პოლიტიკა
სამართალი

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჭერზე სიარული, თავდაყირა დასვენება და სწორი გზა, რომელიც თავბრუს გახვევს" - მუზეუმი, რომელიც საოცრებათა სამყაროში გამოგზაურებთ
"ჭერზე სიარული, თავდაყირა დასვენება და სწორი გზა, რომელიც თავბრუს გახვევს" - მუზეუმი, რომელიც საოცრებათა სამყაროში გამოგზაურებთ

ასეთ მუ­ზე­უმ­ში არას­დროს ვყო­ფილ­ვარ, სა­დაც ექ­სპო­ნა­ტე­ბი სა­კუ­თარ თავ­ზე ამ­ბავს მხო­ლოდ კი არ ყვე­ბი­ან, გა­ო­ცე­ბენ და სხვა სამ­ყა­რო­ში გა­და­ყავ­ხარ. ეს ილუ­ზი­ე­ბის მუ­ზე­უ­მი­აა, რო­მე­ლიც ჩვენს ქა­ლაქ­ში გა­იხ­სნა. მსგავ­სი სივ­რცე მსოფ­ლი­ოს 15 ქვე­ყა­ნა­ში უკვე არ­სე­ბობს და მათ რი­ცხვს ჩვე­ნი მუ­ზე­უ­მიც შე­ე­მა­ტა. დამ­თვა­ლი­ე­რებ­ლებს უცა­ნა­რი და სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მო­ჩე­ნე­ბის გა­კე­თე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა აქვთ. ვი­საც სურს, რე­ა­ლურ სამ­ყა­როს მოს­წყდეს და ილუ­ზი­ე­ბის სამ­ყა­რო­ში გა­და­ი­ნაც­ვლოს, მუ­ზე­უ­მი უკ­მა­ყო­ფი­ლოს ნამ­დვი­ლად არ და­ტო­ვებს.

უკ­მა­ყო­ფი­ლო რო­გორ უნდა იყო, როცა იქ შე­სულს, ჭერ­ზე სი­ა­რუ­ლი შე­გიძ­ლია, ჭერ­ზე ჯდო­მა და თავ­და­ყი­რა დას­ვე­ნე­ბა, სარ­კე­ე­ბი კი უპ­რობ­ლე­მოდ იმ­დენ­ჯერ გა­გამ­რავ­ლებს, რა­ზეც ალ­ბათ ხუმ­რო­ბით ერთხელ მა­ინც გი­ოც­ნე­ბია. არის ოთა­ხი, სა­დაც კე­დე­ლი ტრი­ა­ლებს და ისე­თი შეგ­რძნე­ბა გაქვს, თით­ქოს შენც მას­თან ერ­თად მოძ­რა­ობ. ეს არის გვი­რა­ბი, რო­მელ­შიც უნდა გა­ი­ა­რო და მი­უ­ხე­და­ვად სწო­რი გზი­სა, გა­რე­მო თავ­ბრუს გახ­ვევს, გა­გი­ჟებს და გა­მარ­თუ­ლად ერთი ნა­ბი­ჯის გა­დად­გმაც კი რთულ­დე­ბა.

ამ უც­ნა­უ­რი სამ­ყა­რო­დან გა­მოს­ვლის შემ­დეგ, ისევ გა­მიჩ­ნდა იქ დაბ­რუ­ნე­ბის სურ­ვი­ლი - ჭერ­ზე სი­ა­რუ­ლი ვერ გა­მოვ­ცა­დე… მოკ­ლედ, მთა­ვა­რი ის არის, რომ "ილუ­ზი­ებ­ში" მი­სუ­ლი თა­ვად ირ­ჩევ, გა­ერ­თო, ირ­ბი­ნო, იცი­ნო, ფო­ტო­ე­ბი გა­და­ი­ღო თუ ითა­მა­შო... რო­გორც მუ­ზე­უ­მის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი გვე­უბ­ნე­ბი­ან, იქ ყვე­ლა ექ­სპო­ნა­ტი შე­მეც­ნე­ბი­თია, რად­გა­ნაც რე­ა­ლო­ბა სხვა­ნა­ი­რია, უბ­რა­ლოდ, მას ჩვე­ნი თვა­ლე­ბი გან­სხვა­ვე­ბუ­ლად აღიქ­ვამს.

რო­გორც ვთქვით, სივ­რცე გა­სარ­თო­ბი ტი­პი­საა, რაც ძა­ლი­ან სა­ხა­ლი­სოა. რა­ტო­მაც არა, როცა ესა თუ ის ნივ­თი სხვა­ნა­ი­რად გეჩ­ვე­ნე­ბა და სი­ნამ­დვი­ლე­ში კი სხვა­ნა­ი­რია. აღ­ნიშ­ნულ სივ­რცე­ში სულ 80 ექ­სპო­ნა­ტია გან­თავ­სე­ბუ­ლი. რო­გორც უკვე ვთქვით, ილუ­ზი­ე­ბის მუ­ზე­უ­მი მსოფ­ლი­ოს 15 ქვე­ყა­ნა­ში უკვე არ­სე­ბობს და ყველ­გან პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს.

რა არის ილუ­ზია? სი­ნამ­დვი­ლის და­მა­ხინ­ჯე­ბუ­ლად, მცდა­რად აღ­ქმა... დიახ, თუ ერთ კუ­თხე­ში გი­გან­ტი ხარ, მე­ო­რე­ში - ჯუჯა. ეს ვი­ზუ­ა­ლუ­რი ილუ­ზი­აა, რომ­ლის დრო­საც ადა­მი­ა­ნი ერთი კუ­თხი­დან მე­ო­რე­ში გა­დას­ვლი­სას იზ­რდე­ბა ან პა­ტა­რავ­დე­ბა.

აი, ლან­გარ­ზე და­დე­ბუ­ლი თავი კი, მნახ­ვე­ლის გან­სა­კუთ­რე­ბულ ინ­ტე­რესს იწ­ვევს.

ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც თით­ქოს სკამ­ზე ზის უფრო პა­ტა­რა ჩანს, მაგ­რამ ყვე­ლა­ფე­რი, რა თქმა უნდა, პერ­სპექ­ტი­ვის დამ­სა­ხუ­რე­ბაა.

მუ­ზე­უ­მის ექ­სპო­ნა­ტე­ბი და­ფუძ­ნე­ბუ­ლია მეც­ნი­ე­რე­ბა­ზე, მა­თე­მა­ტი­კა­ზე, ბი­ო­ლო­გი­ა­სა და ფსი­ქო­ლო­გი­ა­ზე. ილუ­ზი­ე­ბის პირ­ვე­ლი მუ­ზე­უ­მი ზაგ­რებ­ში (ხორ­ვა­ტია) 2015 წელს გა­იხ­სნა, რა­საც წინ უძღვო­და ორ­წლი­ა­ნი მომ­ზა­დე­ბის პრო­ცე­სი, ბაზ­რის კვლე­ვა, ექ­სპო­ნა­ტე­ბის შექ­მნა.

რო­გორც ილუ­ზი­ე­ბის მუ­ზე­უმ­ში გვე­უბ­ნე­ბი­ან, დღეს ის მსოფ­ლი­ოს მუ­ზე­უ­მე­ბის ყვე­ლა­ზე სწრა­ფად მზარ­დი ქსე­ლია. შექ­მნი­ლია იმი­სათ­ვის, რომ გაგ­ვარ­თონ, გაგ­ვა­ო­ცონ და ჩვე­ნი შეგ­რძნე­ბე­ბის სტი­მუ­ლი­რე­ბა მო­ახ­დი­ნონ. მუ­ზე­უ­მი თბი­ლის­ში კი ვი­ზი­ტო­რებს დი­ლის 9 სა­ა­თი­დან სა­ღა­მოს 11 სა­ა­თამ­დე მი­ი­ღებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

"ჭერზე სიარული, თავდაყირა დასვენება და სწორი გზა, რომელიც თავბრუს გახვევს" - მუზეუმი, რომელიც საოცრებათა სამყაროში გამოგზაურებთ

"ჭერზე სიარული, თავდაყირა დასვენება და სწორი გზა, რომელიც თავბრუს გახვევს" - მუზეუმი, რომელიც საოცრებათა სამყაროში გამოგზაურებთ

ასეთ მუზეუმში არასდროს ვყოფილვარ, სადაც ექსპონატები საკუთარ თავზე ამბავს მხოლოდ კი არ ყვებიან, გაოცებენ და სხვა სამყაროში გადაყავხარ. ეს ილუზიების მუზეუმიაა, რომელიც ჩვენს ქალაქში გაიხსნა. მსგავსი სივრცე მსოფლიოს 15 ქვეყანაში უკვე არსებობს და მათ რიცხვს ჩვენი მუზეუმიც შეემატა. დამთვალიერებლებს უცანარი და საინტერესო აღმოჩენების გაკეთების საშუალება აქვთ. ვისაც სურს, რეალურ სამყაროს მოსწყდეს და ილუზიების სამყაროში გადაინაცვლოს, მუზეუმი უკმაყოფილოს ნამდვილად არ დატოვებს.

უკმაყოფილო როგორ უნდა იყო, როცა იქ შესულს, ჭერზე სიარული შეგიძლია, ჭერზე ჯდომა და თავდაყირა დასვენება, სარკეები კი უპრობლემოდ იმდენჯერ გაგამრავლებს, რაზეც ალბათ ხუმრობით ერთხელ მაინც გიოცნებია. არის ოთახი, სადაც კედელი ტრიალებს და ისეთი შეგრძნება გაქვს, თითქოს შენც მასთან ერთად მოძრაობ. ეს არის გვირაბი, რომელშიც უნდა გაიარო და მიუხედავად სწორი გზისა, გარემო თავბრუს გახვევს, გაგიჟებს და გამართულად ერთი ნაბიჯის გადადგმაც კი რთულდება.

ამ უცნაური სამყაროდან გამოსვლის შემდეგ, ისევ გამიჩნდა იქ დაბრუნების სურვილი - ჭერზე სიარული ვერ გამოვცადე… მოკლედ, მთავარი ის არის, რომ "ილუზიებში" მისული თავად ირჩევ, გაერთო, ირბინო, იცინო, ფოტოები გადაიღო თუ ითამაშო... როგორც მუზეუმის თანამშრომლები გვეუბნებიან, იქ ყველა ექსპონატი შემეცნებითია, რადგანაც რეალობა სხვანაირია, უბრალოდ, მას ჩვენი თვალები განსხვავებულად აღიქვამს.

როგორც ვთქვით, სივრცე გასართობი ტიპისაა, რაც ძალიან სახალისოა. რატომაც არა, როცა ესა თუ ის ნივთი სხვანაირად გეჩვენება და სინამდვილეში კი სხვანაირია. აღნიშნულ სივრცეში სულ 80 ექსპონატია განთავსებული. როგორც უკვე ვთქვით, ილუზიების მუზეუმი მსოფლიოს 15 ქვეყანაში უკვე არსებობს და ყველგან პოპულარობით სარგებლობს.

რა არის ილუზია? სინამდვილის დამახინჯებულად, მცდარად აღქმა... დიახ, თუ ერთ კუთხეში გიგანტი ხარ, მეორეში - ჯუჯა. ეს ვიზუალური ილუზიაა, რომლის დროსაც ადამიანი ერთი კუთხიდან მეორეში გადასვლისას იზრდება ან პატარავდება.

აი, ლანგარზე დადებული თავი კი, მნახველის განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს.

ადამიანი, რომელიც თითქოს სკამზე ზის უფრო პატარა ჩანს, მაგრამ ყველაფერი, რა თქმა უნდა, პერსპექტივის დამსახურებაა.

მუზეუმის ექსპონატები დაფუძნებულია მეცნიერებაზე, მათემატიკაზე, ბიოლოგიასა და ფსიქოლოგიაზე. ილუზიების პირველი მუზეუმი ზაგრებში (ხორვატია) 2015 წელს გაიხსნა, რასაც წინ უძღვოდა ორწლიანი მომზადების პროცესი, ბაზრის კვლევა, ექსპონატების შექმნა.

როგორც ილუზიების მუზეუმში გვეუბნებიან, დღეს ის მსოფლიოს მუზეუმების ყველაზე სწრაფად მზარდი ქსელია. შექმნილია იმისათვის, რომ გაგვართონ, გაგვაოცონ და ჩვენი შეგრძნებების სტიმულირება მოახდინონ. მუზეუმი თბილისში კი ვიზიტორებს დილის 9 საათიდან საღამოს 11 საათამდე მიიღებს.

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს