პოლიტიკა
მსოფლიო

14

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 22:48-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსში 41 კომპანია მონაწილეობს
საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსში 41 კომპანია მონაწილეობს

სა­ქარ­თვე­ლოს სტრა­ტე­გი­უ­ლი კვლე­ვე­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტრი (CSRDG), ევ­რო­კავ­ში­რი­სა და გერ­მა­ნი­ის ეკო­ნო­მი­კუ­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის ფე­დე­რა­ლუ­რი სა­მი­ნის­ტროს მხარ­და­ჭე­რით, წელს პირ­ვე­ლად ატა­რებს პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი ბიზ­ნე­სის კონ­კურსს - Meliora 2018. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ კონ­კურ­სი წელს პირ­ვე­ლად იმარ­თე­ბა, ბიზ­ნეს კომ­პა­ნი­ე­ბის მხრი­დან მო­ნა­წი­ლე­ო­ბის საკ­მა­ოდ დიდი ინ­ტე­რე­სი და­ფიქ­სირ­და, რაც კორ­პო­რა­ცი­უ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის (CSR) მი­მართ მნიშ­ვნე­ლო­ვან ინ­ტე­რეს­ზე მე­ტყვე­ლებს.

კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას 41 კომ­პა­ნია 2017-2018 წელს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი 76 პრო­ექ­ტით მი­ი­ღებს და შე­ეც­დე­ბა, წლის პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი ბიზ­ნე­სის წო­დე­ბა მო­ი­პო­ვოს. კომ­პა­ნი­ებს სა­შუ­ა­ლე­ბა ჰქონ­დათ, კორ­პო­რა­ცი­უ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი და ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბი კონ­კურ­სის 11 კა­ტე­გო­რი­ა­ში წარ­მო­ედ­გი­ნათ, რო­მე­ლიც CSR-ის თით­ქმის ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბას მო­ი­ცავ­და. კონ­კურ­სის შე­ფა­სე­ბის კრი­ტე­რი­უ­მი, კა­ტე­გო­რი­ე­ბი და პრო­ცე­დუ­რე­ბი შე­მუ­შავ­და CSRDG-ის მიერ, კორ­პო­რა­ცი­უ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სფე­როს წამ­ყვა­ნი ევ­რო­პუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ექ­სპერ­ტებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით, რო­მელ­თაც ამ ტი­პის კონ­კურ­სე­ბის ჩა­ტა­რე­ბის მრა­ვალ­წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვთ, ესე­ნია: Pontis Foundation, სლო­ვა­კე­თი და Business in the Community, the Prince’s Responsible Business Network, დიდი ბრი­ტა­ნე­თი; შე­სა­ბა­მი­სად, კონ­კურ­სი სა­უ­კე­თე­სო სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტებს შე­ე­სა­ბა­მე­ბა.

კონ­კურ­სში წარ­დგე­ნილ გა­ნა­ცხა­დებს 17 ქარ­თველ ექ­სპერტთან ერ­თად, რო­მელ­თა ვი­ნა­ო­ბა და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნი­ა­ზე გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი, 11 სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­სპერ­ტიც შე­ა­ფა­სებს. სა­ერ­თა­შო­რი­სო ჟი­უ­რი მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და კორ­პო­რა­ცი­უ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სოდ აღი­ა­რე­ბუ­ლი ექ­სპერ­ტე­ბის­გან შედ­გე­ბა, მათ შო­რის: მა­რი­ა­ნა ბო­უ­გ­ლე, შვე­დუ­რი CSR ორ­გა­ნი­ზა­ცია „CSR Sweden”-ის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი; ელენ კო­ე­ნი, რო­მე­ლიც მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის ლი­დერ­თა ასე­ულ­შია შე­სუ­ლი; ჟაკ სპელ­კე­ნი, Engie Group-ის CSR მე­ნე­ჯე­რი, და სფე­როს სხვა წამ­ყვა­ნი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი.

კონ­კურ­სის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი არი­ან სა­ერ­თა­შო­რი­სო და ად­გი­ლობ­რი­ვი ბიზ­ნეს ასო­ცი­ა­ცი­ე­ბი და სამ­თავ­რო­ბო უწყე­ბე­ბი, მათ შო­რის: ბუ­ნე­ბის დაც­ვის მსოფ­ლიო ფონ­დი (WWF), სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ვაჭ­რო პა­ლა­ტა (ICC), სა­ქარ­თვე­ლოს ბიზ­ნეს ასო­ცი­ა­ცია (BAG), ქა­ლაქ თბი­ლი­სის მე­რია, ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტრო და სხვა. კონ­კურ­სი ტარ­დე­ბა ევ­რო­კავ­ში­რი­სა და გერ­მა­ნი­ის ეკო­ნო­მი­კუ­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის ფე­დე­რა­ლუ­რი სა­მი­ნის­ტროს ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რით მიმ­დი­ნა­რე პრო­ექ­ტის „სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვა“ ფარ­გლებ­ში.

და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნია 13 დე­კემ­ბერს გა­ი­მარ­თე­ბა და მო­ნა­წი­ლე კომ­პა­ნი­ებს უნი­კა­ლურ შე­საძ­ლებ­ლო­ბას სთა­ვა­ზობს, გა­აც­ნონ სა­ზო­გა­დო­ე­ბას თა­ვი­ან­თი CSR-ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბი და მო­ი­პო­ვონ აღი­ა­რე­ბა სა­უ­კე­თე­სო მიღ­წე­ვე­ბი­სათ­ვის.

ინ­ფორ­მა­ცია გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის შე­სა­ხებ: სა­ქარ­თვე­ლოს სტრა­ტე­გი­უ­ლი კვლე­ვე­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტრი 1995 წელს შე­იქ­მნა და სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტორ­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლი მუ­შა­ო­ბის მრა­ვალ­წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს, რო­გორც თბი­ლის­ში, ისე სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა რე­გი­ონ­ში. ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ერთი-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მი­მარ­თუ­ლე­ბაა კორ­პო­რა­ცი­უ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გან­ვი­თა­რე­ბა. პრო­გარ­მის საქ­მი­ა­ნო­ბის მი­ზა­ნია, ქვე­ყა­ნა­ში კორ­პო­რა­ცი­უ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბი­სად­მი ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა და თე­მით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პი­რე­ბის­თვის ექ­სპერ­ტი­ზის ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა. 2004 წელს, CSRDG ად­გი­ლობ­რივ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს შო­რის, პირ­ველ­მა და­ი­წყო სა­უ­ბა­რი ბიზ­ნე­სის სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბის შე­სა­ხებ და რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წად­ში ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ერთ-ერთ წამ­ყვან სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ად ჩა­მო­ყა­ლიბ­და.

პრო­ექ­ტის „სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვა“ შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია: პრო­ექ­ტი „სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვა" (2017-2020) ხორ­ცი­ელ­დე­ბა ევ­რო­კავ­ში­რი­სა და გერ­მა­ნი­ის ეკო­ნო­მი­კუ­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის ფე­დე­რა­ლუ­რი სა­მი­ნის­ტროს ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რით. პრო­ექტს, რო­მე­ლიც სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას ისა­ხავს მიზ­ნად, ახორ­ცი­ე­ლებს კონ­სორ­ცი­უ­მი კონ­რად ადე­ნა­უ­ე­რის ფონ­დის (KAS) ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით, რო­მელ­შიც ასე­ვე შე­დის ოთხი ქარ­თუ­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო ორ­გა­ნი­ზა­ცია: სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­სტი­ტუ­ტი (CSI), სა­ქარ­თვე­ლოს სტრა­ტე­გი­უ­ლი კვლე­ვე­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტრი (CSRDG), კონ­სულ­ტა­ცი­ი­სა და ტრე­ნინ­გის ცენ­ტრი (CTC), გა­ნათ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის და და­საქ­მე­ბის ცენ­ტრი (EDEC).

sponsored by ContentRoom
ავტორი:

საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსში 41 კომპანია მონაწილეობს

საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსში 41 კომპანია მონაწილეობს

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მხარდაჭერით, წელს პირველად ატარებს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსს - Meliora 2018. მიუხედავად იმისა, რომ კონკურსი წელს პირველად იმართება, ბიზნეს კომპანიების მხრიდან მონაწილეობის საკმაოდ დიდი ინტერესი დაფიქსირდა, რაც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) მიმართ მნიშვნელოვან ინტერესზე მეტყველებს.

კონკურსში მონაწილეობას 41 კომპანია 2017-2018 წელს განხორციელებული 76 პროექტით მიიღებს და შეეცდება, წლის პასუხისმგებელი ბიზნესის წოდება მოიპოვოს. კომპანიებს საშუალება ჰქონდათ, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით განხორციელებული პროექტები და ინიციატივები კონკურსის 11 კატეგორიაში წარმოედგინათ, რომელიც CSR-ის თითქმის ყველა მიმართულებას მოიცავდა. კონკურსის შეფასების კრიტერიუმი, კატეგორიები და პროცედურები შემუშავდა CSRDG-ის მიერ, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სფეროს წამყვანი ევროპული ორგანიზაციების ექსპერტებთან თანამშრომლობით, რომელთაც ამ ტიპის კონკურსების ჩატარების მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ, ესენია: Pontis Foundation, სლოვაკეთი და Business in the Community, the Prince’s Responsible Business Network, დიდი ბრიტანეთი; შესაბამისად, კონკურსი საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება.

კონკურსში წარდგენილ განაცხადებს 17 ქართველ ექსპერტთან ერთად, რომელთა ვინაობა დაჯილდოების ცერემონიაზე გახდება ცნობილი, 11 საერთაშორისო ექსპერტიც შეაფასებს. საერთაშორისო ჟიური მდგრადი განვითარებისა და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის საერთაშორისოდ აღიარებული ექსპერტებისგან შედგება, მათ შორის: მარიანა ბოუგლე, შვედური CSR ორგანიზაცია „CSR Sweden”-ის აღმასრულებელი დირექტორი; ელენ კოენი, რომელიც მდგრადი განვითარების ლიდერთა ასეულშია შესული; ჟაკ სპელკენი, Engie Group-ის CSR მენეჯერი, და სფეროს სხვა წამყვანი პროფესიონალები.

კონკურსის მხარდამჭერები არიან საერთაშორისო და ადგილობრივი ბიზნეს ასოციაციები და სამთავრობო უწყებები, მათ შორის: ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი (WWF), საერთაშორისო სავაჭრო პალატა (ICC), საქართველოს ბიზნეს ასოციაცია (BAG), ქალაქ თბილისის მერია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და სხვა. კონკურსი ტარდება ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში.

დაჯილდოების ცერემონია 13 დეკემბერს გაიმართება და მონაწილე კომპანიებს უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს, გააცნონ საზოგადოებას თავიანთი CSR-ინიციატივები და მოიპოვონ აღიარება საუკეთესო მიღწევებისათვის.

ინფორმაცია განმახორციელები ორგანიზაციის შესახებ: საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი 1995 წელს შეიქმნა და სამოქალაქო სექტორში წარმატებული მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, როგორც თბილისში, ისე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. ორგანიზაციის ერთი-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის განვითარება. პროგარმის საქმიანობის მიზანია, ქვეყანაში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობისადმი ცნობიერების ამაღლება და თემით დაინტერესებული პირებისთვის ექსპერტიზის ხელმისაწვდომობა. 2004 წელს, CSRDG ადგილობრივ ორგანიზაციებს შორის, პირველმა დაიწყო საუბარი ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელობის შესახებ და რამდენიმე წელიწადში ამ მიმართულებით ერთ-ერთ წამყვან საზოგადოებრივ ორგანიზაციად ჩამოყალიბდა.

პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ შესახებ ინფორმაცია: პროექტი „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა" (2017-2020) ხორციელდება ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით. პროექტს, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას ისახავს მიზნად, ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით, რომელშიც ასევე შედის ოთხი ქართული სამოქალაქო ორგანიზაცია: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC).

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი