პოლიტიკა
სამართალი

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვიღებ კლიპს სოფო ნიჟარაძესთან ერთად" - რა ხდება "მხოლოდ ქართულის" კონკურსანტების ცხოვრებაში
"ვიღებ კლიპს სოფო ნიჟარაძესთან ერთად" - რა ხდება "მხოლოდ ქართულის" კონკურსანტების ცხოვრებაში

მათ რამ­დე­ნი­მე თვის წინ მა­სობ­რი­ვად არ იც­ნობ­დნენ, მაგ­რამ "მხო­ლოდ ქარ­თუ­ლით", 4 თვის მან­ძილ­ზე ნამ­დვილ ვარ­სკვლა­ვე­ბად იქ­ცნენ, მა­ყუ­რე­ბელ­მა შე­იყ­ვა­რა და უგულ­შე­მატ­კივ­რა, ერთ-ერ­თმა კი პრო­ექ­ტი მო­ი­გო.

რას აკე­თე­ბენ დღეს "მხო­ლოდ ქარ­თუ­ლის" ფი­ნა­ლის­ტე­ბი? - ოთხე­უ­ლი, რო­მე­ლიც ხალ­ხის რჩე­უ­ლი გახ­და, რო­გორ აფა­სე­ბენ პრო­ექ­ტში გა­ტა­რე­ბულ დროს? AMBEBI.GE ნო­და­რი­კო ხუ­ციშ­ვილს, გუგა მარ­გვე­ლაშ­ვილს და გი­ორ­გი კე­ლაპტ­რიშ­ვილს და­უ­კავ­შირ­და და მათი ახ­ლან­დე­ლი და სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბის შე­სა­ხებ შე­ი­ტყო:

გი­ორ­გი კე­ლაპტ­რიშ­ვი­ლი:

- პრო­ექ­ტის შემ­დეგ ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ბევ­რი რამ შე­იც­ვა­ლა, ამას კონ­კურ­სის დას­რუ­ლე­ბის მერე მივ­ხვდი, რო­დე­საც ქუ­ჩა­ში გა­ვე­დი, მა­ღა­ზი­ა­ში შე­ვე­დი... ყვე­ლა მცნობს, ყვე­ლა მე­სიყ­ვა­რუ­ლე­ბა, სუ­რა­თის გა­და­ღე­ბა უნდა. კონ­კურ­სის პრო­ცეს­ში ამას ვერ ვგრძნობ­დი და ვხვდე­ბო­დი. ხალ­ხი ძა­ლი­ან და­დე­ბი­თად არის გან­წყო­ბი­ლი, რაც სა­სი­ა­მოვ­ნოა... ამას წი­ნათ, დუ­ბა­ი­ში ქალ­ბა­ტო­ნებ­მა და­მი­ძა­ხეს. ვერ წარ­მო­ვიდ­გი­ნე, რომ მე მე­ძახ­დნენ, გვი­ან გავ­ხე­დე. შენი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი ვარ­თო. მერე მე თვი­თონ მო­ვინ­დო­მე მათ­თან სუ­რა­თის გა­და­ღე­ბა. შემ­დეგ ქარ­თულ რეს­ტო­რან­შიც მო­ვიდ­ნენ, სა­დაც ვი­ყა­ვით... ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, რა თქმა უნდა, მი­ხა­რია.

რაც შე­ე­ხე­ბა სი­ახ­ლე­ებს, ცოტა ხნის წინ, ბა­თუმ­ში 29 მარტს ჩემი კონ­ცერ­ტი და­ი­გეგ­მა, რო­მელ­შიც "ნი­უ­ტო­ნი", ზვი­ად ბოლ­ქვა­ძე, სოფო ნი­ჟა­რა­ძე მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ. სო­ფოს­თან ერ­თად დუ­ეტს ვიმ­ღე­რებ. ამის გარ­და დუ­ეტს სხვებ­თა­ნაც შე­ვას­რუ­ლებ.

ჩემ­მა პრო­დი­უ­სერ­მა გა­და­წყვი­ტა, რომ კონ­ცერ­ტე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ფარ­გლებ­ში ბა­თუ­მი­დან და­ვი­წყოთ და ქვე­ყა­ნა­ში ვი­მოგ­ზა­უ­როთ. ასე­ვე ვი­ღებ კლიპს სოფო ნი­ჟა­რა­ძეს­თან ერ­თად, იმი­ტომ, რომ მისი "ოქ­როს ღი­ლა­კი" ვარ, ეს ძა­ლი­ან სიმ­ბო­ლუ­რი რამ არის და ასე­თი იყო ჩემი სურ­ვი­ლი. მინ­და, ძა­ლი­ან კარ­გი ვი­დეო გა­მო­ვი­დეს, რო­მელ­საც მა­ყუ­რე­ბე­ლი მი­ი­ღებს და შე­იყ­ვა­რებს. ასე­ვე რამ­დე­ნი­მე კომ­პო­ზი­ტორ­მა სიმ­ღე­რა შე­მომ­თა­ვა­ზა.

გუგა მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი:

- და­ვუბ­რუნ­დი ძველ ცხოვ­რე­ბას, რუ­ტი­ნას, თან­და­თან უფრო ვი­აზ­რებ, ამ პრო­ექ­ტით ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში რამ­ხე­ლა რამ მოხ­და. ასეთ შო­უ­ში მე­ო­რე ად­გი­ლი და­ვი­კა­ვე, მგო­ნი, ხუმ­რო­ბა არ არის. ასე­ვე დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა მი­ვი­ღეთ. მაქვს პა­ტარ-პა­ტა­რა სა­კონ­ცერ­ტო შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბი, მათ შო­რის კომ­პო­ზი­ტო­რე­ბის­გან, მათი სიმ­ღე­რე­ბი ვიმ­ღე­რო. რა­ტო­მაც არა, რომ რამ­დე­ნი­მე სიმ­ღე­რა ჩავ­წე­რო?!

კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­საც და­ვუბ­რუნ­დი. პრო­ექ­ტში რომ მი­ვე­დი, იქ სწავ­ლა ახა­ლი და­წყე­ბუ­ლი მქონ­და. ამი­ტომ რა­ი­მეს გა­კე­თე­ბა ვერც მო­ვას­წა­რი. ახლა ვა­პი­რებ, რომ სწავ­ლა სრულ­ფა­სოვ­ნად გა­ვაგ­რძე­ლო, უფრო სე­რი­ო­ზუ­ლად. თუმ­ცა ამ სფე­რო­საც, რი­თაც გა­მიც­ნეს, ბო­ლომ­დე ვერ შე­ვეშ­ვე­ბი.

ყვე­ლა­ფერს რომ თავი და­ვა­ნე­ბოთ, პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მარ­ტო იმი­ტომ ღირ­და, რომ ასე­თი შე­სა­ნიშ­ნა­ვი მე­გობ­რე­ბი შე­ვი­ძი­ნე. მი­ხა­რია, რომ ჩვე­ნი მე­გობ­რო­ბა მარ­ტო იმ პე­რი­ო­დით არ შე­მო­ი­ფარ­გლა და კი­დევ გაგ­რძელ­დე­ბა.

ნო­და­რი­კო ხუ­ციშ­ვი­ლი:

რაც დრო გა­დის, კონ­კურ­სში ჩემს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას და­დე­ბი­თად ვა­ფა­სებ. ფი­ლარ­მო­ნი­ის სცე­ნა­ზე ყო­ველ კვი­რა ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნის წი­ნა­შე გა­მოს­ვლა ხუმ­რო­ბა არ არის. როცა ვმღე­რი, ყვე­ლა ღელ­ვა მიქ­რე­ბა, მა­ვი­წყდე­ბა და ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ამ­დენ ხანს ვი­ყა­ვი. არ იყო ცუდი, მაგ­რამ დამ­ღლე­ლი პრო­ცე­სი­ცაა. მოკ­ლედ, იმის თქმა მინ­და, რომ დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა მი­ვი­ღე. ახ­ლან­დე­ლი გად­მო­სა­ხე­დი­დან ჩემს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას არ ვემ­დუ­რი.

რაც შე­ე­ხე­ბა კი­თხვას, პრო­ექ­ტი რომ ვერ მო­ვი­გე, ხომ არ ვნა­ნობ - რა თქმა უნდა, არა. ამ ყვე­ლა­ფერს და­მა­ტე­ბი­თი სი­ხა­რუ­ლე­ბი ახ­ლავს, რა­ზეც უკვე ვი­ლა­პა­რა­კე. ეს პრო­ექ­ტი ჩემ­თვის კარ­გად დამ­თავ­რდა, არა­ნა­ი­რი სი­ნა­ნუ­ლი არ მაქვს. შოუ ყო­ველ­თვის მთავ­რდე­ბა და შენი გა­სა­კე­თე­ბე­ლი ცხოვ­რე­ბა­ში და შემ­დე­გი ეტა­პიც შე­ნია. ფი­ნალ­ში ოთხი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი ვი­დე­ქით და ოთხი­ვეს შემ­თხვე­ვა­ში ადა­მი­ა­ნებ­მა რა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი არ­ჩე­ვა­ნიც გა­ა­კე­თეს, ეს არა­ფერს ნიშ­ნავს...

ამა­სო­ბა­ში ჩვე­ულ რიტმს და­ვუბ­რუნ­დი, ჩემს საქ­მი­ა­ნო­ბას, ტუ­რიზმს. ამო­სა­წე­ვი მაქვს ის საქ­მე, რა­საც 4 თვის მან­ძილ­ზე ჩა­მოვ­რჩი. მე­გობ­რებ­თან, ვის­თან ერ­თა­დაც მა­ნამ­დე ვუკ­რავ­დით, უფრო და უფრო იშ­ვი­ა­თად ვა­კე­თებ­დით მუ­სი­კას და ახლა მეტი სტი­მუ­ლი მაქვს ვა­კე­თო, უკვე ახალ პროგ­რა­მა­ზე ვი­მუ­შა­ოთ და ახა­ლი სიმ­ღე­რე­ბით უფრო ხში­რად გა­მოვ­ჩნდეთ - რე­პე­ტი­ცი­ე­ბი და­ვი­წყეთ.

მე­კი­თხე­ბი­ან, გა­ვი­გეთ, „რუს­თა­ვი 2“-ზე რა პრო­ექტს იწყე­ბო? თქვენც იგი­ვე მკი­თხეთ, მაგ­რამ ამ ეტაპ­ზე პა­სუ­ხის­გან თავს შე­ვი­კა­ვებ. თუ ასე მოხ­და, აუ­ცი­ლებ­ლად ვი­ტყვი, თუმ­ცა ამ ეტაპ­ზე სი­ურპრი­ზად შე­ვი­ნა­ხავ. რო­გორც კი რა­ღაც იქ­ნე­ბა, აუ­ცი­ლებ­ლად გა­გა­გე­ბი­ნებთ.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"ვიღებ კლიპს სოფო ნიჟარაძესთან ერთად" - რა ხდება "მხოლოდ ქართულის" კონკურსანტების ცხოვრებაში

"ვიღებ კლიპს სოფო ნიჟარაძესთან ერთად" - რა ხდება "მხოლოდ ქართულის" კონკურსანტების ცხოვრებაში

მათ რამდენიმე თვის წინ მასობრივად არ იცნობდნენ, მაგრამ "მხოლოდ ქართულით", 4 თვის მანძილზე ნამდვილ ვარსკვლავებად იქცნენ, მაყურებელმა შეიყვარა და უგულშემატკივრა, ერთ-ერთმა კი პროექტი მოიგო.

რას აკეთებენ დღეს "მხოლოდ ქართულის" ფინალისტები? - ოთხეული, რომელიც ხალხის რჩეული გახდა, როგორ აფასებენ პროექტში გატარებულ დროს? AMBEBI.GE ნოდარიკო ხუციშვილს, გუგა მარგველაშვილს და გიორგი კელაპტრიშვილს დაუკავშირდა და მათი ახლანდელი და სამომავლო გეგმების შესახებ შეიტყო:

გიორგი კელაპტრიშვილი:

- პროექტის შემდეგ ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა, ამას კონკურსის დასრულების მერე მივხვდი, როდესაც ქუჩაში გავედი, მაღაზიაში შევედი... ყველა მცნობს, ყველა მესიყვარულება, სურათის გადაღება უნდა. კონკურსის პროცესში ამას ვერ ვგრძნობდი და ვხვდებოდი. ხალხი ძალიან დადებითად არის განწყობილი, რაც სასიამოვნოა... ამას წინათ, დუბაიში ქალბატონებმა დამიძახეს. ვერ წარმოვიდგინე, რომ მე მეძახდნენ, გვიან გავხედე. შენი გულშემატკივრები ვართო. მერე მე თვითონ მოვინდომე მათთან სურათის გადაღება. შემდეგ ქართულ რესტორანშიც მოვიდნენ, სადაც ვიყავით... ასეთი დამოკიდებულება, რა თქმა უნდა, მიხარია.

რაც შეეხება სიახლეებს, ცოტა ხნის წინ, ბათუმში 29 მარტს ჩემი კონცერტი დაიგეგმა, რომელშიც "ნიუტონი", ზვიად ბოლქვაძე, სოფო ნიჟარაძე მონაწილეობენ. სოფოსთან ერთად დუეტს ვიმღერებ. ამის გარდა დუეტს სხვებთანაც შევასრულებ.

ჩემმა პროდიუსერმა გადაწყვიტა, რომ კონცერტები საქართველოს ფარგლებში ბათუმიდან დავიწყოთ და ქვეყანაში ვიმოგზაუროთ. ასევე ვიღებ კლიპს სოფო ნიჟარაძესთან ერთად, იმიტომ, რომ მისი "ოქროს ღილაკი" ვარ, ეს ძალიან სიმბოლური რამ არის და ასეთი იყო ჩემი სურვილი. მინდა, ძალიან კარგი ვიდეო გამოვიდეს, რომელსაც მაყურებელი მიიღებს და შეიყვარებს. ასევე რამდენიმე კომპოზიტორმა სიმღერა შემომთავაზა.

გუგა მარგველაშვილი:

- დავუბრუნდი ძველ ცხოვრებას, რუტინას, თანდათან უფრო ვიაზრებ, ამ პროექტით ჩემს ცხოვრებაში რამხელა რამ მოხდა. ასეთ შოუში მეორე ადგილი დავიკავე, მგონი, ხუმრობა არ არის. ასევე დიდი გამოცდილება მივიღეთ. მაქვს პატარ-პატარა საკონცერტო შემოთავაზებები, მათ შორის კომპოზიტორებისგან, მათი სიმღერები ვიმღერო. რატომაც არა, რომ რამდენიმე სიმღერა ჩავწერო?!

კონსერვატორიასაც დავუბრუნდი. პროექტში რომ მივედი, იქ სწავლა ახალი დაწყებული მქონდა. ამიტომ რაიმეს გაკეთება ვერც მოვასწარი. ახლა ვაპირებ, რომ სწავლა სრულფასოვნად გავაგრძელო, უფრო სერიოზულად. თუმცა ამ სფეროსაც, რითაც გამიცნეს, ბოლომდე ვერ შევეშვები.

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, პროექტში მონაწილეობა მარტო იმიტომ ღირდა, რომ ასეთი შესანიშნავი მეგობრები შევიძინე. მიხარია, რომ ჩვენი მეგობრობა მარტო იმ პერიოდით არ შემოიფარგლა და კიდევ გაგრძელდება.

ნოდარიკო ხუციშვილი:

რაც დრო გადის, კონკურსში ჩემს მონაწილეობას დადებითად ვაფასებ. ფილარმონიის სცენაზე ყოველ კვირა ამდენი ადამიანის წინაშე გამოსვლა ხუმრობა არ არის. როცა ვმღერი, ყველა ღელვა მიქრება, მავიწყდება და ამ სიტუაციაში ამდენ ხანს ვიყავი. არ იყო ცუდი, მაგრამ დამღლელი პროცესიცაა. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ დიდი გამოცდილება მივიღე. ახლანდელი გადმოსახედიდან ჩემს გადაწყვეტილებას არ ვემდური.

რაც შეეხება კითხვას, პროექტი რომ ვერ მოვიგე, ხომ არ ვნანობ - რა თქმა უნდა, არა. ამ ყველაფერს დამატებითი სიხარულები ახლავს, რაზეც უკვე ვილაპარაკე. ეს პროექტი ჩემთვის კარგად დამთავრდა, არანაირი სინანული არ მაქვს. შოუ ყოველთვის მთავრდება და შენი გასაკეთებელი ცხოვრებაში და შემდეგი ეტაპიც შენია. ფინალში ოთხი განსხვავებული ადამიანი ვიდექით და ოთხივეს შემთხვევაში ადამიანებმა რა განსხვავებული არჩევანიც გააკეთეს, ეს არაფერს ნიშნავს...

ამასობაში ჩვეულ რიტმს დავუბრუნდი, ჩემს საქმიანობას, ტურიზმს. ამოსაწევი მაქვს ის საქმე, რასაც 4 თვის მანძილზე ჩამოვრჩი. მეგობრებთან, ვისთან ერთადაც მანამდე ვუკრავდით, უფრო და უფრო იშვიათად ვაკეთებდით მუსიკას და ახლა მეტი სტიმული მაქვს ვაკეთო, უკვე ახალ პროგრამაზე ვიმუშაოთ და ახალი სიმღერებით უფრო ხშირად გამოვჩნდეთ - რეპეტიციები დავიწყეთ.

მეკითხებიან, გავიგეთ, „რუსთავი 2“-ზე რა პროექტს იწყებო? თქვენც იგივე მკითხეთ, მაგრამ ამ ეტაპზე პასუხისგან თავს შევიკავებ. თუ ასე მოხდა, აუცილებლად ვიტყვი, თუმცა ამ ეტაპზე სიურპრიზად შევინახავ. როგორც კი რაღაც იქნება, აუცილებლად გაგაგებინებთ.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება