ავტორი:

"ჩემმა 6 წლის გოგომ არ იცის, რომ გავყიდე" - ავღანელი მშობლები საჭმლის გამო ბავშვებს ყიდიან

"ჩემმა 6 წლის გოგომ არ იცის, რომ გავყიდე" - ავღანელი მშობლები საჭმლის გამო ბავშვებს ყიდიან

ძლიერმა გვალვამ ავღანეთში ხალხი მშიერი დატოვა, მშობლები იძლებულები არიან, ბავშვები გაყიდონ, რომ ოჯახის სხვა წევრები არჩინონ, ამის შესახებ CNN წერს.

ქალაქ ჰერათის მცხოვრებლები გვალვის გამო სახლებს ტოვებენ. გაერო-ს ინფორმაციით, დევნილად 275,000 ადამიანი იქცა. რეგიონში 4 წელია, არ უწვიმია, გვალვის გამო კი ხალხი მოსავალს ვერ იღებს. დაუნდობელი კლიმატური პირობები, სავარაუდოდ, გლობალურმა დათბობამ გამოიწვია.

ჰერათთან ახლოს, დევნილების ბანაკთან CNN-ის ოპერატორი შეხვდა ავღანელ ქალს მამარინს, რომელმაც ქმარი ომში დაკარგა, სახლი გამომშრალმა ნიადაგმა დაუნგრია, ახლა კი ცდილობს, ქალიშვილის გაყიდვით სხვა შვილები გადაარჩინოს.

6 წლის აკილა დედამ 3 ათას დოლარად ნაჯმუდდინს მიჰყიდა, რომელიც ამბობს, რომ გოგონას მისი 10 წლის შვილი, შერ აღა ცოლად შეირთავს.

„სოფელს სამი შვილით გვალვის გამო გამოვექეცი. აქ მოვედი, ვიფიქრე დახმარებას მივიღებდი, მაგრამ - ამაოდ. ბავშვებმა რომ არ იშიმშილონ, ჩემი შვილი 3 ათას დოლარად გავყიდე, მაგრამ ჯერ მხოლოდ 70 დოლარი მაქვს მიღებული. ფული არ მქონდა, არც საჭმელი, არც მარჩენალი, ჩემი ქმარი მოკლეს,“ - ამბობს მამარინი.

აკილამ არ იცის, რომ დედამ გაყიდა.

"როგორ ეცოდინება? ბავშვია. სხვა არჩევანი არ მქონდა, ვინ გაყიდის საკუთარი გულის ნაწილს, გარდაუვალი რომ არ იყოს?“ - ამბობს გოგონას დედა.

ნაჯმუდდინი კი, რომელმაც აკილა იყიდა, ამბობს, რომ მისი საქციელი ქველმოქმედებაა.

„ბავშვის ოჯახს საჭმელი არ აქვს, მშივრები იყვნენ. მეც ღარივი ვარ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ნელ-ნელა თანხის გადახდას შევძლებ, 2-3 წელიწადში,“ - ამბობს CNN-თან აკილას ახალი „მფლობელი“.

ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა, როდესაც მშობელმა ბავშვი გაყიდა. CNN წერს, რომ იმავე ქალაქში 4 წლის გოგონა გაიყიდა. ბავშვის მამა ამბობს, რომ სხვა არჩევანი არ ჰქონდა.

„ჩემთან მოვიდა კაცი, ვისი ვალიც მქონდა და მითხრა, რომ ან ვალს დავუბრუნებდი, ან ქალიშვილს მივცემდი. იძულებული ვიყავი, ბავშვი დამეთმო,“ - ამბობს მამაკაცი.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე