პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

5

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 10:42-ზე, მთვარე კირჩხიბშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადაადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. ამ დღის რთული ორგანო კუჭია. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას.
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
არ ვამბობ, რომ "ბულკია", მაგრამ ამ შემთხვევაში უდანაშაულოა -  მინდია გოგოჭურის მამა ვაჟის კრიმინალურ წარსულსა და ბოლო დაკავებაზე
არ ვამბობ, რომ "ბულკია", მაგრამ ამ შემთხვევაში უდანაშაულოა -  მინდია გოგოჭურის მამა ვაჟის კრიმინალურ წარსულსა და ბოლო დაკავებაზე

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის სი­ძის, მინ­დია გო­გო­ჭუ­რის მა­მის, მა­მუ­კა გო­გო­ჭუ­რის გან­ცხა­დე­ბით, ბი­ნა­ში, სა­დაც მისი შვი­ლი მე­გო­ბარ­თან ერ­თად პო­ლი­ცი­ამ აიყ­ვა­ნა, არც ია­რა­ღია აღ­მო­ჩე­ნი­ლი და არც სხვა რამ უკა­ნო­ნო ნივ­თი.

რო­გორც გა­ზეთ „კვი­რის პა­ლიტ­რას­თან“ სა­უბ­რი­სას მა­მუ­კა გო­გო­ჭუ­რი ამ­ბობს, მისი შვი­ლი „ბულ­კი“ არ არის, თუმ­ცა, ამ შემ­თხვე­ვა­ში უდა­ნა­შა­უ­ლოა.

„იმ ბი­ნა­ში, არც ია­რა­ღი ყო­ფი­ლა­ და არც სხვა უკა­ნო­ნო ნივ­თი. 6 სა­ათ­ზე­ მეტ­ხანს ჩხრეკ­დნენ და არა­ფე­რი უპო­ვი­ათ. ამ­ბო­ბენ, კორ­პუ­სის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ვი­პო­ვეთ ია­რა­ღიო, მაგ­რამ ეს სუ­ლაც არ ნიშ­ნავს, რომ მათი ია­რა­ღე­ბია. მინ­დი­ა­ზე ზე­წო­ლა სულ იყო, წა­რა­მა­რა გად­მოჰ­ყავ­დათ მან­ქა­ნი­დან და ჩხრეკ­დნენ. რამ­დე­ნი­მე­ჯერ მის მე­გობ­რებს ჩა­უ­დეს წა­მა­ლი­, მაგ­რამ ისი­ნი გა­მარ­თლდნენ, და­დას­ტურ­და, რომ ახალ­გაზ­რდებს ნარ­კო­ტიკს უდებ­დნენ. ამის გამო საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბიც გა­ი­მარ­თა დე­ვი­ზით: "არა ჩა­დე­ბას". ასეთ პი­რებს აკ­ვირ­დე­ბი­ან და ისი­ნი პო­ლი­ცი­ის­თვის არა­სა­სურ­ვე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ხდე­ბი­ან”, - აცხა­დებს გო­გო­ჭუ­რი.

რო­გორც გო­გო­ჭუ­რი ამ­ბობს, მას არ ჰქონ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ პირი, რო­მე­ლიც მის შვილ­თან ერ­თად და­ა­კა­ვეს, ძებ­ნი­ლი იყო.

„ეს ბიჭი 2 თვის წინ გა­ვი­ცა­ნი. ახლა გა­ვი­გე, რომ ძებ­ნი­ლი ყო­ფი­ლა­, არა­და, ჩვე­უ­ლებრ­ივ და­დი­ო­და ქუ­ჩა­ში. როცა კაცი ძებ­ნი­ლია, არ და­ი­მა­ლება? თუ იძებ­ნე­ბა,­ ტე­ლე­ვი­ზორ­ში ან ქუ­ჩა­ში ხომ უნდა ყო­ფი­ლი­ყო მისი ფო­ტო­ე­ბი, ან ინ­ფორ­მა­ცია, რომ თა­ვი­სუფ­ლად გა­და­ად­გი­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა არ ჰქო­ნო­და“, - აცხა­დებს მა­მუ­კა გო­გო­ჭუ­რი.

მი­სი­ვე თქმით, მინ­დია გო­გო­ჭუ­რი სამ­ჯერ არის ნა­სა­მარ­თლე­ვი, თუმ­ცა, ეს ნა­სა­მარ­თლე­ო­ბე­ბი გა­ქარ­წყლე­ბუ­ლი აქვს. რაც შე­ე­ხე­ბა ტარ­ყაშ­ვი­ლის დე­დის, თა­მი­ლა კოჭ­ლა­მა­ზაშ­ვი­ლის ბრალ­დე­ბებს, რო­მე­ლიც მისი შვი­ლის მკვლე­ლო­ბის მო­ნა­წი­ლედ მინ­დია გო­გო­ჭურ­საც ასა­ხე­ლებს, მა­მუ­კა გო­გო­ჭუ­რის თქმით, ეს ბრალ­დე­ბე­ბი აბ­სურ­დია.

„აბ­სურ­დია. ჩემს შვილს იმ საქ­მეს­თან­ არა­ნა­ი­რი შე­ხე­ბა არ ჰქო­ნია. იმ დღეს, როცა და­ნა­შა­უ­ლი მოხ­და, მინ­დია თა­ნაკ­ლა­სელ­თან ერ­თად კაფე "ორ ლუ­ლა­ში" იყო. მინ­დია მოკ­ლუ­ლი სან­დრო გოგ­ბე­რაშ­ვი­ლის მე­გო­ბა­რი იყო. სან­დროს მკვლე­ლო­ბის დროს ესე­ნი ბავ­შვე­ბი იყ­ვნენ. რა თქმა უნდა, აგ­რე­სია ჰქონ­დათ სან­დროს მკვლე­ლო­ბის გამო, სა­მა­გი­ე­როს გა­დახ­დის სურ­ვი­ლიც, თუმ­ცა გა­მო­ძი­ე­ბამ კარ­გად იცის, რა და რო­გორ მოხ­და. რაც შე­ე­ხე­ბა ფირს, იქ მინ­დია არ ჩანს. ტარ­ყაშ­ვი­ლის დედა ძა­ლი­ან მე­ცო­დე­ბა, ღმერ­თმა შე­უნ­დოს, რა­საც ამ­ბობს, მაგ­რამ არ შე­იძ­ლე­ბა ასე ადა­მი­ანს ცილი დას­წა­მო. ფირ­ში ჩანს თავ­გა­და­პარ­სუ­ლი ადა­მი­ა­ნის სი­ლუ­ე­ტი, რო­მე­ლიც გარ­ბის, კარ­გად იცი­ან, ვინ არის ის სი­ნამ­დვი­ლე­ში. ბი­ჭე­ბი კა­ფე­დან ერ­თად გა­მო­ვიდ­ნენ, ნა­ხეს, რომ რუს­თა­ვე­ლი გა­და­კე­ტი­ლი იყო, ამი­ტომ ტა­ქსით წა­მო­ვიდ­ნენ და მა­შინ გა­ი­გეს, რომ ვი­ღაც მოკ­ლეს, მივი­დნენ და ნა­ხეს მოკ­ლუ­ლი. მინ­დი­ას ნა­სა­მარ­თლო­ბა გა­ქარ­წყლე­ბუ­ლი აქვს. სა­მი­ვე­ჯერ მა­რი­ხუ­ა­ნას გამო და­ა­კა­ვეს. ჯერ ჯა­რი­მა გა­და­ახ­დე­ვი­ნეს, მერე პი­რო­ბი­თი ჰქონ­და, შემ­დეგ და­ი­ჭი­რეს­ ისევ მა­რი­ხუ­ა­ნა­ზე და გა­უ­ცო­ცხლეს ის პი­რო­ბი­თი­ სას­ჯე­ლიც“, - აცხა­დებს გო­გო­ჭუ­რი.

მა­მუ­კა გო­გო­ჭუ­რის თქმით, მისი შვი­ლი საფრ­თხეს გრძნობ­და, ამი­ტომ თავ­დაც­ვის მიზ­ნით ჯავ­შან­ჟი­ლე­ტი ჰქონ­და.

„მინ­დია რამ­დენ­ჯერ­მე დაჭ­რეს. ერთ­ხელ დაჭ­რეს, ეს საქ­მე­ არ გა­იხ­სნა, ამ ზა­ფხულს მე­ო­რე­დაც დაჭ­რეს მი­ხე­ილ თა­თა­რა­შვილ­თან ერ­თად, ოთხი ტყვია ჰქონ­და მოხ­ვედ­რი­ლი და ძლივს­ გა­დარ­ჩა, მაგ­რამ ვინ­მემ გა­მო­ი­ძია ეს ფაქ­ტე­ბი? ჯავ­შან­ჟი­ლე­ტი ეცვა, რად­გან და­უც­ვე­ლი იყო. არ ჩა­ეც­ვა? კი­დევ რამ­დენ­ჯერ­მე და­ესხნენ თავს, მაგ­რამ მა­შინ ას­ცდა ტყვია. ეს არ გახ­მა­უ­რე­ბუ­ლა, რაც გახ­მა­ურ­და, ის გა­მო­ი­ძი­ეს? ვფიქ­რობ, იცის, ვინ დაჭ­რა, მაგ­რამ არ მე­ტყო­და.­ რის გამო დაჭ­რეს, არ ვიცი, ალ­ბათ, გავ­ლე­ნე­ბი ჰქონ­და ამ ადა­მი­ან­ებზე. ვი­ღა­ცამ ვერ გა­და­ლა­ხა წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა­ და ეს­რო­ლეს. ვუთ­ხარი, დაც­ვა ავიყ­ვა­ნოთ-მეთ­ქი, სირც­ხვი­ლია, დაც­ვით რომ ვი­ა­როო­. ქუ­ჩა­ში რომ გა­დი­ო­და, სულ და­ძა­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, თავ­დას­ხმე­ბის მერე მან­ქა­ნის ნომ­რებს­ ცვლი­და, ერთი მან­ქა­ნი­დან მე­ო­რე­ში ჯდე­ბო­და. დიახ, ეში­ნია. რო­გორც გი­თხა­რით, ამ ზა­ფხულს 4 ტყვია ეს­რო­ლეს, ორი ბარ­ძაყ­ში, ჩამ­სხვრე­უ­ლი ჰქონ­და ფე­ხე­ბი. ეს და­ნა­შა­უ­ლი ვერ გახ­სნეს და ახლა ასე­თი დამ­ძი­მე­ბუ­ლი ბრა­ლი წა­უ­ყე­ნეს იმი­ტომ, რომ გა­რეთ არ დარ­ჩე­ნი­ლი­ყო. რომ ამ­ბო­ბენ, ჯგუ­ფუ­რად იარ­აღი შე­ი­ძი­ნე­სო, რა სა­ფუძ­ვე­ლი აქვთ? ასე შექ­მნეს მონ­სტრის ბექგ­რა­უნ­დი. პირ­ვე­ლად რომ და­ი­ჭი­რეს, 18 წლის იყო, ორ დღე­ში მი­სა­ღე­ბი გა­მოც­დე­ბი ჰქონ­და. მას­წავ­ლე­ბელ­თან მი­დი­ო­და და ჩხუ­ბი მოხ­და, თა­ნა­ტო­ლებ­მა იჩხუ­ბეს. იმ ბავ­შვმა 27-30 წლის კა­ცე­ბი მო­იყ­ვა­ნა, 30 თუ 40 კაცი მო­ნა­წი­ლე­ობ­და ჩხუბ­ში. მა­შინ ორი მა­მა­კა­ცი დაჭ­რეს, მინ­დი­აც მძი­მედ იყო ნა­ცე­მი და იმ ად­გი­ლას და­ა­კა­ვეს, სა­დაც ორი კაცი დაჭ­რეს. 100 პრო­ცენ­ტით გე­ტყვით, მინ­დი­ას ია­რა­ღი არ ჰქო­ნია. 2006 წე­ლია, წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ისე იყო ნა­ცე­მი, ცი­ხემ არ მი­ი­ღო და არა­მი­ან­ცის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. მა­შინ იქ ორი მძი­მე ავად­მყო­ფი­ პა­ტი­მა­რი იწვა და ორი­ვეს ბად­რა­გი და­რა­ჯობ­და. მინ­დი­ა­საც და­უ­ყე­ნეს დაც­ვა და ასეთ ნა­ცემს ორი კა­ცის დაჭ­რა­ში დას­დეს ბრა­ლი. ერთ დღეს ბად­რა­გებს ჩა­ე­ძი­ნათ და მინ­დია გა­მო­ი­პა­რა. ძებ­ნი­ლად გა­მო­ა­ცხა­დეს და მა­შინ დატ­რი­ალ­და შავი პი­ა­რი... მა­შინ მე­გობ­რებ­მა მი­თხრეს, ვერ და­ამ­ტკი­ცებს სი­მარ­თლეს და ჯო­ბია, არ გა­მოჩ­ნდე­სო, თუმ­ცა დაჭ­რილ­მა თქვა, რომ მინდ­იას არ და­უჭ­რია. პრო­კუ­რა­ტუ­რამ 2007 წელს და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნე­ბის არარ­სე­ბო­ბის გამო შე­წყვი­ტა საქ­მე და მინ­დია გა­მარ­თლდა“, - აცხა­დებს მა­მუ­კა გო­გო­ჭუ­რი.

რაც შე­ეხ­სე­ბა მინ­დია გო­გო­ჭუ­რის კავ­შირს და გავ­ლე­ნებს კრი­მი­ნა­ლურ სამ­ყა­რო­ზე, მა­მუ­კა გო­გო­ჭუ­რი ამ­ბობს, რომ მისი შვი­ლი „ბულ­კი“ არ არის.

„არ ვამ­ბობ, რომ მინ­დია "ბულ­კია". პრინ­ცი­პუ­ლი ადა­მი­ა­ნია. არას­დროს იტყვის ტყუ­ილს. არ მახ­სოვს, მე ან მე­გობ­რე­ბი მო­ე­ტყუ­ე­ბი­ნოს. მერე პლა­ნის­თვის და­ა­კა­ვეს. ვან­ში მე­ზობ­ლის ეზო­ში გა­და­დი­ოდ­ნენ პლან­ზე და მა­შინ და­ი­ჭი­რეს, 7-დან 14 წლამ­დე ემუქ­რე­ბო­და, მა­ნამ­დე 2.000 ლარი გა­და­ვი­ხა­დე ჯა­რი­მა. ვან­ში რომ და­ი­ჭი­რეს, ერთი თვე იჯდა ცი­ხე­ში, სხვა დროს ცი­ხე­ში არა­სო­დეს მჯდა­რა“, - აცხა­დებს მა­მუ­კა გო­გო­ჭუ­რი.

ცნო­ბის­თვის, პრე­ზი­დენტ გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის სი­ძეს 7 დე­კემ­ბერს თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და. 6 დე­კემ­ბერს მისი და მისი მე­გობ­რის, ძებ­ნი­ლი გი­ორ­გი რაზ­მა­ძის ხმა­უ­რი­ა­ნი და­კა­ვე­ბა ამა­შუ­კე­ლის ქუ­ჩა­ზე მოხ­და. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

ავტორი:

არ ვამბობ, რომ "ბულკია", მაგრამ ამ შემთხვევაში უდანაშაულოა -  მინდია გოგოჭურის მამა ვაჟის კრიმინალურ წარსულსა და ბოლო დაკავებაზე

არ ვამბობ, რომ "ბულკია", მაგრამ ამ შემთხვევაში უდანაშაულოა -  მინდია გოგოჭურის მამა ვაჟის კრიმინალურ წარსულსა და ბოლო დაკავებაზე

საქართველოს პრეზიდენტის სიძის, მინდია გოგოჭურის მამის, მამუკა გოგოჭურის განცხადებით, ბინაში, სადაც მისი შვილი მეგობართან ერთად პოლიციამ აიყვანა, არც იარაღია აღმოჩენილი და არც სხვა რამ უკანონო ნივთი.

როგორც გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ საუბრისას მამუკა გოგოჭური ამბობს, მისი შვილი „ბულკი“ არ არის, თუმცა, ამ შემთხვევაში უდანაშაულოა.

„იმ ბინაში, არც იარაღი ყოფილა და არც სხვა უკანონო ნივთი. 6 საათზე მეტხანს ჩხრეკდნენ და არაფერი უპოვიათ. ამბობენ, კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე ვიპოვეთ იარაღიო, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მათი იარაღებია. მინდიაზე ზეწოლა სულ იყო, წარამარა გადმოჰყავდათ მანქანიდან და ჩხრეკდნენ. რამდენიმეჯერ მის მეგობრებს ჩაუდეს წამალი, მაგრამ ისინი გამართლდნენ, დადასტურდა, რომ ახალგაზრდებს ნარკოტიკს უდებდნენ. ამის გამო საპროტესტო აქციებიც გაიმართა დევიზით: "არა ჩადებას". ასეთ პირებს აკვირდებიან და ისინი პოლიციისთვის არასასურველი ადამიანები ხდებიან”, - აცხადებს გოგოჭური.

როგორც გოგოჭური ამბობს, მას არ ჰქონდა ინფორმაცია, რომ პირი, რომელიც მის შვილთან ერთად დააკავეს, ძებნილი იყო.

„ეს ბიჭი 2 თვის წინ გავიცანი. ახლა გავიგე, რომ ძებნილი ყოფილა, არადა, ჩვეულებრივ დადიოდა ქუჩაში. როცა კაცი ძებნილია, არ დაიმალება? თუ იძებნება, ტელევიზორში ან ქუჩაში ხომ უნდა ყოფილიყო მისი ფოტოები, ან ინფორმაცია, რომ თავისუფლად გადაადგილების საშუალება არ ჰქონოდა“, - აცხადებს მამუკა გოგოჭური.

მისივე თქმით, მინდია გოგოჭური სამჯერ არის ნასამართლევი, თუმცა, ეს ნასამართლეობები გაქარწყლებული აქვს. რაც შეეხება ტარყაშვილის დედის, თამილა კოჭლამაზაშვილის ბრალდებებს, რომელიც მისი შვილის მკვლელობის მონაწილედ მინდია გოგოჭურსაც ასახელებს, მამუკა გოგოჭურის თქმით, ეს ბრალდებები აბსურდია.

„აბსურდია. ჩემს შვილს იმ საქმესთან არანაირი შეხება არ ჰქონია. იმ დღეს, როცა დანაშაული მოხდა, მინდია თანაკლასელთან ერთად კაფე "ორ ლულაში" იყო. მინდია მოკლული სანდრო გოგბერაშვილის მეგობარი იყო. სანდროს მკვლელობის დროს ესენი ბავშვები იყვნენ. რა თქმა უნდა, აგრესია ჰქონდათ სანდროს მკვლელობის გამო, სამაგიეროს გადახდის სურვილიც, თუმცა გამოძიებამ კარგად იცის, რა და როგორ მოხდა. რაც შეეხება ფირს, იქ მინდია არ ჩანს. ტარყაშვილის დედა ძალიან მეცოდება, ღმერთმა შეუნდოს, რასაც ამბობს, მაგრამ არ შეიძლება ასე ადამიანს ცილი დასწამო. ფირში ჩანს თავგადაპარსული ადამიანის სილუეტი, რომელიც გარბის, კარგად იციან, ვინ არის ის სინამდვილეში. ბიჭები კაფედან ერთად გამოვიდნენ, ნახეს, რომ რუსთაველი გადაკეტილი იყო, ამიტომ ტაქსით წამოვიდნენ და მაშინ გაიგეს, რომ ვიღაც მოკლეს, მივიდნენ და ნახეს მოკლული. მინდიას ნასამართლობა გაქარწყლებული აქვს. სამივეჯერ მარიხუანას გამო დააკავეს. ჯერ ჯარიმა გადაახდევინეს, მერე პირობითი ჰქონდა, შემდეგ დაიჭირეს ისევ მარიხუანაზე და გაუცოცხლეს ის პირობითი სასჯელიც“, - აცხადებს გოგოჭური.

მამუკა გოგოჭურის თქმით, მისი შვილი საფრთხეს გრძნობდა, ამიტომ თავდაცვის მიზნით ჯავშანჟილეტი ჰქონდა.

„მინდია რამდენჯერმე დაჭრეს. ერთხელ დაჭრეს, ეს საქმე არ გაიხსნა, ამ ზაფხულს მეორედაც დაჭრეს მიხეილ თათარაშვილთან ერთად, ოთხი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი და ძლივს გადარჩა, მაგრამ ვინმემ გამოიძია ეს ფაქტები? ჯავშანჟილეტი ეცვა, რადგან დაუცველი იყო. არ ჩაეცვა? კიდევ რამდენჯერმე დაესხნენ თავს, მაგრამ მაშინ ასცდა ტყვია. ეს არ გახმაურებულა, რაც გახმაურდა, ის გამოიძიეს? ვფიქრობ, იცის, ვინ დაჭრა, მაგრამ არ მეტყოდა. რის გამო დაჭრეს, არ ვიცი, ალბათ, გავლენები ჰქონდა ამ ადამიანებზე. ვიღაცამ ვერ გადალახა წინააღმდეგობა და ესროლეს. ვუთხარი, დაცვა ავიყვანოთ-მეთქი, სირცხვილია, დაცვით რომ ვიაროო. ქუჩაში რომ გადიოდა, სულ დაძაბული ვიყავი, თავდასხმების მერე მანქანის ნომრებს ცვლიდა, ერთი მანქანიდან მეორეში ჯდებოდა. დიახ, ეშინია. როგორც გითხარით, ამ ზაფხულს 4 ტყვია ესროლეს, ორი ბარძაყში, ჩამსხვრეული ჰქონდა ფეხები. ეს დანაშაული ვერ გახსნეს და ახლა ასეთი დამძიმებული ბრალი წაუყენეს იმიტომ, რომ გარეთ არ დარჩენილიყო. რომ ამბობენ, ჯგუფურად იარაღი შეიძინესო, რა საფუძველი აქვთ? ასე შექმნეს მონსტრის ბექგრაუნდი. პირველად რომ დაიჭირეს, 18 წლის იყო, ორ დღეში მისაღები გამოცდები ჰქონდა. მასწავლებელთან მიდიოდა და ჩხუბი მოხდა, თანატოლებმა იჩხუბეს. იმ ბავშვმა 27-30 წლის კაცები მოიყვანა, 30 თუ 40 კაცი მონაწილეობდა ჩხუბში. მაშინ ორი მამაკაცი დაჭრეს, მინდიაც მძიმედ იყო ნაცემი და იმ ადგილას დააკავეს, სადაც ორი კაცი დაჭრეს. 100 პროცენტით გეტყვით, მინდიას იარაღი არ ჰქონია. 2006 წელია, წარმოიდგინეთ, ისე იყო ნაცემი, ციხემ არ მიიღო და არამიანცის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მაშინ იქ ორი მძიმე ავადმყოფი პატიმარი იწვა და ორივეს ბადრაგი დარაჯობდა. მინდიასაც დაუყენეს დაცვა და ასეთ ნაცემს ორი კაცის დაჭრაში დასდეს ბრალი. ერთ დღეს ბადრაგებს ჩაეძინათ და მინდია გამოიპარა. ძებნილად გამოაცხადეს და მაშინ დატრიალდა შავი პიარი... მაშინ მეგობრებმა მითხრეს, ვერ დაამტკიცებს სიმართლეს და ჯობია, არ გამოჩნდესო, თუმცა დაჭრილმა თქვა, რომ მინდიას არ დაუჭრია. პროკურატურამ 2007 წელს დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო შეწყვიტა საქმე და მინდია გამართლდა“, - აცხადებს მამუკა გოგოჭური.

რაც შეეხსება მინდია გოგოჭურის კავშირს და გავლენებს კრიმინალურ სამყაროზე, მამუკა გოგოჭური ამბობს, რომ მისი შვილი „ბულკი“ არ არის.

„არ ვამბობ, რომ მინდია "ბულკია". პრინციპული ადამიანია. არასდროს იტყვის ტყუილს. არ მახსოვს, მე ან მეგობრები მოეტყუებინოს. მერე პლანისთვის დააკავეს. ვანში მეზობლის ეზოში გადადიოდნენ პლანზე და მაშინ დაიჭირეს, 7-დან 14 წლამდე ემუქრებოდა, მანამდე 2.000 ლარი გადავიხადე ჯარიმა. ვანში რომ დაიჭირეს, ერთი თვე იჯდა ციხეში, სხვა დროს ციხეში არასოდეს მჯდარა“, - აცხადებს მამუკა გოგოჭური.

ცნობისთვის, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის სიძეს 7 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 6 დეკემბერს მისი და მისი მეგობრის, ძებნილი გიორგი რაზმაძის ხმაურიანი დაკავება ამაშუკელის ქუჩაზე მოხდა. წაიკითხეთ სრულად

"მიყვარხართ და მენატრებით, მეუღლეს მიმიხედეთო..." - ადვოკატის თქმით, ბანკზე თავდამსხმელი ბოდიშს იხდის

საზარელი ფაქტი თბილისში - 63 წლის კაცმა ავტოფარეხში 7 წლის ბავშვთან გარყვნილი ქმედება ჩაიდინა, შემდეგ იგივე განახორციელა 16 წლამდე პირთანაც

მინდია გოგოჭურს 4 წლით პატიმრობა მიესაჯა - რა ინფორმაციას ავრცელებს პროკურატურა?