პოლიტიკა
მოზაიკა
მსოფლიო

11

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 18:54-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 05:12-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ცოდნას ინახავს “ქართული ასომთავრული” – წიგნი, რომელიც უძველეს საიდუმლოს საჯაროს გახდის
რა ცოდნას ინახავს “ქართული ასომთავრული” – წიგნი, რომელიც უძველეს საიდუმლოს საჯაროს გახდის

ერთი შე­ხედ­ვით, ქარ­თუ­ლი დამ­წერ­ლო­ბა, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ოს 14 დამ­წერ­ლო­ბა­ში შე­დის, სა­თა­ნა­დოდ არის შე­ფა­სე­ბუ­ლი და და­ფა­სე­ბუ­ლი. თუმ­ცა ბოლო პე­რი­ო­დის კვლე­ვე­ბი ადას­ტუ­რე­ბენ, რომ ქარ­თულ დამ­წერ­ლო­ბა ასომ­თავ­რულ­ში იმა­ზე მეტი ინ­ფორ­მა­ცი­აა და­ცუ­ლი და იმა­ზე გა­ცი­ლე­ბით უფრო დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბი­საა, ვიდ­რე ამის შე­სა­ხებ ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვი­საა ცნო­ბი­ლი.

ან­ბანთმცოდ­ნე რა­მაზ პა­ტა­რი­ძემ, რო­მელ­საც წელს 6 ნო­ემ­ბერს 91 წელი შე­უს­რულ­და, ან­ბა­ნის კვლე­ვა დიდი ხნის წინ და­ი­წყო. მისი წიგ­ნი “ქარ­თუ­ლი ასომ­თავ­რუ­ლი” პირ­ვე­ლად 1980 წელს გა­მო­ი­ცა. წლე­ბის შემ­დეგ ეს ნაშ­რო­მი, უფრო პო­პუ­ლა­რულ ენა­ზე მომ­ზა­დე­ბუ­ლი, გა­მომ­ცემ­ლო­ბა “პა­ლიტ­რა L-მა” გა­მო­აქ­ვეყ­ნა. წიგ­ნის შემ­დგე­ნელ-რე­დაქ­ტო­რია და­ვით გა­ლე­გაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც აღ­ნიშ­ნავს, რომ ამ წიგ­ნის მი­ხედ­ვით ქარ­თუ­ლი ასომ­თავ­რუ­ლი დამ­წერ­ლო­ბა ურ­თუ­ლე­სი და უზუს­ტე­სი ინ­ფორ­მა­ცი­ის მა­ტა­რე­ბე­ლია, რომ­ლის მსგავ­სი კა­ცობ­რი­ო­ბამ არ იცის.

აი, რას ჰყვე­ბა და­ვით გა­ლე­გაშ­ვი­ლი წიგ­ნის შე­სა­ხებ:

“თავ­და­პირ­ვე­ლად, რა­მაზ პა­ტა­რი­ძის “ქარ­თუ­ლი ასომ­თავ­რუ­ლი” სა­ბავ­შვო გა­მომ­ცემ­ლო­ბა “ნა­კა­დულ­მა“ გა­მოს­ცა. ვი­ნა­ი­დან ის სა­ბავ­შვო გა­მომ­ცემ­ლო­ბა იყო, წიგნ­მა საბ­ჭო­თა ცენ­ზუ­რის გვერ­დის ავლა მარ­ტი­ვად მო­ა­ხერ­ხა. თუმ­ცა გა­მო­ცე­მი­დან მა­ლე­ვე საბ­ჭო­თა სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­მა გა­ი­გეს, თუ რა სა­ო­ცა­რი ან­ბა­ნი ჰქო­ნი­ათ ქარ­თვე­ლებს და რა სი­მაღ­ლე­ზე ჰყავ­და აყ­ვა­ნი­ლი ამ დამ­წერ­ლო­ბას სა­ქარ­თვე­ლო. ამის შე­დე­გად წიგ­ნე­ბის გავ­რცე­ლე­ბა შე­ი­ზღუ­და, გა­მომ­ცემ­ლო­ბა “ნა­კა­დუ­ლის” დი­რექ­ტო­რი არ­ჩილ სუ­ლა­კა­უ­რი თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლდა, ხოლო წიგ­ნის ავ­ტო­რი რა­მაზ პა­ტა­რი­ძე პრაქ­ტი­კუ­ლად ჩა­მო­შო­რე­ბულ იქნა სა­მეც­ნი­ე­რო საქ­მი­ა­ნო­ბი­დან.

“პა­ლიტ­რა L-ის” მიერ გა­მო­ცე­მუ­ლი “ქარ­თუ­ლი ასომ­თავ­რუ­ლის“ გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ვერ­სი­ის მი­ხედ­ვით ნე­ბის­მი­ე­რი მკი­თხვე­ლი ად­ვი­ლად გა­ი­გებს, თუ რას ნიშ­ნავს ზო­გა­დად ან­ბა­ნი კა­ცობ­რი­ო­ბი­სათ­ვის, მის მოკ­ლე ის­ტო­რი­ას და იმა­საც, თუ რა არის მსოფ­ლი­ო­ში არ­სე­ბულ ან­ბა­ნებ­თან შე­და­რე­ბით ქარ­თუ­ლი ასომ­თავ­რუ­ლის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლო­ბა, გა­მორ­ჩე­უ­ლო­ბა და უნი­კა­ლუ­რო­ბა.

ასომ­თავ­რულ ან­ბან­ში ასო-ნიშ­ნე­ბის სა­ხელ­დე­ბა, დაჯ­გუ­ფე­ბის პრინ­ცი­პე­ბი, მათი რი­გი­თი და რი­ცხვი­თი მნიშ­ვნე­ლო­ბე­ბი, გრა­ფი­კუ­ლი მო­ხა­ზუ­ლო­ბა და მა­თე­მა­ტი­კურ-გე­ო­მეტ­რი­უ­ლი რა­ო­ბა გა­ნა­პი­რო­ბებს ამო­ვი­კი­თხოთ ან­ბან­ში წარ­მარ­თუ­ლი ღმერ­თე­ბის პან­თე­ო­ნი, მზის და მთვა­რის უძ­ვე­ლე­სი კა­ლენ­დრე­ბი, შუ­ამ­დი­ნა­რე­თის და ეგ­ვიპ­ტის უძ­ვე­ლე­სი ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ე­ბის მიგ­ნე­ბა­თა სინ­თე­ზი და ქარ­თვე­ლე­ბის მიერ უზუს­ტე­სი კა­ლენ­და­რუ­ლი სის­ტე­მის შექ­მნის ის­ტო­რია”.

ეს ყვე­ლა­ფე­რი და კი­დევ სხვა უამ­რა­ვი სა­ინ­ტე­რე­სო რამ ამ წიგნ­შია გად­მო­ცე­მუ­ლი. გთა­ვა­ზობთ ფილ­მს რო­მე­ლიც წიგ­ნის რე­დაქ­ტორ­მა, და­ვით გა­ლე­გაშ­ვილ­მა და რე­ჟი­სორ­მა რუ­სუ­დან მე­ლა­ძემ “ქარ­თუ­ლი ასომ­თავ­რუ­ლის” მი­ხედ­ვით გა­და­ი­ღეს.

იხი­ლეთ ვი­დე­ოს ბმუ­ლი

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

რა ცოდნას ინახავს “ქართული ასომთავრული” – წიგნი, რომელიც უძველეს საიდუმლოს საჯაროს გახდის

რა ცოდნას ინახავს “ქართული ასომთავრული” – წიგნი, რომელიც უძველეს საიდუმლოს საჯაროს გახდის

ერთი შეხედვით, ქართული დამწერლობა, რომელიც მსოფლიოს 14 დამწერლობაში შედის, სათანადოდ არის შეფასებული და დაფასებული. თუმცა ბოლო პერიოდის კვლევები ადასტურებენ, რომ ქართულ დამწერლობა ასომთავრულში იმაზე მეტი ინფორმაციაა დაცული და იმაზე გაცილებით უფრო დიდი მნიშვნელობისაა, ვიდრე ამის შესახებ ფართო საზოგადოებისთვისაა ცნობილი.

ანბანთმცოდნე რამაზ პატარიძემ, რომელსაც წელს 6 ნოემბერს 91 წელი შეუსრულდა, ანბანის კვლევა დიდი ხნის წინ დაიწყო. მისი წიგნი “ქართული ასომთავრული” პირველად 1980 წელს გამოიცა. წლების შემდეგ ეს ნაშრომი, უფრო პოპულარულ ენაზე მომზადებული, გამომცემლობა “პალიტრა L-მა” გამოაქვეყნა. წიგნის შემდგენელ-რედაქტორია დავით გალეგაშვილი, რომელიც აღნიშნავს, რომ ამ წიგნის მიხედვით ქართული ასომთავრული დამწერლობა ურთულესი და უზუსტესი ინფორმაციის მატარებელია, რომლის მსგავსი კაცობრიობამ არ იცის.

აი, რას ჰყვება დავით გალეგაშვილი წიგნის შესახებ:

“თავდაპირველად, რამაზ პატარიძის “ქართული ასომთავრული” საბავშვო გამომცემლობა “ნაკადულმა“ გამოსცა. ვინაიდან ის საბავშვო გამომცემლობა იყო, წიგნმა საბჭოთა ცენზურის გვერდის ავლა მარტივად მოახერხა. თუმცა გამოცემიდან მალევე საბჭოთა სპეცსამსახურებმა გაიგეს, თუ რა საოცარი ანბანი ჰქონიათ ქართველებს და რა სიმაღლეზე ჰყავდა აყვანილი ამ დამწერლობას საქართველო. ამის შედეგად წიგნების გავრცელება შეიზღუდა, გამომცემლობა “ნაკადულის” დირექტორი არჩილ სულაკაური თანამდებობიდან გათავისუფლდა, ხოლო წიგნის ავტორი რამაზ პატარიძე პრაქტიკულად ჩამოშორებულ იქნა სამეცნიერო საქმიანობიდან.

“პალიტრა L-ის” მიერ გამოცემული “ქართული ასომთავრულის“ განახლებული ვერსიის მიხედვით ნებისმიერი მკითხველი ადვილად გაიგებს, თუ რას ნიშნავს ზოგადად ანბანი კაცობრიობისათვის, მის მოკლე ისტორიას და იმასაც, თუ რა არის მსოფლიოში არსებულ ანბანებთან შედარებით ქართული ასომთავრულის განსაკუთრებულობა, გამორჩეულობა და უნიკალურობა.

ასომთავრულ ანბანში ასო-ნიშნების სახელდება, დაჯგუფების პრინციპები, მათი რიგითი და რიცხვითი მნიშვნელობები, გრაფიკული მოხაზულობა და მათემატიკურ-გეომეტრიული რაობა განაპირობებს ამოვიკითხოთ ანბანში წარმართული ღმერთების პანთეონი, მზის და მთვარის უძველესი კალენდრები, შუამდინარეთის და ეგვიპტის უძველესი ცივილიზაციების მიგნებათა სინთეზი და ქართველების მიერ უზუსტესი კალენდარული სისტემის შექმნის ისტორია”.

ეს ყველაფერი და კიდევ სხვა უამრავი საინტერესო რამ ამ წიგნშია გადმოცემული. გთავაზობთ ფილმს რომელიც წიგნის რედაქტორმა, დავით გალეგაშვილმა და რეჟისორმა რუსუდან მელაძემ “ქართული ასომთავრულის” მიხედვით გადაიღეს.

იხილეთ ვიდეოს ბმული

TOP 7 სასიყვარულო წიგნი ვალენტინობისთვის

უკვე დღეიდან გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად პროექტის „ქართველები მსოფლიო ისტორიაში“ მე-4 ტომი

გურამ გეგეშიძის 6-ტომეულის პირველი ტომი 11 თებერვლიდან ჟურნალ „გზასთან“ ერთად გამოვა