პოლიტიკა
მოზაიკა
მსოფლიო

11

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:10-ზე, მთვარე სასწორშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. იკვებეთ ზომიერად, არც შიმშილობაა სასურველი და არც კუჭის გადატვირთვა. არ მიიღოთ: რძე და რძის პროდუქტები, ცხარე და ცხელი საკვები, ხორცი, ალკოჰოლი, შეამცირეთ სიგარეტის რაოდენობა.
საზოგადოება
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მაქვს ინფორმაცია, რომ ლავას ოღლი პატიმრობიდან გათავისუფლდა" - რა ინფორმაციას ავრცელებს ადვოკატი
"მაქვს ინფორმაცია, რომ ლავას ოღლი პატიმრობიდან გათავისუფლდა" - რა ინფორმაციას ავრცელებს ადვოკატი

კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტის ლა­ვას ოღ­ლის, იგი­ვე მინ­დია გო­რა­ძის ად­ვო­კა­ტის ლექ­სო კო­ბა­ი­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი თურ­ქმა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა სა­ექ­სტრა­დი­ციო პა­ტიმ­რო­ბი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

“მაქვს ინ­ფორ­მა­ცია, რომ ის პა­ტიმ­რო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლდა. ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ეს 11 ნო­ემ­ბერს მოხ­და. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ლა­ვას ოღლი „კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დო­ბი­სათ­ვის“ ერთხელ გა­სა­მარ­თლე­ბუ­ლი იყო. მას 12-წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­ე­სა­ჯა. ამის შემ­დეგ, აჭა­რის პრო­კუ­რა­ტუ­რამ კვლავ მძი­მე მუხ­ლით წა­რუდ­გი­ნა ბრა­ლი. მას კვლავ კა­ნო­ნი­ერ ქურ­დო­ბას ედა­ვე­ბი­ან. აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბად კვლად პა­ტიმ­რო­ბა დად­გა და მას­ზე ძებ­ნა გა­მო­ცხად­და. ამ მო­ტი­ვით მისი ინ­ტერ­პო­ლის წი­თელ ცირ­კუ­ლარ­ში ჩას­მა მოხ­და. თურ­ქულ­მა მხა­რემ თქვა, რომ არ შე­იძ­ლე­ბა პირი ერთი და იგი­ვე მუხ­ლით ორ­ჯერ გა­ა­სა­მარ­თლო. ამ მო­ტი­ვით არ ჩათ­ვა­ლა კა­ნო­ნი­ე­რად და და­სა­ბუ­თე­ბუ­ლად ქარ­თუ­ლი მხა­რის მო­თხოვ­ნა მისი ექ­სტრა­დი­რე­ბის შე­სა­ხებ“, - გა­ნუ­ცხა­და “ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ლექ­სო კო­ბა­ი­ძემ.

ად­ვო­კა­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მინ­დია ლა­ვას ოღლი ამ­ჟა­მად თურ­ქეთ­შია. კო­ბა­ი­ძე მის სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბას გა­მო­რი­ცხავს. “მინ­დია ლა­ვას ოღლი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეა. მას სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა უკა­ნო­ნოდ დევ­ნის და თა­ვი­სუფ­ლად გა­და­ად­გი­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას არ აძ­ლევს. მის წი­ნა­აღ­მდეგ რამ­დე­ნი­მე საქ­მე მიმ­დი­ნა­რე­ობს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თუკი ის სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუნ­დე­ბა, ცი­ხე­ში მოხ­ვდე­ბა, რად­გან მის წი­ნა­აღ­მდეგ აღ­მკვეთ ღო­ნის­ძი­ე­ბად პა­ტიმ­რო­ბა არის გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი. ამი­ტომ წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია ადა­მი­ანს სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლის და “ჩა­ბა­რე­ბის“ სურ­ვი­ლი ჰქონ­დეს“, - აღ­ნიშ­ნა ლექ­სო კო­ბა­ი­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"მაქვს ინფორმაცია, რომ ლავას ოღლი პატიმრობიდან გათავისუფლდა" - რა ინფორმაციას ავრცელებს ადვოკატი

"მაქვს ინფორმაცია, რომ ლავას ოღლი პატიმრობიდან გათავისუფლდა" - რა ინფორმაციას ავრცელებს ადვოკატი

კრიმინალური ავტორიტეტის ლავას ოღლის, იგივე მინდია გორაძის ადვოკატის ლექსო კობაიძის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი თურქმა სამართალდამცველებმა საექსტრადიციო პატიმრობიდან გაათავისუფლეს.

“მაქვს ინფორმაცია, რომ ის პატიმრობიდან გათავისუფლდა. ჩემი ინფორმაციით, ეს 11 ნოემბერს მოხდა. მოგეხსენებათ, ლავას ოღლი „კანონიერი ქურდობისათვის“ ერთხელ გასამართლებული იყო. მას 12-წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამის შემდეგ, აჭარის პროკურატურამ კვლავ მძიმე მუხლით წარუდგინა ბრალი. მას კვლავ კანონიერ ქურდობას ედავებიან. აღკვეთის ღონისძიებად კვლად პატიმრობა დადგა და მასზე ძებნა გამოცხადდა. ამ მოტივით მისი ინტერპოლის წითელ ცირკულარში ჩასმა მოხდა. თურქულმა მხარემ თქვა, რომ არ შეიძლება პირი ერთი და იგივე მუხლით ორჯერ გაასამართლო. ამ მოტივით არ ჩათვალა კანონიერად და დასაბუთებულად ქართული მხარის მოთხოვნა მისი ექსტრადირების შესახებ“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ ლექსო კობაიძემ.

ადვოკატის ინფორმაციით, მინდია ლავას ოღლი ამჟამად თურქეთშია. კობაიძე მის საქართველოში დაბრუნებას გამორიცხავს. “მინდია ლავას ოღლი საქართველოს მოქალაქეა. მას საქართველოს ხელისუფლება უკანონოდ დევნის და თავისუფლად გადაადგილების საშუალებას არ აძლევს. მის წინააღმდეგ რამდენიმე საქმე მიმდინარეობს. აქედან გამომდინარე, თუკი ის საქართველოში დაბრუნდება, ციხეში მოხვდება, რადგან მის წინააღმდეგ აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა არის გამოყენებული. ამიტომ წარმოუდგენელია ადამიანს საქართველოში ჩამოსვლის და “ჩაბარების“ სურვილი ჰქონდეს“, - აღნიშნა ლექსო კობაიძემ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ