პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

21

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:35-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 03:21-დან კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
სპორტი
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსეთში, მორგში ქალი "გაცოცხლდა"
რუსეთში, მორგში ქალი "გაცოცხლდა"

მორ­გში 62 წლის ქალი „გა­ცო­ცხლდა“ და ის სას­წრა­ფოდ რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, ინ­ფორ­მა­ცი­ას Yahoo7 News ავ­რცე­ლებს. ქა­ლის გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა, რად­გან მას მორ­გში ძა­ლი­ან და­ბალ ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე ყოფ­ნის გამო ჰი­პო­თერ­მია აღე­ნიშ­ნე­ბო­და.

შემ­თხვე­ვა რუ­სეთ­ში, ამუ­რის რე­გი­ონ­ში მოხ­და.

ყვე­ლა­ფე­რი კი წვე­უ­ლე­ბა­ზე და­ი­წყო - ქალი ნა­თე­სა­ვებ­თან ერ­თად სო­ფელ ვა­სი­ლი­ევ­კა­ში ალ­კოჰოლს მი­ირ­თმევ­და, რო­დე­საც გო­ნე­ბა და­კარ­გა და „გარ­და­იც­ვა­ლა“. გარ­დაც­ვა­ლე­ბა პო­ლი­ცი­ა­მაც და­ა­დას­ტუ­რა და ქალი მორ­გში გა­და­ას­ვე­ნეს. რო­დე­საც მორ­გის თა­ნამ­შრო­მე­ლი „მიც­ვა­ლე­ბულს“ ფე­ხის თით­ზე სა­ნიშ­ნეს ამაგ­რებ­და, ქალ­მა მოძ­რა­ო­ბა და­ი­წყო და ის სას­წრა­ფოდ კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

ექი­მე­ბი 40 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ცდი­ლობ­დნენ ქა­ლის გა­დარ­ჩე­ნას, რომ­ლის სხე­უ­ლი მორ­გის ტემ­პე­რა­ტუ­რის გამო ძა­ლი­ან იყო გა­ცი­ე­ბუ­ლი. ის ბე­ლო­გორსკის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ჰი­პო­თერ­მი­ის­გან გარ­და­იც­ვა­ლა.

ექი­მე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ გო­ნე­ბის და­კარ­გვის შემ­დეგ შე­სა­ბა­მი­სი სა­მე­დი­ცი­ნო ჩა­რე­ვის შე­დე­გად მისი გა­დარ­ჩე­ნა შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და.

საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით მოკ­ვლე­ვა უკვე და­წყე­ბუ­ლია. ჯან­დაც­ვის უწყე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლის თქმით, პო­ლი­ცი­ელ­მა და­არ­ღვია კა­ნო­ნი, რო­დე­საც სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის გა­რე­შე თა­ვად და­ად­გი­ნა გარ­დაც­ვა­ლე­ბა.

ავტორი:

რუსეთში, მორგში ქალი "გაცოცხლდა"

რუსეთში, მორგში ქალი "გაცოცხლდა"

მორგში 62 წლის ქალი „გაცოცხლდა“ და ის სასწრაფოდ რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს, ინფორმაციას Yahoo7 News ავრცელებს. ქალის გადარჩენა ვერ მოხერხდა, რადგან მას მორგში ძალიან დაბალ ტემპერატურაზე ყოფნის გამო ჰიპოთერმია აღენიშნებოდა.

შემთხვევა რუსეთში, ამურის რეგიონში მოხდა.

ყველაფერი კი წვეულებაზე დაიწყო - ქალი ნათესავებთან ერთად სოფელ ვასილიევკაში ალკოჰოლს მიირთმევდა, როდესაც გონება დაკარგა და „გარდაიცვალა“. გარდაცვალება პოლიციამაც დაადასტურა და ქალი მორგში გადაასვენეს. როდესაც მორგის თანამშრომელი „მიცვალებულს“ ფეხის თითზე სანიშნეს ამაგრებდა, ქალმა მოძრაობა დაიწყო და ის სასწრაფოდ კლინიკაში გადაიყვანეს.

ექიმები 40 წუთის განმავლობაში ცდილობდნენ ქალის გადარჩენას, რომლის სხეული მორგის ტემპერატურის გამო ძალიან იყო გაციებული. ის ბელოგორსკის საავადმყოფოში ჰიპოთერმიისგან გარდაიცვალა.

ექიმები ამბობენ, რომ გონების დაკარგვის შემდეგ შესაბამისი სამედიცინო ჩარევის შედეგად მისი გადარჩენა შესაძლებელი იქნებოდა.

საქმესთან დაკავშირებით მოკვლევა უკვე დაწყებულია. ჯანდაცვის უწყების წარმომადგენლის თქმით, პოლიციელმა დაარღვია კანონი, როდესაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების გარეშე თავად დაადგინა გარდაცვალება.

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ