პოლიტიკა
მსოფლიო

14

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 00:09-ზე, მთვარე მორიელშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეზე ბრალდებულს 18 წლით პატიმრობა მიესაჯა
გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეზე ბრალდებულს 18 წლით პატიმრობა მიესაჯა

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის წევ­რის, გივი თარ­გა­მა­ძის მან­ქა­ნის აფეთ­ქე­ბის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბულს 18 წლით პა­ტიმ­რო­ბა მი­ე­სა­ჯა. აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ას თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო ავ­რცე­ლებს.

რო­გორც სა­სა­მარ­თლოს ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია ნათ­ქვა­მი, ბრალ­დე­ბულ­მა დ.ხ.-მ გა­მო­ძი­ე­ბით და­უდ­გე­ნელ თა­ნამ­ზრახ­ველ­თან ერ­თად და­გეგ­მა და ორ­გა­ნი­ზე­ბა გა­უ­წია გივი თარ­გა­მა­ძის გან­ზრახ მოკ­ვლის მიზ­ნით მას­ზე თავ­დას­ხმას. მან თა­ნამ­ზრახ­ველ­თან ერ­თად პარ­ლა­მენ­ტა­რის ავ­ტო­მან­ქა­ნის უკა­ნა ნა­წი­ლის ქვე­და მხა­რეს და­ა­მაგ­რა ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბა, რო­მე­ლიც ხალ­ხმრა­ვალ ად­გი­ლას მოქ­მე­დე­ბა­ში მო­იყ­ვა­ნა.

სა­სა­მარ­თლომ ძებ­ნი­ლი ბრალ­დე­ბუ­ლის მი­მარ­თაც გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი და­ად­გი­ნა.

"2019 წლის 25 თე­ბერ­ვალს, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ ბრალ­დე­ბუ­ლი დ.ხ. დამ­ნა­შა­ვედ ცნო პარ­ლა­მენ­ტარ გივი თარ­გა­მა­ძის და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის ბრალ­დე­ბის საქ­მე­ზე და მას და­ნა­შა­ულ­თა ერ­თობ­ლი­ო­ბით და შთან­თქმის პრინ­ცი­პის გა­მო­ყე­ნე­ბით სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 18 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა შე­უ­ფარ­და.

დ.ხ.-ს ბრა­ლად ედე­ბო­და გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში-ისე­თი სა­შუ­ა­ლე­ბით, რო­მე­ლიც გან­ზრახ უქ­მნის საფრ­თხეს სხვა­თა სი­ცო­ცხლეს და ჯან­მრთე­ლო­ბას ჩა­დე­ნი­ლი ჯგუ­ფუ­რად, ორი ან მეტი პი­რის მი­მართ.

მან­ვე მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ შე­ი­ძი­ნა და შე­ი­ნა­ხა ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი, საბ­რძო­ლო მა­სა­ლა, ფეთ­ქე­ბა­დი ნივ­თი­ე­რე­ბა და ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბა, რა­საც უკა­ნო­ნოდ ატა­რებ­და და რაც ასე­ვე მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ გა­ა­სა­ღა, მან აფეთ­ქე­ბით და­ა­ზი­ა­ნა და გა­ა­ნად­გუ­რა სხვი­სი ნივ­თი, რა­მაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ზი­ა­ნი და მძი­მე შე­დე­გი გა­მო­იწ­ვია.

საქ­მის მა­სა­ლე­ბის თა­ნახ­მად, ბრალ­დე­ბულ­მა გა­მო­ძი­ე­ბით და­უდ­გე­ნელ თა­ნამ­ზრახ­ველ­თან ერ­თად და­გეგ­მა და ორ­გა­ნი­ზე­ბა გა­უ­კე­თა სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის წევ­რის გივი თარ­გა­მა­ძის გან­ზრახ მოკ­ვლის მიზ­ნით, ამ უკა­ნას­კნელ­ზე თავ­დას­ხმას, კერ­ძოდ, მან თა­ნამ­ზრახ­ვე­ლებ­თან ერ­თად პარ­ლა­მენ­ტა­რის ავ­ტო­მან­ქა­ნის უკა­ნა ნა­წი­ლის ქვე­და მხა­რეს და­ა­მაგ­რა ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბა.

2016 წლის 4 ოქ­ტომ­ბერს, და­ახ­ლო­ე­ბით 21:09 სა­ათ­ზე, მას შემ­დეგ რაც ბრალ­დე­ბუ­ლი დარ­წმუნ­და, რომ პარ­ლა­მენ­ტა­რი თან­მხლებ პირ­თან ერ­თად ავ­ტო­მო­ბილ­ში ჩაჯ­და, მან სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა­ზე, ხალ­ხმრა­ვალ ად­გი­ლას ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბა მოქ­მე­დე­ბა­ში მო­იყ­ვა­ნა. აფეთ­ქე­ბამ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ზი­ა­ნი გა­მო­იწ­ვია, შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე მყოფ­მა მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა, სი­ცო­ცხლი­სათ­ვის სა­ხი­ფა­თო სხე­უ­ლის მძი­მე და სხვა­დას­ხვა ხა­რის­ხის და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ღეს, ხოლო, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­მა გა­ნი­ცა­დეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ზა­რა­ლი.

მო­ცე­მულ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე სა­სა­მარ­თლომ სრუ­ლად გა­ი­ზი­ა­რა ბრალ­დე­ბის მხა­რის მიერ წარ­მოდ­გე­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი და ძებ­ნი­ლი ბრალ­დე­ბუ­ლის მი­მართ გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი და­ად­გი­ნა", - ნათ­ქვა­მია, სა­სა­მარ­თლოს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეზე ბრალდებულს 18 წლით პატიმრობა მიესაჯა

გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეზე ბრალდებულს 18 წლით პატიმრობა მიესაჯა

საქართველოს პარლამენტის წევრის, გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეზე ბრალდებულს 18 წლით პატიმრობა მიესაჯა. აღნიშნული ინფორმაციას თბილისის საქალაქო სასამართლო ავრცელებს.

როგორც სასამართლოს ინფორმაციაშია ნათქვამი, ბრალდებულმა დ.ხ.-მ გამოძიებით დაუდგენელ თანამზრახველთან ერთად დაგეგმა და ორგანიზება გაუწია გივი თარგამაძის განზრახ მოკვლის მიზნით მასზე თავდასხმას. მან თანამზრახველთან ერთად პარლამენტარის ავტომანქანის უკანა ნაწილის ქვედა მხარეს დაამაგრა ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელიც ხალხმრავალ ადგილას მოქმედებაში მოიყვანა.

სასამართლომ ძებნილი ბრალდებულის მიმართაც გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.

"2019 წლის 25 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დ.ხ. დამნაშავედ ცნო პარლამენტარ გივი თარგამაძის დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის მცდელობის ბრალდების საქმეზე და მას დანაშაულთა ერთობლიობით და შთანთქმის პრინციპის გამოყენებით სასჯელის სახედ და ზომად 18 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

დ.ხ.-ს ბრალად ედებოდა განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებებში-ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ჩადენილი ჯგუფურად, ორი ან მეტი პირის მიმართ.

მანვე მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და შეინახა ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა, ფეთქებადი ნივთიერება და ასაფეთქებელი მოწყობილობა, რასაც უკანონოდ ატარებდა და რაც ასევე მართლსაწინააღმდეგოდ გაასაღა, მან აფეთქებით დააზიანა და გაანადგურა სხვისი ნივთი, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი და მძიმე შედეგი გამოიწვია.

საქმის მასალების თანახმად, ბრალდებულმა გამოძიებით დაუდგენელ თანამზრახველთან ერთად დაგეგმა და ორგანიზება გაუკეთა საქართველოს პარლამენტის წევრის გივი თარგამაძის განზრახ მოკვლის მიზნით, ამ უკანასკნელზე თავდასხმას, კერძოდ, მან თანამზრახველებთან ერთად პარლამენტარის ავტომანქანის უკანა ნაწილის ქვედა მხარეს დაამაგრა ასაფეთქებელი მოწყობილობა.

2016 წლის 4 ოქტომბერს, დაახლოებით 21:09 საათზე, მას შემდეგ რაც ბრალდებული დარწმუნდა, რომ პარლამენტარი თანმხლებ პირთან ერთად ავტომობილში ჩაჯდა, მან საავტომობილო გზაზე, ხალხმრავალ ადგილას ასაფეთქებელი მოწყობილობა მოქმედებაში მოიყვანა. აფეთქებამ მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, შემთხვევის ადგილზე მყოფმა მოქალაქეებმა, სიცოცხლისათვის სახიფათო სხეულის მძიმე და სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები მიიღეს, ხოლო, ორგანიზაციებმა განიცადეს მნიშვნელოვანი მატერიალური ზარალი.

მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და ძებნილი ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა", - ნათქვამია, სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს