ავტორი:

"ონავრების რუკა" მაგლებისთვის- როგორ ვმართოთ სამუშაო გრაფიკი მარტივად და ჯადოსნურად

"ონავრების რუკა" მაგლებისთვის- როგორ ვმართოთ სამუშაო გრაფიკი მარტივად და ჯადოსნურად

გიოცნებიათ, ოდესმე რაიმე მაგიური ძალა გქონოდათ? ერთი ხელის აქნევით გაგეღვიძებინათ თქვენი ყველაზე საოცნებო შეგრძნებები, ან გაგეჩინათ საგნები, რომლებსაც ისურვებდით? იქნებ დამხმარე ელფზე გიოცნებიათ, რომელიც თქვენი ყოველდღიური რუტინის დალაგებაში მიიღებდა მონაწილეობას? სამწუხაროდ, ჩვენთან მაგლების სამყაროში არც ისე მარტივია მართო საკუთარი სურვილები და შესაძლებლობებად აქციო ისინი. ჩვენ არ გვაქვს ჯადოსნური ჯოხი, რომლის ერთი აქნევითაც ყველა სასურველ პრობლემას მოვაგვარებდით. არც ჯადოსნური ელფები გვეხმარებიან ყოველდღიური რუტინის დალაგებაში.

ახლა დაფიქრდით ვინმეს თქვენთვის ერთი ჯადოსნური შელოცვის ფლობის უფლება რომ მოეცა, რომელს აირჩევდით?

მე, მაგალითად, ხშირად მიფიქრია, როცა ჩემთვის სამუშაო მაგიდასთან ვზივარ და უამრავი საქმე მაქვს. რა იქნებოდა ახლა მეთქვა Accio! და ყველაფერი თავის ადგილას დალაგებულიყო, ან უბრალოდ Riddikulus! და ეს ყველაფერი სახალისო საქმედ მექცია და არა დამღლელ სამუშაოდ. ალბათ, სწორედ ამიტომ ეშინოდა ბევრ მაგს ოფისში მუშაობის. არც ისე მარტივი ამბავია დაიმახსოვრო ყველა შეხვედრა და გაწერილი გეგმა, რასაც ყოველდღიური სამსახურეობრივი რუტინა გთავაზობს.

მართალია ეს მაგლების ხვედრია და არა მაგების. თუმცა რა იცი, იქნებ მაგლების სამყაროშიც არის შესაძლებელი ამ ყველაფრის გახალისება? იქნებ ამ სამყაროშიც მოიძებნება რაიმე საგანი, მაგლებისთვის განკუთვნილი „ონავრების რუკის“ მსგავსი, რომელიც პატარ-პატარა მინიშნებებით დაგეხმარება უფრო ხალისით და მეტი მოტივაციით შეასრულო შენი საქმე?

მაშ ასე, მაგლებო, Aparecium! სპეციალურად ჩვენთვის მაგების სამყაროდან გამოგზავნილი ბლოკნოტები უკვე ხელმისაწვდომია „ბიბლუსის“ ქსელში. ბლოკნოტი შექმნილია იმისთვის, რომ ყველა მაგლს დაეხმაროს, მარტივად მართოს თავისი დღის კალენდარი და ამასთან, ცოტა მეტი ჯადოსნობა და სიხალისე შეიტანოს მათ ცხოვრებაში. ბლოკნოტს თან მოყვება თემატური სტიკერები და „ონავრების რუკა“, რომელიც დაფარულის გამჟღავნებაში და სასურველი გზების მოძებნაში დაეხმარება მფლობელს.

ბლოკნოტი Moleskine-ს ლიმიტირებული გამოცემაა, ასე რომ, თუ გინდა შენც გქონდეს უნიკალური შანსი გახდე მაგების სამყაროს წევრი, ნამდვილად უნდა იჩქარო მისი შეძენა. ამისათვის „ბიბლუსის“ მაღაზიაში მისვლაც კი არ გჭირდება. ახლავე და აქვე საიტზე შეგიძლია ონლაინ შეუკვეთო და შენს მიერ არჩეულ ბლოკნოტს, მართალია ბუ ვერა, მაგრამ „ბიბლუსის“ კურიერი აუცილებლად მოგიტანს სასურველ ადგილას.

თუ შენ „პოტერჰედი“ არ ხარ და „ჰოგვორტსში“ სწავლაზე არასდროს გიოცნებია, იქნებ მაინც შეძლო შენი სასურველი საკოლექციო ბლოკნოტის აღმოჩენა „ბიბლუსში“. საიტზე და მაღაზიაში კიდევ ოთხი დიზაინის ბლოკნოტის დაგხვდება: ჯეიმს ბონდი, პოკემონი და ბარბი. ყველა მათგანს მოყვება თემატური სტიკერები. გარდა ამისა, ჯეიმს ბონდის ბლოკნოტში იმ ქვეყნების სიის ჩამოთვლსაც იპოვი, სადაც ბონდს მისიების შესრულების დროს უმოგზაურია, პოკემონის დღიურში სანიშნეებს, ხოლო ბარბის დღიურში კალამს აღმოაჩენ.

“ქართველები მსოფლიო ისტორიაში “ - წიგნი, რომელიც უცნობი ქართველების შესახებ შთამბეჭდავ ისტორიებს მოგვითხობს

"ბიბლია განმარტებებით " - მესამე ტომი უკვე ხელმისაწვდომია

"ბრიმ თბილისში" ჰარვარდის სამედიცინო გზამკვლევის წარდგენა გაიმართა