც ნელ-ნელა და ეტაპობრივად ხდება და ის ზედმეტად თვალშისაცემი არაა.

  • მითი 4: თმის გადანერგვის შემდეგ მთელი ცხოვრება წამლები უნდა სვა

თმის გადანერგვის შემდეგ წამლების დალევა სავალდებულო არაა. ექიმები რეკომედაციას უწევენ ხოლმე ორი სახის პრეპარატის მიღებას. ერთი, რომელიც სისხლძარღვთა ადგილობრივ მიკროცირკულაციას აუმჯობესებს, სასურველია, რომ პოსტოპერაციულ პერიოდში 2-3 თვის განმვლობაში მიიღოს პაციენტმა, რაც გადანერგილ თმას ადატპტაციაში ეხმარება. მეორე მედიკამენტი კი ბლოკავს ანდროგენების სიჭარბეს და მას რეკომენდაციას უწევენ ხოლმე იმიტომ, რომ პაციენტს საკუთარი თმა არ გასცვივდეს. გადანერგილს კი გაცვენა არ ემუქრება. მისი მიღება სრულად პაციენტის სურვილზეა დამოკიდებული და არანაირი ვალდებულება არ არსებობს.

  • მითი 5: თმის გადანერგვა ყველას არ შეუძლია

ხშირად ამბობენ, რომ თმის გადანერგვა ყველას არ შეუძლია და ამისთვის აუცილებელია, რომ პაციენტს გარკვეული რაოდენობის თმა ჰქონდეს. ესეც მითია, რადგან უიმედო პაციენტი არ არსებობს. თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალის ჩართულობით თმის გადანერგვა წვერისა და ტანიდანაც შესაძლებელია. სწორედ ამიტომ მიჩნეულია, რომ თმის გადანერგვა ყველას შეუძლია. ისე კი, თავიდან თმის ამოღების შემთხვევაში, არსებული თმის მაქსიმუმ 50%-ის ამოღებაა რეკომენდებული.

მნიშვნელოვანია, ამოღებისას დარჩენილი ღერები არ დააზიანო და ამოღებულებიდანაც ყველა სიცოცხლისუნარიანი იყოს. სწორად უნდა შეირჩეს სადონორო ზონაც. წინააღმდეგ შემთხვევაში გადანერგილი თმა შეიძლება, "გასცვივდეს". თმას თავისი არსებობის ფაზები აქვს, რომელთაგან ერთ-ერთი მოსვენების ფაზაა.

გადანერგვისას მოსვენების ფაზაში მყოფი ერთფოლიკულიანი მიკროგრაფტის ამოღება არ უნდა მოხდეს, რადგან გადანერგვის შემთხვევაში ახალი თმის რეპროდუქცირება არ მოხდება. ინერგება ზრდის ფაზაში მყოფი თმა, რომელიც ამოსვლას გადანერგვიდან 2-3 თვის შემდეგ იწყებს.

სტერეო +-მა და დიჯიტალ ტვ-მ სოციალურად დაუცველებს სააღდგომო საჩუქარი გადასცეს

მინერალური წყალი „ლიკანი“ გვთავაზობს სახალისო გამოწვევას #თავგადასავალისახლში და მთელი წელი ულევი ენერგიით ავსებას გვპირდება !

სადაზღვევო კომპანია "ევროინს ჯორჯიამ" თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის მედიკოსებს აღდგომის დღესასწაული მიულოცა