პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

31

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 07:20-ზე, მთვარე კუროშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსური საქმეების გადაჭრას. ვაჭრობა და კამათი კარგს არაფერს მოგიტანთ. მოერიდეთ მგზავრობას, სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. კარგია ვარჯიში. არ გირჩევთ ქორწინებასა და ნიშნობას. გაუფრთხილდით კეფასა და ყურებს. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მუსლიმური სამყაროს ყველაზე გავლენიანი ქალის მომაჯადოვებელი სტილი - საუკეთესო "ლუქები" შეიხა მოზას გარდერობიდან
მუსლიმური სამყაროს ყველაზე გავლენიანი ქალის მომაჯადოვებელი სტილი - საუკეთესო "ლუქები" შეიხა მოზას გარდერობიდან

თა­ნა­მედ­რო­ვე ყა­ტა­რის ყვე­ლა­ზე პროგ­რე­სუ­ლი შე­ი­ხის, ჰა­მა­დის მე­უღ­ლე შე­ი­ხა მოზა მსოფ­ლი­ო­ში თა­ვი­სი ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი და საქ­ველ­მოქ­მე­დო პროგ­რა­მე­ბით არის ცნო­ბი­ლი. შე­ი­ხა მოზა ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ა­ნი ქა­ლია მუს­ლი­მურ სამ­ყა­რო­ში.

შე­ი­ხა მო­ზამ გა­ნათ­ლე­ბა სო­ცი­ო­ლო­გი­ის სფე­რო­ში ყა­ტა­რის ეროვ­ნულ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მი­ი­ღო (1986-1990), შემ­დგომ ამე­რი­კის სა­უ­კე­თე­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში გა­ი­ა­რა სტა­ჟი­რე­ბა. შე­ი­ხა ცნო­ბი­ლი ყა­ტა­რე­ლი ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რის, ნა­სერ ბინ აბ­დუ­ლა ალ-მის­ნე­დის ქა­ლიშ­ვი­ლია. შე­ი­ხა მო­ზა­სა და შეიხ ჰა­მა­დის ქორ­წი­ნე­ბა დი­ნას­ტი­უ­რია, რომ­ლის მი­ზა­ნიც მა­მა­მის­თან და­მოყვრე­ბა გახ­ლდათ, რათა ოჯა­ხებს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა შე­წყვე­ტი­ლი­ყო.

შე­ი­ხა მო­ზას, სპარ­სე­თის ტუ­რის მმარ­თვე­ლე­ბის მე­უღ­ლე­ე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, უამ­რა­ვი სა­ხელ­მწი­ფო და სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნამ­დე­ბო­ბა უკა­ვია, მათ შო­რის არის სა­პა­ტიო: ყა­ტა­რის გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დის თავ­მჯდო­მა­რე, ოჯა­ხუ­რი სა­კი­თხე­ბის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს პრე­ზი­დენ­ტი, გა­ნათ­ლე­ბის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი, იუ­ნეს­კოს სპე­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი.

შე­ი­ხა მო­ზას უმ­თავ­რე­სი მი­ზა­ნია, ყა­ტა­რი აქ­ცი­ოს მსოფ­ლი­ო­ში თა­ნა­მედ­რო­ვე წამ­ყვან ქვეყ­ნად, რის­თვი­საც სა­ხელ­მწი­ფო­სა და რე­გი­ო­ნის პო­ლი­ტი­კურ, საქ­მი­ან, სა­ზო­გა­დო­ებ­რივ და კულ­ტუ­რულ ცხოვ­რე­ბა­ში აქ­ტი­უ­რად ერ­თვე­ბა. მან შექ­მნა არა­ბუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ფონ­დი, რომ­ლის პირ­ვე­ლი შე­ნა­ტა­ნი 10 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის ოდე­ნო­ბით, შეიხ ჰა­მა­დის­გან იყო. ფონ­დის ამო­ცა­ნა თა­ვი­სუ­ფა­ლი მე­დი­ი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ხე­ლის­შე­წყო­ბაა. შე­ი­ხა მოზა ვირ­ჯი­ნი­ის თა­ნა­მე­გობ­რო­ბის, ტე­ხა­სის A & M, კარ­ნე­გი-მე­ლო­ნის, ჯორჯთა­უ­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი­სა და ლონ­დო­ნის იმ­პე­რი­უ­ლი კო­ლე­ჯის სა­პა­ტიო დოქ­ტო­რი გახ­ლავთ.

სპარ­სე­თის ყუ­რის ქვეყ­ნებ­ში მოზა ერ­თდრო­უ­ლად გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა­სა და აღ­ფრთო­ვა­ნე­ბას იწ­ვევს. მო­ნარ­ქე­ბის არ­ცერ­თი ცოლი არ ჩნდე­ბა პუბ­ლი­კის წი­ნა­შე ისე­თი სიხ­ში­რით, რო­გორც შე­ი­ხა მოზა. მისი ელე­გან­ტუ­რი სტი­ლი და დახ­ვე­წი­ლი გე­მოვ­ნე­ბა ევ­რო­პე­ლი დი­ზა­ი­ნე­რე­ბის აღ­ტა­ცე­ბას იწ­ვევს. მუს­ლი­მე­ბი კი, აღ­შფო­თე­ბუ­ლი არი­ან ქა­ლის ჩაც­მუ­ლო­ბით. მის გარ­დე­რობ­ში მსოფ­ლიო მო­დის სამ­ყა­როს წამ­ყვა­ნი დი­ზა­ი­ნე­რე­ბის კო­ლექ­ცი­ე­ბის სა­უ­კე­თე­სო ნი­მუ­შებს ხში­რად იხი­ლავთ.

პო­ლი­ტო­ლო­გე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ შე­ი­ხამ ყა­ტარ­ში შე­უძ­ლე­ბე­ლი შეძ­ლო: პატ­რი­არ­ქა­ლურ ქვე­ყა­ნა­ში ფაქ­ტობ­რი­ვად, მატ­რი­არ­ქა­ტი შექ­მნა. მას შემ­დეგ, რაც 2013 წელს მე­უღ­ლემ მმარ­თვე­ლო­ბა ვაჟს გა­დას­ცა, მოზა დღემ­დე ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ან ქა­ლად ით­ვლე­ბა ქვე­ყა­ნა­სა და მსოფ­ლი­ო­ში.

გა­ი­გეთ მეტი შე­ი­ხა მო­ზას შე­სა­ხებ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

მუსლიმური სამყაროს ყველაზე გავლენიანი ქალის მომაჯადოვებელი სტილი - საუკეთესო "ლუქები" შეიხა მოზას გარდერობიდან

მუსლიმური სამყაროს ყველაზე გავლენიანი ქალის მომაჯადოვებელი სტილი - საუკეთესო "ლუქები" შეიხა მოზას გარდერობიდან

თანამედროვე ყატარის ყველაზე პროგრესული შეიხის, ჰამადის მეუღლე შეიხა მოზა მსოფლიოში თავისი ჰუმანიტარული და საქველმოქმედო პროგრამებით არის ცნობილი. შეიხა მოზა ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ქალია მუსლიმურ სამყაროში.

შეიხა მოზამ განათლება სოციოლოგიის სფეროში ყატარის ეროვნულ უნივერსიტეტში მიიღო (1986-1990), შემდგომ ამერიკის საუკეთესო უნივერსიტეტებში გაიარა სტაჟირება. შეიხა ცნობილი ყატარელი ოპოზიციონერის, ნასერ ბინ აბდულა ალ-მისნედის ქალიშვილია. შეიხა მოზასა და შეიხ ჰამადის ქორწინება დინასტიურია, რომლის მიზანიც მამამისთან დამოყვრება გახლდათ, რათა ოჯახებს შორის დაპირისპირება შეწყვეტილიყო.

შეიხა მოზას, სპარსეთის ტურის მმართველების მეუღლეებისგან განსხვავებით, უამრავი სახელმწიფო და საერთაშორისო თანამდებობა უკავია, მათ შორის არის საპატიო: ყატარის განათლების, მეცნიერებისა და საზოგადოებრივი განვითარების ფონდის თავმჯდომარე, ოჯახური საკითხების უმაღლესი საბჭოს პრეზიდენტი, განათლების უმაღლესი საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი, იუნესკოს სპეციალური წარმომადგენელი.

შეიხა მოზას უმთავრესი მიზანია, ყატარი აქციოს მსოფლიოში თანამედროვე წამყვან ქვეყნად, რისთვისაც სახელმწიფოსა და რეგიონის პოლიტიკურ, საქმიან, საზოგადოებრივ და კულტურულ ცხოვრებაში აქტიურად ერთვება. მან შექმნა არაბული დემოკრატიული ფონდი, რომლის პირველი შენატანი 10 მილიონი დოლარის ოდენობით, შეიხ ჰამადისგან იყო. ფონდის ამოცანა თავისუფალი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ხელისშეწყობაა. შეიხა მოზა ვირჯინიის თანამეგობრობის, ტეხასის A & M, კარნეგი-მელონის, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტებისა და ლონდონის იმპერიული კოლეჯის საპატიო დოქტორი გახლავთ.

სპარსეთის ყურის ქვეყნებში მოზა ერთდროულად გაღიზიანებასა და აღფრთოვანებას იწვევს. მონარქების არცერთი ცოლი არ ჩნდება პუბლიკის წინაშე ისეთი სიხშირით, როგორც შეიხა მოზა. მისი ელეგანტური სტილი და დახვეწილი გემოვნება ევროპელი დიზაინერების აღტაცებას იწვევს. მუსლიმები კი, აღშფოთებული არიან ქალის ჩაცმულობით. მის გარდერობში მსოფლიო მოდის სამყაროს წამყვანი დიზაინერების კოლექციების საუკეთესო ნიმუშებს ხშირად იხილავთ.

პოლიტოლოგები ამბობენ, რომ შეიხამ ყატარში შეუძლებელი შეძლო: პატრიარქალურ ქვეყანაში ფაქტობრივად, მატრიარქატი შექმნა. მას შემდეგ, რაც 2013 წელს მეუღლემ მმართველობა ვაჟს გადასცა, მოზა დღემდე ყველაზე გავლენიან ქალად ითვლება ქვეყანასა და მსოფლიოში.

გაიგეთ მეტი შეიხა მოზას შესახებ

დაშორდა თუ არა ცოლს ლევან ჯიბღაშვილი, ბიზნესმენის დედის კომენტარი -  "ხელს არავის ვუშლით და დაგვანებონ თავი..."

"2021 წელიც რთული იქნება...  დაახლოებით 2022-ის გაზაფხულიდან მოყოლებული ეს ყველაფერი გადაივლის" - ასტროლოგი

როგორ მიულოცა ელისაბედ მეორემ მეამბოხე რძალს დაბადების დღე - ფოტო და მილოცვა, რომელმაც ბრიტანელები გაანაწყენა