სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც თელავში სამი ახალგაზრდა დაჭრა და მიიმალა
შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც თელავში სამი ახალგაზრდა დაჭრა და მიიმალა

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ თე­ლავ­ში მომ­ხდა­რი დაჭ­რის ფაქ­ტი ცხელ კვალ­ზე გახ­სნა. რო­გორც უწყე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, და­ნა­შა­ულ­ში ბრალ­დე­ბუ­ლი 38 წლის მა­მა­კა­ცია და­კა­ვე­ბუ­ლი.

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს კა­ხე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თე­ლა­ვის რა­ი­ო­ნუ­ლი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ცხელ კვალ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, 1980 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ი.ა. ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს.

გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, რომ ი.ა.-მ მიმ­დი­ნა­რე წლის 19 დე­კემ­ბერს თე­ლავ­ში, აღ­მა­შე­ნებ­ლის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე ერთ-ერთი კომ­პა­ნი­ის შე­ნო­ბა­ში, წარ­სულ­ში არ­სე­ბუ­ლი პი­რა­დი კონ­ფლიქ­ტის გამო, შუ­რის­ძი­ე­ბის მო­ტი­ვით, "სა­ი­გას" სის­ტე­მის რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან გას­რო­ლით სხე­ულ­ზე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა 1993 წელს და­ბა­დე­ბულ ნ. გ.-ს, 1998 წელს და­ბა­დე­ბულ გ. გ.-ს და 1998 წელს და­ბა­დე­ბულ ლ. ბ.-ს., რის შემ­დე­გაც შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა.

პო­ლი­ცი­ამ და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ია­რა­ღი ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღო. გა­მო­ძი­ე­ბა ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბის ფაქ­ტზე, სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 117-ე მუხ­ლის 1-ლი ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს", - ნათ­ქვა­მია უწყე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

შე­გახ­სე­ნებთ, თე­ლავ­ში დაჭ­რის ფაქ­ტი გუ­შინ, გვი­ან ღა­მით მოხ­და. მომ­ხდარს წინ ახალ­გზარ­დებს შო­რის სი­ტყვი­ე­რი და ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა უძღო­და. დაჭ­რი­ლებს ცე­ცხლნას­რო­ლი ჭრი­ლო­ბე­ბი ფე­ხის არე­ში აქვთ მი­ყე­ნე­ბუ­ლი. და­შა­ვე­ბულ­თა­გან ორ ახალ­გაზ­რდას ქი­რურ­გი­უ­ლი ოპე­რა­ცია წუ­ხელ­ვე ჩა­უ­ტარ­და.

VIDEO: სრო­ლა და სის­ხლი­ა­ნი გარ­ჩე­ვა კა­ხეთ­ში - თე­ლავ­ში სამი ახალ­გაზ­რდა დაჭ­რეს

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც თელავში სამი ახალგაზრდა დაჭრა და მიიმალა

შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც თელავში სამი ახალგაზრდა დაჭრა და მიიმალა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თელავში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, დანაშაულში ბრალდებული 38 წლის მამაკაცია დაკავებული.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული ი.ა. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ი.ა.-მ მიმდინარე წლის 19 დეკემბერს თელავში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი კომპანიის შენობაში, წარსულში არსებული პირადი კონფლიქტის გამო, შურისძიების მოტივით, "საიგას" სისტემის რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულზე დაზიანებები მიაყენა 1993 წელს დაბადებულ ნ. გ.-ს, 1998 წელს დაბადებულ გ. გ.-ს და 1998 წელს დაბადებულ ლ. ბ.-ს., რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, თელავში დაჭრის ფაქტი გუშინ, გვიან ღამით მოხდა. მომხდარს წინ ახალგზარდებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება უძღოდა. დაჭრილებს ცეცხლნასროლი ჭრილობები ფეხის არეში აქვთ მიყენებული. დაშავებულთაგან ორ ახალგაზრდას ქირურგიული ოპერაცია წუხელვე ჩაუტარდა.

VIDEO: სროლა და სისხლიანი გარჩევა კახეთში - თელავში სამი ახალგაზრდა დაჭრეს

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ