პოლიტიკა
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სპორტი
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლევან მურუსიძე განცხადებას ავრცელებს
ლევან მურუსიძე განცხადებას ავრცელებს

სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე ლე­ვან მუ­რუ­სი­ძე გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს. ლე­ვან მუ­რუ­სი­ძე მის მი­მართ შექ­მნილ ნე­გა­ტი­ურ გან­წყო­ბას ცი­ლისმწა­მებ­ლურ კამ­პა­ნი­ას უკავ­ში­რებს და აცხა­დებს, რომ მზად არის გა­დად­გო­მის სა­კი­თხი გა­ნი­ხი­ლოს, თუკი მის წი­ნა­აღ­მდეგ ბრალ­დე­ბე­ბის და­სა­ბუ­თე­ბა მოხ­დე­ბა. მუ­რუ­სი­ძის თქმით, ითხოვს დის­კუ­სი­ას არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტორ­თან, დარ­გობ­რივ ექ­სპერ­ტებ­თან, იუ­რის­ტებ­თან და პარ­ლა­მენ­ტის ფრაქ­ცი­ებ­თან. ასე­ვე მზა­დაა შეხ­ვდეს ჟურ­ნა­ლის­ტებს და ნე­ბის­მი­ერ კი­თხვას უპა­სუ­ხოს.

გან­ცხა­დე­ბას უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"უკვე მე­რამ­დე­ნე წე­ლია ჩემს მი­მართ ხორ­ცი­ელ­დე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი და მძლავ­რად ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ცი­ლისმწა­მებ­ლუ­რი კამ­პა­ნია, რო­მელ­მაც კულ­მი­ნა­ცი­ას თბი­ლი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლედ ჩემი უვა­დოდ განმწე­სე­ბის დღე­ებ­ში მი­აღ­წია. ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩემი დის­კრე­დი­ტა­ცია ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და საბ­ჭო­თა პრო­პა­გან­დის სა­უ­კე­თე­სო ტრა­დი­ცი­ე­ბის მი­ხედ­ვით და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ტე­რო­რის ყვე­ლა ხერ­ხის გა­მო­ყე­ნე­ბით. ჩემს მი­მართ პირ­და­პირ და უა­პე­ლა­ცი­ოდ გა­მო­ცხად­და ვერ­დიქ­ტი და არ­ცერთ ეტაპ­ზე არც კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი ოპო­ნი­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მო­მე­ცა, რათა სა­კად­რი­სი პა­სუ­ხი გა­მე­ცა ცი­ლისმწა­მებ­ლე­ბი­სათ­ვის და არც ფაქ­ტე­ბის წარ­მოდ­გე­ნა­ზე იზ­რუ­ნა ვინ­მემ. ჩემ­თვის აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­სა­გე­ბია, რომ ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ გან­სა­კუთ­რე­ბით აგ­რე­სი­უ­ლად, მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად და ცი­ლისმწა­მებ­ლუ­რად გა­ი­ლაშ­ქრა იმ პო­ლი­ტი­კურ­მა პარ­ტი­ამ („ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ“), ვინც პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლია სპე­ცი­ა­ლუ­რად გირ­გვლი­ა­ნის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით და ასე­ვე ზო­გა­დად კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ცვლი­ლე­ბებ­ზე, რომ­ლის პი­რო­ბებ­შიც მო­მი­წია ზე­მო­აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა და რო­მელ­მაც ფაქ­ტობ­რი­ვად სა­კა­ნონ­მდებ­ლო მარ­წუ­ხებ­ში მო­აქ­ცია სა­სა­მარ­თლო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, ვი­ნა­ი­დან ამით ისი­ნი შე­ე­ცად­ნენ სა­კუ­თა­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის ჩემ­ზე გად­მო­კის­რე­ბას.

ფაქ­ტია, რომ ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ წარ­მო­ე­ბულ­მა ცი­ლისმწა­მებ­ლურ­მა კამ­პა­ნი­ამ შე­დე­გი გა­მო­ი­ღო და ნე­გა­ტი­ურ­მა გან­წყო­ბამ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ფარ­თო ფე­ნამ­დე მი­აღ­წია. მე ამ უსა­მარ­თლო დამ­ღით ცხოვ­რე­ბის გაგ­რძე­ლე­ბას არ ვა­პი­რებ. ამას­თან, არაფ­რად მი­ღირს მო­სა­მარ­თლის მან­ტია, თუ ბრალ­დე­ბას პა­სუ­ხი არ გა­ვე­ცი და წერ­ტი­ლი არ და­ვუს­ვი ამ ბინ­ძურ კამ­პა­ნი­ას. მე ასე­ვე ზედ­მი­წევ­ნით კარ­გად მეს­მის, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მიერ გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი ნუ­ლო­ვა­ნი ტო­ლე­რან­ტო­ბი­სა და რეპ­რე­სი­უ­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის პო­ლი­ტი­კის პი­რო­ბებ­ში მო­სა­მარ­თლედ მუ­შა­ო­ბა ნამ­დვი­ლად არ იყო მარ­ტი­ვი. ესეც მო­ცე­მუ­ლო­ბაა და არც ამ სი­მარ­თლის­თვის თვა­ლის გას­წო­რე­ბა მი­ჭირს. ამას­თან, საბ­ჭოს მდივ­ნად არ­ჩე­ვის შემ­დეგ, გა­მაჩ­ნდა რა მო­სა­მარ­თლე­თა კონ­ფე­რენ­ცი­ის უმ­რავ­ლე­სო­ბის ნდო­ბის მან­და­ტი, ღიად მო­ვუ­წო­დე მო­სა­მარ­თლე­თა კორ­პუსს გა­მოგ­ვე­ყე­ნე­ბი­ნა შან­სი და გვეზ­რუ­ნა სა­სა­მარ­თლოს ჭეშ­მა­რი­ტი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბი­სათ­ვის. სწო­რედ ეს გახ­და ჩემ­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო შტურ­მის მი­ზე­ზი. არა­და, სწო­რედ ჩემ­მა და ჩემი თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბის პრინ­ცი­პულ­მა პო­ზი­ცი­ამ გა­ნა­პი­რო­ბა ის რე­ა­ლუ­რი პროგ­რე­სი, რო­მელ­საც სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მამ მი­აღ­წია ამ წლებ­ში და რო­მელ­ზეც არა მხო­ლოდ მშრა­ლი სტა­ტის­ტი­კა, არა­მედ არა­ერ­თი ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო კვლე­ვა თუ ინ­დექ­სი მე­ტყვე­ლებს. მარ­ტო ის რად ღირს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა ეფექ­ტი­ა­ნო­ბის თვალ­საზ­რი­სით ევ­რო­პის 20 მო­წი­ნა­ვე ქვე­ყა­ნას შო­რის მე-18 ად­გილ­ზეა, ხოლო აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის მას­შტა­ბით-პირ­ველ­ზე. ესეც მო­ცე­მუ­ლო­ბაა და ოპო­ნენ­ტებს ამ მო­ცე­მუ­ლო­ბის­თვი­საც მო­უ­წევთ თვა­ლის გას­წო­რე­ბა.

სა­ზო­გა­დო­ე­ბას შე­ვახ­სე­ნებ, რომ რამ­დე­ნი­მე დღის წინ სა­ჯა­როდ მივ­მარ­თე არა­სამ­თავ­რო­ბო გა­ერ­თი­ა­ნე­ბებს, მო­ეხ­დი­ნათ ჩემი პერ­სო­ნა­ლუ­რი ბრა­ლე­უ­ლო­ბის ფორ­მუ­ლი­რე­ბა გირ­გვლი­ა­ნის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით და თუ ეს ბრალ­დე­ბა და­დას­ტურ­დე­ბო­და, გან­ვი­ხი­ლავ­დი ჩემი გა­დად­გო­მის სა­კითხს. თუმ­ცა ამა­ოდ - ისი­ნი ჯი­უ­ტად დუ­მან. დუ­მან იმი­ტომ, რომ არა­ნა­ი­რი ფაქ­ტი ამ საქ­მე­ზე ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ არ არ­სე­ბობს. მათი დუ­მი­ლის მი­უ­ხე­და­ვად, მე გა­ჩე­რე­ბას აღარ ვა­პი­რებ და ოფი­ცი­ა­ლუ­რად ვა­ცხა­დებ: მსურს საგ­ნობ­რი­ვი დის­კუ­სია გავ­მარ­თო არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტორ­თან, დარ­გობ­რივ ექ­სპერ­ტებ­თან და სწავ­ლულ იუ­რის­ტებ­თან. იმე­დია, ამ შეხ­ვედ­რის ორ­გა­ნი­ზე­ბა მე­სა­მე სექ­ტორს არ გა­უ­ჭირ­დე­ბა; ცალ­კე ფორ­მა­ტით, ერთხელ ან რამ­დენ­ჯერ­მე მსურს შევ­ხვდე კრი­ტი­კუ­ლი მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს და ვუ­პა­სუ­ხო მათ ნე­ბის­მი­ერ კი­თხვას; სურ­ვი­ლი მაქვს, აგ­რეთ­ვე, შევ­ხვდე სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის უკ­ლებ­ლივ ყვე­ლა ფრაქ­ცი­ას და პი­რა­დად გავ­მარ­თო მას­თან დის­კუ­სია.

იმედს გა­მოვ­თქვამ, უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში მო­ხერ­ხდე­ბა ამ შეხ­ვედ­რე­ბის და დის­კუ­სი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა და სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­ე­ცე­მა შე­საძ­ლებ­ლო­ბა რე­ა­ლურ ფაქ­ტებ­სა და რა­ცი­ო­ნა­ლურ არ­გუ­მენ­ტებ­ზე დაყ­რდნო­ბით გა­მო­ი­ტა­ნოს დას­კვნე­ბი, ანუ გა­ა­კე­თოს ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი არ­ჩე­ვა­ნი და არ დარ­ჩეს სხვის მიერ უხე­შად მო­დე­ლი­რე­ბუ­ლი რე­ა­ლო­ბი­სა და ხე­ლოვ­ნუ­რად შექ­მნი­ლი გან­წყო­ბე­ბის ამა­რა", - ნათ­ქვა­მია ლე­ვან მუ­რუ­სი­ძის გან­ცხა­დე­ბა­ში.

ავტორი:

ლევან მურუსიძე განცხადებას ავრცელებს

ლევან მურუსიძე განცხადებას ავრცელებს

სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ლევან მურუსიძე განცხადებას ავრცელებს. ლევან მურუსიძე მის მიმართ შექმნილ ნეგატიურ განწყობას ცილისმწამებლურ კამპანიას უკავშირებს და აცხადებს, რომ მზად არის გადადგომის საკითხი განიხილოს, თუკი მის წინააღმდეგ ბრალდებების დასაბუთება მოხდება. მურუსიძის თქმით, ითხოვს დისკუსიას არასამთავრობო სექტორთან, დარგობრივ ექსპერტებთან, იურისტებთან და პარლამენტის ფრაქციებთან. ასევე მზადაა შეხვდეს ჟურნალისტებს და ნებისმიერ კითხვას უპასუხოს.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"უკვე მერამდენე წელია ჩემს მიმართ ხორციელდება პოლიტიკურად მოტივირებული და მძლავრად ორგანიზებული ცილისმწამებლური კამპანია, რომელმაც კულმინაციას თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ ჩემი უვადოდ განმწესების დღეებში მიაღწია. ამ დროის განმავლობაში ჩემი დისკრედიტაცია ხორციელდებოდა საბჭოთა პროპაგანდის საუკეთესო ტრადიციების მიხედვით და ფსიქოლოგიური ტერორის ყველა ხერხის გამოყენებით. ჩემს მიმართ პირდაპირ და უაპელაციოდ გამოცხადდა ვერდიქტი და არცერთ ეტაპზე არც კვალიფიციური ოპონირების საშუალება მომეცა, რათა საკადრისი პასუხი გამეცა ცილისმწამებლებისათვის და არც ფაქტების წარმოდგენაზე იზრუნა ვინმემ. ჩემთვის აბსოლუტურად გასაგებია, რომ ჩემს წინააღმდეგ განსაკუთრებით აგრესიულად, მიზანმიმართულად და ცილისმწამებლურად გაილაშქრა იმ პოლიტიკურმა პარტიამ („ნაციონალურმა მოძრაობამ“), ვინც პასუხისმგებელია სპეციალურად გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით და ასევე ზოგადად კანონმდებლობაში განხორციელებულ ცვლილებებზე, რომლის პირობებშიც მომიწია ზემოაღნიშნულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღება და რომელმაც ფაქტობრივად საკანონმდებლო მარწუხებში მოაქცია სასამართლო ხელისუფლება, ვინაიდან ამით ისინი შეეცადნენ საკუთარი პასუხისმგებლობის ჩემზე გადმოკისრებას.

ფაქტია, რომ ჩემს წინააღმდეგ წარმოებულმა ცილისმწამებლურმა კამპანიამ შედეგი გამოიღო და ნეგატიურმა განწყობამ საზოგადოების ფართო ფენამდე მიაღწია. მე ამ უსამართლო დამღით ცხოვრების გაგრძელებას არ ვაპირებ. ამასთან, არაფრად მიღირს მოსამართლის მანტია, თუ ბრალდებას პასუხი არ გავეცი და წერტილი არ დავუსვი ამ ბინძურ კამპანიას. მე ასევე ზედმიწევნით კარგად მესმის, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მიერ გამოცხადებული ნულოვანი ტოლერანტობისა და რეპრესიული სისხლის სამართლის პოლიტიკის პირობებში მოსამართლედ მუშაობა ნამდვილად არ იყო მარტივი. ესეც მოცემულობაა და არც ამ სიმართლისთვის თვალის გასწორება მიჭირს. ამასთან, საბჭოს მდივნად არჩევის შემდეგ, გამაჩნდა რა მოსამართლეთა კონფერენციის უმრავლესობის ნდობის მანდატი, ღიად მოვუწოდე მოსამართლეთა კორპუსს გამოგვეყენებინა შანსი და გვეზრუნა სასამართლოს ჭეშმარიტი დამოუკიდებლობისათვის. სწორედ ეს გახდა ჩემზე განხორციელებული საინფორმაციო შტურმის მიზეზი. არადა, სწორედ ჩემმა და ჩემი თანამოაზრეების პრინციპულმა პოზიციამ განაპირობა ის რეალური პროგრესი, რომელსაც სასამართლო სისტემამ მიაღწია ამ წლებში და რომელზეც არა მხოლოდ მშრალი სტატისტიკა, არამედ არაერთი ავტორიტეტული საერთაშორისო კვლევა თუ ინდექსი მეტყველებს. მარტო ის რად ღირს, რომ საქართველოს სასამართლო სისტემა ეფექტიანობის თვალსაზრისით ევროპის 20 მოწინავე ქვეყანას შორის მე-18 ადგილზეა, ხოლო აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით-პირველზე. ესეც მოცემულობაა და ოპონენტებს ამ მოცემულობისთვისაც მოუწევთ თვალის გასწორება.

საზოგადოებას შევახსენებ, რომ რამდენიმე დღის წინ საჯაროდ მივმართე არასამთავრობო გაერთიანებებს, მოეხდინათ ჩემი პერსონალური ბრალეულობის ფორმულირება გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით და თუ ეს ბრალდება დადასტურდებოდა, განვიხილავდი ჩემი გადადგომის საკითხს. თუმცა ამაოდ - ისინი ჯიუტად დუმან. დუმან იმიტომ, რომ არანაირი ფაქტი ამ საქმეზე ჩემს წინააღმდეგ არ არსებობს. მათი დუმილის მიუხედავად, მე გაჩერებას აღარ ვაპირებ და ოფიციალურად ვაცხადებ: მსურს საგნობრივი დისკუსია გავმართო არასამთავრობო სექტორთან, დარგობრივ ექსპერტებთან და სწავლულ იურისტებთან. იმედია, ამ შეხვედრის ორგანიზება მესამე სექტორს არ გაუჭირდება; ცალკე ფორმატით, ერთხელ ან რამდენჯერმე მსურს შევხვდე კრიტიკული მედიის წარმომადგენლებს და ვუპასუხო მათ ნებისმიერ კითხვას; სურვილი მაქვს, აგრეთვე, შევხვდე საქართველოს პარლამენტის უკლებლივ ყველა ფრაქციას და პირადად გავმართო მასთან დისკუსია.

იმედს გამოვთქვამ, უახლოეს პერიოდში მოხერხდება ამ შეხვედრების და დისკუსიების ორგანიზება და საზოგადოებას მიეცემა შესაძლებლობა რეალურ ფაქტებსა და რაციონალურ არგუმენტებზე დაყრდნობით გამოიტანოს დასკვნები, ანუ გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი და არ დარჩეს სხვის მიერ უხეშად მოდელირებული რეალობისა და ხელოვნურად შექმნილი განწყობების ამარა", - ნათქვამია ლევან მურუსიძის განცხადებაში.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს