მსოფლიო
საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გველის თუ არა "რევოლუცია" მეორე ტურის შემდეგ?
გველის თუ არა "რევოლუცია" მეორე ტურის შემდეგ?

ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ ქვე­ყა­ნა­ში რე­ვო­ლუ­ცი­ას თუ არა, სულ მცი­რე დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ას ელი­ან. არე­უ­ლო­ბის მო­ლო­დინ­ში მმარ­თვე­ლი ძალა სხვა­დას­ხვა ტრი­ბუ­ნი­დან სულ უფრო აქ­ტი­უ­რად სა­უბ­რობს და ამ­ბობს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში რე­ვო­ლუ­ცი­ურ სცე­ნა­რებს გან­ვი­თა­რე­ბა არ ექ­ნე­ბა.

აქვე უნდა აღ­ვნიშ­ნოთ, რომ ეს პირ­ვე­ლი არ­ჩევ­ნე­ბი არ არის, რომ­ლის შემ­დე­გაც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ოპო­ზი­ცი­ის და­გეგ­მილ არე­უ­ლო­ბას აა­ნო­ნებს. გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი არ იქ­ნე­ბა თუ ვი­ტყვით, რომ მსგავ­სი ში­შე­ბი 2014 წლი­დან დღემ­დე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ყვე­ლა არ­ჩევ­ნე­ბის წინ არ­სე­ბობ­და. თუმ­ცა, წინა წლე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, მიმ­დი­ნა­რე წლის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ზე ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ში­შებს თა­ვად ოპო­ზი­ცი­უ­რი ძა­ლის ლი­დე­რე­ბის გან­ცხა­დე­ბე­ბი და პო­ლიტ­ტექ­ნო­ლოგ ვი­ტა­ლი შკლი­ა­რო­ვის არ­ჩევ­ნე­ბი­სად­მი მი­ძღვნი­ლი ბლო­გიც კვე­ბავს.

რუსი ბლო­გე­რი და პი­არ­ტექ­ნო­ლო­გი ბლოგ­ში სა­ქარ­თვე­ლოს საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის პირ­ველ ტურს აჯა­მებს და ამ­ბობს, რომ ძა­ლი­ან ცო­ტას სჯე­რო­და, რომ ოპო­ზი­ცი­უ­რი კან­დი­და­ტი პირ­ველ ტურ­ში ხმე­ბის თით­ქმის იმა­ვე რა­ო­დე­ნო­ბას და­აგ­რო­ვებ­და, რამ­დენ­საც მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის მხარ­და­ჭე­რი­ლი კან­დი­და­ტი.

"არის შან­სი, რომ დე­კემ­ბერ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბა რა­დი­კა­ლუ­რად შე­იც­ვა­ლოს. არის შან­სი, რომ მოხ­დე­ბა არა მო­რი­გი "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცია" ან ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ცვლა, არა­მედ მშვი­დო­ბი­ა­ნი და ნამ­დვი­ლი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის "რე­ვო­ლუ­ცია". რე­ვო­ლუ­ცია, სა­დაც ქვე­და ფე­ნას, ისე­ვე რო­გორც ზედა ფე­ნას უკვე არ სურთ და აღარც შე­უძ­ლი­ათ ძვე­ლე­ბუ­რად ცხოვ­რე­ბა.

VIDEO: 2 სცე­ნა­რი, რომ­ლი­თაც ვა­შა­ძემ და "ნა­ცი­ო­ნა­ლებ­მა" შე­საძ­ლოა, არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ იმოქ­მე­დონ

რე­ვო­ლუ­ცია, რო­მელ­შიც არ იქ­ნე­ბი­ან და­მარ­ცხე­ბუ­ლე­ბი. სა­ქარ­თვე­ლო გახ­დე­ბა კი­დევ უფრო ძლი­ე­რი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ახა­ლი ტი­პი­სა და ახა­ლი თა­ო­ბის "ქვე­ყა­ნა-სა­ხელ­მწი­ფო", თა­ნა­მედ­რო­ვე მსოფ­ლი­ო­ში კი - ეს გან­ვი­თა­რე­ბი­სა და მისი ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქის ცხოვ­რე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის ერ­თა­დერ­თი გზაა" - ნათ­ქვა­მია შკლი­ა­რო­ვის ბლოგ­ში.

მო­სა­ლოდ­ნელ დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­კუ­თარ ვა­რა­უ­დებს, სწო­რედ ამ წყა­რო­ე­ბით ამ­ყა­რებს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე.

"ეს იკ­ვე­თე­ბა ყვე­ლაფ­რი­დან, ეს იკ­ვე­თე­ბა კონ­კრე­ტუ­ლად "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ლი­დე­რე­ბის და მათი რუსი პიარ ტექ­ნო­ლო­გე­ბის ფრა­ზე­ბი­დან. პირ­და­პირ სა­უბ­რობ­და მა­გა­ლი­თად, რუსი შკლი­ა­რო­ვი იმა­ზე, რომ მზად­დე­ბა რე­ვო­ლუ­ცია, ასე­ვე სა­უბ­რობ­და სა­ა­კაშ­ვი­ლი, რომ თუ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას სურს რე­ვო­ლუ­ცია, ის მი­ი­ღებს რე­ვო­ლუ­ცი­ას. პირ­და­პირ სა­უბ­რო­ბენ ნაც­მოძ­რა­ო­ბის ლი­დე­რე­ბი იმა­ზე, რომ მათ აქვთ და­გეგ­მი­ლი რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი სცე­ნა­რი, თუმ­ცა ვი­ცით რომ მათ ჰქონ­დათ ასე­თი სცე­ნა­რე­ბი 2016 წელს, სხვა დრო­საც, თუმ­ცა ისი­ნი ბუ­ნებ­რი­ვია სა­ქარ­თვე­ლო­ში დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ას და რე­ვო­ლუ­ცი­ას ვერ ეღირ­სე­ბი­ან" - გა­ნა­ცხა­და პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ მე­დი­ას­თან სა­უბ­რი­სას.

მმარ­თვე­ლი ძალა მუ­ქა­რის შემ­ცველ კონ­ტექსტს ხე­დავს პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტის გრი­გოლ ვა­შა­ძის მიერ გა­მო­ცე­მა "დო­ი­ჩე ვე­ლეს­თვის" მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში გაჟ­ღე­რე­ბულ ფრა­ზებ­შიც:

"ვე­რა­ვინ ვერ შეძ­ლებს ჩემს შე­კა­ვე­ბას, რომ პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებს ვუ­ხელ­მძღვა­ნე­ლო. მსურს შევ­ხე­დო ნე­ბის­მი­ერ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, როცა მე მო­ვუ­წო­დებ 50 ან 100 000 თა­ნა­მე­მა­მუ­ლეს ქუ­ჩებ­ში გა­მოს­ვლი­სა და ჩემს პრო­ტესტთან შე­ერ­თე­ბის­კენ. ვინ და­უდ­გე­ბა ამას წინ? უბ­რა­ლოდ წარ­მო­იდ­გი­ნეთ რა სა­ხის დე­მონ­სტრა­ცია იქ­ნე­ბა ეს. ამი­ტომ ე.წ ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა მარ­თა­ლია, რო­დე­საც აწარ­მო­ებს სამ­კვდრო-სა­სი­ცო­ცხლო ბრძო­ლას ამ პოს­ტის­თვის, თუმ­ცა ისი­ნი ამ ბრძო­ლა­ში უკვე და­მარ­ცხდნენ" - გა­ნა­ცხა­და ვა­შა­ძემ "დო­ი­ჩე ვე­ლეს­თვის" მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

თა­ვად ოპო­ზი­ცის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი რა­ი­მე სა­ხის დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ურ სცე­ნარს გა­მო­რი­ცხა­ვენ. ნა­წი­ლი, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ბრალ­დე­ბებს ბოდ­ვას უწო­დებს და ამ­ბობს, რომ "ოც­ნე­ბამ" ამომ­რჩევ­ლის და­ში­ნე­ბა ამ გზით უკვე არა­ერ­თხელ სცა­და. თუმ­ცა, ოპო­ზი­ცი­უ­რი ძა­ლის ნა­წი­ლი ამ­ბობს, რომ არ­ჩევ­ნე­ბის გა­ყალ­ბე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, სა­ზო­გა­დო­ე­ბას შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს მშვი­დო­ბი­ა­ნი პრო­ტეს­ტი.

"ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ყო­ვე­ლი არ­ჩევ­ნე­ბის წინ გვი­ა­ნონ­სებს რა­ღაც გა­დატ­რი­ა­ლე­ბას. ჯერ იყო ჭი­კა­ი­ძის სა­ბუ­რა­ვე­ბის გა­დატ­რი­ა­ლე­ბა, შემ­დეგ იყო "რუს­თა­ვი 2"-ის ეზო­ში რო­გორ იგეგ­მე­ბო­და გა­დატ­რი­ა­ლე­ბა და ა.შ. ამი­ტომ ამ ბოდ­ვა­ზე სე­რი­ო­ზულ კო­მენ­ტარს ვერ გა­ვა­კე­თებ. ისი­ნი ცდი­ლო­ბენ ამომ­რჩევ­ლის და­ში­ნე­ბას ამ ბოდ­ვით, უკვე მე­რამ­დე­ნედ" - გა­ნა­ცხა­და "ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" წევ­რმა ოთო კა­ხი­ძემ AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში და გან­მარ­ტა, რომ მშვი­დო­ბი­ა­ნი პრო­ტეს­ტი არის პო­ლი­ტი­კუ­რი ცხოვ­რე­ბის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლი და, რომ ამა­ში არა­ფე­რი რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი და დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის შემ­ცვე­ლი არ არის.

იმას, რა­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ას უწო­დებს, არას­ტა­ბი­ლუ­რო­ბის სა­ხე­ლით მო­იხ­სე­ნი­ებს ექ­სპერ­ტი გია ხუ­ხაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც პო­ლი­ტი­კუ­რად ცხელ 2019 წელს აა­ნონ­სებს. თუმ­ცა ამ­ბობს, რომ ვი­თა­რე­ბა დუ­ღი­ლის ტემ­პე­რა­ტუ­რას არ მი­აღ­წევს და მოვ­ლე­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ურ სცე­ნარს გა­მო­რი­ცხავს.

"თუ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში გა­ი­მარ­ჯვებს, ამ შემ­თხვე­ვა­ში იქ­ნე­ბა არას­ტა­ბი­ლუ­რო­ბის ინი­ცი­რე­ბის ფაქ­ტე­ბი, იქ­ნე­ბა რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბის მო­თხოვ­ნა, რა­ღაც ეტაპ­ზე სა­ვა­რა­უ­დოდ სა­ა­კაშ­ვი­ლიც გა­მოჩ­ნდე­ბა არე­ნა­ზე და უფრო აქ­ტი­უ­რად და ინ­ტენ­სი­უ­რად იმოქ­მე­დებს. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა იქ­ნე­ბა მუდ­მი­ვი რყე­ვი­სა და ტურ­ბუ­ლენ­ცი­ის პი­რო­ბებ­ში...

არას­ტა­ბი­ლუ­რო­ბა­ში ვგუ­ლის­ხმობ იმას, რომ მუდ­მი­ვი პო­ლი­ტი­კუ­რი პრე­სინ­გი იქ­ნე­ბა. ასე­თი დი­ნა­მი­კა გაგ­რძელ­დე­ბა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მუდ­მი­ვი პრე­სინ­გის პი­რო­ბებ­ში მო­უ­წევს მუ­შა­ო­ბა. ეს ცუდი სუ­ლაც არ არის - იმი­ტომ რომ სხვა­ნა­ი­რად ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ვერ მო­ა­ხერ­ხა გა­მო­ფხიზ­ლე­ბა და სის­ტე­მურ პრობ­ლე­მებ­ზე სის­ტე­მუ­რი პა­სუ­ხის გა­ცე­მა. ასე კი, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა შე­საძ­ლოა იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­დეს, იმოქ­მე­დოს სა­ხელ­მწი­ფო პრობ­ლე­მე­ბის გა­და­წყვე­ტის კუ­თხით" - აღ­ნიშ­ნა ხუ­ხაშ­ვილ­მა.

იმა­ში, რომ არ­ჩევ­ნებ­ში გა­მარ­ჯვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ოპო­ზი­ცია ვა­დამ­დე­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის­თვის მზა­დე­ბას და­ი­წყებს, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია კი­დევ ერთი ექ­სპერ­ტი ზაალ ან­ჯა­ფა­რი­ძე.

"თუ არ­ჩევ­ნებს ოპო­ზი­ცი­ის კან­დი­და­ტი გრი­გოლ ვა­შა­ძე მო­ი­გებს, თით­ქმის დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ პირ­ველ ეტაპ­ზე შე­ეც­დე­ბა არ გა­ამ­წვა­ვოს სი­ტუ­ა­ცია, რად­გან ეს არ იქ­ნე­ბა კარ­გად აღ­ქმუ­ლი და­სავ­ლე­თის თვალ­ში, რომ­ლის მხარ­და­ჭე­რაც ასე ძა­ლი­ან სჭირ­დე­ბათ. ჩვე­უ­ლებ­რი­ვად მოხ­დე­ბა მისი აღი­ა­რე­ბა გა­მარ­ჯვე­ბუ­ლად.

რო­დე­საც და­ი­კა­ვებს პრე­ზი­დენ­ტის პოსტს, მის ირ­გვლივ შე­მოკ­რე­ბი­ლი ოპო­ზი­ცი­უ­რი ძა­ლე­ბი და­ი­წყე­ბენ პო­ლი­ტი­კუ­რი ტემ­პე­რა­ტუ­რის აწე­ვას, და­ი­წყებს იმ და­პი­რე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბას, რა და­პი­რე­ბე­ბიც გას­ცა და რა­ზეც ძა­ლი­ან ღიად ილა­პა­რა­კა "დო­ი­ჩე ვე­ლეს­თან" - რომ მოხ­დე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბა ვა­დამ­დე­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის მო­თხოვ­ნით" - აღ­ნიშ­ნავს ან­ჯა­ფა­რი­ძე.

ექ­სპერ­ტი თვლის, რომ პო­ლი­ტი­კურ­მა ძა­ლამ, რო­მელ­მაც არ­ჩევ­ნე­ბის პირ­ველ ტურ­ში 700 ათა­სი ხმის მო­პო­ვე­ბა შეძ­ლო, არც ვა­დამ­დე­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის ინი­ცი­რე­ბის­თვის სა­ჭი­რო 200 ათა­სი ხმის მო­ბი­ლი­ზე­ბა გა­უ­ჭირ­დე­ბა.

საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში ოპო­ზი­ცი­უ­რი კან­დი­და­ტის და­მარ­ცხე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ექ­სპერ­ტე­ბი საპ­რო­ტეს­ტო ტალ­ღას ელი­ან, თუმ­ცა ამ­ბო­ბენ, რომ ამ­ჟა­მად სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი მუხ­ტი არ არ­სე­ბობს და მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ამ სცე­ნა­რის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში ოპო­ზი­ცი­ურ ძა­ლებს არ აყ­ვე­ბი­ან.

თუმ­ცა, რო­გორც ხუ­ხაშ­ვილ­მა და ან­ჯა­ფა­რი­ძემ AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში გა­ნა­ცხა­დეს, მოვ­ლე­ნე­ბის ნე­ბის­მი­ე­რი გან­ვი­თა­რე­ბა კონ­კრე­ტუ­ლად არ­ჩევ­ნე­ბის დღე­ზე იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი და იმა­ზე, თუ რა დას­კვნას და­დე­ბენ სა­ერ­თა­შო­რი­სო და ად­გი­ლობ­რი­ვი დამ­კვირ­ვებ­ლე­ბი პრო­ცე­სის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

00:00 / 00:00
ავტორი:

გველის თუ არა "რევოლუცია" მეორე ტურის შემდეგ?

გველის თუ არა "რევოლუცია" მეორე ტურის შემდეგ?

ხელისუფლების წარმომადგენლები საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში რევოლუციას თუ არა, სულ მცირე დესტაბილიზაციას ელიან. არეულობის მოლოდინში მმართველი ძალა სხვადასხვა ტრიბუნიდან სულ უფრო აქტიურად საუბრობს და ამბობს, რომ საქართველოში რევოლუციურ სცენარებს განვითარება არ ექნება.

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს პირველი არჩევნები არ არის, რომლის შემდეგაც ხელისუფლება ოპოზიციის დაგეგმილ არეულობას აანონებს. გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ მსგავსი შიშები 2014 წლიდან დღემდე ჩატარებული ყველა არჩევნების წინ არსებობდა. თუმცა, წინა წლებისგან განსხვავებით, მიმდინარე წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ხელისუფლების შიშებს თავად ოპოზიციური ძალის ლიდერების განცხადებები და პოლიტტექნოლოგ ვიტალი შკლიაროვის არჩევნებისადმი მიძღვნილი ბლოგიც კვებავს.

რუსი ბლოგერი და პიარტექნოლოგი ბლოგში საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურს აჯამებს და ამბობს, რომ ძალიან ცოტას სჯეროდა, რომ ოპოზიციური კანდიდატი პირველ ტურში ხმების თითქმის იმავე რაოდენობას დააგროვებდა, რამდენსაც მმართველი პარტიის მხარდაჭერილი კანდიდატი.

"არის შანსი, რომ დეკემბერში საქართველოში არსებული ვითარება რადიკალურად შეიცვალოს. არის შანსი, რომ მოხდება არა მორიგი "ვარდების რევოლუცია" ან ხელისუფლების ცვლა, არამედ მშვიდობიანი და ნამდვილი დემოკრატიული ცვლილებების "რევოლუცია". რევოლუცია, სადაც ქვედა ფენას, ისევე როგორც ზედა ფენას უკვე არ სურთ და აღარც შეუძლიათ ძველებურად ცხოვრება.

VIDEO: 2 სცენარი, რომლითაც ვაშაძემ და "ნაციონალებმა" შესაძლოა, არჩევნების შემდეგ იმოქმედონ

რევოლუცია, რომელშიც არ იქნებიან დამარცხებულები. საქართველო გახდება კიდევ უფრო ძლიერი დემოკრატიული ახალი ტიპისა და ახალი თაობის "ქვეყანა-სახელმწიფო", თანამედროვე მსოფლიოში კი - ეს განვითარებისა და მისი ყველა მოქალაქის ცხოვრების გაუმჯობესების ერთადერთი გზაა" - ნათქვამია შკლიაროვის ბლოგში.

მოსალოდნელ დესტაბილიზაციასთან დაკავშირებით საკუთარ ვარაუდებს, სწორედ ამ წყაროებით ამყარებს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

"ეს იკვეთება ყველაფრიდან, ეს იკვეთება კონკრეტულად "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების და მათი რუსი პიარ ტექნოლოგების ფრაზებიდან. პირდაპირ საუბრობდა მაგალითად, რუსი შკლიაროვი იმაზე, რომ მზადდება რევოლუცია, ასევე საუბრობდა სააკაშვილი, რომ თუ ხელისუფლებას სურს რევოლუცია, ის მიიღებს რევოლუციას. პირდაპირ საუბრობენ ნაცმოძრაობის ლიდერები იმაზე, რომ მათ აქვთ დაგეგმილი რევოლუციური სცენარი, თუმცა ვიცით რომ მათ ჰქონდათ ასეთი სცენარები 2016 წელს, სხვა დროსაც, თუმცა ისინი ბუნებრივია საქართველოში დესტაბილიზაციას და რევოლუციას ვერ ეღირსებიან" - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ მედიასთან საუბრისას.

მმართველი ძალა მუქარის შემცველ კონტექსტს ხედავს პრეზიდენტობის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის მიერ გამოცემა "დოიჩე ველესთვის" მიცემულ ინტერვიუში გაჟღერებულ ფრაზებშიც:

"ვერავინ ვერ შეძლებს ჩემს შეკავებას, რომ პოლიტიკურ პროცესებს ვუხელმძღვანელო. მსურს შევხედო ნებისმიერ ხელისუფლებას, როცა მე მოვუწოდებ 50 ან 100 000 თანამემამულეს ქუჩებში გამოსვლისა და ჩემს პროტესტთან შეერთებისკენ. ვინ დაუდგება ამას წინ? უბრალოდ წარმოიდგინეთ რა სახის დემონსტრაცია იქნება ეს. ამიტომ ე.წ ქართული ოცნება მართალია, როდესაც აწარმოებს სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლას ამ პოსტისთვის, თუმცა ისინი ამ ბრძოლაში უკვე დამარცხდნენ" - განაცხადა ვაშაძემ "დოიჩე ველესთვის" მიცემულ ინტერვიუში.

თავად ოპოზიცის წარმომადგენლები რაიმე სახის დესტაბილიზაციურ სცენარს გამორიცხავენ. ნაწილი, ხელისუფლების ბრალდებებს ბოდვას უწოდებს და ამბობს, რომ "ოცნებამ" ამომრჩევლის დაშინება ამ გზით უკვე არაერთხელ სცადა. თუმცა, ოპოზიციური ძალის ნაწილი ამბობს, რომ არჩევნების გაყალბების შემთხვევაში, საზოგადოებას შეიძლება ჰქონდეს მშვიდობიანი პროტესტი.

"ხელისუფლება ყოველი არჩევნების წინ გვიანონსებს რაღაც გადატრიალებას. ჯერ იყო ჭიკაიძის საბურავების გადატრიალება, შემდეგ იყო "რუსთავი 2"-ის ეზოში როგორ იგეგმებოდა გადატრიალება და ა.შ. ამიტომ ამ ბოდვაზე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ. ისინი ცდილობენ ამომრჩევლის დაშინებას ამ ბოდვით, უკვე მერამდენედ" - განაცხადა "ევროპული საქართველოს" წევრმა ოთო კახიძემ AMBEBI.GE-სთან საუბარში და განმარტა, რომ მშვიდობიანი პროტესტი არის პოლიტიკური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი და, რომ ამაში არაფერი რევოლუციური და დესტაბილიზაციის შემცველი არ არის.

იმას, რასაც ხელისუფლება დესტაბილიზაციას უწოდებს, არასტაბილურობის სახელით მოიხსენიებს ექსპერტი გია ხუხაშვილი, რომელიც პოლიტიკურად ცხელ 2019 წელს აანონსებს. თუმცა ამბობს, რომ ვითარება დუღილის ტემპერატურას არ მიაღწევს და მოვლენების განვითარების რევოლუციურ სცენარს გამორიცხავს.

"თუ "ნაციონალური მოძრაობა" საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვებს, ამ შემთხვევაში იქნება არასტაბილურობის ინიცირების ფაქტები, იქნება რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა, რაღაც ეტაპზე სავარაუდოდ სააკაშვილიც გამოჩნდება არენაზე და უფრო აქტიურად და ინტენსიურად იმოქმედებს. ხელისუფლება იქნება მუდმივი რყევისა და ტურბულენციის პირობებში...

არასტაბილურობაში ვგულისხმობ იმას, რომ მუდმივი პოლიტიკური პრესინგი იქნება. ასეთი დინამიკა გაგრძელდება და ხელისუფლებას მუდმივი პრესინგის პირობებში მოუწევს მუშაობა. ეს ცუდი სულაც არ არის - იმიტომ რომ სხვანაირად ხელისუფლებამ ვერ მოახერხა გამოფხიზლება და სისტემურ პრობლემებზე სისტემური პასუხის გაცემა. ასე კი, ხელისუფლება შესაძლოა იძულებული გახდეს, იმოქმედოს სახელმწიფო პრობლემების გადაწყვეტის კუთხით" - აღნიშნა ხუხაშვილმა.

იმაში, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ოპოზიცია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებას დაიწყებს, დარწმუნებულია კიდევ ერთი ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე.

"თუ არჩევნებს ოპოზიციის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე მოიგებს, თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ პირველ ეტაპზე შეეცდება არ გაამწვავოს სიტუაცია, რადგან ეს არ იქნება კარგად აღქმული დასავლეთის თვალში, რომლის მხარდაჭერაც ასე ძალიან სჭირდებათ. ჩვეულებრივად მოხდება მისი აღიარება გამარჯვებულად.

როდესაც დაიკავებს პრეზიდენტის პოსტს, მის ირგვლივ შემოკრებილი ოპოზიციური ძალები დაიწყებენ პოლიტიკური ტემპერატურის აწევას, დაიწყებს იმ დაპირებების შესრულებას, რა დაპირებებიც გასცა და რაზეც ძალიან ღიად ილაპარაკა "დოიჩე ველესთან" - რომ მოხდება საზოგადოების მობილიზება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით" - აღნიშნავს ანჯაფარიძე.

ექსპერტი თვლის, რომ პოლიტიკურმა ძალამ, რომელმაც არჩევნების პირველ ტურში 700 ათასი ხმის მოპოვება შეძლო, არც ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ინიცირებისთვის საჭირო 200 ათასი ხმის მობილიზება გაუჭირდება.

საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციური კანდიდატის დამარცხების შემთხვევაში ექსპერტები საპროტესტო ტალღას ელიან, თუმცა ამბობენ, რომ ამჟამად საზოგადოებაში რევოლუციური მუხტი არ არსებობს და მოქალაქეები ამ სცენარის განხორციელებაში ოპოზიციურ ძალებს არ აყვებიან.

თუმცა, როგორც ხუხაშვილმა და ანჯაფარიძემ AMBEBI.GE-სთან საუბარში განაცხადეს, მოვლენების ნებისმიერი განვითარება კონკრეტულად არჩევნების დღეზე იქნება დამოკიდებული და იმაზე, თუ რა დასკვნას დადებენ საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლები პროცესის დემოკრატიულობასთან დაკავშირებით.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები