ავტორი:

სილამაზის კონკურსში გამარჯვებულმა 15 წლის ბიჭს შიშველი ფოტოები გაუგზავნა, "მის კენტუკი" დააკავეს

სილამაზის კონკურსში გამარჯვებულმა 15 წლის ბიჭს შიშველი ფოტოები გაუგზავნა, "მის კენტუკი" დააკავეს

სკოლის მასწავლებელი, ყოფილი „მის კენტუკი“ 15 წლის ბიჭისთვის საკუთარი შიშველი ფოტოების გაგზავნის გამო დაიჭირეს, ინფორმაციას CNN ავრცელებს.

28 წლის რემსი ბიერსი დასავლეთ ვირჯინიაში, ჩარლსტონის საშუალო სკოლაში ასწავლის. მან შიშველი ფოტოები ყოფილ მოსწავლეს გაუგზავნა. სურათები ბიჭის ტელეფონში მისმა მშობლებმა იპოვეს და პოლიცია გამოიძახეს. მათი თქმით, ბიჭი სკოლაში, სადაც ბიერსი ასწავლის, მეექვსედან მერვე კლასის ჩათვლით სწავლობდა.

პოლიციასთან რემსიმ დაადასტურა, რომ „სნეფჩეთით“ ყოფილ მოსწავლეს ოქტომბერში სულ მცირე 4 ფოტო გაუგზავნა, სადაც წელს ზემოთ შიშველია.

მასწავლებელს მუშაობის უფლება შეუჩერეს და 10 000 დოლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.

ბიერსმა სილამაზის კონკურსი „მის კენტუკი“ 2014 წელს მოიგო.