პოლიტიკა
სამართალი

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე - "ბილაინს" გადაწყვეტილი აქვს ქართული ბაზრიდან გასვლა
კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე - "ბილაინს" გადაწყვეტილი აქვს ქართული ბაზრიდან გასვლა

კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რე კახა ბე­ქა­უ­რი აცხა­დებს, რომ სა­ტე­ლე­კო­მუ­ნი­კა­ციო ბა­ზარ­ზე ბოლო 2-3 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში კონ­კუ­რენ­ცია შე­სუს­ტდა, რა­მაც რის­კი გა­ა­ჩი­ნა, რომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ძა­ლა­უფ­ლე­ბის მქო­ნე ოპე­რა­ტო­რებ­მა თა­ვი­სი ძა­ლა­უფ­ლე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბა სცა­დონ, რა­საც კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის კო­მი­სია არ და­უშ­ვებს.

"ბოლო 2-3 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ამ სფე­რო­ში და­სუს­ტდა კონ­კუ­რენ­ცია, იცით, რომ "თე­ლია სო­ნე­რა" გა­ვი­და ბაზ­რი­დან, ამის მერე "სილ­ქნეტ­მა" შე­ის­ყი­და "ჯე­ო­სე­ლი", მა­ნამ­დე კი 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, როცა "თე­ლია სო­ნე­რა" გას­ვლას აპი­რებ­და, არ აკე­თებ­და ინ­ვეს­ტი­ცი­ას და არ ზრუ­ნავ­და ქსე­ლის გაძ­ლი­ე­რე­ბა­ზე, რა­მაც თა­ვი­სი დაღი და­ა­ტყო კომ­პა­ნი­ას და და­სუს­ტდა "ჯე­ო­სე­ლი".

ასე­ვე დღეს შე­მიძ­ლია ღიად ვთქვა, რომ "ბი­ლა­ინს" არ ჰქონ­და 4G უზ­რუნ­ველ­ყო­ფის შე­საძ­ლებ­ლო­ბა და ვერ უწევ­და ამ ორ კომ­პა­ნი­ას კონ­კუ­რენ­ცი­ას, მაგ­რამ კო­მი­სი­ამ მის­ცა მათ 800-იანი სიხ­ში­რე და მათ შეძ­ლეს 4G გან­ვი­თა­რე­ბა, მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მათ გარ­კვე­უ­ლად მა­ინც სა­ექ­სპე­რი­მენ­ტო ბა­ზად ჰქონ­დათ ქარ­თუ­ლი ბა­ზა­რი და პრინ­ციპ­ში "ბი­ლა­ინ­საც" გა­და­წყვე­ტი­ლი აქვს ამ ბაზ­რი­დან გას­ვლა, ისიც ყი­დის ბიზ­ნესს. შე­სა­ბა­მი­სად, მისი მხრი­და­ნაც არ ხდე­ბა კონ­კუ­რენ­ცი­ა­ში შეს­ვლა. ამ ფაქ­ტებ­მა და­ა­სუს­ტა ბა­ზარ­ზე კონ­კუ­რენ­ცია. ამი­ტომ ჩნდე­ბა რის­კე­ბი, რომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ძა­ლა­უფ­ლე­ბის მქო­ნე ოპე­რა­ტო­რებ­მა სა­ცა­ლო ბა­ზარ­ზე მომ­ხმა­რებ­ლის მი­მართ ბო­რო­ტად გა­მო­ი­ყე­ნოს ძა­ლა­უფ­ლე­ბა. ამი­ტო­მაც აუ­ცი­ლე­ბე­ლია რე­გუ­ლა­ტო­რი იდ­გეს შე­სა­ბა­მის სი­მაღ­ლე­ზე და და­იც­ვას მომ­ხმა­რებ­ლის ინ­ტე­რე­სე­ბი, რა­საც ჩვენ აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვა­კე­თებთ",- აცხა­დებს კახა ბე­ქა­უ­რი.

აღ­ნიშ­ნულ კო­მენ­ტარს კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის კო­მი­სი­ის პრეს­სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე - "ბილაინს" გადაწყვეტილი აქვს ქართული ბაზრიდან გასვლა

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე - "ბილაინს" გადაწყვეტილი აქვს ქართული ბაზრიდან გასვლა

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური აცხადებს, რომ სატელეკომუნიკაციო ბაზარზე ბოლო 2-3 წლის განმავლობაში კონკურენცია შესუსტდა, რამაც რისკი გააჩინა, რომ მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორებმა თავისი ძალაუფლების ბოროტად გამოყენება სცადონ, რასაც კომუნიკაციების კომისია არ დაუშვებს.

"ბოლო 2-3 წლის განმავლობაში ამ სფეროში დასუსტდა კონკურენცია, იცით, რომ "თელია სონერა" გავიდა ბაზრიდან, ამის მერე "სილქნეტმა" შეისყიდა "ჯეოსელი", მანამდე კი 2 წლის განმავლობაში, როცა "თელია სონერა" გასვლას აპირებდა, არ აკეთებდა ინვესტიციას და არ ზრუნავდა ქსელის გაძლიერებაზე, რამაც თავისი დაღი დაატყო კომპანიას და დასუსტდა "ჯეოსელი".

ასევე დღეს შემიძლია ღიად ვთქვა, რომ "ბილაინს" არ ჰქონდა 4G უზრუნველყოფის შესაძლებლობა და ვერ უწევდა ამ ორ კომპანიას კონკურენციას, მაგრამ კომისიამ მისცა მათ 800-იანი სიხშირე და მათ შეძლეს 4G განვითარება, მიუხედავად ამისა, მათ გარკვეულად მაინც საექსპერიმენტო ბაზად ჰქონდათ ქართული ბაზარი და პრინციპში "ბილაინსაც" გადაწყვეტილი აქვს ამ ბაზრიდან გასვლა, ისიც ყიდის ბიზნესს. შესაბამისად, მისი მხრიდანაც არ ხდება კონკურენციაში შესვლა. ამ ფაქტებმა დაასუსტა ბაზარზე კონკურენცია. ამიტომ ჩნდება რისკები, რომ მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორებმა საცალო ბაზარზე მომხმარებლის მიმართ ბოროტად გამოიყენოს ძალაუფლება. ამიტომაც აუცილებელია რეგულატორი იდგეს შესაბამის სიმაღლეზე და დაიცვას მომხმარებლის ინტერესები, რასაც ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ",- აცხადებს კახა ბექაური.

აღნიშნულ კომენტარს კომუნიკაციების კომისიის პრესსამსახური ავრცელებს.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ