საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბლოკავს თუ არა საქართველო აშშ-ს ელჩის კანდიდატურას - საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარი
ბლოკავს თუ არა საქართველო აშშ-ს ელჩის კანდიდატურას - საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარი

ეს ყვე­ლა­ფე­რი სი­მარ­თლეს­თან ახ­ლოს ნამ­დვი­ლად არ არის, - ასე ეხ­მა­უ­რე­ბა სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ხა­თუ­ნა თოთ­ლა­ძე გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას იმის შე­სა­ხებ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ელ­ჩის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ბრი­ჯიტ ბრინკსის კან­დი­და­ტუ­რას ბლო­კავს.

„ნამ­დვი­ლად არ არის ეს ყვე­ლა­ფე­რი სი­მარ­თლეს­თან ახ­ლოს. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­მარ­ტე­ბე­ბი პო­ლი­ტი­კო­სებ­მა უკვე გა­ა­კე­თეს. ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ზე ვსა­უბ­რობთ, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რია, ამი­ტომ ვფიქ­რობ, რომ მსგავ­სი ხა­სი­ა­თის გან­ცხა­დე­ბე­ბის გა­მე­ო­რე­ბა და­მა­ზი­ა­ნე­ბე­ლია, მათ შო­რის მე­დი­ის მხრი­დან", - გა­ნა­ცხა­და თოთ­ლა­ძემ.

Foreign Policy-ის ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი წყა­რო­ებ­ზე დაყ­რდნო­ბით წე­რენ, რომ ამე­რი­კუ­ლი მხა­რე სა­ქარ­თვე­ლო­ში აშშ-ს ელ­ჩის პო­ზი­ცი­ა­ზე ბრი­ჯიტ ბრინკსს გა­ნი­ხი­ლავ­და, თუმ­ცა რამ­დე­ნი­მე პირი სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა­ში მას ქვეყ­ნის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხელ სა­ა­კაშ­ვი­ლის მი­მართ კე­თილ­გან­წყო­ბილ ფი­გუ­რად მი­იჩ­ნევ­და. FP წერს, რომ მისი წყა­რო­ე­ბი რო­გორც მოქ­მე­დი, ასე­ვე ყო­ფი­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი არი­ან ვა­შინგტონ­ში.

ავტორი:

ბლოკავს თუ არა საქართველო აშშ-ს ელჩის კანდიდატურას - საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარი

ბლოკავს თუ არა საქართველო აშშ-ს ელჩის კანდიდატურას - საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარი

ეს ყველაფერი სიმართლესთან ახლოს ნამდვილად არ არის, - ასე ეხმაურება საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საქართველოს ხელისუფლება ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის თანამდებობაზე ბრიჯიტ ბრინკსის კანდიდატურას ბლოკავს.

„ნამდვილად არ არის ეს ყველაფერი სიმართლესთან ახლოს. ამასთან დაკავშირებით განმარტებები პოლიტიკოსებმა უკვე გააკეთეს. ამერიკის შეერთებულ შტატებზე ვსაუბრობთ, რომელიც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, ამიტომ ვფიქრობ, რომ მსგავსი ხასიათის განცხადებების გამეორება დამაზიანებელია, მათ შორის მედიის მხრიდან", - განაცხადა თოთლაძემ.

Foreign Policy-ის ჟურნალისტები წყაროებზე დაყრდნობით წერენ, რომ ამერიკული მხარე საქართველოში აშშ-ს ელჩის პოზიციაზე ბრიჯიტ ბრინკსს განიხილავდა, თუმცა რამდენიმე პირი საქართველოს მთავრობაში მას ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, მიხელ სააკაშვილის მიმართ კეთილგანწყობილ ფიგურად მიიჩნევდა. FP წერს, რომ მისი წყაროები როგორც მოქმედი, ასევე ყოფილი ოფიციალური პირები არიან ვაშინგტონში.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები