საზოგადოება

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დღეიდან "ტამიფლუს" აფთიაქებში უფასოდ მიიღებთ
დღეიდან "ტამიფლუს" აფთიაქებში უფასოდ მიიღებთ

სა­ქარ­თვე­ლოს ნე­ბის­მი­ე­რი მო­ქა­ლა­ქე პრე­პა­რატ „ტა­მიფ­ლუს“ დღე­ი­დან, 12 იან­ვრი­დან უფა­სოდ მი­ი­ღებს. ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის და­ვით სერ­გე­ენ­კოს თქმით, და­ვა­ლე­ბა პრე­პა­რა­ტის უფა­სოდ გა­ცე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით გვი­ან ღა­მით მი­ი­ღო და შეს­რუ­ლე­ბის მე­ქა­ნიზ­მე­ბის გა­წე­რა მიმ­დი­ნა­რე­ობს.

„ბოლო პე­რი­ოდ­ში ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო უფა­სოდ გას­ცემს ან­ტი­ვირუ­სულ პრე­პა­რატს რისკ-ჯგუ­ფებ­ზე, რო­გო­რიც არის: ორ­სუ­ლე­ბი, მე­ლო­გი­ნე­ე­ბი, ასა­კოვ­ნე­ბი, ბავ­შვე­ბი და სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლე­ბი. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ბოლო დღე­ებ­ში ნა­თე­ლი გახ­და, რომ ამ პრე­პა­რა­ტის შე­ძე­ნა სხვა ჯგუ­ფე­ბის­თვის გარ­კვე­ულ ფი­ნან­სურ თუ რა­ი­მე სა­ხის სხვა ბა­რი­ერს შე­ად­გენს.

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ინ­ტენ­სი­უ­რად არის ჩარ­თუ­ლი სა­მუ­შაო პრო­ცეს­ში. გვი­ან ღა­მით გვქონ­და ბოლო გან­ხილ­ვა და მან მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ­ლის შეს­რუ­ლე­ბა­საც ვი­წყებთ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქე ან­ტი­ვირუ­სულ პრე­პა­რატს მი­ი­ღებს უფა­სოდ, რათა ფი­ნან­სუ­რი ბა­რი­ე­რი სა­ერ­თოდ გა­ნულ­დეს.

მე ეს და­ვა­ლე­ბა მი­ვი­ღე გუ­შინ სა­ღა­მოს. დღეს დი­ლი­დან და­ვი­წყეთ შეს­რუ­ლე­ბის მე­ქა­ნიზ­მე­ბის გა­წე­რა და ვფიქ­რობ, რომ შა­ბათს, დღის პირ­ვე­ლი ნა­ხევ­რი­დან და­ვი­წყებთ ამის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას. ეს არის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და ნიშ­ნავს იმას, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის­თვის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბა მარ­თლაც პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლია.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სუფ­თა ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რად ამის სა­ჭი­რო­ე­ბა არ იყო, ეს იყო პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის მიერ მი­ღე­ბუ­ლი ძა­ლი­ან სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. ჩვენ გვექ­ნე­ბა სა­შუ­ა­ლე­ბა დღეს­ვე გა­ვი­ა­როთ ეს სა­კი­თხი, თუმ­ცა ეს არის პირ­ვე­ლი მო­ნა­ხა­ზი“, - გა­ნა­ცხა­და გუ­შინ და­ვით სერ­გე­ენ­კომ.

შე­გახ­სე­ნებთ, ექი­მის და­ნიშ­ნუ­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, "ტა­მიფ­ლუს" ნე­ბის­მი­ერ აფ­თი­აქ­ში უფა­სოდ გად­მოგ­ცე­მენ. ცნო­ბის­თვის, მე­დი­კა­მენტ “ტა­მიფ­ლუს” 10 კაფ­სუ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში 72.00 ლა­რი­დან 99 ლა­რამ­დე მერ­ყე­ობ­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

დღეიდან "ტამიფლუს" აფთიაქებში უფასოდ მიიღებთ

დღეიდან "ტამიფლუს" აფთიაქებში უფასოდ მიიღებთ

საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე პრეპარატ „ტამიფლუს“ დღეიდან, 12 იანვრიდან უფასოდ მიიღებს. ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს თქმით, დავალება პრეპარატის უფასოდ გაცემასთან დაკავშირებით გვიან ღამით მიიღო და შესრულების მექანიზმების გაწერა მიმდინარეობს.

„ბოლო პერიოდში ჯანდაცვის სამინისტრო უფასოდ გასცემს ანტივირუსულ პრეპარატს რისკ-ჯგუფებზე, როგორიც არის: ორსულები, მელოგინეები, ასაკოვნები, ბავშვები და სოციალურად დაუცველები. მიუხედავად ამისა, ბოლო დღეებში ნათელი გახდა, რომ ამ პრეპარატის შეძენა სხვა ჯგუფებისთვის გარკვეულ ფინანსურ თუ რაიმე სახის სხვა ბარიერს შეადგენს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ინტენსიურად არის ჩართული სამუშაო პროცესში. გვიან ღამით გვქონდა ბოლო განხილვა და მან მიიღო გადაწყვეტილება, რომლის შესრულებასაც ვიწყებთ, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე ანტივირუსულ პრეპარატს მიიღებს უფასოდ, რათა ფინანსური ბარიერი საერთოდ განულდეს.

მე ეს დავალება მივიღე გუშინ საღამოს. დღეს დილიდან დავიწყეთ შესრულების მექანიზმების გაწერა და ვფიქრობ, რომ შაბათს, დღის პირველი ნახევრიდან დავიწყებთ ამის განხორციელებას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მთავრობისთვის მოქალაქეების ჯანმრთელობა მართლაც პრიორიტეტულია.

მიუხედავად იმისა, რომ სუფთა ეპიდემიოლოგიურად ამის საჭიროება არ იყო, ეს იყო პრემიერ-მინისტრის მიერ მიღებული ძალიან სწორი გადაწყვეტილება. ჩვენ გვექნება საშუალება დღესვე გავიაროთ ეს საკითხი, თუმცა ეს არის პირველი მონახაზი“, - განაცხადა გუშინ დავით სერგეენკომ.

შეგახსენებთ, ექიმის დანიშნულების შემთხვევაში, "ტამიფლუს" ნებისმიერ აფთიაქში უფასოდ გადმოგცემენ. ცნობისთვის, მედიკამენტ “ტამიფლუს” 10 კაფსულის ღირებულება საქართველოში 72.00 ლარიდან 99 ლარამდე მერყეობდა.