საზოგადოება
პოლიტიკა

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოს პატრიარქის საშობაო ეპისტოლე 2019
საქართველოს პატრიარქის საშობაო ეპისტოლე 2019

სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის, მცხე­თა-თბი­ლი­სის მთა­ვა­რე­პის­კო­პო­სის და ბიჭ­ვინ­თი­სა და ცხუმ-აფხა­ზე­თის მიტ­რო­პო­ლი­ტის ილია II-ის სა­შო­ბაო ეპის­ტო­ლე 2019:

"ყოვ­ლადსამ­ღვდე­ლო­ნო მღვდელმთა­ვარ­ნო, ღირ­სნო მო­ძღვარ­ნო, დი­ა­კონ­ნო, ბერ-მო­ნო­ზონ­ნო, ხე­ლი­სუ­ფალ­ნო, სა­ქარ­თვე­ლოს წმინ­და მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის ყო­ველ­ნო წევ­რნო, მკვიდ­რნო ივე­რი­ი­სა და ჩვე­ნი ქვეყ­ნის სა­ზღვრებს გა­რეთ მცხოვ­რებ­ნო თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ნო:

სა­უ­კუ­ნე­ე­ბი­დან სა­უ­კუ­ნე­ებს გა­და­ე­ცე­მო­და მო­ლო­დი­ნი იმი­სა, რომ "მუც­ლად იღებს ქალ­წუ­ლი და შობს ძეს და უწო­დებს სა­ხე­ლად ემა­ნუ­ელს,” რაც ნიშ­ნავს "ჩვენ­თან არს ღმერ­თი” (ესა­ია 7,14) და რომ იქ­ნე­ბა "სა­ხე­ლი მისი დი­დი­სა გან­ზრახ­ვი­სა ან­გე­ლო­ზი, ღმერ­თი ძლი­ე­რი, ხელ­მწი­ფე, მთა­ვა­რი მშვი­დო­ბი­სა, მამა მერ­მე­თა სა­უ­კუ­ნე­თა” (ესა­ია 9, 5-6).

2019 წლის წინ აღ­სრულ­და ქვეყ­ნი­ე­რე­ბის მხსნე­ლის შე­სა­ხებ წმინ­და ესა­ი­ას ეს წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბა.

ჭეშ­მა­რი­ტად ბედ­ნი­ერ­ნი ვართ, რომ ჩვენ გვაქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, სუ­ლი­ე­რად თა­ნა­ზი­არ­ნი გავ­ხდეთ ენით გა­მო­უთ­ქმე­ლი ამ სას­წა­უ­ლი­სა, თუმ­ცა ღვთის დი­დე­ბას სრუ­ლად ვე­რას­დროს შე­იც­ნობს ადა­მი­ა­ნუ­რი გო­ნე­ბა და ვერც იესო ქრის­ტეს ღვაწლს გა­აც­ნო­ბი­ე­რებს სრუ­ლად ოდეს­მე. ვი­ცით, რომ იგი "გარ­და­მოხ­და ზე­ცით და ხორ­ცნი შე­ის­ხა სუ­ლი­სა­გან წმინ­დი­სა,” რომ იცხოვ­რა კაც­თა შო­რის, აღას­რუ­ლა მრა­ვა­ლი სას­წა­უ­ლი, მოგ­ვცა ახა­ლი მცნე­ბა და ჯვარს ეცვა, რათა ჩვენ­თვის ცხო­ნე­ბა მო­ე­ნი­ჭე­ბი­ნა... ერთი შე­ხედ­ვით, მარ­ტი­ვად ით­ქმის ეს, მაგ­რამ თუ და­ვუკ­ვირ­დე­ბით მომ­ხდარს, გა­მა­ოგ­ნე­ბე­ლი რე­ა­ლო­ბის წი­ნა­შე აღ­მოვ­ჩნდე­ბით: უფა­ლი, შე­მოქ­მე­დი, მე­ო­რე ჰი­პოს­ტა­სი წმინ­და სა­მე­ბი­სა, რო­მე­ლიც, მა­მის და სუ­ლიწ­მინ­დის მსგავ­სად, მხო­ლოდ საღვთო ბუ­ნე­ბი­სა იყო, ჩვენს გა­და­სარ­ჩე­ნად იღებს ადა­მი­ა­ნურ ბუ­ნე­ბა­საც. ყოვ­ლის­შემ­ქმნელ­მა, ყოვ­ლის­შემ­ძლემ, მა­რა­დი­ულ­მა, და­უ­სა­ბა­მომ, ცხო­ველსმყო­ფელ­მა ... კა­ცობ­რი­ვი სხე­უ­ლი და თვი­სე­ბე­ბი (გარ­და ცოდ­ვი­სა) მი­ი­ღო, რათა გამ­ხდა­რი­ყო თა­ნა­არ­სი ყვე­ლა ჩვენ­გა­ნი­სა და ჩვენ­თვის მო­ე­ნი­ჭე­ბი­ნა ცოდ­ვა­თა­გან გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბა და განღმრთო­ბა. ამი­ტო­მაც იგი, გან­კა­ცე­ბის შემ­დგომ თა­ვის თავ­ში უკვე მა­რა­დი­უ­ლად ატა­რებს ორ სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბულ, შე­უ­რევ­ნელ ბუ­ნე­ბას: შე­უქ­მნე­ლო­ბა­სა და შექ­მნი­ლო­ბას, და­უ­სა­ბა­მო­ბა­სა და და­სა­ბა­მი­ე­რო­ბას, გა­რე­შე­უ­წე­რე­ლო­ბა­სა და გა­რე­შე­წე­რი­ლო­ბას; მკვდრე­თით აღ­დგო­მამ­დე კი უკ­ვდა­ვე­ბას­თან ერ­თად ჰქონ­და მოკ­ვდა­ვო­ბაც, უვ­ნე­ბო­ბას­თან ერ­თად - ვნე­ბუ­ლო­ბაც, უხრწნა­დო­ბა­სა­თან ერ­თად - ხრწნა­დო­ბაც. მან, ჭეშ­მა­რიტ­მა სი­ცო­ცხლემ, მოკ­ვდა­ვო­ბა იწილ­ხვედ­რა, რათა თვი­სი უკ­ვდა­ვე­ბით სიკ­ვდი­ლი მო­ეკვდი­ნე­ბი­ნა; ბუ­ნე­ბით უხრწნელ­მა ხრწნა­დი სხე­უ­ლი შე­ი­მო­სა, რათა ჩვე­ნი ხრწნი­ლე­ბა გა­ნე­ქარ­ვე­ბი­ნა, ჩვე­ნი უგუ­ნუ­რე­ბა საღვთო ცოდ­ნით გა­ნებრწყინ­ვე­ბი­ნა და ცოდ­ვი­სად­მი მო­ნო­ბა ცოდ­ვა­ზე მე­ფო­ბით შე­ეც­ვა­ლა.ამის ძალ­მო­სი­ლე­ბა მხო­ლოდ მას ჰქონ­და! Mმხო­ლოდ მას შე­ეძ­ლო თა­ვის საღვთო ჰი­პოს­ტას­ში და­ე­ტია ერ­თო­ბა ადა­მი­ა­ნუ­რი თვი­სე­ბე­ბი­საც და უდი­დე­სი მსხვერ­პლის ფა­სად შე­ე­მუს­რა ათას­წლე­უ­ლე­ბის მან­ძილ­ზე გამ­რავ­ლე­ბუ­ლი და გა­მოვ­ლე­ნი­ლი მთე­ლი კა­ცობ­რი­ო­ბის ცოდ­ვის სი­სავ­სე. ეს სას­წა­უ­ლი ორ ეტა­პად ხორ­ცი­ელ­დე­ბა: წმინ­და იო­ა­ნე და­მას­კე­ლის სწავ­ლე­ბით, პირ­ველ ეტაპ­ზე გან­კა­ცე­ბუ­ლი ღმერ­თის კა­ცობ­რივ ბუ­ნე­ბა­ში მოხ­და ამ ბუ­ნე­ბის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი უმეც­რე­ბის, უძ­ლუ­რე­ბის, არა­ცხო­ველსმყო­ფე­ლო­ბი­სა და მო­ნუ­რო­ბის საღვთო ღირ­სე­უ­ლო­ბე­ბით (საღვთო ცოდ­ნით, შემ­ძლე­ო­ბით, ცხო­ველსმყო­ფე­ლო­ბით, მე­უ­ფე­ბით) გამ­დიდ­რე­ბა, არ­სობ­რი­ვი თვი­სე­ბე­ბის შე­უც­ვლე­ლად, და ჩვენ, ქრის­ტეს­თან თა­ნა­ზი­ა­რე­ბით, მი­წი­ერ ყო­ფა­ში მოგ­ვე­ცა შე­საძ­ლებ­ლო­ბა ამ მად­ლით გან­მსჭვალ­ვი­სა. სუ­ლი­ე­რი ცხოვ­რე­ბით, მა­გა­ლი­თად, მო­ი­პო­ვე­ბა სიბ­რძნით მე­ტყვე­ლე­ბა, წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბის ნიჭი, კურ­ნე­ბის ძალა, სხვა სას­წა­ულთქმე­დე­ბა­თა უნა­რი. . . რო­მე­ლიც პი­როვ­ნე­ბა­ში არ­სე­ბით ცვლი­ლე­ბებს არ იწ­ვევს. ამი­ტო­მაც ღვთის ამ სა­ბოძ­ვარს ად­ვი­ლად და­კარ­გავს ყვე­ლა, ვინც კვლავ ცოდ­ვა­ში ჩა­ეფ­ლო­ბა. მე­ო­რე ეტაპ­ზე, ანუ მა­ცხოვ­რის ჯვარ­ცმის, დაფვ­ლი­სა და აღ­დგო­მის შემ­დეგ, იესო ქრის­ტემ თა­ვი­სი განმღრთო­ბი­ლი კა­ცობ­რი­ვი ბუ­ნე­ბა თვი­სობ­რი­ვად გარ­დაქ­მნა, ადა­მი­სე­ულ თავ­და­პირ­ველ უცოდ­ველ მდგო­მა­რე­ო­ბას და­უბ­რუ­ნა და, უფრო მე­ტიც, - თი­თო­ე­ულ ჩვენ­განს ღვთის სა­უფ­ლოს მა­რა­დი­უ­ლად დამ­კვიდ­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ა­ნი­ჭა. ასე რომ, ცათა შინა და­უს­რუ­ლე­ბე­ლი სი­ხა­რუ­ლი და ნე­ტა­რე­ბა ელო­დე­ბა ყვე­ლას, ვინც კი ქრის­ტეს გზით სვლას მო­ინ­დო­მებს და შე­სა­ბა­მის ღვაწლს აღას­რუ­ლებს. ქმნი­ლე­ბი­სად­მი შე­მოქ­მე­დის ენი­თუთ­ქმე­ლი სიყ­ვა­რუ­ლის ამ სა­ო­ცარ­მა გა­მოვ­ლი­ნე­ბამ მთე­ლი ხი­ლუ­ლი და უხი­ლა­ვი სამ­ყა­რო შეძ­რა: "ან­გე­ლოზ­ნი ღა­ღა­დე­ბენ, მთა­ვა­რან­გე­ლოზ­ნი გა­ლო­ბენ, აქე­ბენ ქე­რუ­ბიმ­ნი და ადი­დე­ბენ სე­რა­ფიმ­ნი,- ყო­ვე­ლი და­ბა­დე­ბუ­ლი დღე­სას­წა­უ­ლობს დღეს, რა­მე­თუ ღმერ­თსა ხედ­ვენ ქვე­ყა­ნა­სა ზედა და კაც­სა, - ცათა შინა; ქვეს­კნელ­სა, - ზეს­კნე­ლად გან­გე­ბუ­ლე­ბით და ზეს­კნელ­სა, - ქვეს­კნე­ლად კაც­თმოყ­ვა­რე­ო­ბით” (ათა­ნა­სე ალექ­სან­დრი­ე­ლი).- პირ­ვე­ლი ვინ მი­ე­ახ­ლე­ბა ბეთ­ლე­მელ ყრმას? პირ­ვე­ლი ვინ იგ­რძნობს და ვინ შე­ე­გე­ბე­ბა მომ­ხდარ სას­წა­ულს?- ძვე­ლი აღ­თქმის მარ­თა­ლი იო­სე­ბი, უბ­რა­ლო მწყემ­სნი და წარ­მარ­თუ­ლი სამ­ყა­როს ბრძენ­ნი, - შო­რე­უ­ლი სპარ­სე­თი­დან (ასუ­რე­თი­დან) უჩ­ვე­უ­ლო ვარ­სკვლა­ვის მსვლე­ლო­ბას გა­მო­ყო­ლი­ლი მოგ­ვნი, რო­მელ­თაც სა­ო­ცა­რი სიმ­ბო­ლუ­რი შე­სა­წი­რი, - ოქრო, გუნ­დრუ­კი და მური, - მი­არ­თვეს მას.ოქრო - ვი­თარ­ცა მე­ფეს,გუნ­დრუ­კი - ვი­თარ­ცა ღმერ­თს,და მური - ვი­თარ­ცა ღმერ­თკაცს, რო­მე­ლიც კა­ცობ­რი­ვი ბუ­ნე­ბით უნდა მომ­კვდა­რი­ყო და შე­ე­მურ­ვათ.წმინ­და იო­ა­ნე ოქ­რო­პი­რი ამ სამ ძღვენ­ში ხე­დავს ადა­მი­ა­ნის­თვის უმ­თავ­რეს სი­კე­თე­თაც: ჭეშ­მა­რიტ რწმე­ნას, სა­სო­ე­ბა­სა და სიყ­ვა­რულს, რო­მელ­თა აუ­ცი­ლე­ბე­ლი ერ­თო­ბაც გა­ნა­პი­რო­ბებს ნე­ბის­მი­ე­რი პი­როვ­ნე­ბის უფ­ლის­კენ სწო­რად სვლას. ინე­ბოს ღმერ­თმა, ჩვენც, მოგ­ვთა მსგავ­სად, ნელ-ნელა ავ­მაღ­ლდეთ გუ­ლის­ხმის­ყო­ფი­სა და სრულ­ყო­ფის კი­ბე­ზე, შე­ვი­მო­სოთ რწმე­ნით, სა­სო­ე­ბი­თა და სიყ­ვა­რუ­ლით, რომ ვპო­ვოთ ბეთ­ლე­მის ბა­გა­სა შინა მწო­ლი იესო და გან­ვე­შო­როთ უკე­თურ ბრძა­ნე­ბებ­სა და მზაკ­ვრო­ბას ჰე­რო­დე მე­ფი­სას, რო­მელ­მაც 14 000 ყრმა მო­აკ­ვლე­ვი­ნა იმ იმე­დით, რომ მათ შო­რის მო­აკ­ვდი­ნებ­და ახ­ლად­შო­ბილ ძეს ღვთი­სას (მას­ში მო­მა­ვალ მე­ფეს და მე­ტო­ქეს ხე­დავ­და) და ამით თა­ვის ამ­ქვეყ­ნი­ურ მე­ფო­ბას გა­ი­ხან­გრძლი­ვებ­და. სა­უ­კუ­ნე­თა მან­ძილ­ზე უფ­ლამ­დე მი­სას­ვლე­ლი გზა მუ­დამ ნარ-ეკ­ლი­ა­ნი იყო, ვიწ­რო და ძნე­ლად სა­ვა­ლი, რად­განYყო­ველ ეპო­ქას თა­ვი­სი ჰე­რო­დე ჰყავს, რო­მე­ლიც ძა­ლა­უფ­ლე­ბის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად არ ერი­დე­ბა ბო­როტ, ბილწ საქ­მეთ, არ ერი­დე­ბა არც უდა­ნა­შა­უ­ლო ყრმა­თა მო­წყვე­ტას, ოღონდ ადა­მი­ა­ნე­ბი თა­ვის მო­ნო­ბა­ში ამ­ყო­ფოს და შე­მოქ­მე­დი და­ა­ვი­წყოს.ჩვენს დრო­შიც მისი მოქ­მე­დე­ბა­ნი სხვა და სხვა სა­ხით ვლინ­დე­ბა: აბორ­ტით მო­წყვე­ტილ ჩვილ­თა სის­ხლი ცას შეჰ­ღა­ღა­დებს, ნარ­კო­მა­ნია, აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბი თუ უზ­ნეო ცხოვ­რე­ბის წესი ათა­სო­ბით ახალ­გაზ­რდას იწი­რავს და ეს და­ნა­შა­უ­ლე­ბა­ნი ჩვენ­გან პა­სუხს ითხოვს. ჰე­რო­დე­სე­უ­ლი სული იმა­საც ცდი­ლობს, ისე­თი გა­რე­მო და­ამ­კვიდ­როს, სა­დაც მი­სა­ბა­ძი აღარ იქ­ნე­ბა სხვის­თვის არა თუ თა­ვის გა­წირ­ვა, ნაც­ვალ­გე­ბის გა­რე­შე სი­კე­თის ქმნაც კი; მი­სა­ბა­ძი აღარ იქ­ნე­ბა ზნე­ობ­რი­ო­ბა და სიწ­მინ­დე და ადა­მი­ა­ნებს დახ­შუ­ლი ექ­ნე­ბათ სინ­დი­სის ხმა. ბუ­ნებ­რი­ვად იბა­დე­ბა კი­თხვა: თუ სი­მარ­თლე და სი­კე­თე გან­ქარ­დე­ბა, ურ­თი­ერ­თპა­ტი­ვის­ცე­მა და პა­ტი­ოს­ნე­ბა და­ი­კარ­გე­ბა, რაღა იქ­ნე­ბა ჩვე­ნი ყოფა?! თუ მე­გობ­რო­ბა, სიყ­ვა­რუ­ლი და თა­ნად­გო­მა ადა­მი­ან­თა ბუ­ნე­ბი­დან წა­რი­ხო­ცე­ბა, ვინ შეძ­ლებს ამ­გვარ სივ­რცე­ში ცხოვ­რე­ბას?! ასე­თი სა­ზო­გა­დო­ე­ბა ხომ თა­ვის­თა­ვად გახ­დე­ბა სი­ცო­ცხლის უუ­ნა­რო და გა­დაგ­ვა­რე­ბი­სათ­ვის გან­წი­რუ­ლი, რად­გან მას აღარ ექ­ნე­ბა ძალა ბო­რო­ტე­ბის შე­ჩე­რე­ბი­სა და ცოდ­ვის­თვის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვი­სა? ამას­თან, გაქ­რე­ბა ადა­მი­ა­ნის­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ზღვა­რიც, - ზღვა­რი სი­კე­თე­სა და ბო­რო­ტე­ბას შო­რის. სამ­წუ­ხა­როდ, ეს მდგო­მა­რე­ო­ბა თან­და­თან ჩვენ­თა­ნაც ფეხს იკი­დებს და ხალ­ხს შიში და უი­მე­დო­ბა იპყრობს, მაგ­რამ არ უნდა გავ­ტყდეთ, არ უნდა დაგ­ვაბ­რკო­ლოს არც გამ­რავ­ლე­ბულ­მა ღა­ლატ­მა და გა­უ­ტან­ლო­ბამ, არც შურ­მა და მზაკ­ვრო­ბამ. დროა ასე­თი! არ­სე­ბუ­ლი რე­ა­ლო­ბა უნდა მი­ვი­ღოთ, რო­გორც ჩვე­ნი რწმე­ნის დიდი გა­მოც­და და შევ­ძლოთ, გან­ვე­შო­როთ ბო­რო­ტე­ბას, ჩვენ­და­მი ჩა­დე­ნილ ავ საქ­მე­თა გამო, - სა­მა­გი­ე­როს გა­დახ­დას; ვე­ცა­დოთ, არ დავ­კარ­გოთ მო­მავ­ლის იმე­დი, არ დავ­კარ­გოთ მოყ­ვა­სის სიყ­ვა­რუ­ლი და მის­და­მი თა­ნად­გო­მის სურ­ვი­ლი, არ დავ­კარ­გოთ ღირ­სე­ბა და ძა­ლი­სა­მებრ ჩვე­ნი­სა, სი­კე­თით ვუ­პა­სუ­ხოთ გა­მოწ­ვე­ვებს. შევ­ნიშ­ნავთ იმა­საც, რომ არის დიდი მცდე­ლო­ბა სი­ტყვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის და­მა­ხინ­ჯე­ბუ­ლი აღ­ქმის გა­ბა­ტო­ნე­ბი­საც. თა­ვის­თა­ვად სი­ტყვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი უფ­ლე­ბა­თა­გა­ნია, რო­მე­ლიც ნე­ბის­მი­ერ მო­ქა­ლა­ქეს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, სა­კუ­თა­რი შე­ხე­დუ­ლე­ბი­სა­მებრ, სა­ჯა­როდ გა­მოთ­ქვას აზრი და ამის­თვის გა­მო­ი­ყე­ნოს მა­ს­მე­დი­აც და სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლიც, რაც პი­როვ­ნუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბის გან­ცდას ბა­დებს და ნა­ნა­ხი­სა თუ ნა­აზ­რე­ვის სხვის­თვის გა­ზი­ა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას ქმნის, მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, ხში­რად ხდე­ბა რე­ა­ლო­ბის შეც­ვლა და სი­ტყვის თა­ვი­სუფ­ლე­ბით ბო­რო­ტად სარ­გებ­ლო­ბა. დღეს ადა­მი­ა­ნე­ბი აღარ ერი­დე­ბი­ან სხვი­სი დამ­ცი­რე­ბის მიზ­ნით მათ უსა­ფუძ­ვლოდ შე­უ­რა­ცხყო­ფას; სიც­რუე და ბილ­წსი­ტყვა­ო­ბა ჩვე­უ­ლებ­რივ მოვ­ლე­ნად იქცა. გახ­შირ­და ტყუ­ი­ლის ყვე­ლა­ზე მძი­მე ფორ­მაც, - გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი, შეგ­ნე­ბუ­ლი სიც­რუე, - ცი­ლის­წა­მე­ბა, რო­მე­ლიც ზოგ­ჯერ სი­მარ­თლის სა­ხე­ლით ვირ­ტუ­ო­ზუ­ლად ისე არის შე­ბურ­ვი­ლი, რომ მსმე­ნელს, თავ­და­პირ­ვე­ლად მა­ინც, შეც­დო­მა­ში შე­იყ­ვანს.ამის მოქ­მედთ, ალ­ბათ, ჰგო­ნი­ათ, რომ რაკი სხვას­ზე ფი­ზი­კუ­რად არ ძა­ლა­დო­ბენ და სხე­უ­ლის და­ზი­ა­ნე­ბას არ აყე­ნე­ბენ, ეს და­ნა­შა­უ­ლი უმ­ნიშ­ვნე­ლოა, რაც ძა­ლი­ან დიდი შეც­დო­მაა. სი­ტყვას უჩ­ვე­უ­ლო ძალა აქვს, - რო­გორც და­დე­ბი­თი, ისე უარ­ყო­ფი­თი, რად­გან მას ქმნა­დო­ბის უნა­რი გა­აჩ­ნია. არის სი­ტყვა სი­ცო­ცხლის მომ­ნი­ჭე­ბე­ლი და სი­ტყვა - სიკ­ვდი­ლის ტოლ­ფა­სი.ამას­თან, არ­ცერ­თი ჩვე­ნი ნათ­ქვა­მი არ ქრე­ბა და იგი ჩვე­ნი მამ­ხი­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა ღვთის წი­ნა­შე. მა­ცხო­ვა­რი ბრძა­ნებს: "ვინც უმი­ზე­ზოდ ურის­ხდე­ბა თა­ვის ძმას, სა­სა­მარ­თლო­ში უნდა მი­ე­ცეს; ხოლო ვინც ეტყვის თა­ვის ძმას, რაკა, სი­ნედ­რი­ონს უნდა წა­რუდ­გეს; და ვინც ეტყვის ძმას: შლე­გო, ცე­ცხლის გე­ე­ნა­ში უნდა ჩა­ვარ­დეს” (მათე 5,22).

ია­კობ მო­ცი­ქუ­ლიც მე­ტად მკვეთრ შე­ფა­სე­ბას აძ­ლევს ავის- მთქმელთ: ".… ენა ცე­ცხლია, უსა­მარ­თლო­ბის სამ­ყა­როა იგი... ის ბილ­წავს მთელს სხე­ულს... და­უ­კა­ვე­ბე­ლი ბო­რო­ტე­ბაა და მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლი გეს­ლი­თაა სავ­სე. მით ვა­კურ­თხებთ ღმერ­თსა და მა­მას და მით ვწყევ­ლით ღვთის ხა­ტად შექ­მნილ ადა­მი­ა­ნებს. . . ასე არ უნდა იყოს” (ია­კო­ბი 3, 6-10). თი­თო­ე­უ­ლი დღე, სა­ა­თი და წუთი აღ­ბეჭ­დი­ლია ჩვე­ნი კარ­გი ან ცუდი ქმე­დე­ბით, კარ­გად ან ცუ­დად მე­ტყვე­ლე­ბით. დროს ვერ და­ვაბ­რუ­ნებთ და მას­ში ვერც ჩვენს ნაკ­ვა­ლევს წავ­შლით, თუ სი­ნა­ნუ­ლი არ გვექ­ნა. გულ­წრფე­ლი, ღრმა სი­ნა­ნუ­ლი, აღ­სა­რე­ბა და ზი­ა­რე­ბა ღვთის­გან ნა­წყა­ლო­ბე­ვი ის სა­ი­დუმ­ლო­ე­ბე­ბია, რო­მელ­თაც ძა­ლუძთ მთე­ლი ჩვე­ნი გან­ვლი­ლი არას­წო­რი ცხოვ­რე­ბის და მისი შე­დე­გე­ბის აღ­მო­ფხვრა, ცოდ­ვის წარ­ხოც­ვა და ახალ ადა­მი­ა­ნად ჩვე­ნი გარ­დაქ­მნა, გან­წმენ­და და სუ­ლი­ე­რი ამაღ­ლე­ბა.

წმინ­და იო­ა­ნე ოქ­რო­პი­რი წერს: რო­გო­რი ცხოვ­რე­ბი­თაც არ უნდა ვი­ცხოვ­როთ, სი­ნა­ნულს ვერ ავ­ცდე­ბით; ის, ვინც ამ­ქვეყ­ნად ცდი­ლობს სი­ნა­ნუ­ლით უწამ­ლოს თა­ვი­სი სუ­ლის ცოდ­ვით გა­მოვ­ლი­ნე­ბებს, მა­რა­დი­უ­ლად იხა­რებს, ხოლო ვინც ამ ქვე­ყა­ნად შეჰ­ხა­რის დრო­ე­ბით წარ­მა­ვალ სი­კე­თეთ და ყვე­ლა სა­შუ­ა­ლე­ბით მათ მო­პო­ვე­ბას ეს­წრაფ­ვის მხო­ლოდ, აუ­ცი­ლებ­ლად ინა­ნებს სა­უ­კუ­ნოდ.

პავ­ლე მო­ცი­ქუ­ლი კი ბრძა­ნებს: "ხორ­ცი­ელ­ნი ხორ­ცი­სას იზ­რა­ხა­ვენ, ხოლო სუ­ლი­ერ­ნი,- სუ­ლი­სას…... ხორ­ცის ზრახ­ვა სიკ­ვდი­ლია, ხოლო სუ­ლის ზრახ­ვა, - სი­ცო­ცხლე და მშვი­დო­ბა~ (რომ. 8, 5-6)."მე­ო­რე რჯულ­შიც” ვკი­თხუ­ლობთ: "თქვენს წი­ნა­შე ვი­მოწ­მებ ცას და მი­წას: სი­ცო­ცხლე და სიკ­ვდი­ლი და­გი­დე­ვი წინ, კურ­თხე­ვა და წყევ­ლა. აირ­ჩიე სი­ცო­ცხლე, რომ იცო­ცხლოთ შენ და შენ­მა შთა­მო­მავ­ლო­ბამ” (II სჯ. 30,19).

მთე­ლი კა­ცობ­რი­ო­ბის და თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნის არ­სე­ბო­ბის არსი ამ ორი გზი­დან ერთ-ერ­თის არ­ჩე­ვა­ში მდგო­მა­რე­ობს.

გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ზრუნ­ვა გვმარ­თებს მო­მა­ვალ თა­ო­ბა­ზე, რათა შემ­დეგ მათ საყ­ვე­დუ­რი არ გვი­თხრან, რომ არ და­ვეხ­მა­რეთ, გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი გა­და­ედ­გათ თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბის გზა­ზე. მე ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს პე­და­გო­გებ­თან და ნა­წი­ლობ­რივ ვიცი ის პრობ­ლე­მე­ბი, რის წი­ნა­შეც დღეს სა­ჯა­რო სკო­ლა დგას.სა­სი­ხა­რუ­ლოა, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გა­ნა­ცხა­და, რომ მას­წავ­ლე­ბელ­თა ხელ­ფასს გაზ­რდის და იზ­რუ­ნებს მათი ავ­ტო­რი­ტე­ტის ამაღ­ლე­ბის­თვის; ასე­ვე სა­სი­ხა­რუ­ლოა და­წყე­ბით კლა­სებ­ში "დედა ენის” დაბ­რუ­ნე­ბა, მაგ­რამ გა­სა­კე­თე­ბე­ლი კვლავ ბევ­რია; ჩვენ მხო­ლოდ აუ­ცი­ლე­ბელ თე­მებ­ზე შევ­ჩერ­დე­ბით და ვი­მე­დოვ­ნებთ, ახა­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა გა­ით­ვა­ლის­წი­ნებს მას.პირ­ველ რიგ­ში სა­თა­ნა­დო ყუ­რა­დღე­ბა უნდა მი­ექ­ცეს ეროვ­ნუ­ლი სუ­ლის­კვე­თე­ბით მოს­წავ­ლე­თა აღ­ზრდას; სას­წავ­ლო პროგ­რა­მე­ბი­დან, სამ­წუ­ხა­როდ, თით­ქმის ამო­ღე­ბუ­ლია ჩვე­ნი კლა­სი­კო­სი მწერ­ლე­ბის ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი, ყუ­რა­დღე­ბა არ მახ­ვილ­დე­ბა ჩვე­ნი ერის გმი­რულ წარ­სულ­ზე, არ აღი­ნიშ­ნე­ბა გა­მო­ჩე­ნილ პი­როვ­ნე­ბა­თა და მოვ­ლე­ნა­თა ღირ­სსახ­სო­ვა­რი თა­რი­ღე­ბი; ხში­რად არ ეწყო­ბა ექ­სკურ­სი­ე­ბი ჩვე­ნი ქვეყ­ნის სხვა და სხვა კუ­თხის გა­საც­ნო­ბად... უნდა გა­ტარ­დეს სხვა ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბიც, რომ ყმაწ­ვი­ლებ­ში სამ­შობ­ლოს სიყ­ვა­რუ­ლი გაღ­ვივ­დეს და ისი­ნი ღირ­სე­ულ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბად ჩა­მო­ყა­ლიბ­დნენ.ლუკ­მა-პუ­რის შოვ­ნის­თვის სახ­ლი­დან გა­სულ მშობ­ლებს ძა­ლი­ან ცოტა დრო რჩე­ბათ შვი­ლე­ბი­სათ­ვის; ამი­ტო­მაც სა­ხელ­მწი­ფომ და, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სკო­ლამ უნდა იტ­ვირ­თოს რო­გორც სწავ­ლე­ბის, ისე აღ­ზრდის ფუნ­ქცია. სკო­ლა­ში სა­ა­თე­ბი უნდა და­ეთ­მოს პი­რად ჰი­გი­ე­ნას, ხელ­საქ­მეს, სა­ხე­ლო­ბო მი­მარ­თუ­ლე­ბებს, ბუ­ნე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბას, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის შე­სა­ხებ ზო­გა­დი წარ­მოდ­გე­ნის შექ­მნას, უნდა ფუნ­ქცი­ო­ნი­რებ­დეს მუ­სი­კა­ლუ­რი, სამ­ხატ­ვრო, ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი წრე­ე­ბი... უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია სპორ­ტუ­ლი დარ­ბა­ზე­ბი­თა და მო­ედ­ნე­ბით სას­წავ­ლებ­ლე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა და სპორ­ტულ წრე­ებ­ში ბავ­შვე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა, რომ მათ ენერ­გია აქ და­ხარ­ჯონ და ჯან­მრთელ და ძლი­ერ პი­როვ­ნე­ბე­ბად ჩა­მო­ყა­ლიბ­დნენ. სკო­ლამ უნდა ჩა­უ­ნერ­გოს მოს­წავ­ლე­ებს შრო­მის სიყ­ვა­რუ­ლი, უნა­რი პა­ტი­ე­ბი­სა და სხვი­სი სი­ხა­რუ­ლით გა­ხა­რე­ბი­სა, სი­მარ­თლის დაც­ვი­სა და მე­გობ­რის ერ­თგუ­ლე­ბი­სა, და­ჩაგ­რუ­ლის თა­ნად­გო­მი­სა და, სა­ერ­თოდ, სი­კე­თის ქმნი­სა.ამის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში შეგ­ვეძ­ლე­ბა ვთქვათ, რომ მო­ზარ­დებს მი­ვე­ცით სა­შუ­ა­ლე­ბა ჯან­საღ თა­ო­ბად აღ­ზრდი­სა; შევ­თა­ვა­ზეთ სი­კე­თე და სი­ცო­ცხლე, და­ნარ­ჩე­ნი კი მათ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. რო­გორც აღ­ვნიშ­ნეთ, დღეს ხშირ შემ­თხვე­ვა­ში დედ-მამა შვილს ვერ აქ­ცევს სა­თა­ნა­დო ყუ­რა­დღე­ბას; სამ­წუ­ხა­როა ის ფაქ­ტი, რომ მშო­ბე­ლი ნაკ­ლე­ბად მო­ნა­წი­ლე­ობს სკო­ლის ცხოვ­რე­ბა­ში, რაც და­უშ­ვე­ბე­ლია; სა­ვალ­დე­ბუ­ლო უნდა გახ­დეს პე­და­გო­გებ­თან ხში­რი შეხ­ვედ­რა; მათ უნდა იგ­რძნონ თა­ვი­სი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და მას­წავ­ლებ­ლებ­თან ერ­თად ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თონ შვილ­თან მი­მარ­თე­ბა­ში სწო­რი მიდ­გო­მე­ბის გან­სა­ზღვრი­სათ­ვის.რაც შე­ე­ხე­ბა ოჯახს, ანუ მცი­რე ეკ­ლე­სი­ას: ზო­გა­დად, ყვე­ლამ ვი­ცით, რომ იგი ურ­თი­ერ­თპა­ტი­ვის­ცე­მა­სა და სიყ­ვა­რულს უნდა ეფუძ­ნე­ბო­დეს. ყვე­ლამ ვი­ცით ისიც, რომ ოჯახ­ში უსი­ა­მოვ­ნე­ბე­ბიც ხდე­ბა, მაგ­რამ რო­გორც ცოლი, ისე ქმა­რი უნდა ეცა­დოს, რთუ­ლი სი­ტუ­ა­ცია მა­ლე­ვე გან­მუხ­ტოს და, რო­გორც წმინ­და მა­მე­ბი გვას­წავ­ლი­ან, დღე ისე არ უნდა დას­რულ­დეს, რომ გა­ნა­წყე­ნე­ბუ­ლებ­მა ერ­თმა­ნეთს შენ­დო­ბა არ სთხო­ვონ. გახ­სოვ­დეთ ისიც, რომ ჩხუბ­სა და და­ძა­ბუ­ლო­ბას შვი­ლე­ბი უნდა გა­ნა­რი­დოთ, მათი მგრძნო­ბი­ა­რე სული მთე­ლი სიმწვა­ვით რე­ა­გი­რებს ასეთ ქმე­დე­ბებ­ზე; გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე კვალს კი მშობ­ლე­ბის გან­შო­რე­ბა ტო­ვებს.სამ­წუ­ხა­როდ, დღეს ხში­რად ირ­ღვე­ვა ოჯა­ხე­ბი, უმ­თავ­რე­სად ახ­ლად­შექ­მნი­ლი. ვფიქ­რობთ, ამის მთა­ვა­რი მი­ზე­ზი არის ის, რომ ახალ­გაზ­რდე­ბი ცხოვ­რე­ბის­თვის არ არი­ან მომ­ზა­დე­ბულ­ნი და პა­ტა­რა გა­უ­გებ­რო­ბაც საკ­მა­რი­სი ხდე­ბა გან­შო­რე­ბის­თვის. მათ უნდა იცოდ­ნენ, რომ თავ­და­პირ­ვე­ლად უსი­ა­მოვ­ნე­ბე­ბი შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეთ, რად­გან ეს არის ერ­თმა­ნეთ­თან რე­ა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის და­წყე­ბის პე­რი­ო­დი; ეს არის ოჯა­ხურ სივ­რცე­ში დათ­მო­ბის და, ამა­ვე დროს, შენი ღირ­სე­ბის დაც­ვის, სიყ­ვა­რუ­ლის გა­ცე­მი­სა და მი­ღე­ბის, სხვი­სი და სა­კუ­თა­რი თა­ვის პა­ტი­ვის­ცე­მის დამ­კვიდ­რე­ბის პე­რი­ო­დი.ცოლ-ქმრის­თვის დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს მო­ძღვრის ყო­ლას. ამას­თან, კარ­გი იქ­ნე­ბა თუ ისი­ნი აღ­სა­რე­ბას ერთ სა­სუ­ლი­ე­რო პირს ჩა­ა­ბა­რე­ბენ (რა თქმა უნდა, შე­იძ­ლე­ბა სხვა და სხვა მო­ძღვა­რიც ჰყავ­დეთ), რომ მისი სა­შუ­ა­ლე­ბით თი­თო­ე­ულ­მა შე­და­რე­ბით უმ­ტკივ­ნე­უ­ლოდ გა­აც­ნო­ბი­ე­როს თა­ვი­სი შეც­დო­მა და მდგო­მა­რე­ო­ბა გა­მო­ას­წო­როს. და­ეყ­რდე­ნით ღმერ­თს, ის­წავ­ლეთ მას­თან სა­უ­ბა­რი, გა­და­უ­შა­ლეთ გული და იგი გიჩ­ვე­ნებთ სა­ო­ცარ მა­გა­ლითს მე­გობ­რო­ბი­სა და შე­წევ­ნი­სა. ცალ­კე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი და მთე­ლი მსოფ­ლი­ოც და­უც­ვე­ლო­ბის გან­ცდამ სწო­რედ იმი­ტომ მო­იც­ვა, რომ პი­როვ­ნე­ბა თა­ვი­სი თა­ვის იმე­დად დარ­ჩა და შე­მოქ­მე­დი და­ი­ვი­წყა. ბედ­ნი­ე­რია ის, ვის გულ­შიც ღმერ­თმა თვი­სი ძის სული გა­მო­ავ­ლი­ნა (გა­ლატ.4,6) და აღავ­სო იგი ჭეშ­მა­რი­ტი რწმე­ნით, სა­სო­ე­ბი­თა და სიყ­ვა­რუ­ლით. ასე­თი პი­როვ­ნე­ბის­თვის აღარ არ­სე­ბობს შიში ხვა­ლინ­დე­ლი დღი­სა, აღარ არ­სე­ბობს შიში გან­საც­დე­ლი­სა და თვით სიკ­ვდი­ლი­საც, რად­გან იცის და სწამს, რომ "ღვთის მოყ­ვა­რულთ ყო­ვე­ლი­ვე სა­სი­კე­თოდ წა­რე­მარ­თე­ბათ..." ხოლო "თუ ღმერ­თი ჩვენ­სკენ იქ­ნე­ბა, ვინ გა­მო­ვა ჩვენს წი­ნა­აღ­მდეგ” (რომ. 8, 28,31)! ქარ­თველ­ნო, აფხაზ­ნო, ოსნო, ბერ­ძენ­ნო, უკ­რა­ი­ნელ­ნო, რუს­ნო, სო­მეხ­ნო, ებ­რა­ელ­ნო, აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ­ნო, უდინ­ნო, იე­ზიდ­ნო, ქურთნო, ინ­გუშ­ნო, ჩერ­ქეზ­ნო, ჩე­ჩენ­ნო, ლეკ­ნო, ყო­ველ­ნო მკვიდ­რნო სა­ქარ­თვე­ლო­ი­სა და ჩვენს სა­ზღვრებს გა­რეთ მცხოვ­რებ­ნო თა­ნა­მე­მა­მუ­ლენ­ნო, ყო­ველ­ნო ერნო, - ჩვენ­თვის "იშვა ყრმა ახა­ლი, პირ­ველ­სა­უ­კუ­ნე­თა ღმერ­თი," ჩვენს ყვე­ლა სენ­თა და ტკი­ვილ­თა დიდი მკურ­ნა­ლი. ბეთ­ლე­მის ბა­გას ვარ­სკვლა­ვი დას­დგო­მია; ვიჩ­ქა­როთ, რომ თაყ­ვა­ნი ვსცეთ ჩვილ იე­სოს, - აბ­რა­ა­მის აღ­თქმის გან­ცხა­დე­ბას, მო­სეს რჯუ­ლის დას­რუ­ლე­ბას, ახალ პა­ს­ექ­სა და ახალ ადამს, პურს ცხოვ­რე­ბი­სას და ნა­თელს სოფ­ლი­სას, ძეს ღვთი­სას და ძეს კა­ცი­სას, გზას, ჭეშ­მა­რი­ტე­ბა­სა და სი­ცოხ­ლეს. შო­რე­ბელ­თა და ახ­ლო­ბელთ გვიხ­მობს ღმერ­თი ჭეშ­მა­რი­ტი, გვიხ­მობს ხან­დაზ­მულთ და ყრმებს, ახალ­გაზ­რდებს, გვიხ­მობს დამ­ცი­რე­ბულთ და შე­უ­რა­ცხყო­ფილთ, ქვრივ-ობ­ლებს, გან­საც­დელ­ში მყოფთ, მდი­დართ და გლა­ხაკთ, ჩი­ნე­ბულთ და უჩი­ნოთ, ერსა და ბერს. არა აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, მის­კენ ჩვე­ნი გზის სა­ვა­ლი ბეთ­ლე­მე­ლი მწყემ­სე­ბი­ვით ხან­მოკ­ლე იქ­ნე­ბა, თუ მოგ­ვე­ბი­ვით ხან­გრძლი­ვი, მთა­ვა­რია ვპო­ვოთ იესო, ვპო­ვოთ ყოვ­ლად­წ­მინ­და მა­რი­ა­მი, ჩვე­ნი გა­მორ­ჩე­უ­ლი მფარ­ვე­ლი, და აღარც გან­ვე­შო­როთ მათ სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე. იესო ქრის­ტეს მო­წყა­ლე­ბით, ღვთის­მშობ­ლის მე­ო­ხე­ბით, ღმერ­თმა ბედ­ნი­ე­რი შობა-ახა­ლი წელი მო­მად­ლოს თი­თო­ე­ულ თქვენ­განს, სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს და მთელ მსოფ­ლი­ოს.ყვე­ლას გი­სურ­ვებთ უფ­ლის მად­ლით აღვსე­ბას!ღმერ­თს ება­რე­ბო­დეთ, იხა­რეთ ორ­სავ სო­ფელ­სა შინა! სიყ­ვა­რუ­ლით თქვენ­თვის მლოც­ვე­ლი,

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

საქართველოს პატრიარქის საშობაო ეპისტოლე 2019

საქართველოს პატრიარქის საშობაო ეპისტოლე 2019

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის საშობაო ეპისტოლე 2019:

"ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო:

საუკუნეებიდან საუკუნეებს გადაეცემოდა მოლოდინი იმისა, რომ "მუცლად იღებს ქალწული და შობს ძეს და უწოდებს სახელად ემანუელს,” რაც ნიშნავს "ჩვენთან არს ღმერთი” (ესაია 7,14) და რომ იქნება "სახელი მისი დიდისა განზრახვისა ანგელოზი, ღმერთი ძლიერი, ხელმწიფე, მთავარი მშვიდობისა, მამა მერმეთა საუკუნეთა” (ესაია 9, 5-6).

2019 წლის წინ აღსრულდა ქვეყნიერების მხსნელის შესახებ წმინდა ესაიას ეს წინასწარმეტყველება.

ჭეშმარიტად ბედნიერნი ვართ, რომ ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, სულიერად თანაზიარნი გავხდეთ ენით გამოუთქმელი ამ სასწაულისა, თუმცა ღვთის დიდებას სრულად ვერასდროს შეიცნობს ადამიანური გონება და ვერც იესო ქრისტეს ღვაწლს გააცნობიერებს სრულად ოდესმე. ვიცით, რომ იგი "გარდამოხდა ზეცით და ხორცნი შეისხა სულისაგან წმინდისა,” რომ იცხოვრა კაცთა შორის, აღასრულა მრავალი სასწაული, მოგვცა ახალი მცნება და ჯვარს ეცვა, რათა ჩვენთვის ცხონება მოენიჭებინა... ერთი შეხედვით, მარტივად ითქმის ეს, მაგრამ თუ დავუკვირდებით მომხდარს, გამაოგნებელი რეალობის წინაშე აღმოვჩნდებით: უფალი, შემოქმედი, მეორე ჰიპოსტასი წმინდა სამებისა, რომელიც, მამის და სულიწმინდის მსგავსად, მხოლოდ საღვთო ბუნებისა იყო, ჩვენს გადასარჩენად იღებს ადამიანურ ბუნებასაც. ყოვლისშემქმნელმა, ყოვლისშემძლემ, მარადიულმა, დაუსაბამომ, ცხოველსმყოფელმა ... კაცობრივი სხეული და თვისებები (გარდა ცოდვისა) მიიღო, რათა გამხდარიყო თანაარსი ყველა ჩვენგანისა და ჩვენთვის მოენიჭებინა ცოდვათაგან განთავისუფლება და განღმრთობა. ამიტომაც იგი, განკაცების შემდგომ თავის თავში უკვე მარადიულად ატარებს ორ სრულიად განსხვავებულ, შეურევნელ ბუნებას: შეუქმნელობასა და შექმნილობას, დაუსაბამობასა და დასაბამიერობას, გარეშეუწერელობასა და გარეშეწერილობას; მკვდრეთით აღდგომამდე კი უკვდავებასთან ერთად ჰქონდა მოკვდავობაც, უვნებობასთან ერთად - ვნებულობაც, უხრწნადობასათან ერთად - ხრწნადობაც. მან, ჭეშმარიტმა სიცოცხლემ, მოკვდავობა იწილხვედრა, რათა თვისი უკვდავებით სიკვდილი მოეკვდინებინა; ბუნებით უხრწნელმა ხრწნადი სხეული შეიმოსა, რათა ჩვენი ხრწნილება განექარვებინა, ჩვენი უგუნურება საღვთო ცოდნით განებრწყინვებინა და ცოდვისადმი მონობა ცოდვაზე მეფობით შეეცვალა.ამის ძალმოსილება მხოლოდ მას ჰქონდა! Mმხოლოდ მას შეეძლო თავის საღვთო ჰიპოსტასში დაეტია ერთობა ადამიანური თვისებებისაც და უდიდესი მსხვერპლის ფასად შეემუსრა ათასწლეულების მანძილზე გამრავლებული და გამოვლენილი მთელი კაცობრიობის ცოდვის სისავსე. ეს სასწაული ორ ეტაპად ხორციელდება: წმინდა იოანე დამასკელის სწავლებით, პირველ ეტაპზე განკაცებული ღმერთის კაცობრივ ბუნებაში მოხდა ამ ბუნებისთვის დამახასიათებელი უმეცრების, უძლურების, არაცხოველსმყოფელობისა და მონურობის საღვთო ღირსეულობებით (საღვთო ცოდნით, შემძლეობით, ცხოველსმყოფელობით, მეუფებით) გამდიდრება, არსობრივი თვისებების შეუცვლელად, და ჩვენ, ქრისტესთან თანაზიარებით, მიწიერ ყოფაში მოგვეცა შესაძლებლობა ამ მადლით განმსჭვალვისა. სულიერი ცხოვრებით, მაგალითად, მოიპოვება სიბრძნით მეტყველება, წინასწარმეტყველების ნიჭი, კურნების ძალა, სხვა სასწაულთქმედებათა უნარი. . . რომელიც პიროვნებაში არსებით ცვლილებებს არ იწვევს. ამიტომაც ღვთის ამ საბოძვარს ადვილად დაკარგავს ყველა, ვინც კვლავ ცოდვაში ჩაეფლობა. მეორე ეტაპზე, ანუ მაცხოვრის ჯვარცმის, დაფვლისა და აღდგომის შემდეგ, იესო ქრისტემ თავისი განმღრთობილი კაცობრივი ბუნება თვისობრივად გარდაქმნა, ადამისეულ თავდაპირველ უცოდველ მდგომარეობას დაუბრუნა და, უფრო მეტიც, - თითოეულ ჩვენგანს ღვთის საუფლოს მარადიულად დამკვიდრების შესაძლებლობა მიანიჭა. ასე რომ, ცათა შინა დაუსრულებელი სიხარული და ნეტარება ელოდება ყველას, ვინც კი ქრისტეს გზით სვლას მოინდომებს და შესაბამის ღვაწლს აღასრულებს. ქმნილებისადმი შემოქმედის ენითუთქმელი სიყვარულის ამ საოცარმა გამოვლინებამ მთელი ხილული და უხილავი სამყარო შეძრა: "ანგელოზნი ღაღადებენ, მთავარანგელოზნი გალობენ, აქებენ ქერუბიმნი და ადიდებენ სერაფიმნი,- ყოველი დაბადებული დღესასწაულობს დღეს, რამეთუ ღმერთსა ხედვენ ქვეყანასა ზედა და კაცსა, - ცათა შინა; ქვესკნელსა, - ზესკნელად განგებულებით და ზესკნელსა, - ქვესკნელად კაცთმოყვარეობით” (ათანასე ალექსანდრიელი).- პირველი ვინ მიეახლება ბეთლემელ ყრმას? პირველი ვინ იგრძნობს და ვინ შეეგებება მომხდარ სასწაულს?- ძველი აღთქმის მართალი იოსები, უბრალო მწყემსნი და წარმართული სამყაროს ბრძენნი, - შორეული სპარსეთიდან (ასურეთიდან) უჩვეულო ვარსკვლავის მსვლელობას გამოყოლილი მოგვნი, რომელთაც საოცარი სიმბოლური შესაწირი, - ოქრო, გუნდრუკი და მური, - მიართვეს მას.ოქრო - ვითარცა მეფეს,გუნდრუკი - ვითარცა ღმერთს,და მური - ვითარცა ღმერთკაცს, რომელიც კაცობრივი ბუნებით უნდა მომკვდარიყო და შეემურვათ.წმინდა იოანე ოქროპირი ამ სამ ძღვენში ხედავს ადამიანისთვის უმთავრეს სიკეთეთაც: ჭეშმარიტ რწმენას, სასოებასა და სიყვარულს, რომელთა აუცილებელი ერთობაც განაპირობებს ნებისმიერი პიროვნების უფლისკენ სწორად სვლას. ინებოს ღმერთმა, ჩვენც, მოგვთა მსგავსად, ნელ-ნელა ავმაღლდეთ გულისხმისყოფისა და სრულყოფის კიბეზე, შევიმოსოთ რწმენით, სასოებითა და სიყვარულით, რომ ვპოვოთ ბეთლემის ბაგასა შინა მწოლი იესო და განვეშოროთ უკეთურ ბრძანებებსა და მზაკვრობას ჰეროდე მეფისას, რომელმაც 14 000 ყრმა მოაკვლევინა იმ იმედით, რომ მათ შორის მოაკვდინებდა ახლადშობილ ძეს ღვთისას (მასში მომავალ მეფეს და მეტოქეს ხედავდა) და ამით თავის ამქვეყნიურ მეფობას გაიხანგრძლივებდა. საუკუნეთა მანძილზე უფლამდე მისასვლელი გზა მუდამ ნარ-ეკლიანი იყო, ვიწრო და ძნელად სავალი, რადგანYყოველ ეპოქას თავისი ჰეროდე ჰყავს, რომელიც ძალაუფლების შესანარჩუნებლად არ ერიდება ბოროტ, ბილწ საქმეთ, არ ერიდება არც უდანაშაულო ყრმათა მოწყვეტას, ოღონდ ადამიანები თავის მონობაში ამყოფოს და შემოქმედი დაავიწყოს.ჩვენს დროშიც მისი მოქმედებანი სხვა და სხვა სახით ვლინდება: აბორტით მოწყვეტილ ჩვილთა სისხლი ცას შეჰღაღადებს, ნარკომანია, აზარტული თამაშები თუ უზნეო ცხოვრების წესი ათასობით ახალგაზრდას იწირავს და ეს დანაშაულებანი ჩვენგან პასუხს ითხოვს. ჰეროდესეული სული იმასაც ცდილობს, ისეთი გარემო დაამკვიდროს, სადაც მისაბაძი აღარ იქნება სხვისთვის არა თუ თავის გაწირვა, ნაცვალგების გარეშე სიკეთის ქმნაც კი; მისაბაძი აღარ იქნება ზნეობრიობა და სიწმინდე და ადამიანებს დახშული ექნებათ სინდისის ხმა. ბუნებრივად იბადება კითხვა: თუ სიმართლე და სიკეთე განქარდება, ურთიერთპატივისცემა და პატიოსნება დაიკარგება, რაღა იქნება ჩვენი ყოფა?! თუ მეგობრობა, სიყვარული და თანადგომა ადამიანთა ბუნებიდან წარიხოცება, ვინ შეძლებს ამგვარ სივრცეში ცხოვრებას?! ასეთი საზოგადოება ხომ თავისთავად გახდება სიცოცხლის უუნარო და გადაგვარებისათვის განწირული, რადგან მას აღარ ექნება ძალა ბოროტების შეჩერებისა და ცოდვისთვის წინააღმდეგობის გაწევისა? ამასთან, გაქრება ადამიანისთვის უმნიშვნელოვანესი ზღვარიც, - ზღვარი სიკეთესა და ბოროტებას შორის. სამწუხაროდ, ეს მდგომარეობა თანდათან ჩვენთანაც ფეხს იკიდებს და ხალხს შიში და უიმედობა იპყრობს, მაგრამ არ უნდა გავტყდეთ, არ უნდა დაგვაბრკოლოს არც გამრავლებულმა ღალატმა და გაუტანლობამ, არც შურმა და მზაკვრობამ. დროა ასეთი! არსებული რეალობა უნდა მივიღოთ, როგორც ჩვენი რწმენის დიდი გამოცდა და შევძლოთ, განვეშოროთ ბოროტებას, ჩვენდამი ჩადენილ ავ საქმეთა გამო, - სამაგიეროს გადახდას; ვეცადოთ, არ დავკარგოთ მომავლის იმედი, არ დავკარგოთ მოყვასის სიყვარული და მისდამი თანადგომის სურვილი, არ დავკარგოთ ღირსება და ძალისამებრ ჩვენისა, სიკეთით ვუპასუხოთ გამოწვევებს. შევნიშნავთ იმასაც, რომ არის დიდი მცდელობა სიტყვის თავისუფლების დამახინჯებული აღქმის გაბატონებისაც. თავისთავად სიტყვის თავისუფლება საზოგადოებისთვის უმნიშვნელოვანესი უფლებათაგანია, რომელიც ნებისმიერ მოქალაქეს საშუალებას აძლევს, საკუთარი შეხედულებისამებრ, საჯაროდ გამოთქვას აზრი და ამისთვის გამოიყენოს მასმედიაც და სოციალური ქსელიც, რაც პიროვნული თავისუფლების განცდას ბადებს და ნანახისა თუ ნააზრევის სხვისთვის გაზიარების შესაძლებლობას ქმნის, მაგრამ, სამწუხაროდ, ხშირად ხდება რეალობის შეცვლა და სიტყვის თავისუფლებით ბოროტად სარგებლობა. დღეს ადამიანები აღარ ერიდებიან სხვისი დამცირების მიზნით მათ უსაფუძვლოდ შეურაცხყოფას; სიცრუე და ბილწსიტყვაობა ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. გახშირდა ტყუილის ყველაზე მძიმე ფორმაც, - გაცნობიერებული, შეგნებული სიცრუე, - ცილისწამება, რომელიც ზოგჯერ სიმართლის სახელით ვირტუოზულად ისე არის შებურვილი, რომ მსმენელს, თავდაპირველად მაინც, შეცდომაში შეიყვანს.ამის მოქმედთ, ალბათ, ჰგონიათ, რომ რაკი სხვასზე ფიზიკურად არ ძალადობენ და სხეულის დაზიანებას არ აყენებენ, ეს დანაშაული უმნიშვნელოა, რაც ძალიან დიდი შეცდომაა. სიტყვას უჩვეულო ძალა აქვს, - როგორც დადებითი, ისე უარყოფითი, რადგან მას ქმნადობის უნარი გააჩნია. არის სიტყვა სიცოცხლის მომნიჭებელი და სიტყვა - სიკვდილის ტოლფასი.ამასთან, არცერთი ჩვენი ნათქვამი არ ქრება და იგი ჩვენი მამხილებელი იქნება ღვთის წინაშე. მაცხოვარი ბრძანებს: "ვინც უმიზეზოდ ურისხდება თავის ძმას, სასამართლოში უნდა მიეცეს; ხოლო ვინც ეტყვის თავის ძმას, რაკა, სინედრიონს უნდა წარუდგეს; და ვინც ეტყვის ძმას: შლეგო, ცეცხლის გეენაში უნდა ჩავარდეს” (მათე 5,22).

იაკობ მოციქულიც მეტად მკვეთრ შეფასებას აძლევს ავის- მთქმელთ: ".… ენა ცეცხლია, უსამართლობის სამყაროა იგი... ის ბილწავს მთელს სხეულს... დაუკავებელი ბოროტებაა და მომაკვდინებელი გესლითაა სავსე. მით ვაკურთხებთ ღმერთსა და მამას და მით ვწყევლით ღვთის ხატად შექმნილ ადამიანებს. . . ასე არ უნდა იყოს” (იაკობი 3, 6-10). თითოეული დღე, საათი და წუთი აღბეჭდილია ჩვენი კარგი ან ცუდი ქმედებით, კარგად ან ცუდად მეტყველებით. დროს ვერ დავაბრუნებთ და მასში ვერც ჩვენს ნაკვალევს წავშლით, თუ სინანული არ გვექნა. გულწრფელი, ღრმა სინანული, აღსარება და ზიარება ღვთისგან ნაწყალობევი ის საიდუმლოებებია, რომელთაც ძალუძთ მთელი ჩვენი განვლილი არასწორი ცხოვრების და მისი შედეგების აღმოფხვრა, ცოდვის წარხოცვა და ახალ ადამიანად ჩვენი გარდაქმნა, განწმენდა და სულიერი ამაღლება.

წმინდა იოანე ოქროპირი წერს: როგორი ცხოვრებითაც არ უნდა ვიცხოვროთ, სინანულს ვერ ავცდებით; ის, ვინც ამქვეყნად ცდილობს სინანულით უწამლოს თავისი სულის ცოდვით გამოვლინებებს, მარადიულად იხარებს, ხოლო ვინც ამ ქვეყანად შეჰხარის დროებით წარმავალ სიკეთეთ და ყველა საშუალებით მათ მოპოვებას ესწრაფვის მხოლოდ, აუცილებლად ინანებს საუკუნოდ.

პავლე მოციქული კი ბრძანებს: "ხორციელნი ხორცისას იზრახავენ, ხოლო სულიერნი,- სულისას…... ხორცის ზრახვა სიკვდილია, ხოლო სულის ზრახვა, - სიცოცხლე და მშვიდობა~ (რომ. 8, 5-6)."მეორე რჯულშიც” ვკითხულობთ: "თქვენს წინაშე ვიმოწმებ ცას და მიწას: სიცოცხლე და სიკვდილი დაგიდევი წინ, კურთხევა და წყევლა. აირჩიე სიცოცხლე, რომ იცოცხლოთ შენ და შენმა შთამომავლობამ” (II სჯ. 30,19).

მთელი კაცობრიობის და თითოეული ჩვენგანის არსებობის არსი ამ ორი გზიდან ერთ-ერთის არჩევაში მდგომარეობს.

განსაკუთრებული ზრუნვა გვმართებს მომავალ თაობაზე, რათა შემდეგ მათ საყვედური არ გვითხრან, რომ არ დავეხმარეთ, გაცნობიერებული ნაბიჯები გადაედგათ თავისი ცხოვრების გზაზე. მე ურთიერთობა მაქვს პედაგოგებთან და ნაწილობრივ ვიცი ის პრობლემები, რის წინაშეც დღეს საჯარო სკოლა დგას.სასიხარულოა, რომ ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მასწავლებელთა ხელფასს გაზრდის და იზრუნებს მათი ავტორიტეტის ამაღლებისთვის; ასევე სასიხარულოა დაწყებით კლასებში "დედა ენის” დაბრუნება, მაგრამ გასაკეთებელი კვლავ ბევრია; ჩვენ მხოლოდ აუცილებელ თემებზე შევჩერდებით და ვიმედოვნებთ, ახალი ხელმძღვანელობა გაითვალისწინებს მას.პირველ რიგში სათანადო ყურადღება უნდა მიექცეს ეროვნული სულისკვეთებით მოსწავლეთა აღზრდას; სასწავლო პროგრამებიდან, სამწუხაროდ, თითქმის ამოღებულია ჩვენი კლასიკოსი მწერლების ნაწარმოებები, ყურადღება არ მახვილდება ჩვენი ერის გმირულ წარსულზე, არ აღინიშნება გამოჩენილ პიროვნებათა და მოვლენათა ღირსსახსოვარი თარიღები; ხშირად არ ეწყობა ექსკურსიები ჩვენი ქვეყნის სხვა და სხვა კუთხის გასაცნობად... უნდა გატარდეს სხვა ღონისძიებებიც, რომ ყმაწვილებში სამშობლოს სიყვარული გაღვივდეს და ისინი ღირსეულ მოქალაქეებად ჩამოყალიბდნენ.ლუკმა-პურის შოვნისთვის სახლიდან გასულ მშობლებს ძალიან ცოტა დრო რჩებათ შვილებისათვის; ამიტომაც სახელმწიფომ და, აქედან გამომდინარე, სკოლამ უნდა იტვირთოს როგორც სწავლების, ისე აღზრდის ფუნქცია. სკოლაში საათები უნდა დაეთმოს პირად ჰიგიენას, ხელსაქმეს, სახელობო მიმართულებებს, ბუნებასთან ურთიერთობას, სოფლის მეურნეობის შესახებ ზოგადი წარმოდგენის შექმნას, უნდა ფუნქციონირებდეს მუსიკალური, სამხატვრო, ლიტერატურული წრეები... უმნიშვნელოვანესია სპორტული დარბაზებითა და მოედნებით სასწავლებლების უზრუნველყოფა და სპორტულ წრეებში ბავშვების გაერთიანება, რომ მათ ენერგია აქ დახარჯონ და ჯანმრთელ და ძლიერ პიროვნებებად ჩამოყალიბდნენ. სკოლამ უნდა ჩაუნერგოს მოსწავლეებს შრომის სიყვარული, უნარი პატიებისა და სხვისი სიხარულით გახარებისა, სიმართლის დაცვისა და მეგობრის ერთგულებისა, დაჩაგრულის თანადგომისა და, საერთოდ, სიკეთის ქმნისა.ამის განხორციელების შემთხვევაში შეგვეძლება ვთქვათ, რომ მოზარდებს მივეცით საშუალება ჯანსაღ თაობად აღზრდისა; შევთავაზეთ სიკეთე და სიცოცხლე, დანარჩენი კი მათ გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული. როგორც აღვნიშნეთ, დღეს ხშირ შემთხვევაში დედ-მამა შვილს ვერ აქცევს სათანადო ყურადღებას; სამწუხაროა ის ფაქტი, რომ მშობელი ნაკლებად მონაწილეობს სკოლის ცხოვრებაში, რაც დაუშვებელია; სავალდებულო უნდა გახდეს პედაგოგებთან ხშირი შეხვედრა; მათ უნდა იგრძნონ თავისი პასუხისმგებლობა და მასწავლებლებთან ერთად ყველაფერი გააკეთონ შვილთან მიმართებაში სწორი მიდგომების განსაზღვრისათვის.რაც შეეხება ოჯახს, ანუ მცირე ეკლესიას: ზოგადად, ყველამ ვიცით, რომ იგი ურთიერთპატივისცემასა და სიყვარულს უნდა ეფუძნებოდეს. ყველამ ვიცით ისიც, რომ ოჯახში უსიამოვნებებიც ხდება, მაგრამ როგორც ცოლი, ისე ქმარი უნდა ეცადოს, რთული სიტუაცია მალევე განმუხტოს და, როგორც წმინდა მამები გვასწავლიან, დღე ისე არ უნდა დასრულდეს, რომ განაწყენებულებმა ერთმანეთს შენდობა არ სთხოვონ. გახსოვდეთ ისიც, რომ ჩხუბსა და დაძაბულობას შვილები უნდა განარიდოთ, მათი მგრძნობიარე სული მთელი სიმწვავით რეაგირებს ასეთ ქმედებებზე; განსაკუთრებით მძიმე კვალს კი მშობლების განშორება ტოვებს.სამწუხაროდ, დღეს ხშირად ირღვევა ოჯახები, უმთავრესად ახლადშექმნილი. ვფიქრობთ, ამის მთავარი მიზეზი არის ის, რომ ახალგაზრდები ცხოვრებისთვის არ არიან მომზადებულნი და პატარა გაუგებრობაც საკმარისი ხდება განშორებისთვის. მათ უნდა იცოდნენ, რომ თავდაპირველად უსიამოვნებები შეიძლება ჰქონდეთ, რადგან ეს არის ერთმანეთთან რეალური ურთიერთობების დაწყების პერიოდი; ეს არის ოჯახურ სივრცეში დათმობის და, ამავე დროს, შენი ღირსების დაცვის, სიყვარულის გაცემისა და მიღების, სხვისი და საკუთარი თავის პატივისცემის დამკვიდრების პერიოდი.ცოლ-ქმრისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს მოძღვრის ყოლას. ამასთან, კარგი იქნება თუ ისინი აღსარებას ერთ სასულიერო პირს ჩააბარებენ (რა თქმა უნდა, შეიძლება სხვა და სხვა მოძღვარიც ჰყავდეთ), რომ მისი საშუალებით თითოეულმა შედარებით უმტკივნეულოდ გააცნობიეროს თავისი შეცდომა და მდგომარეობა გამოასწოროს. დაეყრდენით ღმერთს, ისწავლეთ მასთან საუბარი, გადაუშალეთ გული და იგი გიჩვენებთ საოცარ მაგალითს მეგობრობისა და შეწევნისა. ცალკეული ადამიანი და მთელი მსოფლიოც დაუცველობის განცდამ სწორედ იმიტომ მოიცვა, რომ პიროვნება თავისი თავის იმედად დარჩა და შემოქმედი დაივიწყა. ბედნიერია ის, ვის გულშიც ღმერთმა თვისი ძის სული გამოავლინა (გალატ.4,6) და აღავსო იგი ჭეშმარიტი რწმენით, სასოებითა და სიყვარულით. ასეთი პიროვნებისთვის აღარ არსებობს შიში ხვალინდელი დღისა, აღარ არსებობს შიში განსაცდელისა და თვით სიკვდილისაც, რადგან იცის და სწამს, რომ "ღვთის მოყვარულთ ყოველივე სასიკეთოდ წარემართებათ..." ხოლო "თუ ღმერთი ჩვენსკენ იქნება, ვინ გამოვა ჩვენს წინააღმდეგ” (რომ. 8, 28,31)! ქართველნო, აფხაზნო, ოსნო, ბერძენნო, უკრაინელნო, რუსნო, სომეხნო, ებრაელნო, აზერბაიჯანელნო, უდინნო, იეზიდნო, ქურთნო, ინგუშნო, ჩერქეზნო, ჩეჩენნო, ლეკნო, ყოველნო მკვიდრნო საქართველოისა და ჩვენს საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენნო, ყოველნო ერნო, - ჩვენთვის "იშვა ყრმა ახალი, პირველსაუკუნეთა ღმერთი," ჩვენს ყველა სენთა და ტკივილთა დიდი მკურნალი. ბეთლემის ბაგას ვარსკვლავი დასდგომია; ვიჩქაროთ, რომ თაყვანი ვსცეთ ჩვილ იესოს, - აბრაამის აღთქმის განცხადებას, მოსეს რჯულის დასრულებას, ახალ პასექსა და ახალ ადამს, პურს ცხოვრებისას და ნათელს სოფლისას, ძეს ღვთისას და ძეს კაცისას, გზას, ჭეშმარიტებასა და სიცოხლეს. შორებელთა და ახლობელთ გვიხმობს ღმერთი ჭეშმარიტი, გვიხმობს ხანდაზმულთ და ყრმებს, ახალგაზრდებს, გვიხმობს დამცირებულთ და შეურაცხყოფილთ, ქვრივ-ობლებს, განსაცდელში მყოფთ, მდიდართ და გლახაკთ, ჩინებულთ და უჩინოთ, ერსა და ბერს. არა აქვს მნიშვნელობა, მისკენ ჩვენი გზის სავალი ბეთლემელი მწყემსებივით ხანმოკლე იქნება, თუ მოგვებივით ხანგრძლივი, მთავარია ვპოვოთ იესო, ვპოვოთ ყოვლადწმინდა მარიამი, ჩვენი გამორჩეული მფარველი, და აღარც განვეშოროთ მათ სიცოცხლის ბოლომდე. იესო ქრისტეს მოწყალებით, ღვთისმშობლის მეოხებით, ღმერთმა ბედნიერი შობა-ახალი წელი მომადლოს თითოეულ თქვენგანს, სრულიად საქართველოს და მთელ მსოფლიოს.ყველას გისურვებთ უფლის მადლით აღვსებას!ღმერთს ებარებოდეთ, იხარეთ ორსავ სოფელსა შინა! სიყვარულით თქვენთვის მლოცველი,

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"