Faceამბები
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვის შეეხება საბანკო დავალიანების განულება
ვის შეეხება საბანკო დავალიანების განულება

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ბან­კო ასო­ცი­ა­ცია 600 000 მო­ქა­ლა­ქის­თვის და­ვა­ლი­ა­ნე­ბის გა­ნუ­ლე­ბის სა­კი­თხზე გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს და გან­მარ­ტავს, კონ­კრე­ტუ­ლად ვის შე­ე­ხე­ბა მთავ­რო­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვა.

ამას­თან, ასო­ცი­ა­ცია ხაზს უს­ვამს, რომ კო­მერ­ცი­ულ ბან­კებ­სა და ფონდ „ქარ­თუს“ შო­რის გა­რი­გე­ბა ერთჯე­რად ხა­სი­ათს ატა­რებს და "მო­სა­ლოდ­ნე­ლია, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შე­ამ­ცი­რებს და­ვა­ლი­ა­ნე­ბის მო­ცუ­ლო­ბას სა­მომ­ხმა­რებ­ლო სექ­ტორ­ში".

"სა­ქარ­თვე­ლო­ში მოქ­მედ ბან­კებ­სა და ფონდ „ქარ­თუს“ შო­რის დას­რულ­და წი­ნას­წა­რი მო­ლა­პა­რა­კე­ბა ვა­და­გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი სა­სეს­ხო პორ­ტფე­ლის ნა­წი­ლის გა­ყიდ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით. პორ­ტფე­ლი ძი­რი­თა­დად იმ მცი­რე­მო­ცუ­ლო­ბი­თი საკ­რე­დი­ტო ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა­გან შედ­გე­ბა, რომ­ლებ­ზეც ვა­და­გა­და­ცი­ლე­ბა წარ­მო­იშ­ვა 2018 წლის 1-ელ იან­ვრამ­დე და რომ­ლე­ბიც აკ­მა­ყო­ფი­ლე­ბენ ქვე­მოთ ჩა­მოთ­ვლილ ყვე­ლა კრი­ტე­რი­უმს:

2018 წლის 19 ნო­ემ­ბრის მდგო­მა­რე­ო­ბით უწყვე­ტად ვა­და­გა­და­ცი­ლე­ბუ­ლია; საკ­რე­დი­ტო ვალ­დე­ბუ­ლე­ბის ძირი თან­ხა არ აღე­მა­ტე­ბა 2 000 (ორი ათა­სი) ლარს; არ არის უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი ან უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლია თავ­დე­ბო­ბით ან მოძ­რა­ვი ქო­ნე­ბით.

შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე პი­რე­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი პი­რე­ბის ბა­ზა­ში რე­გის­ტრი­რე­ბულ მო­ვა­ლე­თა შემ­თხვე­ვა­ში, საქ­მე ეხე­ბა იმ საკ­რე­დი­ტო ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს, რო­მელ­თა ნარ­ჩე­ნი ძირი თან­ხა არ აღე­მა­ტე­ბა 2 000 (ორი ათა­სი) ლარს, ვა­და­გა­და­ცი­ლე­ბა წარ­მო­იშ­ვა 2018 წლის 1-ელ ოქ­ტომ­ბრამ­დე და არ არის აღ­მო­ფხვრი­ლი 2018 წლის 19 ნო­ემ­ბრამ­დე.

სა­ქარ­თვე­ლო­ში მოქ­მედ ბან­კებ­სა და ფონდ „ქარ­თუს“ შო­რის მიღ­წე­უ­ლი შე­თან­ხმე­ბის პი­რო­ბე­ბის შე­სა­ბა­მი­სად ვა­და­გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი საკ­რე­დი­ტო ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის სა­ბო­ლოო სი­ე­ბის გან­სა­ზღვრა მიმ­დი­ნა­რე­ობს და დას­რულ­დე­ბა 2018 წლის 3 დე­კემ­ბერს.

კო­მერ­ცი­ულ ბან­კებ­სა და ფონდ „ქარ­თუს“ შო­რის გა­რი­გე­ბა ერთჯე­რად ხა­სი­ათს ატა­რებს და მო­სა­ლოდ­ნე­ლია, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შე­ამ­ცი­რებს და­ვა­ლი­ა­ნე­ბის მო­ცუ­ლო­ბას სა­მომ­ხმა­რებ­ლო სექ­ტორ­ში. ამას­თან, სა­ფი­ნან­სო სექ­ტო­რი მო­უ­წო­დებს მომ­ხმა­რებ­ლებს ფი­ნან­სუ­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბის აღე­ბი­სას პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით მო­ე­კი­დონ კრე­დი­ტის მომ­სა­ხუ­რე­ბის პი­რო­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბას“, - ნათ­ქვა­მია სა­ბან­კო ასო­ცი­ა­ცი­ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

ავტორი:

ვის შეეხება საბანკო დავალიანების განულება

ვის შეეხება საბანკო დავალიანების განულება

საქართველოს საბანკო ასოციაცია 600 000 მოქალაქისთვის დავალიანების განულების საკითხზე განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, კონკრეტულად ვის შეეხება მთავრობის ინიციატივა.

ამასთან, ასოციაცია ხაზს უსვამს, რომ კომერციულ ბანკებსა და ფონდ „ქართუს“ შორის გარიგება ერთჯერად ხასიათს ატარებს და "მოსალოდნელია, რომ აღნიშნული მნიშვნელოვნად შეამცირებს დავალიანების მოცულობას სამომხმარებლო სექტორში".

"საქართველოში მოქმედ ბანკებსა და ფონდ „ქართუს“ შორის დასრულდა წინასწარი მოლაპარაკება ვადაგადაცილებული სასესხო პორტფელის ნაწილის გაყიდვასთან დაკავშირებით. პორტფელი ძირითადად იმ მცირემოცულობითი საკრედიტო ვალდებულებებისაგან შედგება, რომლებზეც ვადაგადაცილება წარმოიშვა 2018 წლის 1-ელ იანვრამდე და რომლებიც აკმაყოფილებენ ქვემოთ ჩამოთვლილ ყველა კრიტერიუმს:

2018 წლის 19 ნოემბრის მდგომარეობით უწყვეტად ვადაგადაცილებულია; საკრედიტო ვალდებულების ძირი თანხა არ აღემატება 2 000 (ორი ათასი) ლარს; არ არის უზრუნველყოფილი ან უზრუნველყოფილია თავდებობით ან მოძრავი ქონებით.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისა და სოციალურად დაუცველი პირების ბაზაში რეგისტრირებულ მოვალეთა შემთხვევაში, საქმე ეხება იმ საკრედიტო ვალდებულებებს, რომელთა ნარჩენი ძირი თანხა არ აღემატება 2 000 (ორი ათასი) ლარს, ვადაგადაცილება წარმოიშვა 2018 წლის 1-ელ ოქტომბრამდე და არ არის აღმოფხვრილი 2018 წლის 19 ნოემბრამდე.

საქართველოში მოქმედ ბანკებსა და ფონდ „ქართუს“ შორის მიღწეული შეთანხმების პირობების შესაბამისად ვადაგადაცილებული საკრედიტო ვალდებულებების საბოლოო სიების განსაზღვრა მიმდინარეობს და დასრულდება 2018 წლის 3 დეკემბერს.

კომერციულ ბანკებსა და ფონდ „ქართუს“ შორის გარიგება ერთჯერად ხასიათს ატარებს და მოსალოდნელია, რომ აღნიშნული მნიშვნელოვნად შეამცირებს დავალიანების მოცულობას სამომხმარებლო სექტორში. ამასთან, საფინანსო სექტორი მოუწოდებს მომხმარებლებს ფინანსური ვალდებულების აღებისას პასუხისმგებლობით მოეკიდონ კრედიტის მომსახურების პირობების შესრულებას“, - ნათქვამია საბანკო ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ