პოლიტიკა
მსოფლიო

14

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 22:48-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„პალიტრა მედია ჰოლდინგმა“ კოალიციას „აუტიზმისათვის“ 500-მდე წიგნი გადასცა
„პალიტრა მედია ჰოლდინგმა“ კოალიციას „აუტიზმისათვის“ 500-მდე წიგნი გადასცა

აუ­ტიზ­მის სპექტრის მქო­ნე ბავ­შვე­ბის­თვის „პა­ლიტ­რა მე­დია ჰოლ­დინ­გმა“ კო­ა­ლი­ცი­ას „აუ­ტიზ­მი­სათ­ვის“ 24 და­სა­ხე­ლე­ბის 500-მდე წიგ­ნი გა­დას­ცა.

„პა­ლიტ­რა მე­დია ჰოლ­დინ­გის“ წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი „ნე­ი­რო­გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტრის“ ოფის­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, სა­დაც კო­ა­ლი­ცი­ა­ში „აუ­ტიზ­მი­სათ­ვის“ შე­მა­ვა­ლი ცენ­ტრე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს შეხ­ვდნენ და სა­ჩუქ­რე­ბი გა­დას­ცეს.

„პა­ლიტ­რა მე­დია ჰოლ­დინ­გის“ გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლემ ნინო ფე­იქ­რიშ­ვილ­მა შეხ­ვედ­რა­ზე პრო­ექ­ტის „და­უ­მე­გობ­რდი ფე­რებს“ მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე ისა­უბ­რა.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ნინო ფე­იქ­რიშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და, „პა­ლიტ­რა მე­დია ჰოლ­დინ­გმა“ კო­ა­ლი­ცი­ას­თან „აუ­ტიზ­მის­თვის“ ახ­ლა­ხანს მე­მო­რან­დუ­მი გა­ა­ფორ­მა, რო­მე­ლიც კო­ა­ლი­ცი­ა­ში შე­მა­ვა­ლი ექ­ვსი­ვე ცენ­ტრის ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში წიგ­ნე­ბით დახ­მა­რე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

„მე­მო­რან­დუ­მი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, კო­ა­ლი­ცი­ა­ში შე­მა­ვალ ცენ­ტრებს მი­ვაწ­ვდით წიგ­ნებს, რომ­ლე­ბიც კო­ა­ლი­ცი­ის სპე­ცი­ა­ლის­ტებ­თან ერ­თად შე­ირ­ჩა. კერ­ძოდ, ეს არის ის წიგ­ნე­ბი, რო­მე­ლე­ბიც კარ­გი სას­წავ­ლო მა­სა­ლა იქ­ნე­ბა ბავ­შვე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც ამ ცენ­ტრებ­ში და­დი­ან. „პა­ლიტ­რა მე­დია ჰოლ­დინ­გი“ თა­ვი­სი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ყო­ველ­თვის ცდი­ლობს, ხელ­მი­საწ­ვდო­მი გავ­ხა­დოთ წიგ­ნი ყვე­ლას­თვის და ხელი შე­ვუ­წყოთ წიგ­ნი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბას. შე­სა­ბა­მი­სად, ეს პრო­ექ­ტი „და­უ­მე­გობ­რდი ფე­რებს“ შე­იქ­მნა სწო­რედ იმის­თვის, რომ წიგ­ნი ხელ­მი­საწ­ვდო­მი გაგ­ვე­ხა­და აუ­ტიზ­მის სპექტრის დარ­ღვე­ვის მქო­ნე ბავ­შვე­ბის­თვის. ვფიქ­რობ, ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში თი­თო­ე­ულ ცენ­ტრში კარ­გი ბიბ­ლი­ო­თე­კა შე­იქ­მნე­ბა. პირ­ვე­ლი ეტა­პის­თვის 500-მდე წიგ­ნი გა­და­ვე­ცით ცენ­ტრებს და ეს მო­მა­ვალ­შიც ასე გაგ­რძელ­დე­ბა“, – გა­ნა­ცხა­და ფე­იქ­რიშ­ვილ­მა.

„ნე­ი­რო­გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტრის“ დი­რექ­ტო­რის, მე­დი­ცი­ნის დოქ­ტო­რის ეკა­ტე­რი­ნე არ­ვე­ლა­ძის თქმით, ისი­ნი მსგავ­სი საქ­ველ­მოქ­მე­დო აქ­ცი­ე­ბის გა­მარ­თვას მი­ე­სალ­მე­ბი­ან სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნა, რომ წიგ­ნებს სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ბავ­შვებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ.

„ამ დღეს ჩვენ სულ­მო­უთ­ქმე­ლად ვე­ლო­დით, რად­გა­ნაც წი­ნას­წარ ავარ­ჩი­ეთ წიგ­ნე­ბი, რო­მე­ლიც ჩვენ აუ­ტის­ტუ­რი სპექტრის მქო­ნე ბავ­შვებ­თან მუ­შა­ო­ბა­ში გვჭირ­დე­ბა. ჩვე­ნი ცენ­ტრი მუ­შა­ობს ბავ­შვებ­თან, რომ­ლებ­საც აღე­ნიშ­ნე­ბათ მენ­ტა­ლუ­რი, გო­ნებ­რი­ვი, ფი­ზი­კუ­რი თუ ქცე­ვი­თი აშ­ლი­ლო­ბე­ბი და ეს წიგ­ნე­ბი, რო­მე­ლიც „პა­ლიტ­რა მე­დია ჰოლ­დინ­გმა“ გად­მოგ­ვცა, ძა­ლი­ან დაგ­ვეხ­მა­რე­ბა“, – გა­ნა­ცხა­და „ნე­ი­რო­გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტრის“ დი­რექ­ტორ­მა, მე­დი­ცი­ნის დოქ­ტორ­მა ეკა­ტე­რი­ნე არ­ვე­ლა­ძემ.

ავტორი:

„პალიტრა მედია ჰოლდინგმა“ კოალიციას „აუტიზმისათვის“ 500-მდე წიგნი გადასცა

„პალიტრა მედია ჰოლდინგმა“ კოალიციას „აუტიზმისათვის“ 500-მდე წიგნი გადასცა

აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის „პალიტრა მედია ჰოლდინგმა“ კოალიციას „აუტიზმისათვის“ 24 დასახელების 500-მდე წიგნი გადასცა.

„პალიტრა მედია ჰოლდინგის“ წარმომადგენლები „ნეიროგანვითარების ცენტრის“ ოფისში იმყოფებოდნენ, სადაც კოალიციაში „აუტიზმისათვის“ შემავალი ცენტრების წარმომადგენლებს შეხვდნენ და საჩუქრები გადასცეს.

„პალიტრა მედია ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ ნინო ფეიქრიშვილმა შეხვედრაზე პროექტის „დაუმეგობრდი ფერებს“ მნიშვნელობაზე ისაუბრა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ნინო ფეიქრიშვილმა განუცხადა, „პალიტრა მედია ჰოლდინგმა“ კოალიციასთან „აუტიზმისთვის“ ახლახანს მემორანდუმი გააფორმა, რომელიც კოალიციაში შემავალი ექვსივე ცენტრის ერთი წლის განმავლობაში წიგნებით დახმარებას ითვალისწინებს.

„მემორანდუმიდან გამომდინარე, კოალიციაში შემავალ ცენტრებს მივაწვდით წიგნებს, რომლებიც კოალიციის სპეციალისტებთან ერთად შეირჩა. კერძოდ, ეს არის ის წიგნები, რომელებიც კარგი სასწავლო მასალა იქნება ბავშვებისთვის, რომლებიც ამ ცენტრებში დადიან. „პალიტრა მედია ჰოლდინგი“ თავისი ღირებულებებიდან გამომდინარე ყოველთვის ცდილობს, ხელმისაწვდომი გავხადოთ წიგნი ყველასთვის და ხელი შევუწყოთ წიგნიერების ამაღლებას. შესაბამისად, ეს პროექტი „დაუმეგობრდი ფერებს“ შეიქმნა სწორედ იმისთვის, რომ წიგნი ხელმისაწვდომი გაგვეხადა აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვებისთვის. ვფიქრობ, ერთი წლის განმავლობაში თითოეულ ცენტრში კარგი ბიბლიოთეკა შეიქმნება. პირველი ეტაპისთვის 500-მდე წიგნი გადავეცით ცენტრებს და ეს მომავალშიც ასე გაგრძელდება“, – განაცხადა ფეიქრიშვილმა.

„ნეიროგანვითარების ცენტრის“ დირექტორის, მედიცინის დოქტორის ეკატერინე არველაძის თქმით, ისინი მსგავსი საქველმოქმედო აქციების გამართვას მიესალმებიან საუბრისას აღნიშნა, რომ წიგნებს სპეციალისტები ბავშვებთან ურთიერთობაში გამოიყენებენ.

„ამ დღეს ჩვენ სულმოუთქმელად ველოდით, რადგანაც წინასწარ ავარჩიეთ წიგნები, რომელიც ჩვენ აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებთან მუშაობაში გვჭირდება. ჩვენი ცენტრი მუშაობს ბავშვებთან, რომლებსაც აღენიშნებათ მენტალური, გონებრივი, ფიზიკური თუ ქცევითი აშლილობები და ეს წიგნები, რომელიც „პალიტრა მედია ჰოლდინგმა“ გადმოგვცა, ძალიან დაგვეხმარება“, – განაცხადა „ნეიროგანვითარების ცენტრის“ დირექტორმა, მედიცინის დოქტორმა ეკატერინე არველაძემ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი