Faceამბები
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
რამდენი იქნება სალომე ზურაბიშვილის ხელფასი?
რამდენი იქნება სალომე ზურაბიშვილის ხელფასი?

სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლი ქალი პრე­ზი­დენ­ტის ინა­უ­გუ­რა­ცია 16 დე­კემ­ბერს გა­ი­მარ­თე­ბა. არ­ჩე­ულ პრე­ზი­დენტს სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს ახა­ლი კონ­სტი­ტუ­ცი­ის შე­სა­ბა­მი­სი ახა­ლი ფუნ­ქცი­ე­ბით მო­უ­წევს მუ­შა­ო­ბა, რო­მელ­შიც მისი უფ­ლე­ბე­ბი კი­დევ უფრო შე­ზღუ­დუ­ლია.

ახა­ლი პრე­ზი­დენ­ტის თა­ნამ­დე­ბობ­რი­ვი სარ­გო გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის მსგავ­სად, ყო­ველ­თვი­უ­რად 6 900 ლარი იქ­ნე­ბა.

ყო­ველ­თვი­უ­რი თა­ნამ­დე­ბობ­რი­ვი სარ­გოს ოდე­ნო­ბის მი­ხედ­ვით, ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტი სა­კუ­თა­რი ხელ­ფა­სით მე-9 ად­გილ­ზეა. სარ­გო კა­ნო­ნით 2013 წლი­დან გა­ნი­სა­ზღვრა, მა­შინ რო­დე­საც გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილს მისი წი­ნა­მორ­ბე­დი სა­ა­კაშ­ვი­ლის­გან გან­სხა­ვე­ბით, ხელ­ფა­სი 2 500 ლა­რით გა­ე­ზარ­და.

"პრე­ზი­დენ­ტის შემ­ცი­რე­ბუ­ლი უფ­ლე­ბე­ბი მის ანა­ზღა­უ­რე­ბის სა­კი­თხზე არ იმოქ­მე­დებს. ზო­გა­დად, სა­ჯა­რო სამ­სა­ხურ­ში შრო­მის ანა­ზღა­უ­რე­ბის სა­კი­თხი მო­წეს­რიგ­და კა­ნო­ნით, რო­მე­ლიც იან­ვარ­ში ამოქ­მედ­და. ეს კა­ნო­ნი არ გუ­ლის­ხმობს პრე­ზი­დენ­ტი­სათ­ვის თა­ნამ­დე­ბობ­რი­ვი სარ­გოს ცვლი­ლე­ბას, ანუ იგი­ვე სარ­გო აქვს, რაც აქამ­დე ჰქონ­და. კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი, რო­მე­ლიც ფი­ცის და­დე­ბის მო­მენ­ტი­დან ამოქ­მედ­დე­ბა, არა­ნა­ი­რად არ გუ­ლის­ხმობს პრე­ზი­დენ­ტი­სათ­ვის ხელ­ფა­სის ცვლი­ლე­ბას" - გა­ნა­ცხა­და AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რმა გი­ორ­გი კა­ხი­ან­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა პრე­ზი­დენ­ტის სხვა ხარ­ჯებს, მივ­ლი­ნე­ბა­სა და სა­რე­ზერ­ვო ფონდს - ეს 2019 წლის ბი­უ­ჯე­ტის შე­სა­ხებ კა­ნო­ნით რე­გუ­ლირ­დე­ბა, რო­მელ­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც პარ­ლა­მენ­ტში მსჯე­ლო­ბა ჯერ კი­დევ მიმ­დი­ნა­რე­ობს. კა­ნონ­მდებ­ლო­ბის თა­ნახ­მად, ბი­უ­ჯეტ­ზე კენ­ჭისყრა უნდა მოხ­დეს მაქ­სი­მუმ დე­კემ­ბრის მე­სა­მე პა­რას­კევს და სწო­რედ ახა­ლი ბი­უ­ჯე­ტი გან­სა­ზღვრავს ახა­ლი პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ ხარ­ჯებს.

პარ­ლა­მენ­ტში წარ­დგე­ნი­ლი ბი­უ­ჯე­ტის პრო­ექ­ტით, ახა­ლი პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის სა­ბი­უ­ჯე­ტო და­ფი­ნან­სე­ბა 2019 წელს 9 800 000 ლა­რით გა­ნი­სა­ზღვრე­ბა. პრო­ექ­ტის მი­ხედ­ვით, ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში და­საქ­მე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 140 ადა­მი­ა­ნი­თაა გან­სა­ზღვრუ­ლი, სა­ხელ­ფა­სო ფონ­დი კი 4 692 000 ლარს შე­ად­გენს.

რაც შე­ე­ხე­ბა პრე­ზი­დენ­ტის სა­რე­ზერ­ვო ფონდს, 2019 წლის ბი­უ­ჯე­ტის პრო­ექ­ტის მი­ხედ­ვით, მისი მო­ცუ­ლო­ბა წინა წლე­ბის ანა­ლო­გი­უ­რად 5 მი­ლი­ო­ნი ლარი იქ­ნე­ბა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ 2018 წელ­საც პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის და­სა­ფი­ნან­სებ­ლად ბი­უ­ჯე­ტი­დან 9 800 000 ლარი იყო გა­მო­ყო­ფი­ლი, 2017 წელს კი გა­ცი­ლე­ბით მეტი - 13 194 600 ლარი.

რაც შე­ე­ხე­ბა ახა­ლი პრე­ზი­დენ­ტის სა­ცხოვ­რე­ბელ და სა­მუ­შაო ად­გილს, რო­გორც ცნო­ბი­ლია სა­ქარ­თვე­ლოს არ­ჩე­უ­ლი პრე­ზი­დენ­ტი ავ­ლაბ­რის რე­ზი­დენ­ცი­ა­ში შეს­ვლა­ზე უა­რის თქმას და ათო­ნე­ლის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე საპ­რე­ზი­დენ­ტო სა­სახ­ლე­ში გა­დას­ვლას გეგ­მავს. ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა ჯერ კი­დევ რამ­დე­ნი­მე თვის წინ გა­ნა­ცხა­და, რომ პრე­ზი­დენტს ათო­ნე­ლის სა­სახ­ლე (ორ­ბე­ლი­ა­ნის სა­სახ­ლე) უფრო შე­ე­ფე­რე­ბა.

რე­ზი­დენ­ცია ათო­ნე­ლის 25 ნო­მერ­ში მდე­ბა­რე­ობს, ის ხუთ­სა­რთუ­ლი­ა­ნია და ფარ­თო­ბი, 6 000 კვად­რა­ტულ მეტრს აჭარ­ბებს. შე­ნო­ბა­ში გან­თავ­სე­ბუ­ლია შეხ­ვედ­რე­ბი­სა და სა­კონ­ფე­რენ­ციო დარ­ბა­ზე­ბი, კა­ბი­ნე­ტი, სა­ო­ფი­სე ოთა­ხე­ბი, რომ­ლე­ბიც შე­სა­ბა­მი­სი ავე­ჯით არის აღ­ჭურ­ვი­ლი. თუმ­ცა, ორ­ბე­ლი­ა­ნის სა­სახ­ლეს არ აქვს შე­სა­ბა­მი­სი ეზო, სა­დაც პრე­ზი­დენტს მა­ღა­ლი რან­გის მი­ღე­ბე­ბის გა­მარ­თვა შე­ეძ­ლე­ბა.

რე­ზი­დენ­ცი­ის მშე­ნებ­ლო­ბა­ზე და­ხარ­ჯუ­ლი თან­ხა 26 მი­ლი­ონ ლარს აჭარ­ბებს (იხი­ლეთ ათო­ნე­ლის რე­ზი­დენ­ცი­ის ფო­ტო­ე­ბი)

პენსიონერი
0

ეს უსაქმური ქალი არჩინოს ივანიშვილმა, მისი ოჯახის პირადი პრეზიდენტია, დანარჩენ ქართველებს შეგვეშვით, არ გვიდა ჩვენს კმაყოფაზე იყოს.

ავტორი:

რამდენი იქნება სალომე ზურაბიშვილის ხელფასი?

რამდენი იქნება სალომე ზურაბიშვილის ხელფასი?

საქართველოს ისტორიაში პირველი ქალი პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს გაიმართება. არჩეულ პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს ახალი კონსტიტუციის შესაბამისი ახალი ფუნქციებით მოუწევს მუშაობა, რომელშიც მისი უფლებები კიდევ უფრო შეზღუდულია.

ახალი პრეზიდენტის თანამდებობრივი სარგო გიორგი მარგველაშვილის მსგავსად, ყოველთვიურად 6 900 ლარი იქნება.

ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს ოდენობის მიხედვით, ქვეყნის პრეზიდენტი საკუთარი ხელფასით მე-9 ადგილზეა. სარგო კანონით 2013 წლიდან განისაზღვრა, მაშინ როდესაც გიორგი მარგველაშვილს მისი წინამორბედი სააკაშვილისგან განსხავებით, ხელფასი 2 500 ლარით გაეზარდა.

"პრეზიდენტის შემცირებული უფლებები მის ანაზღაურების საკითხზე არ იმოქმედებს. ზოგადად, საჯარო სამსახურში შრომის ანაზღაურების საკითხი მოწესრიგდა კანონით, რომელიც იანვარში ამოქმედდა. ეს კანონი არ გულისხმობს პრეზიდენტისათვის თანამდებობრივი სარგოს ცვლილებას, ანუ იგივე სარგო აქვს, რაც აქამდე ჰქონდა. კონსტიტუციური ცვლილებები, რომელიც ფიცის დადების მომენტიდან ამოქმედდება, არანაირად არ გულისხმობს პრეზიდენტისათვის ხელფასის ცვლილებას" - განაცხადა AMBEBI.GE-სთან საუბარში საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი კახიანმა.

რაც შეეხება პრეზიდენტის სხვა ხარჯებს, მივლინებასა და სარეზერვო ფონდს - ეს 2019 წლის ბიუჯეტის შესახებ კანონით რეგულირდება, რომელთან დაკავშირებითაც პარლამენტში მსჯელობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს. კანონმდებლობის თანახმად, ბიუჯეტზე კენჭისყრა უნდა მოხდეს მაქსიმუმ დეკემბრის მესამე პარასკევს და სწორედ ახალი ბიუჯეტი განსაზღვრავს ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციულ ხარჯებს.

პარლამენტში წარდგენილი ბიუჯეტის პროექტით, ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციის საბიუჯეტო დაფინანსება 2019 წელს 9 800 000 ლარით განისაზღვრება. პროექტის მიხედვით, ადმინისტრაციაში დასაქმებულთა რაოდენობა 140 ადამიანითაა განსაზღვრული, სახელფასო ფონდი კი 4 692 000 ლარს შეადგენს.

რაც შეეხება პრეზიდენტის სარეზერვო ფონდს, 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მისი მოცულობა წინა წლების ანალოგიურად 5 მილიონი ლარი იქნება.

აღსანიშნავია, რომ 2018 წელსაც პრეზიდენტის ადმინისტრაციის დასაფინანსებლად ბიუჯეტიდან 9 800 000 ლარი იყო გამოყოფილი, 2017 წელს კი გაცილებით მეტი - 13 194 600 ლარი.

რაც შეეხება ახალი პრეზიდენტის საცხოვრებელ და სამუშაო ადგილს, როგორც ცნობილია საქართველოს არჩეული პრეზიდენტი ავლაბრის რეზიდენციაში შესვლაზე უარის თქმას და ათონელის ქუჩაზე მდებარე საპრეზიდენტო სასახლეში გადასვლას გეგმავს. ზურაბიშვილმა ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ განაცხადა, რომ პრეზიდენტს ათონელის სასახლე (ორბელიანის სასახლე) უფრო შეეფერება.

რეზიდენცია ათონელის 25 ნომერში მდებარეობს, ის ხუთსართულიანია და ფართობი, 6 000 კვადრატულ მეტრს აჭარბებს. შენობაში განთავსებულია შეხვედრებისა და საკონფერენციო დარბაზები, კაბინეტი, საოფისე ოთახები, რომლებიც შესაბამისი ავეჯით არის აღჭურვილი. თუმცა, ორბელიანის სასახლეს არ აქვს შესაბამისი ეზო, სადაც პრეზიდენტს მაღალი რანგის მიღებების გამართვა შეეძლება.

რეზიდენციის მშენებლობაზე დახარჯული თანხა 26 მილიონ ლარს აჭარბებს (იხილეთ ათონელის რეზიდენციის ფოტოები)

"გიორგი გახარია იყო გარკვეულ კონსპირაციულ შეთანხმებაში - მისი პრემიერად დანიშვნა შეცდომა იყო" - გია ვოლსკი

პარლამენტთან აქცია - "არა ოკუპანტის ამნისტიას" მიმდინარეობს (LIVE)

აჭარის მთავრობის სახლთან აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა - დაკავებულია რამდენიმე პირი