ავტორი:

ლეონარდო დი კაპრიო 21 წლის შეყვარებულთან ერთად სანაპიროზე ნებივრობს - პაპარაცული ფოტოები ტაილანდიდან

ლეონარდო დი კაპრიო 21 წლის შეყვარებულთან ერთად სანაპიროზე ნებივრობს - პაპარაცული ფოტოები ტაილანდიდან

"ოსკაროსანი" მსახიობი ლეონარდო დიკაპრიო პაპარაცებმა ტაილანდის მზიან სანაპიროზე საყვარელ ქალთან ერთად დააფიქსირეს. რომანტიკული დასვენება წყვილმა დეკემბრის ბოლოს ფხუკეთში მოიწყო.

ლეონარდო და კამილა მორონე საკუთარი ურთიერთობის შესახებ არ საუბრობენ, თუმცა პაპარაცები მათ გადაღებას მაინც ახერხებენ.

ტაილანდში წყვილი მსახიობის მილიონერ მეგობრებთან - ლუკას ჰაასთან და ვლადისლავ დორონინთან ერთად შენიშნეს პაპარაცებმა. ფხუკეთის სანაპიროზე შეყვარებულები დაუფარავად ამჟღავნებდნენ ერთმანეთის მიმართ სიყვარულს.

კამილა მორონეს ტაილანდში გადაღებული არაერთი ფოტო აქვს პირად "ინსტაგრამზე", თუმცა მათში ლეონარდო დიკაპრიო არ ჩანს.

კამილა ალ პაჩინოს გერია და სავარაუდოდ, სწორედ ამ უკანასკნელმა გააცნო წყვილი ერთმანეთს. გოგონას დედა ლუსილა სოლა 10 წლის განმავლობაში იყო ურთიერთობაში ალ პაჩინოსთან, თუმცა ზოგიერთი წყაროს ინფორმაციით, 78 წლის მსახიობს ახლა სხვა გატაცება ჰყავს.

44 წლის ლეონარდო 21 წლის არგენტინელ მოდელს კამილა მორონეს წელიწადზე მეტია ხვდება და ეს მისი ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი ურთიერთობაა. დასავლური მედია იმასაც კი წერს, რომ ყველაფერი ძალიან სერიოზულადაა და მალე შესაძლოა, წყვილი დაქორწინდეს კიდეც.

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს