ავტორი:

სროლა ვაკეში - "რომ გამოვედი, უკვე ძირს ეგდო, ორივე მუხლის არეშია დაჭრილი..."

სროლა ვაკეში - "რომ გამოვედი, უკვე ძირს ეგდო, ორივე მუხლის არეშია დაჭრილი..."

მეზობლების განცხადებით, ვაკეში, სადაც მამაკაცი დაჭრეს, მხოლოდ გასროლის ხმა გაიგეს და მანამდე არანაირი ჩხუბი არ ყოფილა. როგორც მცხეთის ქუჩაზე მცხოვრებმა ერთ-ერთმა ქალბატონმა განაცხადა, მამაკაცი ორივე მუხლის არეშია დაჭრილი.

„რომ გამოვედი, უკვე ძირს ეგდო. ერთი ან ორი გასროლის ხმა გავიგეთ. არანაირი ჩხუბი არ ყოფილა. მეზობელი გამოვიდა და იმის ხმაზე გამოვედით ჩვენც. დაჭრილი ჩვენი მეზობელია, მე მას არ ვიცნობ. ორივე მუხლის არეშია დაჭრილი. ამ ქუჩაზე ცხოვრობს, თუმცა, როგორც ვიცი, ახალი გადმოსულია“, - განაცხადა მცხეთის ქუჩის ერთ-ერთმა მცხოვრებმა.

შეგახსენებთ, რომ ვაკეში, მცხეთის ქუჩაზე მამაკაცი დაჭრეს. მას ცეცხლნასროლი ჭრილობა ფეხის არეში აქვს მიყენებული. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 236-ე და 117-ე მუხლებით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებასა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს