საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზრდასრულთა განათლების 2018 წლის საუკეთესონი
ზრდასრულთა განათლების 2018 წლის საუკეთესონი

სა­ქარ­თვე­ლოს ზრდას­რულ­თა გა­ნათ­ლე­ბის ქსელ­მა (GAEN) 2018 წლის 30 ნო­ემ­ბერს შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა გა­მარ­თა, რო­მელ­შიც არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში მოღ­ვა­წე ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი და სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ო­ნებ­ში მოქ­მე­დი ზრდას­რულ­თა გა­ნათ­ლე­ბის ცენ­ტრე­ბი მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ. ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე ზრდას­რულ­თა გა­ნათ­ლე­ბის წლის სა­უ­კე­თე­სო ცენ­ტრი და ზრდას­რულ­თა გა­ნათ­ლე­ბის თე­მა­ზე შექ­მნი­ლი წლის სა­უ­კე­თე­სო ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი ნა­მუ­შე­ვა­რი გა­მოვ­ლინ­და.

სა­ქარ­თვე­ლოს ზრდას­რულ­თა გა­ნათ­ლე­ბის ქსე­ლი 2014 წელს სა­ხალ­ხო უნი­ვერ­სი­ტეტ­თა გერ­მა­ნუ­ლი ასო­ცი­ა­ცი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ინ­სტი­ტუ­ტის DVV International სა­ქარ­თვე­ლოს ოფი­სის ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რით შე­იქ­მნა და 2006 წლი­დან მი­სი­ვე ძა­ლის­ხმე­ვით და­არ­სე­ბულ ზრდას­რულ­თა გა­ნათ­ლე­ბის რე­გი­ო­ნულ ცენ­ტრებს აერ­თი­ა­ნებს. ცენ­ტრე­ბი ახალ­ქა­ლაქ­ში, ახალ­ცი­ხე­ში, კო­და­ში, ჯვარ­ში, სე­ნაკ­ში, შა­უ­მი­ან­ში, ლე­ლი­ან­ში, ჩო­ხა­ტა­ურ­ში, ამ­ბრო­ლა­ურ­სა და ქე­და­ში ად­გი­ლობ­რი­ვი თე­მის გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შე­სა­წყო­ბად, წარ­მა­ტე­ბით ახორ­ცი­ე­ლე­ბენ ზრდას­რულ­თა გა­ნათ­ლე­ბის პრო­ექ­ტებს და ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბას პი­როვ­ნულ გან­ვი­თა­რე­ბა­სა და პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბის ათ­ვი­სე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბი­ან.გან­სა­კუთ­რე­ბით კი, მო­წყვლა­დი ჯგუ­ფე­ბის სო­ცი­ლურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შე­წყო­ბა­ში და თემ­ში მათ ინ­ტეგ­რა­ცი­ა­ში ას­რუ­ლე­ბენ მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს. ცენ­ტრე­ბის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბი სხვა­დას­ხვა სა­ხე­ლო­ბო კურ­სე­ბის სა­ხით და­საქ­მე­ბი­სა და კა­რი­ე­რუ­ლი წინსვლი­სათ­ვის აუ­ცი­ლე­ბელ სა­ბა­ზი­სო კომ­პე­ტენ­ცი­ებ­სა და ცოდ­ნას სთა­ვა­ზო­ბენ მო­სახ­ლე­ო­ბას. უცხო ენე­ბის, კომ­პი­უ­ტე­რის, ბუ­ღალ­ტე­რი­ის, მე­წარ­მე­ო­ბის, პრე­ზენ­ტა­ცი­ის, კო­მუ­ნი­კა­ცი­ი­სა და და­საქ­მე­ბი­სათ­ვის სა­ჭი­რო უნარ-ჩვე­ვე­ბის, სხვა­დას­ხვა ახალ­გაზ­რდუ­ლი და სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში ცენ­ტრე­ბი ყო­ველ­წლი­უ­რად 7000-ზე მეტი ბე­ნე­ფი­ცი­არს იღე­ბენ და შემ­დეგ მათ ამ ცოდ­ნის პრაქ­ტი­კუ­ლად გა­მო­ყე­ნე­ბა­სა და რე­ა­ლი­ზე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბი­ან. უნდა ით­ქვას, რომ კურსდამ­თავ­რე­ბულ­თა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი წარ­მა­ტე­ბით ახერ­ხებს კერ­ძო სექ­ტორ­სა თუ სა­ჯა­რო სამ­სა­ხუ­რებ­ში და­საქ­მე­ბას, ზოგი კი ამ ცოდ­ნი­თა და უნა­რე­ბით სა­კუ­თარ ბიზ­ნეს­საც იწყებს - ვი­თარ­დე­ბა და ეხ­მა­რე­ბა ოჯახს.

სწო­რედ ამ შე­დე­გე­ბის შე­ჯა­მე­ბა და მათ შო­რის გა­მარ­ჯვე­ბულ­თა გა­მოვ­ლე­ნა იყო სას­ტუმ­რო „ბეტ­სი“-ში გა­მარ­თუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბის მი­ზა­ნიც. სა­კონ­ფე­რენ­ციო დარ­ბაზ­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი ათი­ვე ცენ­ტრის სა­ხე­ლო­ბო კურ­სე­ბი­სა და მცი­რე ბიზ­ნე­სის ფარ­გლებ­ში შექ­მნი­ლი პრო­დუქ­ცია, ხელ­ნა­კე­თი ნივ­თე­ბი და სუ­ვე­ნი­რე­ბი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბით, შეს­რუ­ლე­ბის ხა­რის­ხი­თა და გე­მოვ­ნე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ო­და, არაფ­რით ჩა­მო­უ­ვარ­დე­ბო­და გა­მოც­დილ პრო­ფე­სი­ო­ნალ­თა ნა­ხე­ლავს და დამ­სწრე­თა დიდი მო­წო­ნე­ბაც და­იმ­სა­ხუ­რა.

ღო­ნის­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ზრდას­რულ­თა გა­ნათ­ლე­ბის ქსე­ლის დი­რექ­ტორ­მა თა­მარ ჭა­ბუ­კი­ან­მა გახ­სნა. სა­ხალ­ხო უნი­ვერ­სი­ტეტ­თა გერ­მა­ნუ­ლი ასო­ცი­ა­ცი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ინ­სტი­ტუ­ტის DVV international სა­ქარ­თვე­ლოს ოფი­სის დი­რექ­ტორ­მა ლალი სან­თე­ლა­ძემ მოკ­ლედ ისა­უბ­რა ზრდას­რულ­თა გა­ნათ­ლე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე და ცენ­ტრე­ბის როლ­სა და წარ­მა­ტე­ბებ­ზე რე­გი­ო­ნებ­ში. მათი გან­ვი­თა­რე­ბის პერ­სპექ­ტი­ვას შე­ე­ხო თა­ვის გა­მოს­ვლა­ში DVV international სა­ქარ­თვე­ლოს ოფი­სის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი და­ვით ჯი­ქია, რო­მელ­მაც ახლო მო­მა­ვალ­ში ზრდას­რულ­თა გა­ნათ­ლე­ბის კი­დევ ორი ცენ­ტრის გახ­სნა და­ა­ა­ნონ­სა.

2018 წელს ქვეყ­ნის შვიდ რე­გი­ონ­ში მოქ­მე­დი ზრდას­რულ­თა გა­ნათ­ლე­ბის ათი ცენ­ტრის მიერ გა­წე­უ­ლი მუ­შა­ო­ბის შე­სა­ხებ პრე­ზენ­ტა­ცია წარ­მო­ად­გი­ნა ქსე­ლის დი­რექ­ტორ­მა თა­მარ ჭა­ბუ­კი­ან­მა. კურ­სე­ბის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბით, შე­დე­გე­ბი­თა და სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით პრე­ზენ­ტა­ცია ძა­ლი­ან შთამ­ბეჭ­და­ვი აღ­მოჩ­ნდა და კი­დევ უფრო ნათ­ლად წარ­მო­ა­ჩი­ნა ცენ­ტრე­ბის და­ნიშ­ნუ­ლე­ბა და როლი ად­გი­ლებ­ზე. ამა­ზე მე­ტყვე­ლებ­და თა­ვად ბე­ნე­ფი­ცი­არ­თა შე­ფა­სე­ბე­ბი და რე­ა­ლუ­რი შე­დე­გე­ბი, მათი მო­ტი­ვა­ცია და მად­ლი­ე­რე­ბა.

პრე­ზენ­ტა­ცი­ის შემ­დეგ წლის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ცენ­ტრი გა­მოვ­ლინ­და. იგი აღ­მოჩ­ნდა კო­დის სა­თე­მო გა­ნათ­ლე­ბის ცენ­ტრი, რო­მელ­საც ერედ­ვი­დან დევ­ნი­ლი და კო­და­ში ჩა­სახ­ლე­ბუ­ლი, თა­ვის დრო­ზე დევ­ნილ­თა პრო­ექ­ტის ბე­ნე­ფი­ცი­ა­რი და შემ­დგომ, სწო­რედ კო­დის სა­თე­მო ცენ­ტრში წარ­მა­ტე­ბით გავ­ლი­ლი კა­რი­ე­რუ­ლი გზის მქო­ნე ქალ­ბა­ტო­ნი - მა­დო­ნა ოქ­რო­პი­რი­ძე ხელ­მძღვა­ნე­ლობს. რო­გორც მან პრი­ზის გა­და­ცე­მი­სას აღ­ნიშ­ნა, სწო­რედ ეს რთუ­ლი ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი გზა იქცა მო­ტი­ვა­ცი­ად მის­თვის არა მხო­ლოდ პი­როვ­ნულ გან­ვი­თა­რე­ბა­ში, არა­მედ ცენ­ტრის აქ­ტი­ურ და წარ­მა­ტე­ბულ საქ­მი­ა­ნო­ბა­შიც. მან მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და ცენ­ტრის თი­თო­ე­ულ თა­ნამ­შრო­მელს, დო­ნო­რებ­სა და ყვე­ლა თა­ნამ­დგომს.

ღო­ნის­ძი­ე­ბა ზრდას­რულ­თა გა­ნათ­ლე­ბის თე­მა­ზე შექ­მნი­ლი წლის სა­უ­კე­თე­სო ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი ნა­მუ­შევ­რის გა­მოვ­ლე­ნით დას­რულ­და. მისი ავ­ტო­რი აღ­მოჩ­ნდა „mastsavlebeli. ge“-ს ჟურ­ნა­ლის­ტი შო­რე­ნა ტყე­შე­ლაშ­ვი­ლი, რომ­ლის­თვი­საც „ეს ჯილ­დო (რო­გორც თა­ვად აღ­ნიშ­ნა) სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო და მა­ინ­სპი­რი­რე­ბე­ლი გახ­დე­ბა ზრდას­რულ­თა გა­ნათ­ლე­ბა­ზე კი­დევ უფრო მე­ტის შე­ტყო­ბი­სა და მუ­შა­ო­ბი­სათ­ვის“.

გა­მარ­ჯვე­ბუ­ლებს წარ­მა­ტე­ბა მი­უ­ლო­ცა და მსგავ­სი აქ­ტი­ვო­ბე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე მოკ­ლედ ისა­უბ­რა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბის ქარ­თუ­ლი ასო­ცი­ა­ცი­ის (სიქა) წარ­მო­მად­გე­ნელ­მა პავ­ლე თვა­ლი­აშ­ვილ­მა.

სა­ხალ­ხო უნი­ვერ­სი­ტეტ­თა გერ­მა­ნუ­ლი ასო­ცი­ა­ცი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ინ­სტი­ტუ­ტის DVV international სა­ქარ­თვე­ლოს ოფი­სის დი­რექ­ტო­რის ქალ­ბა­ტონ ლალი სან­თე­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, DVV-ს მიერ მხარ­და­ჭე­რი­ლი ეს ღო­ნის­ძი­ე­ბა - წლის შე­დე­გე­ბის შე­ჯა­მე­ბა და სა­უ­კე­თე­სო ცენ­ტრის გა­მოვ­ლე­ნა - ხელს უწყობს ზრდას­რულ­თა გა­ნათ­ლე­ბის, რო­გორც მთე­ლი სი­ცო­ცხლის მან­ძილ­ზე სწავ­ლის სტა­ტუ­სის ამაღ­ლე­ბას და სა­ზო­გა­დო­ე­ბის, მე­დი­ი­სა და სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო სტრუქ­ტუ­რე­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბის გაზ­რდას ზრდას­რულ­თა გა­ნათ­ლე­ბა­ში. იგი გა­ი­მარ­თე­ბა ყო­ველ­წლი­უ­რად და გა­მო­ავ­ლენს ზრდას­რულ­თა გა­ნათ­ლე­ბის წლის სა­უ­კე­თე­სო ცენ­ტრს, სა­უ­კე­თე­სო ტრე­ნერ-პე­და­გოგს და სა­უ­კე­თე­სო ზრდას­რულ ბე­ნე­ფი­ცი­არს, რომ­ლე­ბიც სას­წავ­ლო ვი­ზი­ტით გა­ემ­გზავ­რე­ბი­ან გერ­მა­ნი­ა­ში.

- ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხია მთე­ლი სი­ცო­ცხლის მან­ძილ­ზე გა­ნათ­ლე­ბა. ეს ცენ­ტრე­ბი მარ­თლაც მნიშ­ვნე­ლო­ვან საქ­მეს აკე­თე­ბენ. მო­ხა­რუ­ლი ვართ, რომ აქ ვართ და რო­გორც პარტნი­ო­რე­ბი მათ წარ­მა­ტე­ბა­სა და სი­ხა­რულს ვი­ზი­ა­რებთ - აღ­ნიშ­ნა ჩვენ­თან სა­უ­ბა­რი­სას მშვი­დო­ბის კორ­პუ­სის დი­რექ­ტორ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში, ქალ­ბა­ტონ­მა მე­ლა­ნი ემერ­სონ­მა.

R

რიტა ბა­ინ­დუ­რაშ­ვი­ლი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

ზრდასრულთა განათლების 2018 წლის საუკეთესონი

ზრდასრულთა განათლების 2018 წლის საუკეთესონი

საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელმა (GAEN) 2018 წლის 30 ნოემბერს შემაჯამებელი ღონისძიება გამართა, რომელშიც არაფორმალური განათლების სფეროში მოღვაწე ორგანიზაციები და საქართველოს რეგიონებში მოქმედი ზრდასრულთა განათლების ცენტრები მონაწილეობდნენ. ღონისძიებაზე ზრდასრულთა განათლების წლის საუკეთესო ცენტრი და ზრდასრულთა განათლების თემაზე შექმნილი წლის საუკეთესო ჟურნალისტური ნამუშევარი გამოვლინდა.

საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელი 2014 წელს სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტის DVV International საქართველოს ოფისის ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა და 2006 წლიდან მისივე ძალისხმევით დაარსებულ ზრდასრულთა განათლების რეგიონულ ცენტრებს აერთიანებს. ცენტრები ახალქალაქში, ახალციხეში, კოდაში, ჯვარში, სენაკში, შაუმიანში, ლელიანში, ჩოხატაურში, ამბროლაურსა და ქედაში ადგილობრივი თემის განვითარების ხელშესაწყობად, წარმატებით ახორციელებენ ზრდასრულთა განათლების პროექტებს და ადგილობრივ მოსახლეობას პიროვნულ განვითარებასა და პროფესიული უნარების ათვისებაში ეხმარებიან.განსაკუთრებით კი, მოწყვლადი ჯგუფების სოცილურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობაში და თემში მათ ინტეგრაციაში ასრულებენ მნიშვნელოვან როლს. ცენტრების საგანმანათლებლო პროგრამები სხვადასხვა სახელობო კურსების სახით დასაქმებისა და კარიერული წინსვლისათვის აუცილებელ საბაზისო კომპეტენციებსა და ცოდნას სთავაზობენ მოსახლეობას. უცხო ენების, კომპიუტერის, ბუღალტერიის, მეწარმეობის, პრეზენტაციის, კომუნიკაციისა და დასაქმებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების, სხვადასხვა ახალგაზრდული და სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში ცენტრები ყოველწლიურად 7000-ზე მეტი ბენეფიციარს იღებენ და შემდეგ მათ ამ ცოდნის პრაქტიკულად გამოყენებასა და რეალიზებაში ეხმარებიან. უნდა ითქვას, რომ კურსდამთავრებულთა მნიშვნელოვანი ნაწილი წარმატებით ახერხებს კერძო სექტორსა თუ საჯარო სამსახურებში დასაქმებას, ზოგი კი ამ ცოდნითა და უნარებით საკუთარ ბიზნესსაც იწყებს - ვითარდება და ეხმარება ოჯახს.

სწორედ ამ შედეგების შეჯამება და მათ შორის გამარჯვებულთა გამოვლენა იყო სასტუმრო „ბეტსი“-ში გამართული ღონისძიების მიზანიც. საკონფერენციო დარბაზში წარმოდგენილი ათივე ცენტრის სახელობო კურსებისა და მცირე ბიზნესის ფარგლებში შექმნილი პროდუქცია, ხელნაკეთი ნივთები და სუვენირები მრავალფეროვნებით, შესრულების ხარისხითა და გემოვნებით გამოირჩეოდა, არაფრით ჩამოუვარდებოდა გამოცდილ პროფესიონალთა ნახელავს და დამსწრეთა დიდი მოწონებაც დაიმსახურა.

ღონისძიება საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელის დირექტორმა თამარ ჭაბუკიანმა გახსნა. სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტის DVV international საქართველოს ოფისის დირექტორმა ლალი სანთელაძემ მოკლედ ისაუბრა ზრდასრულთა განათლების მნიშვნელობაზე და ცენტრების როლსა და წარმატებებზე რეგიონებში. მათი განვითარების პერსპექტივას შეეხო თავის გამოსვლაში DVV international საქართველოს ოფისის წარმომადგენელი დავით ჯიქია, რომელმაც ახლო მომავალში ზრდასრულთა განათლების კიდევ ორი ცენტრის გახსნა დააანონსა.

2018 წელს ქვეყნის შვიდ რეგიონში მოქმედი ზრდასრულთა განათლების ათი ცენტრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ პრეზენტაცია წარმოადგინა ქსელის დირექტორმა თამარ ჭაბუკიანმა. კურსების მრავალფეროვნებით, შედეგებითა და სტატისტიკური მონაცემებით პრეზენტაცია ძალიან შთამბეჭდავი აღმოჩნდა და კიდევ უფრო ნათლად წარმოაჩინა ცენტრების დანიშნულება და როლი ადგილებზე. ამაზე მეტყველებდა თავად ბენეფიციართა შეფასებები და რეალური შედეგები, მათი მოტივაცია და მადლიერება.

პრეზენტაციის შემდეგ წლის გამარჯვებული ცენტრი გამოვლინდა. იგი აღმოჩნდა კოდის სათემო განათლების ცენტრი, რომელსაც ერედვიდან დევნილი და კოდაში ჩასახლებული, თავის დროზე დევნილთა პროექტის ბენეფიციარი და შემდგომ, სწორედ კოდის სათემო ცენტრში წარმატებით გავლილი კარიერული გზის მქონე ქალბატონი - მადონა ოქროპირიძე ხელმძღვანელობს. როგორც მან პრიზის გადაცემისას აღნიშნა, სწორედ ეს რთული ცხოვრებისეული გზა იქცა მოტივაციად მისთვის არა მხოლოდ პიროვნულ განვითარებაში, არამედ ცენტრის აქტიურ და წარმატებულ საქმიანობაშიც. მან მადლობა გადაუხადა ცენტრის თითოეულ თანამშრომელს, დონორებსა და ყველა თანამდგომს.

ღონისძიება ზრდასრულთა განათლების თემაზე შექმნილი წლის საუკეთესო ჟურნალისტური ნამუშევრის გამოვლენით დასრულდა. მისი ავტორი აღმოჩნდა „mastsavlebeli. ge“-ს ჟურნალისტი შორენა ტყეშელაშვილი, რომლისთვისაც „ეს ჯილდო (როგორც თავად აღნიშნა) სრულიად მოულოდნელი იყო და მაინსპირირებელი გახდება ზრდასრულთა განათლებაზე კიდევ უფრო მეტის შეტყობისა და მუშაობისათვის“.

გამარჯვებულებს წარმატება მიულოცა და მსგავსი აქტივობების მნიშვნელობაზე მოკლედ ისაუბრა საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაციის (სიქა) წარმომადგენელმა პავლე თვალიაშვილმა.

სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტის DVV international საქართველოს ოფისის დირექტორის ქალბატონ ლალი სანთელაძის განცხადებით, DVV-ს მიერ მხარდაჭერილი ეს ღონისძიება - წლის შედეგების შეჯამება და საუკეთესო ცენტრის გამოვლენა - ხელს უწყობს ზრდასრულთა განათლების, როგორც მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის სტატუსის ამაღლებას და საზოგადოების, მედიისა და სახელისუფლებო სტრუქტურების ცნობიერების გაზრდას ზრდასრულთა განათლებაში. იგი გაიმართება ყოველწლიურად და გამოავლენს ზრდასრულთა განათლების წლის საუკეთესო ცენტრს, საუკეთესო ტრენერ-პედაგოგს და საუკეთესო ზრდასრულ ბენეფიციარს, რომლებიც სასწავლო ვიზიტით გაემგზავრებიან გერმანიაში.

- ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია მთელი სიცოცხლის მანძილზე განათლება. ეს ცენტრები მართლაც მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ. მოხარული ვართ, რომ აქ ვართ და როგორც პარტნიორები მათ წარმატებასა და სიხარულს ვიზიარებთ - აღნიშნა ჩვენთან საუბარისას მშვიდობის კორპუსის დირექტორმა საქართველოში, ქალბატონმა მელანი ემერსონმა.

R

რიტა ბაინდურაშვილი

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის