პოლიტიკა
მსოფლიო

14

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 22:48-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისის საკრებულოს წევრს თემურ გიორგაძეს 6-წლიანი პატიმრობა შეეფარდა
თბილისის საკრებულოს წევრს თემურ გიორგაძეს 6-წლიანი პატიმრობა შეეფარდა

თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რს თე­მურ გი­ორ­გა­ძეს, სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, 6 წლის ვა­დით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და. ამის შე­სა­ხებ ნათ­ქვა­მია თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს გან­ცხა­დე­ბა­ში.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, თაღ­ლი­თო­ბის მცდე­ლო­ბა­ში დამ­ნა­შა­ვედ ცნო თბი­ლი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რი თე­მურ გი­ორ­გა­ძე და მის მი­მართ გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი და­ად­გი­ნა.

„წარ­დგე­ნი­ლი ბრა­ლის თა­ნახ­მად, თ. გ.-ს ბრა­ლად ედე­ბო­და თაღ­ლი­თო­ბის მცდე­ლო­ბა, ე.ი. სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო მი­სა­კუთ­რე­ბის მიზ­ნით დიდი ოდე­ნო­ბით სხვი­სი ნივ­თის მო­ტყუ­ე­ბით და­უფ­ლე­ბის მცდე­ლო­ბა.

საქ­მის მა­სა­ლე­ბის თა­ნახ­მად, 2018 წლის თე­ბერ­ვალ­ში, თ. გ. შეხ­ვდა მო­ქა­ლა­ქე­ებს ე. ხ.-სა და ტ. ა.-ს, რო­მელ­თაც ნარ­კო­და­ნა­შა­უ­ლი­სათ­ვის ბრალ­დე­ბუ­ლი მათი ახ­ლობ­ლის შე­სა­ხებ, კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი შე­ღა­ვა­თის მი­ღე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­კი­თხებ­ში გარ­კვე­ვა სურ­დათ. ბრალ­დე­ბუ­ლი თ. გ. ე.ხ.-ს და­პირ­და, რომ მის­თვის 7 000 აშშ დო­ლა­რის გა­დახ­დის სა­ნაც­ვლოდ, შე­წყა­ლე­ბის კო­მი­სია მის ახ­ლო­ბელს შე­ი­წყა­ლებ­და. ერთ-ერთი შეხ­ვედ­რი­სას, თ. გ. მო­ტყუ­ე­ბით და­ე­უფ­ლა მო­თხოვ­ნი­ლი თან­ხის ნა­წილს - 3 500 აშშ დო­ლარს, რის შე­დე­გა­დაც ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი სა­ა­გენ­ტოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა იგი და­ა­კა­ვეს. ბრალ­დე­ბულ­მა ფი­ზი­კუ­რი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გა­უ­წია სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნოს წარ­მო­მად­გენ­ლებს, ხოლო მო­ტყუ­ე­ბით და­უფ­ლე­ბუ­ლი თან­ხა ლიფ­ტის შახ­ტა­ში ჩა­აგ­დო.

საქ­მის არ­სე­ბი­თად გან­ხილ­ვი­სას ბრალ­დე­ბულ­მა თავი არ ცნო დამ­ნა­შა­ვედ წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბა­ში, თუმ­ცა სხდო­მებ­ზე გა­მოკ­ვლე­ულ და საქ­მე­ში არ­სე­ბულ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­თა ერ­თობ­ლი­ო­ბით, სა­სა­მარ­თლომ თ. გ. დამ­ნა­შა­ვედ ცნო წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბა­ში და მას სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 6 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა შე­უ­ფარ­და“, - ნათ­ქვა­მია სა­სა­მარ­თლოს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

ავტორი:

თბილისის საკრებულოს წევრს თემურ გიორგაძეს 6-წლიანი პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საკრებულოს წევრს თემურ გიორგაძეს 6-წლიანი პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საკრებულოს წევრს თემურ გიორგაძეს, სასამართლოს გადაწყვეტილებით, 6 წლის ვადით პატიმრობა შეეფარდა. ამის შესახებ ნათქვამია თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, თაღლითობის მცდელობაში დამნაშავედ ცნო თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი თემურ გიორგაძე და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.

„წარდგენილი ბრალის თანახმად, თ. გ.-ს ბრალად ედებოდა თაღლითობის მცდელობა, ე.ი. სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლების მცდელობა.

საქმის მასალების თანახმად, 2018 წლის თებერვალში, თ. გ. შეხვდა მოქალაქეებს ე. ხ.-სა და ტ. ა.-ს, რომელთაც ნარკოდანაშაულისათვის ბრალდებული მათი ახლობლის შესახებ, კანონით გათვალისწინებული შეღავათის მიღებასთან დაკავშირებულ საკითხებში გარკვევა სურდათ. ბრალდებული თ. გ. ე.ხ.-ს დაპირდა, რომ მისთვის 7 000 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ, შეწყალების კომისია მის ახლობელს შეიწყალებდა. ერთ-ერთი შეხვედრისას, თ. გ. მოტყუებით დაეუფლა მოთხოვნილი თანხის ნაწილს - 3 500 აშშ დოლარს, რის შედეგადაც ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა იგი დააკავეს. ბრალდებულმა ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწია სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებს, ხოლო მოტყუებით დაუფლებული თანხა ლიფტის შახტაში ჩააგდო.

საქმის არსებითად განხილვისას ბრალდებულმა თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, თუმცა სხდომებზე გამოკვლეულ და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლომ თ. გ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და მას სასჯელის სახედ და ზომად 6 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა“, - ნათქვამია სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"