პოლიტიკა
მსოფლიო

14

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 22:48-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სახელმწიფო ბიზნესს გარანტორად მხოლოდ ლარში გაცემულ სესხებზე დაუდგება
სახელმწიფო ბიზნესს გარანტორად მხოლოდ ლარში გაცემულ სესხებზე დაუდგება

საკ­რე­დი­ტო-სა­გა­რან­ტიო სქე­მის ფარ­გლებ­ში მხო­ლოდ ლარ­ში გა­ცე­მუ­ლი სეს­ხე­ბი ჩა­ერ­თვე­ბა, სეს­ხის მაქ­სი­მა­ლუ­რი ოდე­ნო­ბა კი 2 მლნ ლარი იქ­ნე­ბა, - ამის შე­სა­ხებ საკ­რე­დი­ტო-სა­გა­რან­ტიო ფონ­დის კონ­ცეფ­ცი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი.

არ­სე­ბუ­ლი კონ­ცეფ­ცი­ის მი­ხედ­ვით, მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ბიზ­ნესს სის­ტე­მა­ში ჩა­სარ­თა­ვად შემ­დე­გი კრი­ტე­რი­უ­მე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა მო­უ­წევს:

· მსეს­ხებ­ლის ბრუნ­ვა ბოლო 3 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­შუ­ა­ლოდ არ უნდა აღე­მა­ტე­ბო­დეს 20 მლნ ლარს და მისი მთლი­ა­ნი სა­სეს­ხო ვალ­დე­ბუ­ლე­ბა სეს­ხის აღე­ბის მო­მენ­ტის­თვის არ უნდა აღე­მა­ტე­ბო­დეს 8 მლნ ლარს. თუ სეს­ხის აღე­ბა ხორ­ცი­ელ­დე­ბა ურ­თი­ერ­თდა­კავ­ში­რე­ბუ­ლი მსეს­ხებ­ლე­ბის (კომ­პა­ნი­ე­ბის) მიერ, თი­თო­ე­უ­ლი ცალ-ცალ­კე უნდა აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დეს აღ­ნიშ­ნულ კრი­ტე­რი­უ­მებს.

· სეს­ხის მი­ნი­მა­ლუ­რი მო­ცუ­ლო­ბა შე­ად­გენს 50 ათას, ხოლო მაქ­სი­მა­ლუ­რი 2 მლნ ლარს. ურ­თი­ერ­თდა­კავ­ში­რე­ბუ­ლი მსეს­ხებ­ლე­ბის (კომ­პა­ნი­ე­ბის) მიერ სეს­ხის აღე­ბის შემ­თხვე­ვა­შიც სეს­ხის მაქ­სი­მა­ლუ­რი ოდე­ნო­ბა არის 2 მლნ. ლარი.

· ახა­ლი სა­წარ­მოს გახ­სნის შემ­თხვე­ვა­ში წარ­მო­ე­ბის და­წყე­ბა უნდა იყოს და­გეგ­მი­ლი გა­რან­ტი­ის გა­ცე­მი­დან არა­უგ­ვი­ა­ნეს 24 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში. არ­სე­ბუ­ლი სა­წარ­მოს შემ­თხვე­ვა­ში წარ­მო­ე­ბის და­წყე­ბა უნდა მოხ­დეს გა­რან­ტი­ის გა­ცე­მი­დან 12 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში. აღ­ნიშ­ნუ­ლი პე­რი­ო­დი შე­დის სეს­ხის ვა­დი­ა­ნო­ბა­ში.

· გა­რან­ტი­ის მაქ­სი­მა­ლუ­რი ვა­დი­ა­ნო­ბა არა­უ­მე­ტეს 7 წელი. გა­რან­ტი­ის ვა­დი­ა­ნო­ბა არ შე­იძ­ლე­ბა აჭარ­ბებ­დეს სეს­ხის ვა­დი­ა­ნო­ბას.

· სქე­მის ფარ­გლებ­ში გა­რან­ტი­ე­ბი გა­ი­ცე­მა მხო­ლოდ ლა­რის სეს­ხებ­ზე.

· საქ­მი­ა­ნო­ბის სა­ხე­ე­ბი: წარ­მო­ე­ბა და გა­და­მუ­შა­ვე­ბა, ელექტრო­ე­ნერ­გი­ის წარ­მო­ე­ბა, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო საქ­მი­ა­ნო­ბა, ტრე­ი­ნინგ ცენ­ტრე­ბი, სერ­ვი­სე­ბის ექ­სპორ­ტი, გა­და­მა­მუ­შა­ვე­ბე­ლი სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა, კვლე­ვე­ბი და და­მუ­შა­ვე­ბე­ბი, სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბა, სას­ტუმ­რო­ე­ბის სექ­ტო­რი, კაფე-რეს­ტორ­ნე­ბი, (საქ­მი­ა­ნო­ბე­ბის სა­ხე­ე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი გა­ნი­სა­ზღვრე­ბა კლა­სი­ფი­კა­ტო­რის შე­სა­ბა­მი­სად).

საკ­რე­დი­ტო-სა­გა­რან­ტიო ფონ­დის კონ­ცეფ­ცია ამ­ჟა­მად და­მუ­შა­ვე­ბი­სა და შე­თან­ხმე­ბის პრო­ცეს­შია ეროვ­ნულ ბანკთან და ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს­თან, შე­სა­ბა­მი­სად შე­იძ­ლე­ბა მისი კო­რექ­ტი­რე­ბა მოხ­დეს.

არ­სე­ბუ­ლი კონ­ცეფ­ცი­ის მი­ხე­დე­ვით, საკ­რე­დი­ტო-სა­გა­რან­ტიო სქე­მა ხელს შე­უ­წყობს ისე­თი მცი­რე და სა­შუ­ა­ლო სა­წარ­მო­ე­ბის და­ფი­ნან­სე­ბას, რო­მელ­თაც არ გა­აჩ­ნი­ათ საკ­მა­რი­სი უზ­რუნ­ველ­ყო­ფა არ­სე­ბუ­ლი საკ­რე­დი­ტო პო­ლი­ტი­კის ფარ­გლებ­ში სეს­ხის ასა­ღე­ბად ან ოპე­რი­რე­ბენ ისეთ სექ­ტორ­ში ან ბა­ზარ­ზე, რო­მე­ლიც მა­ღა­ლი საკ­რე­დი­ტო რის­კით ხა­სი­ათ­დე­ბა. სქე­მას ად­მი­ნის­ტრი­რე­ბას სა­ა­გენ­ტო „აწარ­მოე სა­ქარ­თვე­ლო­ში“ გა­უ­წევს.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, 1-ელი აპ­რი­ლი­დან საკ­რე­დი­ტო-სა­გა­რან­ტიო მე­ქა­ნიზ­მი ამოქ­მედ­დე­ბა, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც, მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ბიზ­ნე­სის მიერ მი­ღე­ბუ­ლი სა­ბან­კო კრე­დი­ტის მაქ­სი­მუმ 70%-ის გა­რან­ტო­რი საკ­რე­დი­ტო-სა­გა­რან­ტიო ფონ­დი იქ­ნე­ბა.

ავტორი:

სახელმწიფო ბიზნესს გარანტორად მხოლოდ ლარში გაცემულ სესხებზე დაუდგება

სახელმწიფო ბიზნესს გარანტორად მხოლოდ ლარში გაცემულ სესხებზე დაუდგება

საკრედიტო-საგარანტიო სქემის ფარგლებში მხოლოდ ლარში გაცემული სესხები ჩაერთვება, სესხის მაქსიმალური ოდენობა კი 2 მლნ ლარი იქნება, - ამის შესახებ საკრედიტო-საგარანტიო ფონდის კონცეფციაშია აღნიშნული.

არსებული კონცეფციის მიხედვით, მცირე და საშუალო ბიზნესს სისტემაში ჩასართავად შემდეგი კრიტერიუმების დაკმაყოფილება მოუწევს:

· მსესხებლის ბრუნვა ბოლო 3 წლის განმავლობაში საშუალოდ არ უნდა აღემატებოდეს 20 მლნ ლარს და მისი მთლიანი სასესხო ვალდებულება სესხის აღების მომენტისთვის არ უნდა აღემატებოდეს 8 მლნ ლარს. თუ სესხის აღება ხორციელდება ურთიერთდაკავშირებული მსესხებლების (კომპანიების) მიერ, თითოეული ცალ-ცალკე უნდა აკმაყოფილებდეს აღნიშნულ კრიტერიუმებს.

· სესხის მინიმალური მოცულობა შეადგენს 50 ათას, ხოლო მაქსიმალური 2 მლნ ლარს. ურთიერთდაკავშირებული მსესხებლების (კომპანიების) მიერ სესხის აღების შემთხვევაშიც სესხის მაქსიმალური ოდენობა არის 2 მლნ. ლარი.

· ახალი საწარმოს გახსნის შემთხვევაში წარმოების დაწყება უნდა იყოს დაგეგმილი გარანტიის გაცემიდან არაუგვიანეს 24 თვის განმავლობაში. არსებული საწარმოს შემთხვევაში წარმოების დაწყება უნდა მოხდეს გარანტიის გაცემიდან 12 თვის განმავლობაში. აღნიშნული პერიოდი შედის სესხის ვადიანობაში.

· გარანტიის მაქსიმალური ვადიანობა არაუმეტეს 7 წელი. გარანტიის ვადიანობა არ შეიძლება აჭარბებდეს სესხის ვადიანობას.

· სქემის ფარგლებში გარანტიები გაიცემა მხოლოდ ლარის სესხებზე.

· საქმიანობის სახეები: წარმოება და გადამუშავება, ელექტროენერგიის წარმოება, საგანმანათლებლო საქმიანობა, ტრეინინგ ცენტრები, სერვისების ექსპორტი, გადამამუშავებელი სოფლის მეურნეობა, კვლევები და დამუშავებები, სამედიცინო მომსახურება, სასტუმროების სექტორი, კაფე-რესტორნები, (საქმიანობების სახეების ჩამონათვალი განისაზღვრება კლასიფიკატორის შესაბამისად).

საკრედიტო-საგარანტიო ფონდის კონცეფცია ამჟამად დამუშავებისა და შეთანხმების პროცესშია ეროვნულ ბანკთან და ფინანსთა სამინისტროსთან, შესაბამისად შეიძლება მისი კორექტირება მოხდეს.

არსებული კონცეფციის მიხედევით, საკრედიტო-საგარანტიო სქემა ხელს შეუწყობს ისეთი მცირე და საშუალო საწარმოების დაფინანსებას, რომელთაც არ გააჩნიათ საკმარისი უზრუნველყოფა არსებული საკრედიტო პოლიტიკის ფარგლებში სესხის ასაღებად ან ოპერირებენ ისეთ სექტორში ან ბაზარზე, რომელიც მაღალი საკრედიტო რისკით ხასიათდება. სქემას ადმინისტრირებას სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ გაუწევს.

როგორც ცნობილია, 1-ელი აპრილიდან საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი ამოქმედდება, რომლის ფარგლებშიც, მცირე და საშუალო ბიზნესის მიერ მიღებული საბანკო კრედიტის მაქსიმუმ 70%-ის გარანტორი საკრედიტო-საგარანტიო ფონდი იქნება.

თბილისში "მარშრუტკები" არ გაუქმდება -  გაძვირდება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა?

ბიზნესომბუდსმენი  და მისი მოადგილე  თანამდებობებს ტოვებენ

წყალტუბო 6-პუნქტიანი გეგმის მიხედვით განვითარდება - რას გეგმავს  კურორტზე ეკონომიკის სამინისტრო