სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვლადიმერ პუტინისთვის იმედი არ გამიცრუებია" - თინა კანდელაკი
"ვლადიმერ პუტინისთვის იმედი არ გამიცრუებია" - თინა კანდელაკი

თინა კან­დე­ლა­კი რუ­სულ სპორ­ტულ ტე­ლე­კომ­პა­ნია "Матч ТВ"-ს ხელ­მძღვა­ნე­ლობს, რო­მე­ლიც რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, მო­ლო­დი­ნებს არ ამარ­თლებს. ეროვ­ნუ­ლი სპორ­ტუ­ლი არხი 2015 წელს პი­რა­დად ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის ბრძა­ნე­ბით და­ფუძნ­და "გა­ზპ­რომ მე­დი­ას" ბა­ზა­ზე.

BBC-ის რუ­სუ­ლე­ნო­ვან გა­მო­ცე­მას­თან სა­უბ­რი­სას კან­დე­ლაკ­მა ისა­უბ­რა, არის თუ არა სპორ­ტულ არხზე და­წე­სე­ბუ­ლი ცენ­ზუ­რა და გა­უც­რუა თუ არა ვლა­დი­მერ პუ­ტინს იმე­დი.

- ძა­ლი­ან დიდი რე­სურ­სი გაქვთ, თუმ­ცა ჩანს, რომ მო­სა­ლოდ­ნე­ლი გარ­და­ტე­ხა არხზე არ მომ­ხდა­რა. და­ი­ხუ­რა ბევ­რი გა­და­ცე­მა - დი­ლის პროგ­რა­მე­ბი ფიტ­ნეს­ზე, ცხოვ­რე­ბის ჯან­სა­ღი წესი და კვე­ბა... დარ­ჩა მხო­ლოდ ის გა­და­ცე­მე­ბი, რო­მელ­საც ყი­დუ­ლობთ. არ გგო­ნი­ათ, რომ თქვენ და თქვენ­მა გუნ­დმა ვლა­დი­მერ პუ­ტინს იმე­დი გა­უც­რუ­ეთ, რო­მელ­მაც თა­ვად მო­ა­წე­რა ხელი არ­ხის შექ­მნის შე­სა­ხებ ბრძა­ნე­ბას?

- და­ვი­წყოთ თქვე­ნი სი­ტყვე­ბით, რომ „ბევ­რი გა­და­ცე­მა და­ი­ხუ­რა, რად­გან არ გა­ა­მარ­თლა“. ასე არ მუ­შა­ო­ბენ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში. რო­დე­საც ნუ­ლი­დან იწყებ არ­ხის კე­თე­ბას, ბევ­რნა­ი­რი ფორ­მა­ტის მო­სინ­ჯვას ცდი­ლობ.

პრო­ექ­ტე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად სა­ჭი­როა სპონ­სო­რე­ბი, რომ­ლებ­საც მუდ­მი­ვად ვე­ძებთ. თუ ვი­პო­ვით სპონ­სორს გა­და­ცე­მის­თვის „Бой в большом городе“, სი­ა­მოვ­ნე­ბით გა­ვაგ­რძე­ლებთ ამ ფორ­მატს, ის არ­სად გამ­ქრა­ლა.

დი­ლის გა­და­ცე­მა ძა­ლი­ან რთუ­ლია იყოს კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნი, რად­გან ჩვენ ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის კა­ნო­ნე­ბის მი­ხედ­ვით ვმუ­შა­ობთ. ჩვე­ნი კონ­კუ­რენ­ტია პირ­ვე­ლი არხი და Россия-1“, რაც „მატჩ ტვ“-სთვის ძა­ლი­ან რთუ­ლია. ამი­ტომ, ასე­თი გა­და­ცე­მე­ბი ძა­ლი­ან დიდ ფი­ნან­სებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა კი­თხვის ბოლო ნა­წილს - გა­ვუც­რუ­ეთ თუ არა იმე­დი ვლა­დი­მერ პუ­ტინს - გი­პა­სუ­ხებთ, რომ არხი ერთი მა­ყუ­რებ­ლის­თვის არ შექ­მნი­ლა, ის მთე­ლი ქვეყ­ნი­საა. ქვეყ­ნის­თვის იმე­დი არ გაგ­ვიც­რუ­ე­ბია, შე­სა­ბა­მი­სად - არც ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის­თვის“ - ამ­ბობს ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­დი­უ­სე­რი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"ვლადიმერ პუტინისთვის იმედი არ გამიცრუებია" - თინა კანდელაკი

"ვლადიმერ პუტინისთვის იმედი არ გამიცრუებია" - თინა კანდელაკი

თინა კანდელაკი რუსულ სპორტულ ტელეკომპანია "Матч ТВ"-ს ხელმძღვანელობს, რომელიც როგორც აღმოჩნდა, მოლოდინებს არ ამართლებს. ეროვნული სპორტული არხი 2015 წელს პირადად ვლადიმერ პუტინის ბრძანებით დაფუძნდა "გაზპრომ მედიას" ბაზაზე.

BBC-ის რუსულენოვან გამოცემასთან საუბრისას კანდელაკმა ისაუბრა, არის თუ არა სპორტულ არხზე დაწესებული ცენზურა და გაუცრუა თუ არა ვლადიმერ პუტინს იმედი.

- ძალიან დიდი რესურსი გაქვთ, თუმცა ჩანს, რომ მოსალოდნელი გარდატეხა არხზე არ მომხდარა. დაიხურა ბევრი გადაცემა - დილის პროგრამები ფიტნესზე, ცხოვრების ჯანსაღი წესი და კვება... დარჩა მხოლოდ ის გადაცემები, რომელსაც ყიდულობთ. არ გგონიათ, რომ თქვენ და თქვენმა გუნდმა ვლადიმერ პუტინს იმედი გაუცრუეთ, რომელმაც თავად მოაწერა ხელი არხის შექმნის შესახებ ბრძანებას?

- დავიწყოთ თქვენი სიტყვებით, რომ „ბევრი გადაცემა დაიხურა, რადგან არ გაამართლა“. ასე არ მუშაობენ ტელევიზიაში. როდესაც ნულიდან იწყებ არხის კეთებას, ბევრნაირი ფორმატის მოსინჯვას ცდილობ.

პროექტების განსახორციელებლად საჭიროა სპონსორები, რომლებსაც მუდმივად ვეძებთ. თუ ვიპოვით სპონსორს გადაცემისთვის „Бой в большом городе“, სიამოვნებით გავაგრძელებთ ამ ფორმატს, ის არსად გამქრალა.

დილის გადაცემა ძალიან რთულია იყოს კონკურენტუნარიანი, რადგან ჩვენ ტელეკომპანიის კანონების მიხედვით ვმუშაობთ. ჩვენი კონკურენტია პირველი არხი და Россия-1“, რაც „მატჩ ტვ“-სთვის ძალიან რთულია. ამიტომ, ასეთი გადაცემები ძალიან დიდ ფინანსებთან არის დაკავშირებული.

რაც შეეხება კითხვის ბოლო ნაწილს - გავუცრუეთ თუ არა იმედი ვლადიმერ პუტინს - გიპასუხებთ, რომ არხი ერთი მაყურებლისთვის არ შექმნილა, ის მთელი ქვეყნისაა. ქვეყნისთვის იმედი არ გაგვიცრუებია, შესაბამისად - არც ვლადიმერ პუტინისთვის“ - ამბობს ტელეკომპანიის გენერალური პროდიუსერი.

"ბიჭმა მისწერა, ცეცხლს წაგიკიდებ და გიყურებ, როგორ დაიწვებიო"- როგორ წაუკიდა 23 წლის გოგონას შეყვარებულმა ცეცხლი და როგორი ურთიერთობა  ჰქონდა წყვილს მანამდე

"მამამ თქვა, არ მინდა ჩემი შვილი კეკელკა გაიზარდოსო და რუსულენოვან სკოლაში შემიყვანა" - თინა კანდელაკი

რომელ უნივერსიტეტებში ჩააბარეს და რა პროფესიები აირჩიეს ცნობილი ქართველების შვილებმა