პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დონალდ ტრამპი ნობელის პრემიაზე წარადგინეს
დონალდ ტრამპი ნობელის პრემიაზე წარადგინეს

ია­პო­ნი­ის პრე­მი­ერ­მი­ნის­ტრმა სინ­ძო აბემ ამე­რი­კის პრე­ზი­დენ­ტი დო­ნალდ ტრამ­პი ნო­ბე­ლის მშვი­დო­ბის პრე­მი­ა­ზე წა­რად­გი­ნა „კო­რე­ის ნა­ხე­ვარ­კუნ­ძუ­ლის დე­ნუკ­ლე­ა­რი­ზა­ცი­ა­ში წვლი­ლის შე­ტა­ნი­სა და აზია-წყნა­რი ოკე­ა­ნის რე­გი­ონ­ში მშვი­დო­ბის მხარ­და­ჭე­რის­თვის“. ამის შე­სა­ხებ „დო­ი­ჩე ველე“ სხვა­დას­ხვა, მათ შო­რის, ია­პო­ნურ მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებ­ზე დაყ­რდნო­ბით წერს.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, 15 თე­ბერ­ვალს ამე­რი­კის ლი­დერ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, რომ მი­ი­ღო სინ­ძო აბეს ხუთგვერ­დი­ა­ნი წე­რი­ლის „უმ­შვე­ნი­ე­რე­სი ასლი“, რო­მელ­შიც მისი ნო­მი­ნი­რე­ბის შე­სა­ხებ არის სა­უ­ბა­რი. სა­ა­გენ­ტო „რო­ი­ტერს“ თეთრ სახ­ლში ინ­ფორ­მა­ცია არ და­უ­დას­ტუ­რეს, ია­პო­ნი­ის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში კი გა­ნა­ცხა­დეს, რომ ტრამ­პის გან­ცხა­დე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ფლო­ბენ. თუმ­ცა, თავს იკა­ვე­ბენ კო­მენ­ტა­რის­გან.

ნო­ბე­ლის კო­მი­ტე­ტის ვებგ­ვერ­დზე აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ პრე­ტენ­დენ­ტის ნო­მი­ნი­რე­ბა ნე­ბის­მი­ერ პირს შე­უძ­ლია, რო­მე­ლიც კრი­ტე­რი­უ­მებს შე­ე­სა­ბა­მე­ბა. ასე­ვე, კან­დი­და­ტე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა, ვი­საც არ მი­ე­ნი­ჭა ჯილ­დო, შე­საძ­ლე­ბე­ლია მხო­ლოდ 50 წლის შემ­დეგ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

დონალდ ტრამპი ნობელის პრემიაზე წარადგინეს

დონალდ ტრამპი ნობელის პრემიაზე წარადგინეს

იაპონიის პრემიერმინისტრმა სინძო აბემ ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ნობელის მშვიდობის პრემიაზე წარადგინა „კორეის ნახევარკუნძულის დენუკლეარიზაციაში წვლილის შეტანისა და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში მშვიდობის მხარდაჭერისთვის“. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ სხვადასხვა, მათ შორის, იაპონურ მედიასაშუალებებზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ცნობით, 15 თებერვალს ამერიკის ლიდერმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მიიღო სინძო აბეს ხუთგვერდიანი წერილის „უმშვენიერესი ასლი“, რომელშიც მისი ნომინირების შესახებ არის საუბარი. სააგენტო „როიტერს“ თეთრ სახლში ინფორმაცია არ დაუდასტურეს, იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროში კი განაცხადეს, რომ ტრამპის განცხადების შესახებ ინფორმაციას ფლობენ. თუმცა, თავს იკავებენ კომენტარისგან.

ნობელის კომიტეტის ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ პრეტენდენტის ნომინირება ნებისმიერ პირს შეუძლია, რომელიც კრიტერიუმებს შეესაბამება. ასევე, კანდიდატების შესახებ ინფორმაციის გავრცელება, ვისაც არ მიენიჭა ჯილდო, შესაძლებელია მხოლოდ 50 წლის შემდეგ.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე