პოლიტიკა
სამართალი

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პეტრო პოროშენკოს მრჩეველი - სპეცოპერაციისას დაკავებულ უკრაინის მოქალაქეებთან ერთად თბილისში რადას ერთ-ერთი დეპუტატი იმყოფებოდა
პეტრო პოროშენკოს მრჩეველი - სპეცოპერაციისას დაკავებულ უკრაინის მოქალაქეებთან ერთად თბილისში რადას ერთ-ერთი დეპუტატი იმყოფებოდა

სპე­ცო­პე­რა­ცი­ი­სას და­კა­ვე­ბულ უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე­ებ­თან ერ­თად, თბი­ლის­ში, პარ­ტია „სა­მო­პო­მო­შის“ დე­პუ­ტა­ტი სე­მი­ონ სე­მენ­ჩენ­კო იმ­ყო­ფე­ბო­და, რო­მე­ლიც მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­იქ­ცა, - ამის შე­სა­ხებ „ფე­ის­ბუ­ქის“ პი­რად გვერ­დზე უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის პეტ­რო პო­რო­შენ­კოს მრჩე­ველ­მა იური ბი­რი­უ­კოვ­მა და­წე­რა.

„სხვა­დას­ხვა სა­ხის კონ­ტაქ­ტე­ბი მაქვს და და­მი­დას­ტუ­რეს ინ­ფორ­მა­ცია, რომ სე­მენ­ჩენ­კო თბი­ლის­შია, მან ჩაგ­ვით­რია დიპ­ლო­მა­ტი­ურ სკან­დალ­ში, თა­ვი­სი ხალ­ხი მი­ა­ტო­ვა და ბოლო მო­მენ­ტში გა­იქ­ცა“, - და­წე­რა უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის მრჩე­ველ­მა.

აღ­ნიშ­ნულს ასე­ვე გა­მო­ეხ­მა­უ­რა უკ­რა­ი­ნე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი ან­დრეი ძინ­ძია. მისი თქმით, სე­მენ­ჩენ­კო იმის გამო არ და­ა­კა­ვეს, მას დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი პას­პორ­ტი ჰქონ­და.

შე­გახ­სე­ნებთ, ოპე­რა­ტი­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ სპე­ცო­პე­რა­ცია თბი­ლის­ში, ლი­ხა­უ­რის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე სას­ტუმ­რო “გუ­რუ­სა“ და “ალი­ან­სში“ ჩა­ა­ტა­რა. და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი: ო.ნ., რ.მ., დ.კ. ი.კ., ი.ო., ს.კ. და სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე ლ.ჩ.

შს სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, სას­ტუმ­როს ნომ­რე­ბის ჩხრე­კი­სას ამო­ღე­ბუ­ლია ბე­რე­ტას და მა­კა­რო­ვის სის­ტე­მის ცე­ცხლსას­რო­ლი პის­ტო­ლე­ტი, ავ­ტო­მა­ტუ­რი ხელ­ნა­კე­თი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი და სხვა­დას­ხვა სა­ხის საბ­რძო­ლო მა­სა­ლა.

“გაც­ნო­ბებთ, რომ და­კა­ვე­ბუ­ლია უკ­რა­ი­ნის 6 და სა­ქარ­თვე­ლოს ერთი მო­ქა­ლა­ქე. ოპე­რა­ტი­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ სპე­ცო­პე­რა­ცია მიმ­დი­ნა­რე წლის 2 დე­კემ­ბერს, თბი­ლის­ში, ლი­ხა­უ­რის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე სას­ტუმ­რო „გუ­რუ­სა“ და „ალი­ან­სში“ ჩა­ა­ტა­რა. და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი: ო.ნ., რ.მ., დ.კ. ი.კ., ი.ო., ს.კ. და სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე ლ.ჩ. სას­ტუმ­როს ნომ­რე­ბის ჩხრე­კი­სას ამო­ღე­ბუ­ლია ბე­რე­ტას და მა­კა­რო­ვის სის­ტე­მის ცე­ცხლსას­რო­ლი პის­ტო­ლე­ტი, ავ­ტო­მა­ტუ­რი ხელ­ნა­კე­თი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი და სხვა­დას­ხვა სა­ხის საბ­რძო­ლო მა­სა­ლა.

ამ ეტაპ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა და­წყე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 236-ე მუხ­ლის მე-3 და მე-6 ნა­წი­ლე­ბით, რაც ჯგუ­ფუ­რად ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის, საბ­რძო­ლო მა­სა­ლის, ფეთ­ქე­ბა­დი მო­წყო­ბი­ლო­ბის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვას გუ­ლის­ხმობს.

უკ­რა­ი­ნის და სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ქვე­ყა­ნა­ში 27 ნო­ემ­ბერს ჩა­მო­ვიდ­ნენ. მო­ცე­მულ მო­მენ­ტში მათი სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლის კონ­კრე­ტულ მიზ­ნებ­ზე და ამო­ცა­ნებ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო და სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი და­ად­გენს არის თუ არა კავ­შირ­ში და­კა­ვე­ბუ­ლი უკ­რა­ი­ნის და სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებ­თან. ამის შე­სა­ხებ სა­ზო­გა­დო­ე­ბას და­მა­ტე­ბით მი­ე­წო­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია“,- ნათ­ქვა­მია შს სა­მი­ნის­ტროს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

პეტრო პოროშენკოს მრჩეველი - სპეცოპერაციისას დაკავებულ უკრაინის მოქალაქეებთან ერთად თბილისში რადას ერთ-ერთი დეპუტატი იმყოფებოდა

პეტრო პოროშენკოს მრჩეველი - სპეცოპერაციისას დაკავებულ უკრაინის მოქალაქეებთან ერთად თბილისში რადას ერთ-ერთი დეპუტატი იმყოფებოდა

სპეცოპერაციისას დაკავებულ უკრაინის მოქალაქეებთან ერთად, თბილისში, პარტია „სამოპომოშის“ დეპუტატი სემიონ სემენჩენკო იმყოფებოდა, რომელიც მოგვიანებით გაიქცა, - ამის შესახებ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს მრჩეველმა იური ბირიუკოვმა დაწერა.

„სხვადასხვა სახის კონტაქტები მაქვს და დამიდასტურეს ინფორმაცია, რომ სემენჩენკო თბილისშია, მან ჩაგვითრია დიპლომატიურ სკანდალში, თავისი ხალხი მიატოვა და ბოლო მომენტში გაიქცა“, - დაწერა უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა.

აღნიშნულს ასევე გამოეხმაურა უკრაინელი ჟურნალისტი ანდრეი ძინძია. მისი თქმით, სემენჩენკო იმის გამო არ დააკავეს, მას დიპლომატიური პასპორტი ჰქონდა.

შეგახსენებთ, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეცოპერაცია თბილისში, ლიხაურის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო “გურუსა“ და “ალიანსში“ ჩაატარა. დაკავებულები არიან უკრაინის მოქალაქეები: ო.ნ., რ.მ., დ.კ. ი.კ., ი.ო., ს.კ. და საქართველოს მოქალაქე ლ.ჩ.

შს სამინისტროს ინფორმაციით, სასტუმროს ნომრების ჩხრეკისას ამოღებულია ბერეტას და მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, ავტომატური ხელნაკეთი ცეცხლსასროლი იარაღი და სხვადასხვა სახის საბრძოლო მასალა.

“გაცნობებთ, რომ დაკავებულია უკრაინის 6 და საქართველოს ერთი მოქალაქე. ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეცოპერაცია მიმდინარე წლის 2 დეკემბერს, თბილისში, ლიხაურის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო „გურუსა“ და „ალიანსში“ ჩაატარა. დაკავებულები არიან უკრაინის მოქალაქეები: ო.ნ., რ.მ., დ.კ. ი.კ., ი.ო., ს.კ. და საქართველოს მოქალაქე ლ.ჩ. სასტუმროს ნომრების ჩხრეკისას ამოღებულია ბერეტას და მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, ავტომატური ხელნაკეთი ცეცხლსასროლი იარაღი და სხვადასხვა სახის საბრძოლო მასალა.

ამ ეტაპზე გამოძიება დაწყებულია საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით, რაც ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

უკრაინის და საქართველოს მოქალაქეები ქვეყანაში 27 ნოემბერს ჩამოვიდნენ. მოცემულ მომენტში მათი საქართველოში ჩამოსვლის კონკრეტულ მიზნებზე და ამოცანებზე გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტრო და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დაადგენს არის თუ არა კავშირში დაკავებული უკრაინის და საქართველოს მოქალაქეები ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან. ამის შესახებ საზოგადოებას დამატებით მიეწოდება ინფორმაცია“,- ნათქვამია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე