საზოგადოება
პოლიტიკა

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირაკლი ფირცხალავა საავადმყოფოში გადაიყვანეს
ირაკლი ფირცხალავა საავადმყოფოში გადაიყვანეს

შსს-ს ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვა სა­ა­ვად­მყო­ფო­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი. სპე­ცი­ა­ლუ­რი პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მსჯავ­რდე­ბუ­ლი უჩი­ვის სა­ერ­თო სი­სუს­ტეს, გუ­ლის­რე­ვის შეგ­რძნე­ბას, უმა­დო­ბას, ტკი­ვილს ნაღ­ვლის ბუშ­ტის არე­ში, აღე­ნიშ­ნე­ბა წო­ნა­ში კლე­ბა და ქი­რურ­გის რე­კო­მენ­და­ცი­ით და­ი­ნიშ­ნა ოპე­რა­ცია, რის­თვი­საც პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის მედ­პერ­სო­ნალ­მა მსჯავ­რდე­ბუ­ლის სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტო­რის სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­დაყ­ვა­ნა მი­იჩ­ნია სა­ჭი­როდ.

„პა­ტიმ­რო­ბა­ში მყო­ფი პი­რის ჯან­მრთე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით პო­ლი­ტი­კუ­რი სპე­კუ­ლა­ცი­ე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად, სპე­ცი­ა­ლუ­რი პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რი წი­ნამ­დე­ბა­რე გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

მსჯავ­რდე­ბულ ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვას 2016 წელს და­ეს­ვა დი­აგ­ნო­ზი, ნაღ­ველ­კენ­ჭო­ვა­ნი და­ა­ვა­დე­ბა ქრო­ნი­კუ­ლი ქო­ლე­ცეს­ტი­ტი, არ­ტე­რი­უ­ლი ჰი­პერ­ტენ­ზია და მთე­ლი შემ­დგო­მი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­სა­ბა­მი­სი მკურ­ნა­ლო­ბა უტარ­დე­ბო­და. კერ­ძოდ, მსჯავ­რდე­ბუ­ლი ღე­ბუ­ლობ­და სპაზ­მო­ლი­ტი­კებს, ფერ­მენ­ტულ პრე­პა­რა­ტებს, ტკი­ვილ­გა­მა­ყუ­ჩებ­ლებ­სა და წნე­ვის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სა­შუ­ა­ლე­ბებს. მიმ­დი­ნა­რე წლის 29 აგ­ვის­ტოს მსჯავ­რდე­ბულს სპე­ცი­ა­ლის­ტის კონ­სულ­ტა­ცია და ექოს­კო­პი­უ­რი გა­მოკ­ვლე­ვა ჩა­უ­ტარ­და. ექოს­კო­პი­უ­რი გა­მოკ­ვლე­ვი­სას ნაღ­ვლის ბუშ­ტში მრავ­ლო­ბი­თი კონ­კრე­მენ­ტე­ბი (მაქ­სი­მა­ლუ­რი ზომა 10მმ, მი­ნი­მა­ლუ­რი - 6 მმ) და­უდ­გინ­და. და­ის­ვა დი­აგ­ნო­ზი - ნაღ­ველ­კენ­ჭო­ვა­ნი და­ა­ვა­დე­ბა ქრო­ნი­კუ­ლი ქო­ლე­ცეს­ტი­ტი, ერო­ზი­უ­ლი გას­ტრო­დუ­ო­დე­ნი­ტი. 25 სექ­ტემ­ბერ­სა და 13 ნო­ემ­ბერს ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვას გან­მე­ო­რე­ბი­თი ექოს­კო­პი­უ­რი გა­მოკ­ვლე­ვა ჩა­უ­ტარ­და, რის შე­დე­გა­დაც იგი­ვე სუ­რა­თი გა­მო­იკ­ვე­თა.

მსჯავ­რდე­ბუ­ლი უჩი­ვის სა­ერ­თო სი­სუს­ტეს, გუ­ლის­რე­ვის შეგ­რძნე­ბას, უმა­დო­ბას, ტკი­ვილს ნაღ­ვლის ბუშ­ტის არე­ში, აღე­ნიშ­ნე­ბა წო­ნა­ში კლე­ბა. ქი­რურ­გის რე­კო­მენ­და­ცი­ით და­ი­ნიშ­ნა ოპე­რა­ცია, რის­თვი­საც პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის მედ­პერ­სო­ნალ­მა მსჯავ­რდე­ბუ­ლის სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტო­რის სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­დაყ­ვა­ნა მი­იჩ­ნია სა­ჭი­როდ. შე­სა­ბა­მი­სად, თა­ვად მსჯავ­რდე­ბუ­ლის თან­ხმო­ბით მოხ­და მისი გა­დაყ­ვა­ნა სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტო­რის სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ნაღ­ვლის ბუშტზე ოპე­რა­ცი­ის ჩა­სა­ტა­რებ­ლად“, - აცხა­დე­ბენ სპე­ცი­ა­ლურ პე­ნი­ტენ­ცი­ურ სამ­სა­ხურ­ში.

იხი­ლეთ ვი­დეო: შსს-ს ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს - რას უჩი­ვის მსჯავ­რდე­ბუ­ლი?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

ირაკლი ფირცხალავა საავადმყოფოში გადაიყვანეს

ირაკლი ფირცხალავა საავადმყოფოში გადაიყვანეს

შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი ირაკლი ფირცხალავა საავადმყოფოშია გადაყვანილი. სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, მსჯავრდებული უჩივის საერთო სისუსტეს, გულისრევის შეგრძნებას, უმადობას, ტკივილს ნაღვლის ბუშტის არეში, აღენიშნება წონაში კლება და ქირურგის რეკომენდაციით დაინიშნა ოპერაცია, რისთვისაც პენიტენციური სამსახურის მედპერსონალმა მსჯავრდებულის სამოქალაქო სექტორის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა მიიჩნია საჭიროდ.

„პატიმრობაში მყოფი პირის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პოლიტიკური სპეკულაციების თავიდან ასაცილებლად, სპეციალური პენიტენციური სამსახური წინამდებარე განცხადებას ავრცელებს.

მსჯავრდებულ ირაკლი ფირცხალავას 2016 წელს დაესვა დიაგნოზი, ნაღველკენჭოვანი დაავადება ქრონიკული ქოლეცესტიტი, არტერიული ჰიპერტენზია და მთელი შემდგომი პერიოდის განმავლობაში შესაბამისი მკურნალობა უტარდებოდა. კერძოდ, მსჯავრდებული ღებულობდა სპაზმოლიტიკებს, ფერმენტულ პრეპარატებს, ტკივილგამაყუჩებლებსა და წნევის საწინააღმდეგო საშუალებებს. მიმდინარე წლის 29 აგვისტოს მსჯავრდებულს სპეციალისტის კონსულტაცია და ექოსკოპიური გამოკვლევა ჩაუტარდა. ექოსკოპიური გამოკვლევისას ნაღვლის ბუშტში მრავლობითი კონკრემენტები (მაქსიმალური ზომა 10მმ, მინიმალური - 6 მმ) დაუდგინდა. დაისვა დიაგნოზი - ნაღველკენჭოვანი დაავადება ქრონიკული ქოლეცესტიტი, ეროზიული გასტროდუოდენიტი. 25 სექტემბერსა და 13 ნოემბერს ირაკლი ფირცხალავას განმეორებითი ექოსკოპიური გამოკვლევა ჩაუტარდა, რის შედეგადაც იგივე სურათი გამოიკვეთა.

მსჯავრდებული უჩივის საერთო სისუსტეს, გულისრევის შეგრძნებას, უმადობას, ტკივილს ნაღვლის ბუშტის არეში, აღენიშნება წონაში კლება. ქირურგის რეკომენდაციით დაინიშნა ოპერაცია, რისთვისაც პენიტენციური სამსახურის მედპერსონალმა მსჯავრდებულის სამოქალაქო სექტორის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა მიიჩნია საჭიროდ. შესაბამისად, თავად მსჯავრდებულის თანხმობით მოხდა მისი გადაყვანა სამოქალაქო სექტორის სამედიცინო დაწესებულებაში ნაღვლის ბუშტზე ოპერაციის ჩასატარებლად“, - აცხადებენ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში.

იხილეთ ვიდეო: შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი ირაკლი ფირცხალავა საავადმყოფოში გადაიყვანეს - რას უჩივის მსჯავრდებული?

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს