პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

5

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 10:42-ზე, მთვარე კირჩხიბშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადაადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. ამ დღის რთული ორგანო კუჭია. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას.
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ოჯახი არავისთვის დამინგრევია, ნაჩხუბარ ხალხს ვარიგებ" - რატომ ლანძღავს "ჩცდ"-ს მაყურებელი სოსო ხვედელიძეს და რას ამბობს მსახიობი თავის გმირზე
"ოჯახი არავისთვის დამინგრევია, ნაჩხუბარ ხალხს ვარიგებ" - რატომ ლანძღავს "ჩცდ"-ს მაყურებელი სოსო ხვედელიძეს და რას ამბობს მსახიობი თავის გმირზე

"როლი მო­მე­წო­ნა იმ­დე­ნად, რამ­დე­ნა­დაც ჩავ­თვა­ლე, რომ წინ სა­ინ­ტე­რე­სო სა­მუ­შაო მე­ლო­და... მგო­ნი, არ შევ­მცდარ­ვარ," - გვე­უბ­ნე­ბა მსა­ხი­ო­ბი სოსო ხვე­დე­ლი­ძე, რომ­ლის პერ­სო­ნა­ჟის პო­პუ­ლა­რულ სე­რი­ალ­ში გა­მო­ჩე­ნამ მა­ყუ­რე­ბელ­ში დიდი აჟი­ო­ტა­ჟი გა­მო­იწ­ვია.

ახა­ლი გმი­რი "აჩი­კო" ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ძვე­ლი პერ­სო­ნა­ჟის, ზა­ზას მე­უღ­ლე ქე­თის თაყ­ვა­ნის­მცემ­ლად მოგ­ვევ­ლი­ნა და რამ­დე­ნი­მე სე­რი­ა­ში მოვ­ლე­ნე­ბი ისე გან­ვი­თარ­და, რომ საქ­მე ოჯა­ხის დან­გრე­ვამ­დე მი­ვი­და. ამ ყვე­ლა­ფერს სე­რი­ა­ლის ერ­თგუ­ლი მა­ყუ­რე­ლი ძა­ლი­ან გა­ნიც­დის და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­შიც აქ­ტი­უ­რად ეხ­მა­უ­რე­ბა:

"გა­სა­გე­ბია, რომ ქმა­რი ცუ­დად ექ­ცე­ვა, მა­მამ­თი­ლი და დე­დამ­თი­ლიც სე­რი­ო­ზუ­ლად არ აღიქ­ვა­მენ, შვი­ლიც "უჟ­მუ­რი" ხა­სი­ა­თის გა­მო­ად­გა... მეს­მის რომ სულ მცი­რე­დი სით­ბო და ყუ­რა­დღე­ბა აკ­ლია, მარ­თლა კარ­გად მეს­მის ამ პერ­სო­ნა­ჟის... მაგ­რამ ღა­ლატს მა­ინც ვე­რაფ­რით გა­ვა­მარ­თლებ!"; "შე მო­სას­პო­ბო! ამ და­ჭყე­ტილ კაც­ში რა მო­გე­წო­ნა? და­მე­თხლი­შა ნერ­ვე­ბი"; "ეს სე­რი­ა­ლია, მაგ­რამ რე­ა­ლო­ბა­შიც ასე შვრე­ბა ზოგი. კარ­გად ჩა­თხო­ვი­ლი-გა­თხო­ვი­ლი-სახ­ლში ჩამ­ჯდა­რი ქა­ლე­ბი" - წე­რენ ფე­ის­ბუქ-კო­მენ­ტა­რებ­ში სე­რი­ა­ლის მა­ყუ­რებ­ლე­ბი.

"ექი­მი აჩი­კოს­თვის" ზა­ზას ცოლი ქეთი რი­გი­თი ქალი აღ­მოჩ­ნდე­ბა თუ გულ­წრფე­ლი სიყ­ვა­რუ­ლი, ეს ჯერ თა­ვად მსა­ხი­ობ­მაც არ იცის. სოსო ხვე­დე­ლი­ძე ამ­ბობს, რომ ისიც მა­ყუ­რე­ბელ­თან ერ­თად და­აკ­ვირ­დე­ბა მოვ­ლე­ნებს, თუმ­ცა მისი პერ­სო­ნა­ჟის მი­მართ ზო­გი­ერ­თი მა­ყუ­რე­ბე­ლი მა­ინ­ცდა­მა­ინც და­დე­ბი­თად არ არის გან­წყო­ბი­ლი.

სოსო ხვე­დე­ლი­ძეს AMBEBI.GE ინ­ტერ­ვი­უს­თვის და­უ­კავ­შირ­და. ამ­ჟა­მად ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი, სე­რი­ა­ლის გარ­და, სა­მე­ფო უბ­ნის თე­ატ­რში თა­მა­შობს, ასე­ვე ახ­მო­ვა­ნებს აუ­დი­ო­წიგ­ნებს...

- "ექი­მი აჩი­კოს" პერ­სო­ნაჟ­თან რა­ი­მე სა­ერ­თო თუ გაქვთ და მის ამ საქ­ცი­ელს ამარ­თლებთ?

- აჩი­კოს­თან სა­ერ­თო ნაკ­ლე­ბად მაქვს. მსგავ­სი სცე­ნე­ბი ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში სა­ბედ­ნი­ე­როდ არ ყო­ფი­ლა. ოჯა­ხი არა­ვის­თვის და­მინ­გრე­ვია, ძი­რი­თა­დად ნა­ჩხუ­ბარ ხალ­ხს ვა­რი­გებ... ჯერ ეს პერ­სო­ნა­ჟი აგ­რძე­ლებს არ­სე­ბო­ბას. ზოგ­ჯერ მომ­დევ­ნო ნა­ბი­ჯე­ბი წინა ნა­ბი­ჯე­ბის სის­წო­რე­ში გვარ­წმუ­ნებს ხოლ­მე. ვნა­ხოთ, რო­გორ წავა ჩვე­ნი საქ­მე. ინ­ტე­რე­სი ქე­თის მხრი­და­ნაც გაჩ­ნდა და აჩი­კომ ამი­ტომ და­ი­წყო მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, მაგ­რამ ცხოვ­რე­ბა­ში ჩემ­გან ასე­თი სვლე­ბი ალ­ბათ წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია...

- სოსო, არი­ან მა­ყუ­რებ­ლე­ბი, რომ­ლებ­საც სე­რი­ალ­ში მიმ­დი­ნა­რე ამ­ბე­ბი სი­ნამ­დვი­ლე ჰგო­ნი­ათ, ამი­ტომ თქვენს გმირს თა­ვი­სი საქ­ცი­ე­ლის გამო ლან­ძღა­ვენ კი­დეც. რას ეტყო­დით მათ?

- თუ ვერ ას­ხვა­ვებს, მე სამ­წუ­ხა­როდ, ვე­რა­ფერს ვე­ტყვი, იმი­ტომ, რომ ის იმა­საც ვერ გა­ნას­ხვა­ვებს - ვინ ელა­პა­რა­კე­ბა - მე, თუ აჩი­კო ვაჩ­ნა­ძე... დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, მა­ინც ას­ხვა­ვე­ბენ, მაგ­რამ პერ­სო­ნა­ჟით იმ­დე­ნად ღი­ზი­ან­დე­ბი­ან, ხში­რად შე­უ­რა­ცხყო­ფა ჩემი მი­სა­მარ­თით უფრო გა­მოს­დით, ვიდ­რე ექი­მის...

- რო­გო­რი პარტნი­ო­რია ქეთი, ანუ მსა­ხი­ო­ბი სა­ლო­მე შარ­ვა­ძე?

- სა­ლო­მე არის წარ­მო­უდ­გენ­ლად კარ­გი პარტნი­ო­რი. მაქ­სი­მა­ლუ­რად ცდი­ლობს, შე­გიქ­მნას კომ­ფორ­ტი. არის უნი­ჭი­ე­რე­სი, უკარ­გე­სი და ულა­მა­ზე­სი ადა­მი­ა­ნი. აქვს არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი იუ­მო­რის გრძნო­ბა და გა­და­ღე­ბის დროს არ ვი­წყენთ ხოლ­მე.

via GIPHY

- რო­გორ ფიქ­რობთ, რა მო­მა­ვა­ლი აქვს ამ ორი ადა­მი­ა­ნის ურ­თი­ერ­თო­ბას, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა გან­ვი­თარ­დეს მოვ­ლე­ნე­ბი, რო­დე­საც ამას ქე­თის მო­ძა­ლა­დე ქმა­რი გა­ი­გებს?

- რო­დე­საც ამას ქე­თის ქმა­რი გა­ი­გებს, მეც ძა­ლი­ან მა­ინ­ტე­რე­სებს, რა მოხ­დე­ბა. ლო­გი­კუ­რად ბევ­რი რამე შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს... ვნა­ხოთ... ბევ­რი გა­რე­მო­ე­ბა გან­სა­ზღვრავს ჩვენ სა­მო­მავ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბას.

- გა­ღი­ზი­ა­ნე­ბულ და ალ­ბათ უფრო აღ­შფო­თე­ბულ მა­ყუ­რე­ბელს რას ეტყო­დით?

- ეს პერ­სო­ნა­ჟი თუკი ვინ­მეს­თვის გა­მა­ღი­ზი­ა­ნე­ბე­ლია, ლო­გი­კუ­რია, რომ ამ გა­ღი­ზი­ა­ნე­ბას გა­მო­ხა­ტა­ვენ კი­დეც, მაგ­რამ მე მსა­ხი­ო­ბი ვარ და ვცდი­ლობ, პერ­სო­ნა­ჟი ისე­თი გაჩ­ვე­ნოთ, რო­გო­რიც არის. მე ჩემს და­ვა­ლე­ბას ვას­რუ­ლებ! გა­ღი­ზი­ან­დით სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნაკ­ლო­ვა­ნე­ბებ­ზე, მაგ­რამ ჩვენ რო­ლე­ბის გამო ნუ შეგ­ვი­ძუ­ლებთ...

- რად­გან ასე გა­ღი­ზი­ან­დნენ თქვე­ნი პერ­სო­ნა­ჟის გამო, ეს იმას ნიშ­ნავს, რო და­მა­ჯე­რებ­ლად თა­მა­შობთ. ეს მსა­ხი­ო­ბის გა­მარ­ჯვე­ბაა...

- პირ­ველ რიგ­ში, ეს სცე­ნა­რის გა­მარ­ჯვე­ბაა, რად­გან ამ­ხე­ლა რე­აქ­ცია გა­მო­იწ­ვია სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში და შემ­დეგ ალ­ბათ მსა­ხი­ო­ბის. მოკ­ლედ, დიდი მად­ლო­ბა...

ჩემი პრო­ფე­სია ჩემ­თვის ჩემი გზაა, რთუ­ლი გზა, რო­მელ­ზე სვლაც თვი­თონ გა­დავ­წყვი­ტე. შე­სა­ბა­მი­სად, ბევრ რა­მე­ზე თვი­თონ­ვე ვარ პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი... ამ გზის არ­ჩე­ვა რთუ­ლი პრო­ცე­სი იყო და ამი­ტომ ამ ყვე­ლა­ფერს ჩემ­თვის მეტი ფასი აქვს.

ავტორი:

"ოჯახი არავისთვის დამინგრევია, ნაჩხუბარ ხალხს ვარიგებ" - რატომ ლანძღავს "ჩცდ"-ს მაყურებელი სოსო ხვედელიძეს და რას ამბობს მსახიობი თავის გმირზე

"ოჯახი არავისთვის დამინგრევია, ნაჩხუბარ ხალხს ვარიგებ" - რატომ ლანძღავს "ჩცდ"-ს მაყურებელი სოსო ხვედელიძეს და რას ამბობს მსახიობი თავის გმირზე

"როლი მომეწონა იმდენად, რამდენადაც ჩავთვალე, რომ წინ საინტერესო სამუშაო მელოდა... მგონი, არ შევმცდარვარ," - გვეუბნება მსახიობი სოსო ხვედელიძე, რომლის პერსონაჟის პოპულარულ სერიალში გამოჩენამ მაყურებელში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.

ახალი გმირი "აჩიკო" ერთ-ერთი ყველაზე ძველი პერსონაჟის, ზაზას მეუღლე ქეთის თაყვანისმცემლად მოგვევლინა და რამდენიმე სერიაში მოვლენები ისე განვითარდა, რომ საქმე ოჯახის დანგრევამდე მივიდა. ამ ყველაფერს სერიალის ერთგული მაყურელი ძალიან განიცდის და სოციალურ ქსელშიც აქტიურად ეხმაურება:

"გასაგებია, რომ ქმარი ცუდად ექცევა, მამამთილი და დედამთილიც სერიოზულად არ აღიქვამენ, შვილიც "უჟმური" ხასიათის გამოადგა... მესმის რომ სულ მცირედი სითბო და ყურადღება აკლია, მართლა კარგად მესმის ამ პერსონაჟის... მაგრამ ღალატს მაინც ვერაფრით გავამართლებ!"; "შე მოსასპობო! ამ დაჭყეტილ კაცში რა მოგეწონა? დამეთხლიშა ნერვები"; "ეს სერიალია, მაგრამ რეალობაშიც ასე შვრება ზოგი. კარგად ჩათხოვილი-გათხოვილი-სახლში ჩამჯდარი ქალები" - წერენ ფეისბუქ-კომენტარებში სერიალის მაყურებლები.

"ექიმი აჩიკოსთვის" ზაზას ცოლი ქეთი რიგითი ქალი აღმოჩნდება თუ გულწრფელი სიყვარული, ეს ჯერ თავად მსახიობმაც არ იცის. სოსო ხვედელიძე ამბობს, რომ ისიც მაყურებელთან ერთად დააკვირდება მოვლენებს, თუმცა მისი პერსონაჟის მიმართ ზოგიერთი მაყურებელი მაინცდამაინც დადებითად არ არის განწყობილი.

სოსო ხვედელიძეს AMBEBI.GE ინტერვიუსთვის დაუკავშირდა. ამჟამად ჩვენი რესპონდენტი, სერიალის გარდა, სამეფო უბნის თეატრში თამაშობს, ასევე ახმოვანებს აუდიოწიგნებს...

- "ექიმი აჩიკოს" პერსონაჟთან რაიმე საერთო თუ გაქვთ და მის ამ საქციელს ამართლებთ?

- აჩიკოსთან საერთო ნაკლებად მაქვს. მსგავსი სცენები ჩემს ცხოვრებაში საბედნიეროდ არ ყოფილა. ოჯახი არავისთვის დამინგრევია, ძირითადად ნაჩხუბარ ხალხს ვარიგებ... ჯერ ეს პერსონაჟი აგრძელებს არსებობას. ზოგჯერ მომდევნო ნაბიჯები წინა ნაბიჯების სისწორეში გვარწმუნებს ხოლმე. ვნახოთ, როგორ წავა ჩვენი საქმე. ინტერესი ქეთის მხრიდანაც გაჩნდა და აჩიკომ ამიტომ დაიწყო მასთან ურთიერთობა, მაგრამ ცხოვრებაში ჩემგან ასეთი სვლები ალბათ წარმოუდგენელია...

- სოსო, არიან მაყურებლები, რომლებსაც სერიალში მიმდინარე ამბები სინამდვილე ჰგონიათ, ამიტომ თქვენს გმირს თავისი საქციელის გამო ლანძღავენ კიდეც. რას ეტყოდით მათ?

- თუ ვერ ასხვავებს, მე სამწუხაროდ, ვერაფერს ვეტყვი, იმიტომ, რომ ის იმასაც ვერ განასხვავებს - ვინ ელაპარაკება - მე, თუ აჩიკო ვაჩნაძე... დარწმუნებული ვარ, მაინც ასხვავებენ, მაგრამ პერსონაჟით იმდენად ღიზიანდებიან, ხშირად შეურაცხყოფა ჩემი მისამართით უფრო გამოსდით, ვიდრე ექიმის...

- როგორი პარტნიორია ქეთი, ანუ მსახიობი სალომე შარვაძე?

- სალომე არის წარმოუდგენლად კარგი პარტნიორი. მაქსიმალურად ცდილობს, შეგიქმნას კომფორტი. არის უნიჭიერესი, უკარგესი და ულამაზესი ადამიანი. აქვს არაჩვეულებრივი იუმორის გრძნობა და გადაღების დროს არ ვიწყენთ ხოლმე.

via GIPHY

- როგორ ფიქრობთ, რა მომავალი აქვს ამ ორი ადამიანის ურთიერთობას, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები, როდესაც ამას ქეთის მოძალადე ქმარი გაიგებს?

- როდესაც ამას ქეთის ქმარი გაიგებს, მეც ძალიან მაინტერესებს, რა მოხდება. ლოგიკურად ბევრი რამე შეიძლება მოხდეს... ვნახოთ... ბევრი გარემოება განსაზღვრავს ჩვენ სამომავლო ურთიერთობას.

- გაღიზიანებულ და ალბათ უფრო აღშფოთებულ მაყურებელს რას ეტყოდით?

- ეს პერსონაჟი თუკი ვინმესთვის გამაღიზიანებელია, ლოგიკურია, რომ ამ გაღიზიანებას გამოხატავენ კიდეც, მაგრამ მე მსახიობი ვარ და ვცდილობ, პერსონაჟი ისეთი გაჩვენოთ, როგორიც არის. მე ჩემს დავალებას ვასრულებ! გაღიზიანდით საზოგადოების ნაკლოვანებებზე, მაგრამ ჩვენ როლების გამო ნუ შეგვიძულებთ...

- რადგან ასე გაღიზიანდნენ თქვენი პერსონაჟის გამო, ეს იმას ნიშნავს, რო დამაჯერებლად თამაშობთ. ეს მსახიობის გამარჯვებაა...

- პირველ რიგში, ეს სცენარის გამარჯვებაა, რადგან ამხელა რეაქცია გამოიწვია საზოგადოებაში და შემდეგ ალბათ მსახიობის. მოკლედ, დიდი მადლობა...

ჩემი პროფესია ჩემთვის ჩემი გზაა, რთული გზა, რომელზე სვლაც თვითონ გადავწყვიტე. შესაბამისად, ბევრ რამეზე თვითონვე ვარ პასუხისმგებელი... ამ გზის არჩევა რთული პროცესი იყო და ამიტომ ამ ყველაფერს ჩემთვის მეტი ფასი აქვს.

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს