საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა არის "იო იოს ეფექტი" და როგორ დავამარცხოთ ზედმეტი წონა - ინტერვიუ ნატა გაგუასთან
რა არის "იო იოს ეფექტი" და როგორ დავამარცხოთ ზედმეტი წონა - ინტერვიუ ნატა გაგუასთან

ჭარბ წო­ნას­თან ყო­ველ­დღი­უ­რად უფრო მეტი ადა­მი­ა­ნი იბ­რძვის, მაგ­რამ ზოგი ამარ­ცხებს სიმ­სუქ­ნეს, ზოგი კი ვერა. უკვე მთე­ლი მსოფ­ლიო შე­თან­ხმდა იმა­ზე, რომ სიმ­სუქ­ნე ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის ზი­ა­ნის მომ­ტა­ნია და არც მკაც­რი დი­ე­ტე­ბია ზედ­მეტ კი­ლოგ­რა­მებ­თან ბრძო­ლის ეფექ­ტუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბა. უფრო მე­ტიც, ისიც ვნებს ჩვენს ჯან­მრთე­ლო­ბას.

"რე­ი­ტინ­გის" რეს­პო­დენ­ტი ნუტ­რი­ცი­ო­ლო­გი ნატა გა­გუაა, რო­მე­ლიც ჭარ­ბი წო­ნის გა­მომ­წვევ მი­ზე­ზებ­ზე და მისი და­მარ­ცხე­ბის გზებ­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა.

- რო­დის იმა­ტებს ადა­მი­ა­ნი წო­ნა­ში?

- წო­ნა­ში მო­მა­ტე­ბის ძი­რი­თა­დი მი­ზე­ზე­ბია:

არა­ჯან­სა­ღი კვე­ბის მო­დე­ლი,

- ქრო­ნი­კუ­ლი სტრე­სი,

- უძი­ლო­ბა,

- ჰი­პო­დი­ნა­მია,

- ზო­გი­ერ­თი მე­დი­კა­მენ­ტე­ბი,

- ალ­კოჰო­ლის ხში­რად მი­ღე­ბა,

- გე­ნე­ტი­კუ­რი გან­წყო­ბა,

- მე­ნო­პა­უ­ზა,

- ორ­სუ­ლო­ბა,

- გარ­კვე­უ­ლი ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბი (ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვლის ფუნ­ქცი­ის დარ­ღვე­ვა; კუ­ჭქვე­შა ჯირ­კვლის ფუნ­ქცი­ის დარ­ღვე­ვა და ა.შ).

- სა­ჭი­როა თუ არა ვი­ცო­დეთ სიმ­სუქ­ნის მი­ზე­ზი?

- დიახ, ამი­სათ­ვის სა­ჭი­როა სა­მე­დი­ცი­ნო გა­მოკ­ვლე­ვე­ბის ჩა­ტა­რე­ბა, რად­გან ზო­გი­ერთ შემ­თხვე­ვა­ში სიმ­სუქ­ნე მხო­ლოდ ფა­რუ­ლი თუ აშ­კა­რა ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის თან­მხლე­ბი ფო­ნია და სიმპტო­მია. ასეთ დროს მხო­ლოდ დი­ე­ტა საკ­მა­რი­სი არ არის, ადა­მი­ანს სჭირ­დე­ბა ძი­რი­თა­დი და­ა­ვა­დე­ბის დი­აგ­ნოს­ტი­კა და სამ­კურ­ნა­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის მთე­ლი კომ­პლექ­სი.

- შე­საძ­ლოა გემ­რი­ე­ლად ვიკ­ვე­ბოთ და წო­ნაც შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ?

- სა­ერ­თოდ ადა­მი­ა­ნის კვე­ბის რა­ცი­ო­ნი უნდა იყოს კომ­ფორ­ტუ­ლი, და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი, კერ­ძე­ბი ტექ­ნო­ლო­გი­უ­რად სწო­რად მომ­ზა­დე­ბუ­ლი და გემ­რი­ე­ლი. ასე­თი რა­ცი­ო­ნი ყო­ველ­თვის გვაძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას წონა და მადა ვა­კონ­ტრო­ლოთ.

- დღე­ში რამ­დენ­ჯერ ვიკ­ვე­ბოთ და რა რა­ო­დე­ნო­ბით? აუ­ცი­ლე­ბე­ლია თუ არა სა­უზ­მე და რითი და­ვი­წყოთ დღე?

- კარ­გია რე­გუ­ლა­რუ­ლი და ჯე­რა­დი კვე­ბა, რომ­ლის უპი­რა­ტე­სო­ბე­ბი შემ­დეგ­შია:

  • საჭ­მლის მომ­ნე­ლე­ბე­ლი სის­ტე­მის თა­ნა­ბა­რი დატ­ვირ­თვა;
  • საკ­ვე­ბის სრუ­ლი და­მუ­შა­ვე­ბა და მო­ნე­ლე­ბა;
  • საკ­ვე­ბი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის უკეთ ათ­ვი­სე­ბა;
  • ორ­გა­ნიზ­მის შიდა გა­რე­მოს მდგო­მა­რე­ო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა სა­სი­ცო­ცხლოდ აუ­ცი­ლე­ბე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის დრო­უ­ლად მი­წო­დე­ბის შე­დე­გად.

ამ დროს ერთ ჯერ­ზე მი­ღე­ბუ­ლი საკ­ვე­ბი არ უნდა აღე­მა­ტე­ბო­დეს 300-400 გრამს. სა­უზ­მე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რად­გან ნივ­თი­ე­რე­ბა­თა ცვლის სიჩ­ქა­რე ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლია სწო­რედ დი­ლით, 6-დან -12სთ- მდე, რა­საც მრა­ვა­ლი ფაქ­ტო­რი გან­სა­ზღვრავს. ბევ­რი ადა­მი­ა­ნი ამ­ბობს, რომ დი­ლით არ შე­უძ­ლია პირ­ში ლუკ­მის ჩა­დე­ბა, სცა­დეთ, წინა ღა­მით ნუ მი­ირ­თმევთ მსუ­ყე საკ­ვებს, ასე არც თქვე­ნი ორ­გა­ნიზ­მი და­იღ­ლე­ბა ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში, რად­გან მა­საც მოს­ვე­ნე­ბა სჭირ­დე­ბა, დი­ლი­თაც ჯან­სა­ღი შიმ­ში­ლის გრძნო­ბით გა­გეღ­ვი­ძე­ბათ...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

ავტორი:

რა არის "იო იოს ეფექტი" და როგორ დავამარცხოთ ზედმეტი წონა - ინტერვიუ ნატა გაგუასთან

რა არის "იო იოს ეფექტი" და როგორ დავამარცხოთ ზედმეტი წონა - ინტერვიუ ნატა გაგუასთან

ჭარბ წონასთან ყოველდღიურად უფრო მეტი ადამიანი იბრძვის, მაგრამ ზოგი ამარცხებს სიმსუქნეს, ზოგი კი ვერა. უკვე მთელი მსოფლიო შეთანხმდა იმაზე, რომ სიმსუქნე ჯანმრთელობისთვის ზიანის მომტანია და არც მკაცრი დიეტებია ზედმეტ კილოგრამებთან ბრძოლის ეფექტური საშუალება. უფრო მეტიც, ისიც ვნებს ჩვენს ჯანმრთელობას.

"რეიტინგის" რესპოდენტი ნუტრიციოლოგი ნატა გაგუაა, რომელიც ჭარბი წონის გამომწვევ მიზეზებზე და მისი დამარცხების გზებზე გვესაუბრება.

- როდის იმატებს ადამიანი წონაში?

- წონაში მომატების ძირითადი მიზეზებია:

არაჯანსაღი კვების მოდელი,

- ქრონიკული სტრესი,

- უძილობა,

- ჰიპოდინამია,

- ზოგიერთი მედიკამენტები,

- ალკოჰოლის ხშირად მიღება,

- გენეტიკური განწყობა,

- მენოპაუზა,

- ორსულობა,

- გარკვეული ენდოკრინოლოგიური დაავადებები (ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა; კუჭქვეშა ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა და ა.შ).

- საჭიროა თუ არა ვიცოდეთ სიმსუქნის მიზეზი?

- დიახ, ამისათვის საჭიროა სამედიცინო გამოკვლევების ჩატარება, რადგან ზოგიერთ შემთხვევაში სიმსუქნე მხოლოდ ფარული თუ აშკარა ქრონიკული დაავადების თანმხლები ფონია და სიმპტომია. ასეთ დროს მხოლოდ დიეტა საკმარისი არ არის, ადამიანს სჭირდება ძირითადი დაავადების დიაგნოსტიკა და სამკურნალო ღონისძიებების მთელი კომპლექსი.

- შესაძლოა გემრიელად ვიკვებოთ და წონაც შევინარჩუნოთ?

- საერთოდ ადამიანის კვების რაციონი უნდა იყოს კომფორტული, დაბალანსებული, კერძები ტექნოლოგიურად სწორად მომზადებული და გემრიელი. ასეთი რაციონი ყოველთვის გვაძლევს საშუალებას წონა და მადა ვაკონტროლოთ.

- დღეში რამდენჯერ ვიკვებოთ და რა რაოდენობით? აუცილებელია თუ არა საუზმე და რითი დავიწყოთ დღე?

- კარგია რეგულარული და ჯერადი კვება, რომლის უპირატესობები შემდეგშია:

  • საჭმლის მომნელებელი სისტემის თანაბარი დატვირთვა;
  • საკვების სრული დამუშავება და მონელება;
  • საკვები ნივთიერებების უკეთ ათვისება;
  • ორგანიზმის შიდა გარემოს მდგომარეობის შენარჩუნება სასიცოცხლოდ აუცილებელი ნივთიერებების დროულად მიწოდების შედეგად.

ამ დროს ერთ ჯერზე მიღებული საკვები არ უნდა აღემატებოდეს 300-400 გრამს. საუზმე მნიშვნელოვანია, რადგან ნივთიერებათა ცვლის სიჩქარე ყველაზე მაღალია სწორედ დილით, 6-დან -12სთ- მდე, რასაც მრავალი ფაქტორი განსაზღვრავს. ბევრი ადამიანი ამბობს, რომ დილით არ შეუძლია პირში ლუკმის ჩადება, სცადეთ, წინა ღამით ნუ მიირთმევთ მსუყე საკვებს, ასე არც თქვენი ორგანიზმი დაიღლება ღამის განმავლობაში, რადგან მასაც მოსვენება სჭირდება, დილითაც ჯანსაღი შიმშილის გრძნობით გაგეღვიძებათ...წაიკითხეთ სრულად

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი