პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

5

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 10:42-ზე, მთვარე კირჩხიბშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადაადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. ამ დღის რთული ორგანო კუჭია. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას.
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხანძრის შედეგად გარდაცვლილი 56 ადამიანი და 950 დაზიანებული ნაგებობა ერთ წელიწადში - სახანძრო უსაფრთხოებაზე შენობების შემოწმება იწყება
ხანძრის შედეგად გარდაცვლილი 56 ადამიანი და 950 დაზიანებული ნაგებობა ერთ წელიწადში - სახანძრო უსაფრთხოებაზე შენობების შემოწმება იწყება

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რი, 14 თე­ბერ­ვლი­დან, სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით სა­ხან­ძრო უსაფრ­თხო­ე­ბის კუ­თხით კა­ნო­ნით გან­სა­ზღვრუ­ლი შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბე­ბის შე­მოწ­მე­ბას იწყებს.

რო­გორც სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია ნათ­ქვა­მი, "ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექსში’’ შე­ტა­ნი­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის შემ­დეგ, სა­ხან­ძრო უსაფრ­თხო­ე­ბის შე­მოწ­მე­ბას და­ექ­ვემ­დე­ბა­რა თით­ქმის ყვე­ლა შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბა და მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ი­ზარ­და სან­ქცი­ე­ბი. სა­ხან­ძრო უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სე­ბი­სა და პი­რო­ბე­ბის შე­სა­ხებ ტექ­ნი­კუ­რი რეგ­ლა­მენ­ტის მო­თხოვ­ნის დარ­ღვე­ვა ან შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბა 500-დან 10 000 ლა­რამ­დე ჯა­რი­მას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი შე­მოწ­მე­ბას 3 ეტა­პად გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლე­ბენ. პირ­ველ ეტაპ­ზე, შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბის შე­მოწ­მე­ბი­სას გა­ი­ცე­მა რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი და ყვე­ლა მფლო­ბელს მი­ე­ცე­მა გო­ნივ­რუ­ლი ვადა მათ შე­სას­რუ­ლებ­ლად. გან­მე­ო­რე­ბი­თი შე­მოწ­მე­ბი­სას სამ­სა­ხუ­რი მო­ახ­დენს რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბის მო­ნი­ტო­რინგს. ხოლო მე­სა­მე, სა­კონ­ტრო­ლო შე­მოწ­მე­ბი­სას, რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მოხ­დე­ბა კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სან­ქცი­ე­ბის ამოქ­მე­დე­ბა.

სამ­სა­ხუ­რი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლია, კრი­ტი­კუ­ლად შე­უ­სა­ბა­მო პი­რო­ბე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, სა­სა­მარ­თლოს მი­მარ­თოს და მო­ი­თხო­ვოს შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბის ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის შე­ჩე­რე­ბა.

„სტა­ტის­ტი­კის მი­ხედ­ვით, ყო­ველ­წლი­უ­რად იზ­რდე­ბა ხან­ძრით გა­მოწ­ვე­უ­ლი ზი­ა­ნი­სა და ზა­რა­ლის რა­ო­დე­ნო­ბა, რაც კი­დევ უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვანს ხდის ყვე­ლა შე­ნო­ბა­ში და­ცუ­ლი იყოს უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მე­ბი, რა­მაც უნდა უზ­რუნ­ველ­ყოს ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ცო­ცხლე და ჯან­მრთე­ლო­ბა.

2018 წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში ხან­ძრე­ბის შე­დე­გად 56 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, 247-მა მი­ი­ღო ტრავ­მა. ქვეყ­ნის მას­შტა­ბით გა­ნად­გურ­და 453 და და­ზი­ან­და 950 შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბა.

სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რი შე­მოწ­მე­ბი­სას გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რა­დღე­ბას მი­აქ­ცევს სას­ტუმ­რო­ებს (მათ შო­რის სა­ო­ჯა­ხო სას­ტუმ­რო­ებს), სა­ვაჭ­რო და გა­სარ­თობ ცენ­ტრებს, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­სა და ყვე­ლა სა­ზო­გა­დო­ებ­რივ თავ­შეყ­რის ად­გილს.

სამ­სა­ხუ­რის ინ­ტე­რეს­ში არ შე­დის სან­ქცი­ე­ბის გა­ტა­რე­ბა. მთა­ვა­რი ინ­ტე­რე­სია, ყველ­გან და­ცუ­ლი იყოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის სი­ცო­ცხლე. ამი­ტომ, სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რი მზად არის, გას­ცეს კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი და და­ა­წე­სოს გო­ნივ­რუ­ლი ვა­დე­ბი პრობ­ლე­მე­ბის აღ­მო­სა­ფხვრე­ლად.

სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რი მო­გი­წო­დებთ, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ოთ შე­ნო­ბა­ში სა­ხან­ძრო უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სე­ბის დაც­ვას, დრო­უ­ლად შე­ას­რუ­ლოთ ყვე­ლა რე­კო­მენ­და­ცია და არ შე­უქ­მნათ საფრ­თხე ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ცო­ცხლე­სა და ჯან­მრთე­ლო­ბას“, - ნათ­ქვა­მია სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ავტორი:

ხანძრის შედეგად გარდაცვლილი 56 ადამიანი და 950 დაზიანებული ნაგებობა ერთ წელიწადში - სახანძრო უსაფრთხოებაზე შენობების შემოწმება იწყება

ხანძრის შედეგად გარდაცვლილი 56 ადამიანი და 950 დაზიანებული ნაგებობა ერთ წელიწადში - სახანძრო უსაფრთხოებაზე შენობების შემოწმება იწყება

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, 14 თებერვლიდან, საქართველოს მასშტაბით სახანძრო უსაფრთხოების კუთხით კანონით განსაზღვრული შენობა-ნაგებობების შემოწმებას იწყებს.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში’’ შეტანილი ცვლილებების შემდეგ, სახანძრო უსაფრთხოების შემოწმებას დაექვემდებარა თითქმის ყველა შენობა-ნაგებობა და მნიშვნელოვნად გაიზარდა სანქციები. სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნის დარღვევა ან შეუსრულებლობა 500-დან 10 000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სპეციალისტები შემოწმებას 3 ეტაპად განახორციელებენ. პირველ ეტაპზე, შენობა-ნაგებობის შემოწმებისას გაიცემა რეკომენდაციები და ყველა მფლობელს მიეცემა გონივრული ვადა მათ შესასრულებლად. განმეორებითი შემოწმებისას სამსახური მოახდენს რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგს. ხოლო მესამე, საკონტროლო შემოწმებისას, რეკომენდაციების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მოხდება კანონით გათვალისწინებული სანქციების ამოქმედება.

სამსახური უფლებამოსილია, კრიტიკულად შეუსაბამო პირობების შემთხვევაში, სასამართლოს მიმართოს და მოითხოვოს შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციის შეჩერება.

„სტატისტიკის მიხედვით, ყოველწლიურად იზრდება ხანძრით გამოწვეული ზიანისა და ზარალის რაოდენობა, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის ყველა შენობაში დაცული იყოს უსაფრთხოების ნორმები, რამაც უნდა უზრუნველყოს ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა.

2018 წელს საქართველოში ხანძრების შედეგად 56 ადამიანი დაიღუპა, 247-მა მიიღო ტრავმა. ქვეყნის მასშტაბით განადგურდა 453 და დაზიანდა 950 შენობა-ნაგებობა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შემოწმებისას განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს სასტუმროებს (მათ შორის საოჯახო სასტუმროებს), სავაჭრო და გასართობ ცენტრებს, საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და ყველა საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილს.

სამსახურის ინტერესში არ შედის სანქციების გატარება. მთავარი ინტერესია, ყველგან დაცული იყოს მოქალაქეების სიცოცხლე. ამიტომ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მზად არის, გასცეს კვალიფიციური რეკომენდაციები და დააწესოს გონივრული ვადები პრობლემების აღმოსაფხვრელად.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოგიწოდებთ, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ შენობაში სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვას, დროულად შეასრულოთ ყველა რეკომენდაცია და არ შეუქმნათ საფრთხე ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას“, - ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ