პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ვაჩუქოთ სიყვარული შობას
როგორ ვაჩუქოთ სიყვარული შობას

ინ­გლი­სუ­რად - I love You; გერ­მა­ნუ­ლად - Ich liebe Dich; ფრან­გუ­ლად - Je t’aime; იტა­ლი­უ­რად - Ti amo; ეს­პა­ნუ­რად - Te amo; ჩი­ნუ­რად - 我爱你 (Wo ai ni); ია­პო­ნუ­რად -愛してる (Aishiteru); ქარ­თუ­ლად - მე შენ მიყ­ვარ­ხარ...

თუმ­ცა ეს ყვე­ლა­ფე­რი არაა, რად­გან სა­ქარ­თვე­ლო­ში ეს სამი სი­ტყვა ხში­რად პო­ე­ზი­ით გად­მო­ი­ცე­მა და ეს პო­ე­ზია წლი­დან წლამ­დე, სა­უ­კუ­ნი­დან სა­უ­კუ­ნემ­დე გა­და­ე­ცე­მა თა­ო­ბებს, უფრო სა­ინ­ტე­რე­სო და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ხდე­ბა. მას­ში აი­სა­ხე­ბა ცხოვ­რე­ბის, სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის მთა­ვა­რი შტრი­ხე­ბიც. მრა­ვალ­სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი ის­ტო­რი­ის მი­უ­ხე­და­ვად, უძ­ვე­ლე­სი სა­სიყ­ვა­რუ­ლო ლექ­სე­ბი დღე­საც არ კარ­გა­ვენ აქ­ტუ­ა­ლო­ბას. მი­ზე­ზი კი მარ­ტი­ვია - სიყ­ვა­რუ­ლი პო­ე­ზი­ით სა­უ­კე­თე­სოდ გად­მო­ი­ცე­მა. სიყ­ვა­რუ­ლი სწო­რედ ის თე­მაა, რო­მე­ლიც არა­ერ­თი პო­ე­ტის მუზა გამ­ხდა­რა და შე­იქ­მნა მრა­ვა­ლი ვრცე­ლი და მოკ­ლე პო­ე­ტუ­რი შე­დევ­რი, რომ­ლე­ბიც დღე­საც ისე­ვე იზი­დავს მკი­თხველს და იპყრობს მის გულს, რო­გორც მა­შინ, როცა ის იქ­მნე­ბო­და. სიყ­ვა­რუ­ლი ეს ის გა­მო­ნაკ­ლი­სი თე­მაა ავ­ტო­რე­ბის­თვის, რო­მელ­მაც აქ­ტუ­ა­ლო­ბა დღე­საც არ და­კარ­გა და ისე­ვე აქ­ტი­უ­რად იწე­რე­ბა ლექ­სე­ბი სიყ­ვა­რულ­ზე, რო­გორც სა­უ­კუ­ნე­ე­ბის წინ.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ძნე­ლად თუ მო­ი­ძებ­ნე­ბა ოჯა­ხი, რო­მელ­შიც სა­სიყ­ვა­რუ­ლო პო­ე­ზი­ის ერთი წიგ­ნი მა­ინც არ იყოს. თუმ­ცა გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L-მა“ მკი­თხველს ამ კუ­თხით გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სა­ჩუ­ქა­რი ჯერ კი­დევ წლე­ბის წინ გა­უ­კე­თა და გა­მოს­ცა სა­სიყ­ვა­რუ­ლო ლექ­სე­ბის კრე­ბუ­ლი „მიყ­ვარ­ხარ“. წიგ­ნი მო­ი­ცავ­და ქარ­თვე­ლი პო­ე­ტე­ბის ყვე­ლა გა­მორ­ჩე­ულ ლექსს სიყ­ვა­რულ­ზე. წლე­ბის შემ­დეგ წიგ­ნი გა­ნახ­ლდა. ამ­ჯე­რად კი, 8 წლის შემ­დეგ, უკვე მე­სა­მედ გა­ნახ­ლე­ბუ­ლი და შევ­სე­ბუ­ლი კრე­ბუ­ლი გა­მო­ი­ცე­მა. წიგ­ნი მა­ღა­ზი­ის თა­რო­ებ­ზე 7 იან­ვარს გა­მოჩ­ნდე­ბა და ის სა­უ­კე­თე­სო სა­შო­ბაო სა­ჩუ­ქა­რი იქ­ნე­ბა ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნის­თვის. გა­მომ­ცემ­ლო­ბამ ამ წიგ­ნის სა­ხით სა­ჩუ­ქა­რი გა­უ­კე­თა მკი­თხველს და სიყ­ვა­რუ­ლით სავ­სე დღე­სას­წა­ულ­ზე სწო­რედ წიგ­ნი სიყ­ვა­რულ­ზე შეს­თა­ვა­ზა.

რო­გორც წიგ­ნის რე­დაქ­ტო­რი მა­ნა­ნა ჯა­ნე­ლი­ძე გან­მარ­ტავს, კრე­ბუ­ლი „მიყ­ვარ­ხარ“ კი­დევ ერთხელ გვაგ­რძნო­ბი­ნებს სი­ცო­ცხლის სიტ­კბო­ე­ბა­სა და მშვე­ნი­ე­რე­ბას.

„უკვე ათას­წლე­უ­ლე­ბია, კაც­თა მოდ­გმა სიყ­ვა­რუ­ლის ამო­ცა­ნის ამოხ­სნას ცდი­ლობს. მას უმ­ღე­რი­ან, უწე­რენ ლექ­სებს, პო­ე­მებს, უძღვნი­ან ფი­ლო­სო­ფი­ურ ნაშ­რო­მებს, ცდი­ლო­ბენ ამოხ­სნან ფერ­წე­რით თუ მუ­სი­კა­ლუ­რი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბით, მაგ­რამ დღემ­დე ვე­რა­ვინ შეძ­ლო უსას­რუ­ლო­ბა­ში გან­ფე­ნი­ლი ყოვ­ლის­მომ­ცვე­ლი, ცხოვ­რე­ბის აზ­რის და სი­ცო­ცხლის მუხ­ტის მომ­ცე­მი ენერ­გი­ი­სა და ძა­ლის აღ­წე­რა. ეს წიგ­ნიც არის მა­გა­ლი­თი იმი­სა, თუ რო­გორ გა­მო­ხა­ტა ქარ­თველ­მა კაც­მა სიყ­ვა­რუ­ლის სა­დი­დე­ბე­ლი ქარ­თულ პო­ე­ტურ სი­ტყვა­ში ხალ­ხუ­რი პო­ე­ზი­ი­დან თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბამ­დე. „ნე­ტარ მას ამა სო­ფელ­სა, ვინც იგ­რძნო სიყ­ვა­რუ­ლი“ - ამ­ბობ­და გრი­გოლ ორ­ბე­ლი­ა­ნი. სიყ­ვა­რუ­ლის წიგ­ნი კი კი­დევ ერთხელ გვაგ­რძნო­ბი­ნებს სი­ცო­ცხლის სიტ­კბო­ე­ბას. ეს არის წიგ­ნის ახა­ლი, შევ­სე­ბუ­ლი გა­მო­ცე­მა. კრე­ბულს და­ე­მა­ტა ის ავ­ტო­რე­ბი, რომ­ლებ­მაც ბოლო წლებ­ში მი­აღ­წი­ეს ლი­ტე­რა­ტუ­რულ წარ­მა­ტე­ბას. ახა­ლი სა­ხე­ლე­ბი­თაა გამ­დიდ­რე­ბუ­ლი ჩვე­ნი გა­მო­ცე­მა. ესე­ნია: კატო ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი, ქე­თე­ვან შენ­გე­ლია, პა­ა­ტა შა­მუ­გია, სა­ლო­მე ბე­ნი­ძე, დი­ა­ნა ან­ფი­მი­ა­დი, გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე.

წინა თა­ო­ბის ავ­ტო­რე­ბი­და­ნაც და­ე­მა­ტა რამ­დე­ნი­მე. ზო­გი­ერ­თმა ავ­ტორ­მა კი თა­ვად შეც­ვა­ლა ლექ­სი და ახა­ლი ლექ­სი შე­მა­ტა ჩვენს კრე­ბულს,“ - გან­მარ­ტავს მა­ნა­ნა ჯა­ნე­ლი­ძე.

წიგ­ნი 7 იან­ვარს გა­მო­ვა და გა­ზეთ „კვი­რის პა­ლიტ­რას­თან“ ერ­თად სპე­ცი­ა­ლურ ფა­სად, 8.5 ლა­რად, გა­ზეთ­თან ერ­თად კი 10 ლა­რად გა­ი­ყი­დე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

როგორ ვაჩუქოთ სიყვარული შობას

როგორ ვაჩუქოთ სიყვარული შობას

ინგლისურად - I love You; გერმანულად - Ich liebe Dich; ფრანგულად - Je t’aime; იტალიურად - Ti amo; ესპანურად - Te amo; ჩინურად - 我爱你 (Wo ai ni); იაპონურად -愛してる (Aishiteru); ქართულად - მე შენ მიყვარხარ...

თუმცა ეს ყველაფერი არაა, რადგან საქართველოში ეს სამი სიტყვა ხშირად პოეზიით გადმოიცემა და ეს პოეზია წლიდან წლამდე, საუკუნიდან საუკუნემდე გადაეცემა თაობებს, უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი ხდება. მასში აისახება ცხოვრების, საზოგადოების განვითარების მთავარი შტრიხებიც. მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მიუხედავად, უძველესი სასიყვარულო ლექსები დღესაც არ კარგავენ აქტუალობას. მიზეზი კი მარტივია - სიყვარული პოეზიით საუკეთესოდ გადმოიცემა. სიყვარული სწორედ ის თემაა, რომელიც არაერთი პოეტის მუზა გამხდარა და შეიქმნა მრავალი ვრცელი და მოკლე პოეტური შედევრი, რომლებიც დღესაც ისევე იზიდავს მკითხველს და იპყრობს მის გულს, როგორც მაშინ, როცა ის იქმნებოდა. სიყვარული ეს ის გამონაკლისი თემაა ავტორებისთვის, რომელმაც აქტუალობა დღესაც არ დაკარგა და ისევე აქტიურად იწერება ლექსები სიყვარულზე, როგორც საუკუნეების წინ.

საქართველოში ძნელად თუ მოიძებნება ოჯახი, რომელშიც სასიყვარულო პოეზიის ერთი წიგნი მაინც არ იყოს. თუმცა გამომცემლობა „პალიტრა L-მა“ მკითხველს ამ კუთხით განსაკუთრებული საჩუქარი ჯერ კიდევ წლების წინ გაუკეთა და გამოსცა სასიყვარულო ლექსების კრებული „მიყვარხარ“. წიგნი მოიცავდა ქართველი პოეტების ყველა გამორჩეულ ლექსს სიყვარულზე. წლების შემდეგ წიგნი განახლდა. ამჯერად კი, 8 წლის შემდეგ, უკვე მესამედ განახლებული და შევსებული კრებული გამოიცემა. წიგნი მაღაზიის თაროებზე 7 იანვარს გამოჩნდება და ის საუკეთესო საშობაო საჩუქარი იქნება ნებისმიერი ადამიანისთვის. გამომცემლობამ ამ წიგნის სახით საჩუქარი გაუკეთა მკითხველს და სიყვარულით სავსე დღესასწაულზე სწორედ წიგნი სიყვარულზე შესთავაზა.

როგორც წიგნის რედაქტორი მანანა ჯანელიძე განმარტავს, კრებული „მიყვარხარ“ კიდევ ერთხელ გვაგრძნობინებს სიცოცხლის სიტკბოებასა და მშვენიერებას.

„უკვე ათასწლეულებია, კაცთა მოდგმა სიყვარულის ამოცანის ამოხსნას ცდილობს. მას უმღერიან, უწერენ ლექსებს, პოემებს, უძღვნიან ფილოსოფიურ ნაშრომებს, ცდილობენ ამოხსნან ფერწერით თუ მუსიკალური ნაწარმოებებით, მაგრამ დღემდე ვერავინ შეძლო უსასრულობაში განფენილი ყოვლისმომცველი, ცხოვრების აზრის და სიცოცხლის მუხტის მომცემი ენერგიისა და ძალის აღწერა. ეს წიგნიც არის მაგალითი იმისა, თუ როგორ გამოხატა ქართველმა კაცმა სიყვარულის სადიდებელი ქართულ პოეტურ სიტყვაში ხალხური პოეზიიდან თანამედროვეობამდე. „ნეტარ მას ამა სოფელსა, ვინც იგრძნო სიყვარული“ - ამბობდა გრიგოლ ორბელიანი. სიყვარულის წიგნი კი კიდევ ერთხელ გვაგრძნობინებს სიცოცხლის სიტკბოებას. ეს არის წიგნის ახალი, შევსებული გამოცემა. კრებულს დაემატა ის ავტორები, რომლებმაც ბოლო წლებში მიაღწიეს ლიტერატურულ წარმატებას. ახალი სახელებითაა გამდიდრებული ჩვენი გამოცემა. ესენია: კატო ჯავახიშვილი, ქეთევან შენგელია, პაატა შამუგია, სალომე ბენიძე, დიანა ანფიმიადი, გიორგი კეკელიძე.

წინა თაობის ავტორებიდანაც დაემატა რამდენიმე. ზოგიერთმა ავტორმა კი თავად შეცვალა ლექსი და ახალი ლექსი შემატა ჩვენს კრებულს,“ - განმარტავს მანანა ჯანელიძე.

წიგნი 7 იანვარს გამოვა და გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად სპეციალურ ფასად, 8.5 ლარად, გაზეთთან ერთად კი 10 ლარად გაიყიდება.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს