პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

5

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 10:42-ზე, მთვარე კირჩხიბშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადაადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. ამ დღის რთული ორგანო კუჭია. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას.
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზვიად კვაჭანტირაძემ საპარლამენტო უმრავლესობა და ფრაქცია "ქართული ოცნება" დატოვა, უმრავლესობის დატოვებას არ გამორიცხავს კობა ნარჩემაშვილიც
ზვიად კვაჭანტირაძემ საპარლამენტო უმრავლესობა და ფრაქცია "ქართული ოცნება" დატოვა, უმრავლესობის დატოვებას არ გამორიცხავს კობა ნარჩემაშვილიც

დე­პუ­ტატ­მა ზვი­ად კვა­ჭან­ტი­რა­ძემ სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბა და ფრაქ­ცია „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ და­ტო­ვა.

ფრაქ­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რის, მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მათ მი­ი­ღეს ზვი­ად კვა­ჭან­ტი­რა­ძის მი­მარ­თვა უმ­რავ­ლე­სო­ბი­დან და ფრაქ­ცი­ი­დან გას­ვლის თა­ო­ბა­ზე, რაც გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია და ბი­უ­როს უახ­ლო­ეს სხდო­მა­ზე ეც­ნო­ბე­ბა.

მი­სი­ვე თქმით, ამის თან­მდე­ვი პრო­ცე­სი იქ­ნე­ბა ზვი­ად კვა­ჭან­ტი­რა­ძის გა­დარ­ჩე­ვა დი­ას­პო­რი­სა და კავ­კა­სი­ის სა­კი­თხთა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან, რად­გან ის პარ­ლა­მენ­ტმა აღ­ნიშ­ნულ პოსტზე უმ­რავ­ლე­სო­ბის წარ­დგე­ნით აირ­ჩია.

„უმ­რავ­ლე­სო­ბი­დან და ფრაქ­ცი­ი­დან გას­ვლის მი­ზე­ზებ­ზე თა­ვად ზვი­ად კვა­ჭან­ტი­რა­ძე სა­უბ­რობს. ამის მი­ზე­ზი არის ის ან­ტი­კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი კა­ნო­ნი, რა­საც „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ უმ­რავ­ლე­სო­ბამ მხა­რი არ და­უ­ჭი­რა“, - გა­ნა­ცხა­და მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძემ.

უმ­რავ­ლე­სო­ბის რი­გე­ბის და­ტო­ვე­ბას არ გა­მო­რი­ცხავს პარ­ლა­მენ­ტში ქუ­თა­ი­სის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტი კობა ნარ­ჩე­მაშ­ვი­ლი.

რო­გორც ნარ­ჩე­მაშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, თუკი ოპო­ნი­რე­ბის რე­ჟიმ­ში იქ­ნე­ბა თე­მე­ბი, რომ­ლე­ბიც აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბას გა­მო­იწ­ვევს, უბ­რა­ლოდ მო­რა­ლუ­რად იქ­ნე­ბა მი­უ­ღე­ბე­ლი მის­თვის იყოს უმ­რავ­ლე­სო­ბა­ში.

„მო­რა­ლუ­რად მი­უ­ღე­ბე­ლი იქ­ნე­ბა თან ვიყო უმ­რავ­ლე­სო­ბა­ში და თან ვიყო წი­ნა­აღ­მდე­გი რიგი სა­კი­თხე­ბი­სა. ასე რომ, ამას არ გა­მოვ­რი­ცხავ“, - გა­ნა­ცხა­და კობა ნარ­ჩე­მაშ­ვილ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა მო­სა­მარ­თლე­ე­ბის უვა­დო და­ნიშ­ვნას, ნარ­ჩე­მაშ­ვი­ლი ფიქ­რობს, რომ გარ­კვე­უ­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბის გამო 2024 წლამ­დე პრო­ცე­სის გა­და­ვა­დე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა­ში უფრო ჯან­სა­ღი შე­მად­გენ­ლო­ბის მი­სა­ღე­ბად.

ავტორი:

ზვიად კვაჭანტირაძემ საპარლამენტო უმრავლესობა და ფრაქცია "ქართული ოცნება" დატოვა, უმრავლესობის დატოვებას არ გამორიცხავს კობა ნარჩემაშვილიც

ზვიად კვაჭანტირაძემ საპარლამენტო უმრავლესობა და ფრაქცია "ქართული ოცნება" დატოვა, უმრავლესობის დატოვებას არ გამორიცხავს კობა ნარჩემაშვილიც

დეპუტატმა ზვიად კვაჭანტირაძემ საპარლამენტო უმრავლესობა და ფრაქცია „ქართული ოცნება“ დატოვა.

ფრაქციის თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, მათ მიიღეს ზვიად კვაჭანტირაძის მიმართვა უმრავლესობიდან და ფრაქციიდან გასვლის თაობაზე, რაც გათვალისწინებულია და ბიუროს უახლოეს სხდომაზე ეცნობება.

მისივე თქმით, ამის თანმდევი პროცესი იქნება ზვიად კვაჭანტირაძის გადარჩევა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან, რადგან ის პარლამენტმა აღნიშნულ პოსტზე უმრავლესობის წარდგენით აირჩია.

„უმრავლესობიდან და ფრაქციიდან გასვლის მიზეზებზე თავად ზვიად კვაჭანტირაძე საუბრობს. ამის მიზეზი არის ის ანტიკონსტიტუციური კანონი, რასაც „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

უმრავლესობის რიგების დატოვებას არ გამორიცხავს პარლამენტში ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი კობა ნარჩემაშვილი.

როგორც ნარჩემაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, თუკი ოპონირების რეჟიმში იქნება თემები, რომლებიც აზრთა სხვადასხვაობას გამოიწვევს, უბრალოდ მორალურად იქნება მიუღებელი მისთვის იყოს უმრავლესობაში.

„მორალურად მიუღებელი იქნება თან ვიყო უმრავლესობაში და თან ვიყო წინააღმდეგი რიგი საკითხებისა. ასე რომ, ამას არ გამოვრიცხავ“, - განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.

რაც შეეხება მოსამართლეების უვადო დანიშვნას, ნარჩემაშვილი ფიქრობს, რომ გარკვეული გარემოებების გამო 2024 წლამდე პროცესის გადავადება შესაძლებელი იყო სასამართლო სისტემაში უფრო ჯანსაღი შემადგენლობის მისაღებად.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები