პოლიტიკა
მოზაიკა
მსოფლიო

11

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 18:54-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 05:12-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყაზტრანსგაზის" განცხადება აფეთქებასთან დაკავშირებით: "დეტექტორებმა გაჟონვა ვერ დააფიქსირეს"
"ყაზტრანსგაზის" განცხადება აფეთქებასთან დაკავშირებით: "დეტექტორებმა გაჟონვა ვერ დააფიქსირეს"

კომ­პა­ნია „ყა­ზტრანსგაზ-თბი­ლი­სი“ დიდ დი­ღომ­ში მომ­ხდარ ტრა­გე­დი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით სპე­ცი­ა­ლურ გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს. გან­ცხა­დე­ბა­ში ნათ­ქვა­მია, რომ ჩა­მონ­გრე­უ­ლი კორ­პუ­სის შე­მოწ­მე­ბის შე­დე­გე­ბის შე­სა­ხებ „ყა­ზტრანსგაზ-თბი­ლი­სის“ სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა შე­ად­გი­ნეს შე­მოწ­მე­ბის აქტი, რო­მე­ლიც და­მოწ­მე­ბუ­ლია სა­ა­ვა­რიო ჯგუ­ფის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი­სა და განმცხა­დებ­ლე­ბის ხელ­მო­წე­რე­ბით. „ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი“ გან­ცხა­დე­ბას უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

„ბუ­ნებ­რი­ვი გა­ზის გა­მა­ნა­წი­ლე­ბელ ქსელ­ზე ახა­ლი მომ­ხმა­რებ­ლის მი­ერ­თე­ბის მო­თხოვ­ნით, შპს „სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნია ელ ჯგუფ­მა“ შპს „ყა­ზტრანსგაზ-თბი­ლისს“ 2017 წლის 12 სექ­ტემ­ბერს მი­მარ­თა, რის სა­ფუძ­ველ­ზეც გა­ი­ცა გა­ზის გა­მა­ნა­წი­ლე­ბელ ქსელ­ზე მი­ერ­თე­ბის ტექ­ნი­კუ­რი პი­რო­ბა. კომ­პა­ნი­ამ რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის შე­სა­ბა­მი­სად გა­ნი­ხი­ლა და ტექ­ნი­კუ­რი პი­რო­ბა გას­ცა აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის 88 ბი­ნა­ზე, სა­ერ­თო სიმ­ძლავ­რით 332 კუბ.მ./სთ; ტექ­ნი­კუ­რი პი­რო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, ასე­ვე, სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ზის მე­ურ­ნე­ო­ბა­ში მოქ­მე­დი სამ­შე­ნებ­ლო ნორ­მე­ბი­სა და წე­სე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, მომ­ზად­და გაზ­მო­მა­რა­გე­ბის პრო­ექ­ტი და შეს­რულ­და სამ­შე­ნებ­ლო-სა­მონ­ტა­ჟო სა­მუ­შა­ო­ე­ბი.

აღ­ნიშ­ნულ კორ­პუს­ში ჩარ­თვე­ბი 2017 წლის 30 დე­კემ­ბრი­დან ეტა­პობ­რი­ვად და­ი­წყო. გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, იყო თუ არა აბო­ნენ­ტი მზად თა­ვი­სი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის ნა­წილ­ში ბუ­ნებ­რი­ვი გა­ზის ჩა­სარ­თა­ვად, 49-ე ბი­ნა­ში, სა­დაც სა­ვა­რა­უ­დოდ მოხ­და აფეთ­ქე­ბა, ჩარ­თვა გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლია 2018 წლის 22 თე­ბერ­ვალს შე­სა­ბა­მი­სი პი­რო­ბე­ბის დაც­ვით.

2019 წლის 16 იან­ვარს, შპს „ყა­ზტრანსგაზ-თბი­ლი­სის“ ცხელ ხაზ­ზე (114) შე­მო­ვი­და მო­ქა­ლა­ქე გი­ორ­გი იმე­და­ძის შე­ტყო­ბი­ნე­ბა დიდ დი­ღომ­ში, ავ­თან­დი­ლის ქ. #8-ში მდე­ბა­რე კორ­პუ­სის სა­დარ­ბა­ზო­ში გა­ზის სუ­ნის შე­სა­ხებ.

აღ­ნიშ­ნულ შე­ტყო­ბი­ნე­ბა­ზე რე­ა­გი­რე­ბის მიზ­ნით, მი­სა­მარ­თზე სპე­ცი­ა­ლუ­რი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბით, შე­სა­ბა­მი­სი კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი და გა­მოც­დი­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის ჯგუ­ფი გა­ე­მარ­თა. ამავდრო­უ­ლად კომ­პა­ნი­ის ცხელ ხაზ­ზე, იგი­ვე მი­სა­მარ­თი­დან მე­ო­რე, მო­ქა­ლა­ქე გიგა ჭან­ტუ­რი­ას შე­ტყო­ბი­ნე­ბა შე­მო­ვი­და, რო­მე­ლიც შე­სას­რუ­ლებ­ლად გზა­ში მყოფ იმა­ვე ჯგუფს გა­და­ეგ­ზავ­ნა. კომ­პა­ნი­ის სა­ა­ვა­რიო სამ­სა­ხუ­რის მხრი­დან შე­ტყო­ბი­ნე­ბებ­ზე გან­ხორ­ცი­ელ­და შე­სა­ბა­მი­სი რე­ა­გი­რე­ბა კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი და გა­მოც­დი­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის მიერ. სა­ა­ვა­რიო სამ­სა­ხუ­რის ჯგუ­ფი გა­მო­ცხად­და აღ­ნიშ­ნულ მი­სა­მარ­თზე და ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის თან­დას­წრე­ბით შე­ა­მოწ­მა შე­ტყო­ბი­ნე­ბა­ში მი­თი­თე­ბუ­ლი ად­გი­ლე­ბი, ასე­ვე, ლიფ­ტის შახ­ტი და კორ­პუ­სის მიმ­დე­ბა­რედ არ­სე­ბუ­ლი ჭები. აღ­ნიშ­ნუ­ლი ად­გი­ლე­ბი შე­მოწ­მდა ბუ­ნებ­რი­ვი გა­ზის კონ­ცენ­ტრა­ცი­ის დამ­დგე­ნი სპე­ცი­ა­ლუ­რი აპა­რა­ტით „GASURVEYOR 3-500“-ით. დე­ტექ­ტორ­მა გა­ზის გა­ჟონ­ვა არ და­ა­ფიქ­სი­რა.

შე­მოწ­მე­ბის შე­დე­გე­ბის შე­სა­ხებ „ყა­ზტრანსგაზ-თბი­ლი­სის“ სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა შე­ად­გი­ნეს შე­მოწ­მე­ბის აქტი, რო­მე­ლიც და­მოწ­მე­ბუ­ლია სა­ა­ვა­რიო ჯგუ­ფის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი­სა და განმცხა­დებ­ლე­ბის ხელ­მო­წე­რე­ბით.

იმა­ვე დღის 20:33 სა­ათ­ზე სა­პატ­რუ­ლო ეკი­პაჟ­მა გად­მოგ­ვცა ინ­ფორ­მა­ცია აღ­ნიშ­ნულ კორ­პუს­ში აფეთ­ქე­ბის თა­ო­ბა­ზე. კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის ად­გილ­ზე მის­ვლი­სას გა­ირ­კვა, რომ აფეთ­ქე­ბა მოხ­და, სა­ვა­რა­უ­დოდ, მე-6 სარ­თულ­ზე მდე­ბა­რე 49-ე ბი­ნა­ში. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ კორ­პუ­სის რამ­დე­ნი­მე ბი­ნა­ში (მათ შო­რის, აფეთ­ქე­ბუ­ლი ბი­ნის მე­ზო­ბელ­თან) და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი ბუ­ნებ­რი­ვი გა­ზის გა­ჟონ­ვის დე­ტექ­ტო­რე­ბი დე­ნის წყა­რო­დან გა­მორ­თუ­ლი იყო. აფეთ­ქე­ბის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზი ამ ეტაპ­ზე ჩვენ­თვის უც­ნო­ბია.

გვინ­და აღ­ვნიშ­ნოთ, რომ მომ­ხდა­რი უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზე­ბის დად­გე­ნის მიზ­ნით შპს „ყა­ზტრანსგაზ-თბი­ლი­სი“ მჭიდ­როდ თა­ნამ­შრომ­ლობს სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო­ებ­თან. კომ­პა­ნია და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია, რომ გა­მო­ძი­ე­ბა სრუ­ლად და ობი­ექ­ტუ­რად ჩა­ტარ­დეს და ყვე­ლა კი­თხვას გა­ე­ცეს პა­სუ­ხი.

რაც შე­ე­ხე­ბა ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ა­ში მი­უ­ღე­ბე­ლი შე­ნო­ბე­ბის გა­ზი­ფი­ცი­რე­ბის სა­კითხს, გან­ვმარ­ტავთ, რომ მოქ­მე­დი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის თა­ნახ­მად, თუ გა­მა­ნა­წი­ლე­ბელ ქსელ­ზე მი­ერ­თე­ბა მო­თხოვ­ნი­ლია მშე­ნე­ბა­რე, მრა­ვალ­ბი­ნი­ა­ნი სახ­ლის ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ა­ში მი­ღე­ბამ­დე, გა­ნა­წი­ლე­ბის ლი­ცენ­ზი­ა­ტი (კომ­პა­ნია) ვალ­დე­ბუ­ლია, და­აკ­მა­ყო­ფი­ლოს მო­თხოვ­ნა გა­ზი­ფი­ცი­რე­ბის შე­სა­ხებ, გარ­და იმ შემ­თხვე­ვი­სა, რო­დე­საც მას ერ­თობ­ლი­ვი გა­ნა­ცხა­დით მი­მარ­თავს ამ მრა­ვალ­ბი­ნი­ან სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის მე­სა­კუთ­რე­თა 50 პრო­ცენტზე ნაკ­ლე­ბი პირი.

მო­ცე­მულ შემ­თხვე­ვა­ში, შპს „ყა­ზტრანსგაზ-თბი­ლისს“ გა­ზი­ფი­კა­ცი­ის მო­თხოვ­ნით მი­მარ­თა ავ­თან­დი­ლის ქ. #8-ში მდე­ბა­რე კორ­პუ­სის მცხოვ­რებ­თა 100-მა პრო­ცენ­ტმა, რისი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბი­თაც კომ­პა­ნი­ამ დად­გე­ნი­ლი წე­სით შე­ას­რუ­ლა გა­მა­ნა­წი­ლე­ბელ ქსელ­ზე მი­ერ­თე­ბის სა­მუ­შა­ო­ე­ბი“, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

16 იან­ვარს, დიდ დი­ღომ­ში, სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუს­ში მომ­ხდა­რი აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად 4 ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა, აქე­დან ერთი მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვია. და­შავ­და 8 ადა­მი­ა­ნი, თუმ­ცა, ისი­ნი კლი­ნი­კე­ბი­დან უკვე გა­წე­რეს და ამ დრო­ის­თვის იაშ­ვი­ლის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მხო­ლოდ ერთი ბავ­შვი გა­ნაგ­რძობს მკურ­ნა­ლო­ბას.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"ყაზტრანსგაზის" განცხადება აფეთქებასთან დაკავშირებით: "დეტექტორებმა გაჟონვა ვერ დააფიქსირეს"

"ყაზტრანსგაზის" განცხადება აფეთქებასთან დაკავშირებით: "დეტექტორებმა გაჟონვა ვერ დააფიქსირეს"

კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ჩამონგრეული კორპუსის შემოწმების შედეგების შესახებ „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სპეციალისტებმა შეადგინეს შემოწმების აქტი, რომელიც დამოწმებულია საავარიო ჯგუფის წარმომადგენლებისა და განმცხადებლების ხელმოწერებით. „ინტერპრესნიუსი“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების მოთხოვნით, შპს „სამშენებლო კომპანია ელ ჯგუფმა“ შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისს“ 2017 წლის 12 სექტემბერს მიმართა, რის საფუძველზეც გაიცა გაზის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების ტექნიკური პირობა. კომპანიამ რეგულაციების შესაბამისად განიხილა და ტექნიკური პირობა გასცა აღნიშნული საცხოვრებელი კორპუსის 88 ბინაზე, საერთო სიმძლავრით 332 კუბ.მ./სთ; ტექნიკური პირობის საფუძველზე, ასევე, საქართველოში გაზის მეურნეობაში მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების შესაბამისად, მომზადდა გაზმომარაგების პროექტი და შესრულდა სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები.

აღნიშნულ კორპუსში ჩართვები 2017 წლის 30 დეკემბრიდან ეტაპობრივად დაიწყო. გამომდინარე იქიდან, იყო თუ არა აბონენტი მზად თავისი ვალდებულებების ნაწილში ბუნებრივი გაზის ჩასართავად, 49-ე ბინაში, სადაც სავარაუდოდ მოხდა აფეთქება, ჩართვა განხორციელებულია 2018 წლის 22 თებერვალს შესაბამისი პირობების დაცვით.

2019 წლის 16 იანვარს, შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ცხელ ხაზზე (114) შემოვიდა მოქალაქე გიორგი იმედაძის შეტყობინება დიდ დიღომში, ავთანდილის ქ. #8-ში მდებარე კორპუსის სადარბაზოში გაზის სუნის შესახებ.

აღნიშნულ შეტყობინებაზე რეაგირების მიზნით, მისამართზე სპეციალური აღჭურვილობით, შესაბამისი კვალიფიციური და გამოცდილი სპეციალისტების ჯგუფი გაემართა. ამავდროულად კომპანიის ცხელ ხაზზე, იგივე მისამართიდან მეორე, მოქალაქე გიგა ჭანტურიას შეტყობინება შემოვიდა, რომელიც შესასრულებლად გზაში მყოფ იმავე ჯგუფს გადაეგზავნა. კომპანიის საავარიო სამსახურის მხრიდან შეტყობინებებზე განხორციელდა შესაბამისი რეაგირება კვალიფიციური და გამოცდილი სპეციალისტების მიერ. საავარიო სამსახურის ჯგუფი გამოცხადდა აღნიშნულ მისამართზე და ზემოხსენებული მოქალაქეების თანდასწრებით შეამოწმა შეტყობინებაში მითითებული ადგილები, ასევე, ლიფტის შახტი და კორპუსის მიმდებარედ არსებული ჭები. აღნიშნული ადგილები შემოწმდა ბუნებრივი გაზის კონცენტრაციის დამდგენი სპეციალური აპარატით „GASURVEYOR 3-500“-ით. დეტექტორმა გაზის გაჟონვა არ დააფიქსირა.

შემოწმების შედეგების შესახებ „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სპეციალისტებმა შეადგინეს შემოწმების აქტი, რომელიც დამოწმებულია საავარიო ჯგუფის წარმომადგენლებისა და განმცხადებლების ხელმოწერებით.

იმავე დღის 20:33 საათზე საპატრულო ეკიპაჟმა გადმოგვცა ინფორმაცია აღნიშნულ კორპუსში აფეთქების თაობაზე. კომპანიის წარმომადგენლების ადგილზე მისვლისას გაირკვა, რომ აფეთქება მოხდა, სავარაუდოდ, მე-6 სართულზე მდებარე 49-ე ბინაში. აღსანიშნავია, რომ კორპუსის რამდენიმე ბინაში (მათ შორის, აფეთქებული ბინის მეზობელთან) დამონტაჟებული ბუნებრივი გაზის გაჟონვის დეტექტორები დენის წყაროდან გამორთული იყო. აფეთქების გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე ჩვენთვის უცნობია.

გვინდა აღვნიშნოთ, რომ მომხდარი უბედური შემთხვევის გამომწვევი მიზეზების დადგენის მიზნით შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ მჭიდროდ თანამშრომლობს საგამოძიებო ორგანოებთან. კომპანია დაინტერესებულია, რომ გამოძიება სრულად და ობიექტურად ჩატარდეს და ყველა კითხვას გაეცეს პასუხი.

რაც შეეხება ექსპლუატაციაში მიუღებელი შენობების გაზიფიცირების საკითხს, განვმარტავთ, რომ მოქმედი რეგულაციების თანახმად, თუ გამანაწილებელ ქსელზე მიერთება მოთხოვნილია მშენებარე, მრავალბინიანი სახლის ექსპლუატაციაში მიღებამდე, განაწილების ლიცენზიატი (კომპანია) ვალდებულია, დააკმაყოფილოს მოთხოვნა გაზიფიცირების შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მას ერთობლივი განაცხადით მიმართავს ამ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში რეგისტრირებული უძრავი ქონების მესაკუთრეთა 50 პროცენტზე ნაკლები პირი.

მოცემულ შემთხვევაში, შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისს“ გაზიფიკაციის მოთხოვნით მიმართა ავთანდილის ქ. #8-ში მდებარე კორპუსის მცხოვრებთა 100-მა პროცენტმა, რისი გათვალისწინებითაც კომპანიამ დადგენილი წესით შეასრულა გამანაწილებელ ქსელზე მიერთების სამუშაოები“, - ნათქვამია განცხადებაში.

16 იანვარს, დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა, აქედან ერთი მცირეწლოვანი ბავშვია. დაშავდა 8 ადამიანი, თუმცა, ისინი კლინიკებიდან უკვე გაწერეს და ამ დროისთვის იაშვილის საავადმყოფოში მხოლოდ ერთი ბავშვი განაგრძობს მკურნალობას.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"