სამართალი
მსოფლიო
საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ვყიდით და ვყიდულობთ რუსეთში (+ინფოგრაფიკა)
რას ვყიდით და ვყიდულობთ რუსეთში (+ინფოგრაფიკა)

გა­წყვე­ტი­ლი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, რუ­სე­თი სა­ქარ­თვე­ლოს ერთ-ერთ მთა­ვარ სა­ვაჭ­რო პარტნი­ორ ქვეყ­ნად რჩე­ბა.

კერ­ძოდ, 2018 წლის იან­ვარ-ნო­ემ­ბრის მდგო­მა­რე­ო­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს 10 უმ­სხვი­ლეს სა­ვაჭ­რო პარტნი­ორ ქვე­ყა­ნას შო­რის რუ­სე­თი მე­ო­რე ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და, რო­მელ­თა­ნაც სა­ვაჭ­რო ბრუნ­ვის მო­ცუ­ლო­ბამ სა­ან­გა­რი­შო პე­რი­ოდ­ში 1 254.9 მლნ აშშ დო­ლა­რი შე­ად­გი­ნა.

„ბიზ­ნესპრეს­ნი­უ­სი“ გთა­ვა­ზობთ იმ ტოპ-5 პრო­დუქტს, რო­მელ­საც ყვე­ლა­ზე დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ვყი­დით რუ­სეთ­ში და ასე­ვე, რო­მე­ლიც იქი­დან შე­მოგ­ვაქვს. მიმ­დი­ნა­რე წლის 11 თვე­ში, სა­ქარ­თვე­ლო­დან რუ­სეთ­ში გა­ტა­ნი­ლი უმ­სხვი­ლე­სი სა­სა­ქონ­ლო ჯგუ­ფი იყო - ფე­რო­შე­ნად­ნო­ბე­ბი, რომ­ლის ექ­სპორ­ტმაც 120.1 მლნ დო­ლა­რი შე­ად­გი­ნა; მას მოს­დევს ყუ­რძნის ნა­ტუ­რა­ლუ­რი ღვი­ნო­ე­ბი - 105.1 მლნ დო­ლა­რით; მე-3 ად­გილ­ზე კი 45.2 მლნ დო­ლა­რით მი­ნე­რა­ლუ­რი და მტკნა­რი წყლე­ბია; ხოლო მე-4 და მე-5 პო­ზი­ცი­ებს სპირ­ტი­ა­ნი სას­მე­ლე­ბი და ცენ­ტრი­ფუ­გე­ბი იკა­ვე­ბენ, შე­სა­ბა­მი­სად, 19 მლნ და 13.5 მლნ დო­ლა­რით. რაც შე­ე­ხე­ბა რუ­სე­თი­დან იმ­პორ­ტს, უმ­სხვი­ლე­სი სა­იმ­პორ­ტო ჯგუ­ფი ნავ­თო­ბი და ნავ­თო­ბპ­რო­დუქ­ტე­ბი იყო.

კერ­ძოდ, იან­ვარ-ნო­ემ­ბერ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში რუ­სე­თი­დან 187.2 მლნ დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­დუქ­ტი შე­მო­ვი­და. მე-2 ად­გილ­ზეა - ხორ­ბა­ლი და მეს­ლი­ნი, რომ­ლის იმ­პორ­ტმაც 89.5 მლნ დო­ლა­რი შე­ად­გი­ნა; წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

ინ­ფოგ­რა­ფი­კა: სოფო მი­ნაშ­ვი­ლი

ავტორი:

რას ვყიდით და ვყიდულობთ რუსეთში (+ინფოგრაფიკა)

რას ვყიდით და ვყიდულობთ რუსეთში (+ინფოგრაფიკა)

გაწყვეტილი დიპლომატიური ურთიერთობის მიუხედავად, რუსეთი საქართველოს ერთ-ერთ მთავარ სავაჭრო პარტნიორ ქვეყნად რჩება.

კერძოდ, 2018 წლის იანვარ-ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს 10 უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორ ქვეყანას შორის რუსეთი მეორე ადგილზე იმყოფებოდა, რომელთანაც სავაჭრო ბრუნვის მოცულობამ საანგარიშო პერიოდში 1 254.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ იმ ტოპ-5 პროდუქტს, რომელსაც ყველაზე დიდი რაოდენობით ვყიდით რუსეთში და ასევე, რომელიც იქიდან შემოგვაქვს. მიმდინარე წლის 11 თვეში, საქართველოდან რუსეთში გატანილი უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფი იყო - ფეროშენადნობები, რომლის ექსპორტმაც 120.1 მლნ დოლარი შეადგინა; მას მოსდევს ყურძნის ნატურალური ღვინოები - 105.1 მლნ დოლარით; მე-3 ადგილზე კი 45.2 მლნ დოლარით მინერალური და მტკნარი წყლებია; ხოლო მე-4 და მე-5 პოზიციებს სპირტიანი სასმელები და ცენტრიფუგები იკავებენ, შესაბამისად, 19 მლნ და 13.5 მლნ დოლარით. რაც შეეხება რუსეთიდან იმპორტს, უმსხვილესი საიმპორტო ჯგუფი ნავთობი და ნავთობპროდუქტები იყო.

კერძოდ, იანვარ-ნოემბერში საქართველოში რუსეთიდან 187.2 მლნ დოლარის ღირებულების აღნიშნული პროდუქტი შემოვიდა. მე-2 ადგილზეა - ხორბალი და მესლინი, რომლის იმპორტმაც 89.5 მლნ დოლარი შეადგინა; წაიკითხეთ სრულად

ინფოგრაფიკა: სოფო მინაშვილი

"შეთანხმებას მივაღწიეთ" - კახა კალაძის კომენტარი იმის შესახებ, გაძვირდება თუ არა "მარშრუტკებით" მგზავრობა

ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა - ფინანსისტის შეფასება

"საპენსიო სააგენტოს" დირექტორი პოსტს ტოვებს -  "ვილოცებ საპენსიო რეფორმის წარმატებით გაგრძელებისთვის"