პოლიტიკა
მოზაიკა
მსოფლიო

11

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 18:54-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 05:12-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თუ სესხის აღება გსურთ: რას მიაქცევს ყურადღებას სესხის გაცემისას საფინანსო ორგანიზაცია
თუ სესხის აღება გსურთ: რას მიაქცევს ყურადღებას სესხის გაცემისას საფინანსო ორგანიზაცია

მიმ­დი­ნა­რე წლის 1-ლი იან­ვრი­დან სეს­ხის გამ­ცე­მი სუ­ბი­ექ­ტე­ბის­თვის პა­სუ­ხის­მგებ­ლი­ა­ნი დაკ­რე­დი­ტე­ბის სის­ტე­მა ამოქ­მედ­და.

კერ­ძოდ, ეროვ­ნუ­ლი ბან­კის დე­ბუ­ლე­ბის თა­ნახ­მად, სეს­ხის გამ­ცემ სუ­ბი­ექ­ტებს ფი­ზი­კუ­რი პი­რის გა­დახ­დი­სუ­უ­ნა­რო­ბის შეს­წავ­ლის გა­რე­შე სეს­ხის გა­ცე­მა ეკ­რძა­ლე­ბათ. სებ-ის მიერ დამ­ტკი­ცე­ბულ დე­ბუ­ლე­ბა­ში ისიც გან­მარ­ტე­ბუ­ლია თუ რას გუ­ლის­ხმობს გა­დახ­დი­სუ­უ­ნა­რო­ბის ანა­ლი­ზი.

კერ­ძოდ, რო­გორც დო­კუ­მენ­ტშია აღ­ნიშ­ნუ­ლი, გა­დახ­დი­სუ­უ­ნა­რო­ბის ანა­ლი­ზი მო­ი­ცავს: პი­რის შე­მო­სავ­ლე­ბის, ხარ­ჯე­ბი­სა და ჯა­მუ­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის დე­ტა­ლურ ანა­ლიზ­სა და სეს­ხის სა­ჭი­რო­ე­ბის შე­მოწ­მე­ბას; გო­ნივ­რუ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში მი­ღე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის სის­წო­რის გა­და­მოწ­მე­ბას; ბი­უ­რო­ში საკ­რე­დი­ტო ის­ტო­რი­ის გა­და­მოწ­მე­ბას; ყვე­ლა იმ და­მა­ტე­ბი­თი ფაქ­ტო­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბას, რო­მელ­მაც შე­იძ­ლე­ბა ნე­გა­ტი­უ­რი ზე­გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნოს ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბა­ზე; მო­პო­ვე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე დაყ­რდნო­ბით, მსეს­ხებ­ლის მიერ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფი­ნან­სუ­რი სირ­თუ­ლე­ე­ბის გა­რე­შე სეს­ხის მომ­სა­ხუ­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბის გან­სა­ზღვრას. ამას­თან, რო­გორც დე­ბუ­ლე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, სეს­ხის გამ­ცე­მი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ სეს­ხის გა­ცე­მის თა­ო­ბა­ზე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მხო­ლოდ იმ ფაქტს არ უნდა ეფუძ­ნე­ბო­დეს, რომ უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სა­შუ­ა­ლე­ბად გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი აქ­ტი­ვის ღი­რე­ბუ­ლე­ბა სეს­ხის მო­ცუ­ლო­ბას აღე­მა­ტე­ბა. შე­გახ­სე­ნებთ, რომ ამ დე­ბუ­ლე­ბით დგინ­დე­ბა ერ­თი­ა­ნი ჭერი იმა­ზე, თუ რა ხან­გრძლი­ვო­ბის შე­იძ­ლე­ბა იყოს ამა თუ იმ ტი­პის სეს­ხი. მა­გა­ლი­თად, იპო­თე­კუ­რი სეს­ხის მაქ­სი­მა­ლურ ვა­დად 15 წელი, სატ­რან­სპორ­ტო სეს­ხის ვა­დად 6 წელი, უძ­რა­ვი ქო­ნე­ბით უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი სა­მომ­ხმა­რებ­ლო სეს­ხის ვა­დად 10 წელი, ხოლო სხვა ნე­ბის­მი­ე­რი ტი­პის სეს­ხის მაქ­სი­მა­ლურ ვა­დად 4 წელი გა­ნი­სა­ზღვრა. ამას­თან, გა­ნი­სა­ზღვრა სეს­ხის მომ­სა­ხუ­რე­ბის კო­ე­ფი­ცი­ენ­ტე­ბიც. იხი­ლეთ ვრცლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

თუ სესხის აღება გსურთ: რას მიაქცევს ყურადღებას სესხის გაცემისას საფინანსო ორგანიზაცია

თუ სესხის აღება გსურთ: რას მიაქცევს ყურადღებას სესხის გაცემისას საფინანსო ორგანიზაცია

მიმდინარე წლის 1-ლი იანვრიდან სესხის გამცემი სუბიექტებისთვის პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემა ამოქმედდა.

კერძოდ, ეროვნული ბანკის დებულების თანახმად, სესხის გამცემ სუბიექტებს ფიზიკური პირის გადახდისუუნარობის შესწავლის გარეშე სესხის გაცემა ეკრძალებათ. სებ-ის მიერ დამტკიცებულ დებულებაში ისიც განმარტებულია თუ რას გულისხმობს გადახდისუუნარობის ანალიზი.

კერძოდ, როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, გადახდისუუნარობის ანალიზი მოიცავს: პირის შემოსავლების, ხარჯებისა და ჯამური ვალდებულებების დეტალურ ანალიზსა და სესხის საჭიროების შემოწმებას; გონივრულობის ფარგლებში მიღებული ინფორმაციის სისწორის გადამოწმებას; ბიუროში საკრედიტო ისტორიის გადამოწმებას; ყველა იმ დამატებითი ფაქტორის გათვალისწინებას, რომელმაც შეიძლება ნეგატიური ზეგავლენა მოახდინოს ვალდებულებების მომსახურებაზე; მოპოვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მსესხებლის მიერ მნიშვნელოვანი ფინანსური სირთულეების გარეშე სესხის მომსახურების შესაძლებლობის განსაზღვრას. ამასთან, როგორც დებულებაშია აღნიშნული, სესხის გამცემი ორგანიზაციის მიერ სესხის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილება მხოლოდ იმ ფაქტს არ უნდა ეფუძნებოდეს, რომ უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენებული აქტივის ღირებულება სესხის მოცულობას აღემატება. შეგახსენებთ, რომ ამ დებულებით დგინდება ერთიანი ჭერი იმაზე, თუ რა ხანგრძლივობის შეიძლება იყოს ამა თუ იმ ტიპის სესხი. მაგალითად, იპოთეკური სესხის მაქსიმალურ ვადად 15 წელი, სატრანსპორტო სესხის ვადად 6 წელი, უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხის ვადად 10 წელი, ხოლო სხვა ნებისმიერი ტიპის სესხის მაქსიმალურ ვადად 4 წელი განისაზღვრა. ამასთან, განისაზღვრა სესხის მომსახურების კოეფიციენტებიც. იხილეთ ვრცლად

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ