საზოგადოება

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აფთიაქებმა "ტამიფლუზე" ფასების დაწევა დაიწყეს
აფთიაქებმა "ტამიფლუზე" ფასების დაწევა დაიწყეს

ფარ­მა­ცევ­ტულ­მა კომ­პა­ნი­ებ­მა ან­ტი­ვირუ­სულ პრე­პა­რატ „ტა­მიფ­ლუ­ზე“ ფა­სე­ბის და­წე­ვა და­ი­წყეს. რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ „ავერ­სის“ სა­აფ­თი­ა­ქო ქსელ­ში გა­ნუ­ცხა­დეს, პრე­პა­რატს ისი­ნი უკვე თვით­ღი­რე­ბუ­ლე­ბა­ზე ნაკ­ლე­ბი ფა­სით ყი­დი­ან.

„ავერ­სის“ აფ­თი­ა­ქებ­ში “ტა­მიფ­ლუს” ფასი ამ­ჟა­მად 68 ლა­რია. რაც შე­ე­ხე­ბა მა­რა­გებს, ამ დრო­ის­თვის პრე­პა­რა­ტი მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე აფ­თი­აქ­ში გვაქვს, თუმ­ცა, მა­რა­გე­ბის შევ­სე­ბას სა­მი­ნის­ტრო­დან ორ დღე­ში ვე­ლო­დე­ბით. მომ­ხმა­რე­ბელს „ავერ­სის“ ვებ-გვერ­დზე პრო­დუქ­ტის ძი­ე­ბის ველ­ში შე­უძ­ლია ჩა­წე­როს პრე­პა­რა­ტის და­სა­ხე­ლე­ბა და ნა­ხავს, რო­მელ მი­სა­მარ­თებ­ზე შე­ეძ­ლე­ბა „ტა­მიფ­ლუს“ შე­ძე­ნა“, - აცხა­დე­ბენ „ავერსში“.

თა­ვის მხრივ, რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ „პსპ“-ს მარ­კე­ტინ­გის და გა­ყიდ­ვე­ბის დი­რექ­ტორ­მა თორ­ნი­კე გუ­რულ­მა გა­ნუ­ცხა­და, მათ სა­აფ­თი­ა­ქო ქსელ­შიც „ტა­მიფ­ლუ“ უკვე თით­ქმის თვით­ღი­რე­ბუ­ლე­ბის ფა­სად იყი­დე­ბა.

„პრე­პა­რატ „ტა­მიფ­ლუს“ მწარ­მო­ებ­ლის­გან შე­სა­ძე­ნი ფასი 67,26 ლა­რია, ხოლო ქსელ­ში მისი გა­სა­ყი­დი ფასი არის 68 ლარი. მე­დი­კა­მენ­ტი იყი­დე­ბა ყო­ველ­გვა­რი მო­გე­ბე­ბის გა­რე­შე. შე­სა­ბა­მი­სად, აპე­ლი­რე­ბა იმა­ზე, რომ აღ­ნიშ­ნულ მე­დი­კა­მენტზე ზე­მო­გე­ბე­ბია, მხო­ლოდ მო­სახ­ლე­ო­ბის შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნას ემ­სა­ხუ­რე­ბა. „პსპ“-ს სა­აფ­თი­ა­ქო ქსელ­ში არც პირ­ბა­დე­ებ­ზე და არც გა­ცი­ე­ბი­სა და გრი­პის სამ­კურ­ნა­ლო მე­დი­კა­მენ­ტებ­ზე დე­ფი­ცი­ტი არაა და მომ­ხმა­რე­ბე­ლი, რო­გორც წესი, ყო­ველ­თვის ყვე­ლა­ზე და­ბალ ფა­სად იღებს“, - გა­ნა­ცხა­და თორ­ნი­კე გუ­რულ­მა.

ცნო­ბის­თვის, მე­დი­კა­მენტ “ტა­მიფ­ლუს” 10 კაფ­სუ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში 72.00 ლა­რი­დან 99 ლა­რამ­დე მერ­ყე­ობ­და.

იხი­ლეთ ვი­დეო: ნა­ხეთ, რამ­დენ ლა­რად ყი­დის 2 სა­აფ­თი­ა­ქო ქსე­ლი უკვე ფას­დაკ­ლე­ბულ "ტა­მიფ­ლუს" - აფ­თი­ა­ქებ­მა ან­ტი­ვირუ­სულ პრე­პა­რატ­ზე ფა­სე­ბის და­წე­ვა და­ი­წყეს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

აფთიაქებმა "ტამიფლუზე" ფასების დაწევა დაიწყეს

აფთიაქებმა "ტამიფლუზე" ფასების დაწევა დაიწყეს

ფარმაცევტულმა კომპანიებმა ანტივირუსულ პრეპარატ „ტამიფლუზე“ ფასების დაწევა დაიწყეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ავერსის“ სააფთიაქო ქსელში განუცხადეს, პრეპარატს ისინი უკვე თვითღირებულებაზე ნაკლები ფასით ყიდიან.

„ავერსის“ აფთიაქებში “ტამიფლუს” ფასი ამჟამად 68 ლარია. რაც შეეხება მარაგებს, ამ დროისთვის პრეპარატი მხოლოდ რამდენიმე აფთიაქში გვაქვს, თუმცა, მარაგების შევსებას სამინისტროდან ორ დღეში ველოდებით. მომხმარებელს „ავერსის“ ვებ-გვერდზე პროდუქტის ძიების ველში შეუძლია ჩაწეროს პრეპარატის დასახელება და ნახავს, რომელ მისამართებზე შეეძლება „ტამიფლუს“ შეძენა“, - აცხადებენ „ავერსში“.

თავის მხრივ, როგორც „ინტერპრესნიუსს“ „პსპ“-ს მარკეტინგის და გაყიდვების დირექტორმა თორნიკე გურულმა განუცხადა, მათ სააფთიაქო ქსელშიც „ტამიფლუ“ უკვე თითქმის თვითღირებულების ფასად იყიდება.

„პრეპარატ „ტამიფლუს“ მწარმოებლისგან შესაძენი ფასი 67,26 ლარია, ხოლო ქსელში მისი გასაყიდი ფასი არის 68 ლარი. მედიკამენტი იყიდება ყოველგვარი მოგებების გარეშე. შესაბამისად, აპელირება იმაზე, რომ აღნიშნულ მედიკამენტზე ზემოგებებია, მხოლოდ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ემსახურება. „პსპ“-ს სააფთიაქო ქსელში არც პირბადეებზე და არც გაციებისა და გრიპის სამკურნალო მედიკამენტებზე დეფიციტი არაა და მომხმარებელი, როგორც წესი, ყოველთვის ყველაზე დაბალ ფასად იღებს“, - განაცხადა თორნიკე გურულმა.

ცნობისთვის, მედიკამენტ “ტამიფლუს” 10 კაფსულის ღირებულება საქართველოში 72.00 ლარიდან 99 ლარამდე მერყეობდა.

იხილეთ ვიდეო: ნახეთ, რამდენ ლარად ყიდის 2 სააფთიაქო ქსელი უკვე ფასდაკლებულ "ტამიფლუს" - აფთიაქებმა ანტივირუსულ პრეპარატზე ფასების დაწევა დაიწყეს

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ